ავთო ვარსიმაშვილი

av2“თავისუფალი თეატრის” მეპატრონე და სამხატვრო ხელმძღვანელი.

ასევე ა.გრიბოედოვის სახ. სახელმწიფო აკადემიური თეატრის მმართველი და სამხატვრო ხელმძღვანელი, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სრული პროფესორი, კინო კომპანია Vars-Studio-ს მეპატრონე.

საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი, რუსეთის “მეგობრობის” ორდენის კავალერი.

დადგმული აქვს ოთხმოცზე მეტი სპექტაკლი, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ. მუშაობდა უკრაინაში, რუსეთში, იტალიაში, გერმანიაში, ესტონეთში, ფინეთში და ა.შ.

დადგმული აქვს ისეთი ცნობილი სპექტაკლები როგორიცაა:

რუსთაველის თეატრში: “მშვენიერი ქართველი ქალი”, “ათვინიერებენ მიმინოს”, “კვაჭი კვაჭანტირაძე”. “ტიტუს ანდრონიკუსი”.

გრიბოედოვის თეატრში: “ტერეზა რაკენი”, ” რუსული ბლუზი”, “ოსტატი და მარგარიტა”, “ხანუმა”,”გეტტო”, “ქორწინება”, “ცხენის ისტორია”.

“თეატრალურ სარდაფში”: “სიკვდილის როკვა”, “ჰამლეტი”

“თავისუფალ თეატრში”: “კომედიანტები”, “პროვოკაცია”, “ძმები”

წარმატებით მუშაობს კინოშიც. გადაღებული აქვს მხატვრული ფილმები: “თვინიერი”, “სახლი ძველ უბანში (30 სერია) “მერე რა, რომ სველია, სველი იასამანი”, “იდიოტოკრატია”, “ყველაფერი კარგად იქნება”, “ბამბაზიის სამოთხე””მიდი ძმაო, მიდი”, “ისპაჰან – ბათუმი” და “სახლი, რომელიც ფანჯრიდან გაიპარა”.

მიმდინარე რეპერტუარი: “ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს ?!“, “მექანიკური ფორთოხალი“, “ღმერთო დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები“, “კავკასიური ცარცის წრე“, “მიყვარხარ მიყვარხარ მიყვარხარ“, “ვალსი ძილის წინ“, “რიჩარდ III

12208748_1145135312183141_8369476772874437243_n 68464_556653597695199_855175624_n 197147_209725439054685_770929_n  10407413_1095499407143946_3071196083642481080_n  521352_456214691072424_115135767_n12919188_1237913539571984_743944168_n 12921948_1237914672905204_1148128055_o 12939453_1237913892905282_1100379137_n 12948454_1237914059571932_902938776_o