პიესის ავტორი და რეჟისორი: ავთო ვარსიმაშვილი
მხატვარი: მირიან შველიძე, თამარ მაჭარაშვილი
მონაწილეობენ: ნიკოლოზ ბარათაშვილი, ნუცა აბაშიძე, ანი ალადაშვილი, გიორგი ჯიქია, კახა მიქიაშვილი, მამუკა მუმლაძე, შაკო მირიანაშვილი
სპექტაკლი დაიდგა ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით
მოკლე შინაარსი:
საქართველოში ერთი უცნაური სოფელია, სადაც ყველა და ყველაფერი ლაპარაკობს, ადამიანები, ცხოველები, ფრინველები, მდინარე, მიწა, ბოსტნის საფრთხობელა და მოედანზე მდგარი ქანდაკებაც. ამ სოფელში მცხოვრებ ნიკალას და თამთას შეუყვარდა ერთმანეთი და დიდი ქორწილიც გადაიხადეს, მაგრამ მეორე დღეს ქვეყანაში ომი დაიწყო და ნიკალაც იმავე დღეს წავიდა ომში…. პიესა დაიწერა და დაიდგა ნიკო გომელაურისათვის. ეს იყო მისი ბოლო როლი, მან ხუთჯერ შეასროლა ის. სპექტაკლი სარგებლობს უდიდესი პოპულარულობით, მრავალი წელია ის გადის “თავისუფალი თეატრის” სცენაზე და დარბაზი სულ სავსეა თვალცრემლიანი მაყურებლით. გირჩევთ ნახოთ ეს ულამაზეს მელოდრომა, რომელიც ძალიან დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ.