ნატა კობახიძე

ნატა კობახიძე

კოსტუმების მხატვარი.

მიმდინარე რეპერტუარი:
ჯინსების თაობა“, “ღმერთო დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები“, “კავკასიური ცარცის წრე“, “მექანიკური ფორთოხალი“, “რიჩარდ III

ასევე იმუშავა სპექტაკლებზე:
“კომედიანტები”, “ძმები”,  “ბრემენელი მუსიკოსები”

მირიან შველიძე

მირიან შველიძე

მიმდინარე რეპერტუარი:

ღმერთო დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები“, “მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ“, “კავკასიური ცარცის წრე“,  “მექანიკური ფორთოხალი“, “ვალსი ძილის წინ“, რიჩარდ III

ასევე იმუშავა სპექტაკლებზე:
“მშვენიერი ქართველი ქალი”, “სათამაშო პისტოლეტი”

დიმა მერაბიშვილი

დიმა მერაბიშვილი

მიმდინარე რეპერტუარი:

ღმერთო დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები“, “ჯინსების თაობა“, “რიჩარდ III

ითამაშა სპექტაკლებში:
“ვოიცეკი”, “დონ ჟუანი”, “ვარიაციები პატრიოტიზმის თემაზე”

პრესა: “საძაღლე”

პრესა: “საძაღლე”

ყველა ადამიანსა  და ძაღლს აქვთ  თავიანთი ისტორია

ლელა ოჩიაური

მიკროფონებითა და ხმის ჩამწერი აპარატურით აღჭურვილ ტელე თუ რადიოსტუდიაში შუახნის მამაკაცი შემოდის. უამრავი ჩემოდნით, ყუთით, გრაგნილით დახუნძლული. როგორც თანდათან ირკვევა, ამ ნივთებში მისი ცხოვრებაა. მთელი ქონება –  რაც გააჩნია –  მხოლოდ მოგონებებია (ფოტოები. გაზეთები, აფიშები…) , რომლებსაც  მუდამ თან ატარებს და ვინ იცის, უკვე მერამდენედ უზიარებს ვიღაც უხილავს, ვისი ხმაც სადღაც სიბნელიდან გაისმის. ამბავი, რომელსაც ჩვენ – მაყურებული – სულგანაბული და შეძრწუნებული,  მონათხრობის ტრაგიზმის სრული შეგრძნებითა და თან აღტაცებული ვუყურებთ. რასაც ჩვენ – მაყურებელი – როგორც გაფრთხილებას აღვიქვამთ და ვფიქრობთ ადამიანის (ადამიანების) ბედზე, რომელსაც თანაგრძნობა მოელის ჩვენგან. რაც ჩვენ – მაყურებელს – იმაზე მეტად გვაფიქრებს, ვიდრე გვინდა რომ ვფიქრობდეთ, თუ რაღაცისგან გათავისუფლება და შინაგანი თავისუფლების განცდა გვჭირდება.

აღტაცებული, პირველ რიგში, მსახიობის ოსტატობით, მეორე მხრივ – ამბით, რომელსაც იგი წარმოადგენს და რომელიც თანამედროვეობის (ამავე დროს, მარადიულ) ბევრ პრობლებას წამოჭრის. მესამე – რეჟისურის, იმ წარმატებული მხატვრული ექსპერიმენტის, რეჟისორული ფანტაზიის მრავალფეროვნების გამო, რაც ყველა ეპიზოდში, ყოველ სცენაში მჟღავნდება და მრავალფეროვან სცენურ სამყაროს ქმნის.

ეს უცნაური „ექსპერიმენტი“ „თავისუფალ თეატრში ტარდება“, უცნაურ და ტრაგიკულ ისტორიას გვიამბობენ  და ამ ისტორიის მთხრობელი  – ნატანჯი და მარტოსული ადამიანი – ალე – მარტოა  სცენაზეც და ცხოვრებაშიც, ვინაიდან იგი ყველამ – მთელმა საზოგადოებამ – გარიყა. ერთადერთი ადამიანი და მსახიობი, მთელი საათნახევრის განმავლობაში (რა თქმა უნდა, თუ მასთან მოსაუბრე ვიღაც უხილავის „ხმას“ არ ჩავთვლით, რომელსაც ექსპერიმენტი მიჰყავს და თავად რეჟისორს ეკუთვნის) – შეუდარებელი სლავა ნათენაძე – იოანე (ვანო) ხუციშვილის სპექტაკლში „საძაღლე“.

იოანე (ვანო) ხუციშვილმა ეს სპექტაკლი  (დააფინანსებულია თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით) ნინო სადღობელაშვილის პიესაზე დადგა, რომელიც ჰატი ნეილორის პიესის „ივანე და ძაღლები“ მოტივებზეა აგებული და   შეიძლება ითქვას, ფაქტობრივად, ახალი ტექსტია, ინტერპრეტირებული და გარდასახული, კონცეფციისა თუ სათქმელ-პრობლემატიკის მხრივაც.

ამბავი თავისუფალი თეატრის ისედაც პატარა სცენაზე, გორგოლაჭებზე მიმაგრებული, ჯაჭვჩაბმული რკინის, გისოსებიანი და ცილინდრისებული კონსტრუქციით  უფრო დაპატარავებულ „მოედანზე“ ვითარდება. სივრცის (რომელიც ხან სტუდიად წარმოდგება, ხან გმირის ბავშვობის სახლად, ხან ქუჩად, ხან პარკში მდგომ მდიდრულ სახლად, ხან  მიწისქვეშა თავშესაფრად, ხან ძაღლების ბუნგად და ხან შორეულ ბორცვად ქალაქიდან მოშორებით) ასეთი  შემჭიდროვება კიდევ  მეტად ზღუდავს და კეტავს სამოქმედო არეს, ზრდის უსასრულო წრეზე ბრუნვისა და იზოლირებულ სამყაროს გამოუვლობის ფიზიკურ შეგრძნებას; ამავე დროს, დეკორაციის ასეთი პირობითობა აფართოებს და აზოგადებს  საზღვრების მასშტაბებს, სათქმელის არაერთგვაროვნებასა და არაერთფეროვნებას უსვამს ხაზს, სხვა სივრცეების არსებობაზე მიუთითებს.

ჩაკეტილი გარემო წრეზე მოძრავი გისოსებითაა შემოსაზღვრული, რომლის (დეკორაციის) ყველა დეტალი მოძრაობს და მოქმედებაშია (მხატვარი – თეო კუხიანიძე) და ისევე აქტიურადაა ჩართული მოქმედებაში, როგორც მუსიკა (გააფორმა გიორგი ჯიქიამ, ენიო მორიკონესა და ჰანს ზიმერის მუსიკაზე), მოქმედი გმირის აღსარების ეტაპების, ავტობიოგრაფიული მონათხრობის (ფაქტების, რომლებიც მეხსიერებას შემორჩა, რადგან პიროვნული თვისებების ჩამოყალიბება-გარდაქმნასა და ფიზიკური არსებობის პროცესების მსვლელობაზე ახდენდა გავლენას) განწყობის, ემოციებისა და სულიერი მდგომარეობის განუყრელი ნაწილი.

ქვეყანა, ქალაქი, რომელშიც ალე ცხოვრობს თანდათან ნადგურდება. ყველგან კრიზისია. შიმშილობა იწყება. ოჯახებს მანქანებით ძაღლები და შემდეგ  ბავშვენი ქალაქგარეთ გაჰყავთ და ტოვებენ.  ძაღლები და ბავშვები მარტონი რჩებიან, უპატრონოდ და ახალ ცხოვრებას იწყენენ, რომ გადარჩნენ  – მაწამწალების ცხოვრებას. მიუსაფრობასა და მარტოობაში იბრძვიან გადარჩენისთვის, სხვებს წირავენ, სახეს  – ადამიანობას -კარგავენ და ყველაფერი სულერთი ხდება – ყველასთვის, საზოგადოებაში, რომელიც განწირულია.

სლავა ნათენაძეს  ურთულესი ამოცანა აქვს შესასრულებელი – საათნახევრის განმავლობაში მარტოსულობის მთელი ამბავი მარტომ უნდა გადმოსცეს და გარდასახვის ერთი, ემოციური მდგომარეობიდან მეორეში, შემდეგ მესამეში, მეოთხეში… გადასვლა უმცირესი ნიუანსების მეშვეობით შეძლოს. ერთი არსების მეორედ გარდასახვის ეტაპებიც გაიაროს, 6 წლის ბავშვიდან ზრდასრულ მამაკაცად იქცეს და მთლიანი ცხოვრება – ადამიანებისა და ძაღლების – ზოგჯერ კი, ორივე ერთად – კალეიდოსკოპურად წარმოადგინოს.

მის მიერ შექმნილი პერსონაჟი გარდასახვის სხვადასხვა ფაზასა და ეტაპებს გადის – მას აღელვებენ და აფორიაქებენ მოგონებები, რომლებიც ბავშვობიდან იწყება, იწყება მაშინ, როდესაც ალე პირველ და სასტიკ დარტყმებს იღებს ადამიანებისგან, როდესაც იგი მათი ურთიერთობებისა და საქციელის გაცნობიერებას იწყებს და როდესაც პირველად რჩება მარტო – ქუჩაში – ძალადობით, სიძულვილით, სისასტიკუთ გაჯერებული სამყაროში, რომელშიც თავის შეფარება არსად შეიძლება, საძაღლეს გარდა.

ეს ასაკოვანი მამაკაცი „ბავშვდება“,  ბავშვის  თათმანებში უყრის ხელებს, ხშირად ბავშვურ ენაზე მეტყეველებს, ბავშვური ემოციით გამოხატავს წუხილს, რომელსაც ძალიან ადრე მოუწია, დიდად ქცეულიყო.

ამ გარდასახვების, მოქმედებების, მოძრაობების, სამყაროს სახეცვლილების მხატვრული ხერხებით გადმოცემისას კი რეჟისორს ფანტაზია არ ელევა და სცენა ჰგავს ცოცხალ ორგანიზმს, რომელიც განუწყვეტლივ იცვლება, ცოცხლობს და ვითარდება, მიედინება – როგორც ცხოვრება.

ყველაფერი ისეა გადახლართული, როგორც ალეს ცხოვრების ეპიზოდები, წარსული და აწმყო, იგი თავს იცავს მტრული გარემომცველი სამყაროს ძალადობისგან, ადამიანების უგულობისგან, უსიყვარულობისგან და მხოლოდ ერთგული ძაღლების იმედად მცხოვრები, თავადაც ძაღლად იქცევა – გარდაისახება, მაგრამ მაინც რჩება ადამიანად. რადგან ის თავისუფალია, ადამიანია, რომელმაც შეძლო ყველა წინაააღმდეგობის, ყველა კომპლექსის, წარსულის ყველა მტანჯველი მოგონებისგან თავის დაღწევა და მანამდე არარსებული კარის თამამად შეღება.

და შემდეგ, როდესაც იგი მანათობელ სხივს დასდევს, მიჰყვება მის ნათებას, როდესაც კარს აღებს და მჭახედ განათებულ სივრცეში გადის, უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა ფრაზას, რომელსაც „ხმა“ წარმოთქვამს და რომელიც რეალობაში გაბრუნებს – „ყველაფერი ჩაწერილია – ბოლო ფრაზის გარდა“. ალეს ბოლო სიტყვებია – „მე ადამიანი ვარ“ – სამყაროში ძალადობა, გულგრილი ექსპერიმენტი და  ადამიანის – როგორც ცდის ობიექტად ქცევის მცდელობის პროცესი გრძელდება, მაგრამ ალე ამ წინააღმდეგობებს, ამ მახეებს, ამ ჯაჭვებსა და გისოსებს  უკვე აღარ უშინდება – ის ადამიანია, თავისუფალ ადამიანი, რომელიც კათარზისს განიცდის და მასთან ერთად მაყურებელიც თავისუფლდება.

თუმდაც ასე იყოს, რომ მხოლოდ ალესა  და მის მეგობარ ძაღლებს, განსაკუთრებით, თეთრ ძაღლს  ესმით სხვა სულიერების – ცხოველებისა და ფრინველების ხმა, ადამიანების ჩურჩული, თოვლის დნობა, მხოლოდ მათ შეუძლიათ, როდესაც ბორცვიდან გადაჰყურებენ, წარმოიდგინონ, რომ ქალაქი და ცხოვრება მშვენიერია, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი ცხოვრება და მას არაფრის გამეორება არ სჭირდება, რომ როცა ადამიანი კვდება, მისი სული იცვლება და ესაა რაღაც მანათობელი მათში – ღმერთის ნაწილი, რომელსაც თუ აღმოაჩენს, ვერაფერი ვერ მოერევა.

 

 

 

ჯაბა კილაძე

393612_2411550482380_1022793763_n მიმდინარე რეპერტუარი:
ჯინსების თაობა“, “ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს“, “მექანიკური ფორთოხალი“, “კავკასიური ცარცის წრე“, “რიჩარდ III

ითამაშა სპექტაკლებში:
“მონადირე”, “ჰენრიხ მეოთხე”, “ივანოვი”, “ძმები”, “ბავშვის თვალებით”, “იდიოტოკრატია”, “მშვენიერი ქართველი ქალი”

 

12046724_1207897105904175_6962145160476246660_n 12042787_1207900282570524_6220019432814653541_n 12033234_1207897232570829_8882130689870926783_n 12006325_1207901519237067_7433356123344594469_n 427977_386376378056256_1700296304_n 418498_404951212865439_1710672678_n ჯინსების თაობა 386065_341595699200245_1412476187_n 208460_1019029230219_7729_n 59180_1456893136543_6411588_n

 

საზიზღრები, ბინძურები, ბოროტები

საზიზღრები, ბინძურები, ბოროტები

12359960_1251751211518764_8564592179316342883_nპიესის ავტორი: ლილე შენგელია (ეტორე სკოლას ამავე სახელწოდების ფილმის მიხედვით)

რეჟისორი: ნიკა ჩიკვაიძე

მხატვარი: თამარ ჭავჭანიძე

მუსიკალური გაფორმება: სერგო ყენია

ტექნიკური რეჟისორი – თათული ზალიკაშვილი

რეჟისორის ასისტენტი – გიორგი კლაინი

როლებში: თემურ გვალია, მაია ლომიძე, ანა მჭედლიძე, სერგო საფარიანი, აშოტ სიმონიანი, ბექა მაღალაშვილი, პაპუნა ლებანიძე, თამთა ჩუმაშვილი, ნინა კალატოზიშვილი ქეთი ტატიშვილი, თათა თავდიშვილი, გიორგი ჩაჩუა,შაკო ღონღაძე, ირა ეზიეშვილი,ნატალია გალოგრე, თათული ზალიკაშვილი

ეპიზოდებში: მარეხ ბლიაძე, გიორგი აივაზაშვილი, ტარიელ ბროლაძე, ნინო ჩიტაშვილი, გიორგი ედიშერაშვილი, ნიკა მაცაბერიძე, მარიამ ბლიაძე, გიორგი კლაინი

პრესა: http://theatre.ge/2016/01/21/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%96%e1%83%98%e1%83%96%e1%83%a6%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%91%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%ab/

12373368_1251751758185376_5368546814470362789_n 12373366_1251752078185344_4960534640719077094_n 12373312_1251754641518421_4566476833000170092_n 12373198_1251753351518550_8453719323267617064_n 12369195_1251751278185424_6055138015704176852_n 12359960_1251751211518764_8564592179316342883_n 12359890_1251753031518582_3618361265522415745_n 12348026_1251753324851886_6325224589290096841_n 12347730_1251753191518566_5118305949663804883_n 12346597_1251752371518648_6083518636761404266_n 12346462_1251753358185216_308953444307289782_n 12346444_1251756168184935_8360452172615860434_n 12345579_1251752718185280_8493235573266169063_n 12342787_1251752091518676_564063190814998185_n 12342705_1251752648185287_1231859463335614570_n 12341389_1251752361518649_1499406378243104692_n 12341225_1251754204851798_2424159196878958824_n 12341123_1251753178185234_2250437005149092820_n 12341051_1251753644851854_102340718282735939_n

გიორგი ზანგური

252460_225799687447260_6684907_n

მიმდინარე რეპერტუარი:

ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს ?!“, “რა დროს შექსპირია?!”, “თოჯინების სახლი“, “რიჩარდ III“, “ხვალ შობაა”

 

 

 

 

 

 

11188333_1113802488646971_890183771609529197_n 11041227_1113802445313642_6446034974898006560_n 11146529_1113802218646998_3777707259291056331_n 11011718_1113802158647004_5876090481416712275_n 254470_225799737447255_2893284_n  252655_225799790780583_7567121_n 248585_225799634113932_4380976_n 248270_225799714113924_293477_n 12019864_1207899172570635_707078717384438410_n 12039364_1207899582570594_5958567532930723306_n 12042832_1207901422570410_1175391718748951174_n

 

 

 

პრესა: “სათამაშო პისტოლეტი”

საბედისწერო „გასროლა“ სათამაშო პისტოლეტიდან

ლელა ოჩიაური

„თავისუფალ თეატრში“ თამარ ბართაიას „სათამაშო პისტოლეტის“ განხორციელებით (დაიდგა თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით), გიორგი შალუტაშვილმა, ერთი მხრივ, საზოგადოება თანადროულ საკითხებზე კამათში ჩააბა. ამასთან, ბოლო პერიოდში თავისი  დადგმებისგან განსხვავებულ რეჟისორულ გადაწყვეტას მიმართა და ამითაც გამოიწვია მაყურებელში დისკუსია (როგორც საქართველოში, ასევე დიდ ბრიტანეთში, სპექტაკლის ჩელსის თეატრში წარმატებული წარდგენის შემდეგ), როგორც მხატვრული ანალიზის, ასევე ადამიანის დანიშნულებისა თუ მისი ყოფნა-არყოფნის, უფრო ზუსტად – როგორი ყოფნა-არყოფნის – მარადიულ თემაზე.

„სათამაშო პოსტოლეტი“ – ფსიქოლოგიური დრამა, რომელიც ორ პარალელურ განზომილებში და რეგისტრსა თუ შრეზე ვითარდება – ორი ადამიანის ისტორიაა, რომლებიც რეალურად სულ რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ მრავალი წელი აკავშირებთ (წარსულიდან – ახალგაზრდობიდან თანამედროვეობამდე – მოხუცებულობამდე), რომლებიც შინაგანად (ფიქრებში, მოგონებებში და პირველი შეხვედრიდან მიღებული „გაკვეთილების“ შედეგად) ფიზიკური სიშორის მიუხედავად, მუდამ ერთად არიან.

სახელგანთქმული, როლებით, თაყვანისმცემლებით განებივრებული პოპულარული მსახიობის იოსა (გიორგი აბაშიძე) და  მსახიობობაზე, წარმატებაზე, პოპულარობაზე მეოცნებე და რა თქმა უნდა, ცნობილ  მსახიობში შეყვარებული 14 წლის გოგონას დეას (ანი ალადაშვილი) ამბავი. პირველი იმედგაცრუება.  პირველი გულისტკივილი და ორმაგი გაკვეთილი, რომელსაც ორივე ერთმანეთისგან მიიღებს.

გიორგი შალუტაშვილი მოქმედებას ორი მიმართულებით აგებს, სცენას ორ პარალელურ სცენად ჰყოფს. ორივეს –  დეასა და იოს – თავისი საკუთარი სივრცე აქვს, თავისი ხაზი, თავისი სათქმელი. მათი გზები ცხოვრებაში  მხოლოდ რამდენჯერმე იკვეთება,  სცენაზე (მხატვარი  მირიან შველიძე გარემოს შესაქმნელად სულ რამდენიმე ელემენტს იყენებს) კი, ერთ სივრცეში, ერთ  სიბრტყეზე სხვადასხვა განზომილებიდან, სამოქმედო ადგილიდან, მდგომარეობიდან მუდამ ერთად არიან.

ეს ორი, დამოუკიდებელი  სივრცე (გეოგრაფიულიც და დამოუკიდებლად წარმართული ცხოვრებისეული მანძილი) მუდმივად სერავს ერთმანეთს – ჩვენთვის – მაყურებლისთვის ხილულად – მათთვის კი – არა, მაგრამ როგორც  მყარად შეკრული ჯაჭვის ერთ ღერძზე ასხმული რგოლები, ისეა აწყობილი და ერთი მეორეზე წაფენილი, ურთიერთგამომდინარე და განუყრელია, რადგან ყველაფერს მიზიდულობის „კანონი“ მართავს.

თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ სპექტაკლში მესამე მოქმედი გმირიცაა – მუსიკოსი, რომელიც უშუალოდ მოქმედებაში არაა ჩართული, მაგრამ კიდევ ერთ – მესამე განზომილებაშია  მოქცეული –  მუსიკის ავტორი და შემსრულებელი ლექსო ტურიაშვილი, რომელიც სცენის სიღრმეში ზის და ცოცხლად აფორმებს მთელ სპექტაკლს.

ორივე – დეაც და იოც – ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ცხოვრობს და ფაქტობრივად განუყოფელ, მაგრამ თავის პირად ისტორიას ყვება (მონოლოგები ხშირად ერთმანეთს ედება, აგრძელებს, ეხმიანება და იშვიათად იქცევა დიალოგად, ამბავს კი უშუალოდ ჩვენ – მაყურებელს – გვიყვებიან. ნებისმიერი გარდასახვაც, „გადაცმაც“ (კოსტუმების მხატვარი ნატა კობახიძე), სახეცვლილებაც, დროის მსვლელობისა და ადგილის ცვალებდობის ფიქსირებაც, მოვლენათა მონცვლეობის შეგრძნებაც – ჩვენს წინაშე „თამაშდება“), თავის ხაზს ავითარებს, მაგრამ  ვინაიდან მათი სულიერი მიჯაჭვულობა, შინაგანი კავშირი და საზოგადოების თავგადასავალიც უწყვეტია, ყველაფერი ერთ მთლიანობად აღიქმება .

ორი ადამიანის ისტორია – შეიძლება ითქვას ზოგადად არატიპური, მაგრამ ბევრი სახასიათო და სპეციფიკური დეტალით, ფაქტით, ბევრი ადამიანის ისტორიის გამომხატველი და უფრო მასშტაბურად – საზოგადობის ბიოგრაფიის (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური) – მეტაფორად წარმოდგება, რომელიც კონკრეტულ მოცემულობას, ჩარჩოებს სცილდება.

სათამაშო პისტოლეტითა და  სიკვდილის შიშით დამცირებული და მორალურად განადგურებული იო მამაც და უშიშარ მებრძოლად იქცევა, როდესაც ქვეყანა ომში ებმევა, დეა – სახელგანთქმული მომღერალი ხდება, იო – სულიერი კრიზისისა და პირადული მარცხების დაძლევის შემდეგ – მსოფლიოში აღიარებული დრამატურგი. ორივე თავ-თვიანთი გზით მიდის. ქორწინდებიან. დეას შვილები ჰყავს – შემდეგ შვილიშვილები. იოს – არა. იოს ოჯახი (ორი) ენგრევა. დეასაც. იო ახალგაზრდა დედასა და მის შვილებს იშვილებს – ბაბუა ხდება და ბოლოს და ბოლოს  ბედნიერია. დეა საოპერო მომღერლის საერთაშორისო კარიერაზე ამბობს უარს და შინ, სოფელში ბრუნდება.  ისიც, ყველაფრის, არაერთი დანაკარგის მიუხედავად,   ბედნიერია. ერთი სიტყვით, ცხოვრება მიდის, გრძელდება, როგორც ბევრის ცხოვრება, ადამიანი, პირად მოცემულობაში ჩაკეტილი, თუ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აყოლილი,  მშვიდობის, ომის, ომისშემდგომი პერიოდების, წარმატების, წარუმატებლობის, ბედნიერებისა და უბედურების, სიცოცხლისა და სიკვდილის  პროცესებს ჩვეულებრივ გადის და ჩვენ ამ ყველაფრის უშუალო მონაწილე ვართ.

გიორგი შალუტაშვილმა ერთი მხრივ შეინარჩუნა პიესის „მსვლელობა“ და წყობა და მეორე მხრივ, აქცენტი მისი სათქმელის მინიმალისტური ხერხებით გამოხატვაზე გადაიტანა, ამისთვის კი მსახიობი – როგორც პერსონაჟი და მის მიერ შექმნილი სახე – როგორც თაობის (საზოგადოების) მეტაფორა – ფსიქოლოგიური და განზოგადებული  – გამოიყენა.

საინტერესოდაა გადმოცემული ამბავიც და თვითონ ამბავია საინტერესო. სიყვარულის, მიჯაჭვულობის, იმედგაცრუების, „კერპების დაცემის“, სულიერი კრიზისა და მისი დაძლევის ისტორიას ქვეყანაში მომხდარი მოვლენების, მათ შორის, ყველაზე მძაფრად და მკაფიოდ, ომების ისტორია სერავს, თუ პირიქით. სწორედ ეს ომები, რომლებიც საქართველოს თავს დაატყდა – 1991-1992 წლებში – თბილისის ომიდან დაწყებული, შემდეგ აფხაზეთსა და ბოლოს, 2008 წლის აგვისტოთი დამთავრებული – განსაზღვრავენ როგორც დეასა და იოს, ასევე, მთლიანობაში საქარტველოს, საქართველოს ათასობით მოქალაქის ბედს. ადამიანების, რომლებსაც უშუალოდ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური თუ „კულტურული“ კრიზისიდან გამომდინარე, მოუწიათ სამშობლოს დატოვება, ადამიანების, რომლებსაც სწორედ ომის გამო გახდნენ იძულებული, სახლ-კარი მიეტოვებინათ და სხვაგან ეპოვათ თავშესაფარი.  შემდეგ ეს მეტაფორად იქცევა და ზოგადად ადამიანების – სულიერი სიცარიელის, მიუსაფრობის, დაშვებულ შეცდომებსა თუ მეორე ადამიანის წინაშ პასუხისმგებლობის აუცილებლობის განზოგადებულ პორტრეტს ქმნის.

ფინალში ცხოვრება კვლავ ახვედრებს 2 ადამიანს ერთმანეთს (ალბათ სხვნაირად არც შეიძლება მომხდარიყო), წლების შემდეგ, როგორც ოდესღაც შეახვედრა. პირველ და მეორე შეხვედრას შორის დიდი დროა გასული და მსახიობებს  პერსონაჟებში ამ ხნის განმავლობაში მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილებების (და, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ფიზიკურ მდგომარეობაზე ასახული) განსახიერება უწევთ – ახალგაზრდობიდან  ხანდაზმულობამდე, მოხუცებულობამდე, არაერთი დრამატული კოლიზიის გავლით, შინაგან ორთაბრძოლებთან, საკუთარ თავში ახალი უნარებისა და შესაძლებლობების აღმოჩენასთან ერთად.

მათ უწევთ ბევრ უთქმელ, ერთმანეთისთვის გაუმხელელ საიდუმლოს გათქმა თუ მთელი ცხოვრების განმავლობაში პასუხგაუცემელ კითხვაზე პასუხის პოვნა. ყველა იმ ნაბიჯზე პასუხისმგებლობის აღება, რაც სათამაშო პისტოლეტიდან „საბედისწერო“ გასროლას მოჰყვა.

 

 

 

 

 

 

 

 

კახა მიქიაშვილი

kaxa_miqმიმდინარე რეპერტუარი:

სხვების ცხოვრება“, “ღმერთო, დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები“, “კავკასიური ცარცის წრე“, “ვალსი ძილის წინ“, “რიჩარდ III“, “მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ“, “ჯინსების თაობა“, “ტარტიუფი”

ითამაშა სპექტაკლებში:
“დონ ჟუანი”, “ვოიცეკი”, “ვარიაციები პატრიოტიზმის თემაზე”, “ქვრივთა ნუგეშისმცემელი”, “ჯინსების თაობა”, “ძმები”, “ბავშვის თვალებით”, “იდიოტოკრატია”,  “პეპი გრძელი წინდა”, “ფასტ ფუდი”, “მშვენიერი ქართველი ქალი”

392881_489244154436144_863702013_n 8888888150967_586910288002863_1565743469_nEPSON DSC picture Picture 206 Picture 138

სიახლე: “საზიზღები, ბინძურები, ბოროტები”

სიახლე: “საზიზღები, ბინძურები, ბოროტები”

12359960_1251751211518764_8564592179316342883_n ძალიან მახარებს, რომ ნიკა ჩიკვაიძე ჩემი მოწაფეა და რომ მისი ყველა სპექტაკლი მორიგი ექსპერიმენტია, სპექტაკლს “ბინძურები” ყველა ვერ მიიღებს და არცაა საჭირო, რომ ყველამ მიიღოს. მთავარია ეს სპექტაკლი არავის ტოვებს გულგრილს და მას ან ძალიან აქებენ ან ძალიან ლანძღავენ. ვიღაც მხოლოდ ეროტიკას და პორნოგრაფიას ხედავს და აკრიტიკებს ამის გამო რეჟისორს, ვიღაც კი ამ სპექტაკლში მთელი ჩვენი ქვეყნის პატარა მოდელს აღმოაჩენს. ჩემში პირადად აღფრთოვანებას იწვევს ორი რამ : ის თუ როგორ მოუყარა თავი ახალგაზრდა რეჟისორმა 20 ამდე მსახიობს თავი და როგორ ატარა ისინი თავის ჭკუაზე და ის რომ ეს სპექტაკლი დღესდღეისობით არცერთ ქართულ სპექტაკლს არ ჰგავს, რაც იმის დასტურია რომ ნიკას სახით ძალიან საინტერესო რეჟისორი გვყავს ქართულ თეატრში.

ავთო ვარსიმაშვილი

 

წვიმის გამყიდველი

წვიმის გამყიდველი

cvimis gamkidveliპიესის ავტორი: რობერ ნეში

რეჟისორი: ნუგზარ ლორდქიფანიძე

მხატვარი: ჯეირან ფაჩუაშვილი

 

როლებში: ქეთა ლორდქიფანიძესანდრო მარგალიტაშვილიმამუკა მუმლაძეგიორგი ჯიქიალაშა გურგენიძე, შაკო მირიანაშვილი

მერე რა, რომ სველია სველი იასამანი

მერე რა, რომ სველია სველი იასამანი

sveli iasamani

შ. რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის გოგი თოდაძის შემოქმედებითი სახელოსნოს სპექტაკლი.

პიესის ავტორი: ლაშა თაბუკაშვილი

რეჟისორი: გოგი თოდაძე

მხატვარი: სოფიკო კიკაბიძე

მონაწილეობენ: ოთარ ლორთქიფანიძე, ნიკოლოზ ფაიქრიძე, მედეა ჯიბლაძე, თამარ თავხელიძე, თამარ აზნარაშვილი, გიორგი ცერცვაძე, დავით კოლელიშვილი, კონსტანტინე მაჩიტიძე, მარიამ ქარქაშაძე

მოკლე შინაარსი:

ლაშა თაბუკაშვილის საკულტო პიესა რეჟისორ გოგი თოდაძის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა დადგეს. უცხოპლანეტელი ნია “პარალელური საქართველოდან” ცდილობს გადაარჩინოს ცხოვრებაზე ხელაღებული ნარკომანები, დაეხმაროს მათ ისევ დატკბნენ სიცოცხლით, ისევ დააფასონ ყოველი წუთი, რომელიც მათ განგებამ აჩუქა.

ოთო ლორთქიფანიძე

ოთო ლორთქიფანიძე

oto 2მიმდინარე რეპერტუარი:

მერე რა, რომ სველია სველი იასამანი“, “ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს ?!“, “მიყვარხარ მიყვარხარ მიყვარხარ“, “ჯინსების თაობა

 

 

 

oto 4 oto 5 oto 6 otooto 310418419_567794240043790_8326872233121828947_n

11038383_1095497780477442_3241293362568219131_n 12924557_10205856753048388_5346446439956041227_n

69074_567795080043706_2540093893394031860_n

რიჩარდ III

რიჩარდ III

Richard IIIპიესის ავტორი: უილიამ შექსპირი

რეჟისორი: ავთო ვარსიმაშვილი

მხატვარი: მირიან შველიძე

კოსტიუმის მხატვარი: ნატალია კობახიძე

ქორეოგრაფი: გია მარღანია

მონაწილეობენ: აპოლონ კუბლაშვილი, გოგა ბარბაქაძე

ქეთა ლორთქიფანიძე, მარიამ ნადირაძემარიამ ჯოლოგუა, ანი ალადაშვილითიკო კორძაძე, თამუნა ნიკოლაძეჯაბა კილაძეკახა მიქიაშვილიკახა გოგიძეგიორგი ჯიქიასლავა ნათენაძესალომე ჭულუხაძემამუკა მუმლაძედიმა მერაბიშვილილაშა გურგენიძეშაკო მირიანაშვილი, არჩილ ბარათაშვილი

სპექტაკლი დაიდგა ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით

მოკლე შინაარსი:

რიჩარდ გლოსტერის სისხლიანი გზა სამეფო ტახტის ხელში ჩასაგდებად, რა მოაქვს ცოდვებს? შეერგება კი ასეთი გზით ნაშოვნი ხელისუფლება? სისხლს სისხლი მოაქვს, ერთ ცოდვას მეორე, უილიამ შექსპირის ეს გენიალური პიესა ყველა დროში აქტუალურია. მას თავის დროზე “დიქტატურის ენციკლოპედიაც” კი უწოდეს.

სპექტაკლში მონაწილეობს “თავისუფალი თეატრის” მთელი დასი.

პრესა: http://theatre.ge/2016/03/19/%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%90-%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a9%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%93-iii/

ვალსი ძილის წინ

ვალსი ძილის წინ

პესისValsi Dzilis Win ავტორი და რეჟისორი: ავთანდილ ვარსიმაშვილი

მხატვარი: მირიან შველიძე

კოსტიუმების მხატვარი: ნატა კობახიძე

ქორეოგრაფი: გია მარღანია

გრიმი: ანა მურვანიძე

ლოტბარი: სალომე მაკარიძე

მონაწილეობენ: მარიამ ჯოლოგუაქეთა ლორთქიფანიძემაია დობორჯგინიძეთამუნა ნიკოლაძეთიკო კორძაძეკახა მიქიაშვილისალომე ჭულუხაძენათია კვაშალი

სპექტაკლი დაიდგა ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით

მოკლე შინაარსი:

თბილისის მიუსაფარ მოხუცთა თავშესაფრის ხუთმა ქალბატონმა ვოკალური ანსამბლი “ბაფთიანი გიტარა” 10 წლის წინ დაარსეს. დღეს, ანსამბლის იუბილეს ხაშურში გასტროლით აღნიშნავენ. ამ ანსამბლის ყველაზე უფროსი წევრი 95 წლისაა, ყველაზე უმცროსი კი 75 ის. კონცერტის შემდეგ მათი ახალგაზრდა პროდიუსერი გამოუცხადებს, რომ დავალებული აქვს ანსამბლის რებრედინგი და რომ უნდა მოიწვიოს ახალგაზრდა პოპ-როკ-პანკ ვარსკვლავი როზა. სევდიანი კომედია. სპექტაკლი სადაც აუცილებლად მოგადგებათ თვალებზე ცრემლი და აუცილებლად იხარხარებთ მთელი გულით. თქვენს წინაშე წარსდგება თეატრის თითქმის ყველა ახალგაზრდა მსახიობი გოგონა, რომლებიც თქვენს წინაშე ხანდაზმულ მოხუცებს წარმოადგენენ.

პრესა: http://theatre.ge/2016/03/19/%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%90-%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%ab%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%ac%e1%83%98%e1%83%9c/