ავთო ვარსიმაშვილის სპექტაკლი
მხატვარი: მირიან შველიძე
მონაწილეობენ: გოგა ბარბაქაძე, აპოლონ კუბლაშვილი, მარიშა კიტია, თიკო კორძაძე, მარიამ ჯოლოგუა, გიორგი ჯიქია, კახა მიქიაშვილი, მამუკა მუმლაძე, ვანო ქურასბედიანი, თამუნა ნიკოლაძე, მაია დობორჯგინიძე, ჯაბა კილაძე, ქეთა ლორთქიფანიძე, სლავა ნათენაძე
მოკლე შინაარსი:
მეოცე საუკუნის 90 იანი წლების ქრონიკა ბერტოლდ ბრეხტის იდეის მიხედვით. საქართველოში სამოქალაქო ომი მძვინვარებს, გუბერნატორს ჰკლავენ, მისი მეუღლე კი გარბის ქვეყნიდან. მათი პატარა ბავშვი კი გუბერნატორის მოახლეს გრუშე ვაჩნაძეს რჩება. ბავშვზე კი ნამდვილი ნადირობაა გამოცხადებული, გრუშე არ თმობს ბავშვს, მასთან ერთად გაურბის მკვლელებს, ჯალათებს. ომი დამთავრდა და გუბერნატორის მეუღლე დაბრუნდა საქართველოში. ვინაა ნამდვილი დედა? ის ვინც გააჩინა თუ ის ვინც გაზარდა? ამ საკითხს სასამართლო გადაწყვეტს. მოსამართლეს აზდაკი ჰქვია. სპექტაკლში მონაწილეობს “თავისუფალი თეატრის” მთელი დასი.