ტელემისტერია

ტელემისტერია

რეჟისორი: ავთო ვარსიმაშვილი

როლებში: ნიკო გომელაური, რამაზ იოსელიანი, ნინო ბურდული, სლავა ნათენაძე, ეკა ნიჟარაძე, თამარ მაყაშვილი, ქეთი ჩხეიძე, ვასიკო ბახტაძე

 

პრესა: “მექანიკური ფორთოხალი”

პრესა: “მექანიკური ფორთოხალი”

სახიფათო ექსპერიმენტი სახელად – „მექანიკური ფორთოხალი“

გიორგი ყაჯრიშვილი

დრამატულ  ნაწარმოებში,  როგორც  წესი, ინტრიგა, თუ  ის  საერთოდ არსებობს,  ხელს  უწყობს დრამატული ქმედების განვითარებას. მსოფლიოს  დრამატურგიაში ერთადერთი  პიესა, სადაც  ინტრიგა მის  პირველსავე  ფრაზაშია  ჩადებული  არის  ნ. გოგოლის „რევიზორი“– „ჩვენთან ჩამოდის  რევიზორი“.   ამ კლასიკური  მაგალითის  საპირისპიროდ  რეჟისორმა  ავთო  ვარსიმაშვილმა  „თავისუფალი თეატრის“  ახალ სპექტაკლში  „მექანიკური  ფორთოხალი“, რაოდენ პარადოქსულად არ  უნდა  მოგეჩვენოთ,  საკუთარი ინსცენირებით,  მთავარი  ინტრიგა დასასრულში  გადაიტანა და ის იწყება  მაშინ,  როდესაც  სპექტაკლი მთავრდება –  ინტრიგა რომელშიც  დღეს  ვცხოვრობთ.   „მე მაქვს  განცდა,  რომ გასული  საუკუნის 90–იან წლებში ჩვენს ქალაქში ვიღაცეებმა სრულიად შეგნებულად და გეგმაზომიერად, სახიფათო ექსპერიმენტი ჩაატარეს და გამოიყვანეს ადამიანის სრულიად ახალი ტიპი, ამის  გამო ძალიან ბევრი რამ, რაც დღეს, 2012 წელს,  არ  მოგვწონს ჩვენს  ქვეყანაში, სწორედ იმ გამოყვანილი ადამიანების გამო  ხდება“ – მოგვმართავს  რეჟისორი  და გვთავაზობს ჩავერთოთ იმ დრამატულ  ქმედებაში,  რომელიც ჩვენს  წინ გათამაშდება და მისი კოლიზია ჩვენს დღეებში  მიმდინარეობს.         სპექტაკლის „მექანიკური ფორთოხალი“ პირველწყარო ენტონი ბერჯისის რომანი  „მექანიკური  ფორთოხალი“, დაწერილი 1962 წელს, პოპულარული  გახდა სტენლი კუბრიკის ამავე  სახელწოდების მხატვრული ფილმის გამოსვლის შემდეგ, 1972 წელს. ეს უკანასკნელი  საკულტო  ფილმად, ხოლო ალექსის, მთავარი  როლის,  შემსრულებელი მსახიობი – მალკოლმ  მაკდოუელი  („ო,  იღბლიანო“,  „კალიგულა“,  „მებაღე“), ინგლისის ერთ–ერთ საყვარელ კინომსახიობად იქცა. რეჟისორ  ავთო  ვარსიმაშვილის  ვერსია არსობრივად განსხვავდება რომანისგან და ფილმისგანაც, თუმცა სიუჟეტურად  მას  მიჰყვება.   მოლოდინის, გადარჩენის, შიშის სინდრომით შეპყრობილი 90–იანი წლების  საქართველო,  შესანიშნავად მოერგო  ამ ნაწარმოებს. ხოლო აქ გამოხატული  სისასტიკე,  ადამიანის სიძულვილი და ტერორი „ზედგამოჭრილი“  აღმოჩნდა ერთი პატარა დანაშაულებრივი  „კლანისათვის“, რომელიც სარგებლობდა შექმნილი ქაოსით  და ძარცვავდა, აყაჩაღებდა, ხოცავდა საქართველოს მოსახლეობას თბილისში  და რეგიონებშიც. ამ თავაშვებულმა ჯგუფებმა გამდიდრების  მიზნით შექმნეს ე.წ. „წილების“  ინსტიტუტი, გაძარცვეს საზოგადოების ის ნაწილი,  რომელსაც რაღაც  სიმდიდრე კიდევ  ჰქონდათ შემორჩენილი. ისინი  „მექანიკურ ფორთოხალში“ აღწერილ ძალადობის მეთოდებს  ისე იმეორებდნენ, გეგონებოდათ ეს რომანი წაეკითხათ ან ფილმი  ჰქონოდათ  ნანახი.  ვარსიმაშვილის სცენიური ვარიანტის მკვეთრი  განსხვავება იმაში მდგომარეობს,  რომ  ექსპერიმენტისას, ჩატარებული  ოპერაციის  შემდეგ, კუბრიკის ალექსის – „მექანიკურ  ფორთოხალს“  სულ მალე მოუწევს თავის „წინა ცხოვრებაში“ ჩადენილ დანაშაულებებზე პასუხისგება, როდესაც  მისი ყოფილი  მსხვერპლები, ვინც  მის  ძალადობას გადაურჩა, ზუსტად  ისევე მოექცევიან, როგორც ადრე  თვითონ  ექცეოდა მათ. „თავისუფალი  თეატრის“  სპექტაკლის  ალექსი – „მექანიკური ფორთოხალი“ და მისი ძმაკაცები კი თბილისის ქუჩებში  არიან  გამოშვებულნი,  ახლაც ჩვენს  გვერდით დადიან,  ისე,  რომ მათ ჯერ შურისგება არ სწვევიათ. რეჟისორმა ენტონი ბერჯისის მოგონილ ისტორიას რეალური,  ნამდვილი, ჩვენი ცხოვრების უახლესი ისტორიის ამბავი დაუდო საფუძვლად.   90–იანი  წლების  თბილისი, პარიზული  პიგალის, ნიუ–იორკის თაიმ  სქვერის და ვესთ საიდის, ჰამბურგის  რეპერ  ბანის  ქართულ ანალოგზე –  პეროვსკაის  ქუჩაზე (მომიტევონ  ამ  ქუჩის  მაცხოვრებლებმა, გასაგებია  ისინი არ  მყავს მხედველობაში)  „სისხლსავსე  ცხოვრება“ ღამის  საათებში იწყებოდა. აქ ყველაფრის  ყიდვა  შეგეძლო, სიგარეტიდან  და  სასმელიდან დაწყებული ღამის კომპანიონით დასრულებული.  ჩემი  მეგობარი  ამ  ქუჩაზე ცხოვრობდა. შეგვიანებულს,  უტრანსპორტობით  და უფულობით „შინმიუსვლელს“  ხშირად გამიტარებია  ღამე  მასთან და არაერთი „ქუჩური გარჩევის“  უნებური  მოწმე  ვყოფილვარ. პირველი  კერძო  ბარიც აქ  გაიხსნა. „დიმას  ბარს” ვეძახდით.  დიმა ჩვენსავით  უფულო  იყო –  ბარს  როგორ  გახნიდა,  უბრალოდ,  მისი  ერთსართულიანი  ბინის  რამოდენიმე  ოთახი  იქირავა მავანმა  და მავანმა  და  „გინესის“  ბარი  გახსნა.  ეს ბარი დღესაც  იქვეა, სახელი  შეეცვალა მხოლოდ,  მე მგონი,  ახლა, „ჰაინეკენი“  უნდა ერქვას. ის  ქალიც ისევ  იქ  ცხოვრობს, რომლის სახლთან  სულ  აურზაური  იყო.  ერთადერთი, რომელიც მთელი  ღამე ვაჭრობდა  ყველაფრით, ქალებითაც  კი. დილაობით, ასფალტზე, უხვად  იპოვიდით გილზებს, ბოთლების ნამსხვრევებს, ქაღალდების ნაგლეჯებს, დაფლეთილ საფულეებსაც, რომელთა ყოფილი პატრონები  ან  საავადმყოფოში  იყვნენ, ან უკვე  რესპუბლიკურ  მორგში. ქალაქში დღისით და განსაკუთრებით ღამღამობით ტერორი  სუფევდა.   „თავისუფალი თეატრის“  სპექტაკლი „მექანიკური ფორთოხალი“ –  იმ წლების  პეროვსკაიაზე  ხდება. სცენაზე მოჩანს ამ ქუჩის ვიტრინები (საიდანაც ახლა ძვირფასიანი მაღაზიების ძვირფასად  ჩაცმული  მანეკენები იყურებიან), რომელზედაც სერგო  ქობულაძის „ვეფხისტყაოსნის“  გაცვეთილ–შელახული ილუსტრაციებია გაკრული: „ნახეს, უცხო მოყმე ვინმე ჯდა მტირალი წყლისა პირსა“, „წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა“, „ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე“, „ტარიელს  ლომი  მოეკლა, მით ხრმალსა სისხლი  სცხებოდა“  (მხატვარი  მირიან შველიძე).  ილუსტრაციები,  რომელიც ძლიერ, თამარის  ეპოქის საქართველოს მოგვაგონებს,  მაგრამ მათ  „ყავლი”  გასვლიათ, ისევე როგორც ისეთ სიწმინდეებსა და ფასეულობებს  როგორიცაა:  გმირობა, მეგობრობა, თავდადება, სიყვარული. ომგადახდილი და დამარცხებული  ახალგაზრდა   თაობის უმეტესი  ნაწილი, სახელმწიფოს მიერ გაწირული და ღალატის მსხვერპლი,  ომისშემდგომი  სინდრომით  შეპყრობილა, მათ  თავაშვებულობას  საზღვარი არა აქვს,  „მხედრიონს“ ამოფარებულები ქალაქებში  დათარეშობენ  და შიშის  ზარს  სცემენ ისედაც  დათრგუნულ და შეშინებულ საზოგადოებას.   სცენის  თავზე  განთავსებულ ოთხ ტელეეკრანზე იმდროინდელი ქრონიკის  კადრები  მოჩანს: სოხუმის  დაცემა, მომიტინგეები, ბუნკერის სცენები, პირველი  პრეზიდენტის  გამოსვლა, თენგიზ  სიგუას  ინტერვიუ, გვარდიელები,  სროლები, სროლები,  ომი  რუსთაველზე, გადამწვარ–გაპარტახებული  უზენაესი  საბჭოს შენობა,  სამხედრო  საბჭოს სხდომა  და ედუარდ შევარდნაძე. ეს  კადრები იმდროინდელ საქარველოში გვაბრუნებს.   ვიტრინებზე ტანჯული ატლანტებივით  ოთხი  სხეული აკრულა.  ესენი: – ალექსი (მსახობი  აპოლონ კუბლაშვილი), ჯორჯი ბიჭი (ჯაბა კილაძე), ბნელო (სანდრო მარგალიტაშვილი) და კოსტა (ლაშა გურგენიძე)  –  ძველი,  განუყრელი მეგობრები არიან,  „მხედრიონის ქსივათი“  რომ იწონებენ  თავს ჩვენს  წინაშე  და დროის ნაყოფიერად გატარების  მიზნით  „საგმირო“  საქმეებზე მიემართებიან.  გზაზე შემთხვევით შემხვედრი  მასწავლებელი( მსახიობი სლავა ნათენაძე)  და მისი წიგნები დაცვინვის, შეურაცხყოფის,  ცემის და ბოლოს მკვლელობის  ობიექტი  ხდება. ყმაწვილები ყველა  გზებით  ცდილობენ  „თავის  გამოჩენას“.  ალექსი – „ქარიზმატული“  ბელადი, სხვებთან  შედარებით „გამოზომილი ქცევებით“, „წინა  ცხოვრებაში“ ნაკითხი,  მუსიკაზე შეყვარებული.  ჯორჯი  ბიჭი – რომელსაც  ჯგუფის  ლიდერობაზე აქვს  პრეტენზია– თამამი, იდეათა გენერატორი, ყოველი  „საქმის“  დამწყები  და  დამაგვირგვინებელია.  ბნელო – ბნელი  იდეებით  მოცული,  კარიერისტი  და პატივმოყვარე, ისიც  ჩხუბისთავი.  კოსტა – თითქოსდა მათთან შემთხვევით მოხვედრილი  და  მათ აყოლილი,  პერიოდულად  ავლენს „გულუბრყვილობას“,  ისინი  ჯერ  კიდევ  „ერთი გუნდია“.    თავდასხმის  გამო  გაბრუებული  და შეშინებული მასწავლებელი დიდხანს  იტანს მათ თავხედობას, სიტყვიერ და ფიზიკურ  დამცირებას, ძარცვას, მაგრამ წიგნების დახევის ფაქტით მოთმინებიდან გამოსული ვეღარ უძლებს  და გამოხატული  პროტესტი  საბედისწერო  აღმოჩნდება მისთვის. ამ ყმაწვილებისთვის  მიცვალებულის შეურაცყოფაც არაა უცხო, მსხვერპლის ჯიბეში აღმოჩენილი სასიყვარულო  წერილებიც დაცინვისა და  ქილიკის ობიექტი  ხდება. როგორც  ჩანს, ქალაქში  ასეთი „გასვლები“   ახალგაზრდებისთვის ახალია  არაა. მათ  ქცევაში  იკვეთება სისასტიკის უკვე  გამომუშავებული  ხერხები,  შეხმატკბილებული  ქმედება, მსხვერპლის  მიმართ  სიძულვილი.   სპექტაკლის რეჟისორი – ავთანდილ ვარსიმაშვილი  მათი  სისასტიკის ამ პირველ  სცენას, ვიტრინაზე აკრულ,  „წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა»  ფონზე გვიჩვენებს, იმის ხაზგასმით, რომ ამ ბიჭებისათვის არაფერი  წმინდა, თუნდაც ინტიმური  აღარ არსებობს.  მოხუცი მასწავლებლის  ლაბადაში,  შემთხვევით ნაპოვნი ძველი სასიყვარულო წერილები   ქილიკისა და დაცინვის ობიექტად  იქცევა.   ერთადერთ,  კოსტას  სულში  იღვიძებს სიბრალული და თანაგრძნობა  უმიზეზოდ განწირულის მიმართ, ვერაფრით  მიმხვდარა,  რით დაიმსახურა მოხუცმა სიკვდილი. მაგრამ ყველაფერი  ამით არ სრულდება, აპოთეოზი ყმაწვილკაცების მიერ განტვირთვის მიზნით ატეხილი სროლაა, რითაც თავდება მსგავს „გმირობათა“ ყოველი  ეპიზოდი.  კოსტა აქაც თავის  ამპლუაშია. ყოველი ასეთი  დასასრული  მას აშინებს, იმედს  აკარგვინებს, გათამაშებული სიკვდილი სიმართლე  გონია და მისი  განწირული  კივილი ძმაკაცების  დაცინვის საგანი  ხდება  – „ამან  კიდევ რით  ვერ  ისწავლა“ – დასძახიან მას.   ვერც  ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ–ერთი  წევრი, „სამშობლოს“  ძახილით რომ იწონებს თავს,  გაუძვრებათ  ხელიდან. მისი აღსასრული იმ  ვიტრინის  წინ დადგება, სადაც „ტარიელს  ლომი  მოეკლა, მით ხრმალსა სისხლი  სცხებოდა“  ილუსტრაციაა გაკრული.  იმ ხურდა  ფულში  ჩაიხრჩობა,  რაც ასე გულუხვად  დააყარეს ბიჭებმა.  ტელეეკრანზე კი ამ დროს პირველი პრეზიდენტის –  ზვიად გამსახურდიას მიმართვა  ვრცელდება. დამდგმელი რეჟისორი  და მხატვარი ოსტატურად  იყენებენ  დეკორაციას.  მოძრავი ვიტრინები, გარდა იმისა, რომ გათამაშებული სცენების ასპარეზია, მეტროს ვაგონიცაა, სადაც  მკვლელობათა ახალი  რიგი ხდება, გატაცებული  მანქანაცაა, რითაც საზოგადოებას აშინებენ და მზად  არიან, გართობის  მიზნით, უპატრონო ძაღლებსა და კატებსაც  კი გადაუარონ. ამავდროულად, ისინი  გათამაშებული ამბის  აზრობრივ დატვირთვასაც იძენენ.   სპექტაკლის  მესამე და მეოთხე  ეპიზოდშიც ძმაკაცების  მორიგ  „გმირობებს“  ისევ  ჯორჯი  ბიჭი თაოსნობ. სახლში  შეჭრის  ისევ  ძველებური  ხერხი, ძალადობა, შეურაცხყოფა.  ოჯახის  უფროსის, მწერლის (ს.  ნათენაძე) ახალ  წიგნში:  „მექანიკური ფორთოხალი“, ალექსის მიერ  ამოკითხული  ფრაზა:  „ყოველგვარი  მცდელობა პიროვნებას თავს მოახვიოთ კანონები, ამით მას მექანიკურ თოჯინად  ვაქცევთ“  ხდება სპექტაკლის  და  რეჟისორ–ვარსიმაშვილის  მთავარი  სათქმელი.   ეპიზოდის ფინალი წინასწარ განსაზღრულია,  ყველა  მათგანი  სიკვდილით  თავდება და მისი ხანგრძლივობა დამოკიდებულია  თუ  როდის,  რამდენ  ხანში გაჩნდება ამა თუ იმ მსხვერპლის მოკვლის  საბაბი.  ქვეყანა ქაოსშია,  რასაც ეკრანზე მონაცვლეობით ნაჩვენები  კადრებიც ადასტურებს.  განუკითხაობა  სუფევს, „ზომბირებულ“ ყმაწვილებს ჩადენილ დანაშაულებებზე პასუხს არავინ სთხოვს, მაგრამ როგორც ჩანს ჩვენი ოთხი მეგობრის „გმირობებს“ მაინც  ჰყავს დამკვირვებელი.  დამდგმელ  რეჟისორს, მეტროში გამართული, ტრაგიკული  შეტაკების  წინ, სცენაზე  შემოყავს თეთრხალათიანი, სათვალეებიანი  ექიმი ქალი,  რომელიც ჩაუვლის  მათ და ისე, თითქოს  სხვათაშორის გადახედავს ოთხეულს,  რომ  გადაამოწმოს თუ როგორ მიმდინარეობს  „ექსპერიმენტი“.    ეპიზოდიდან  ეპიზოდზე  გადასვლით ჯგუფში მწიფდება კონფლიქტი, დგება  „ავტორიტეტების“  ნგრევის, ლიდერის შეცვლის დროც. ალექსის მუსიკალურ  სალონში დარჩენა  და მეორე  დღეს პეროვსკაიას  კაფეში არგამოჩენა ყველასთვის მოულოდნელია, ხოლო ჯორჯი ბიჭისთვის  კი რაღაც ცუდის მანიშნებელი. ამიტომ შემდეგ, მარტოხელა, მდიდარ ქალბატონზე თავდასხმისას,  საერთო  გადაწყვეტილებით –  „სულ ჩვენ ,  ერთხელ  შენც“ – მოსთხოვენ  მეგობრები ალექსის და შესრულების სიმძიმეც მას ეკისრება. „დილეტანტური“  ქმედების  დრო  დამთავრდა, მათ წინ სერიოზული,  დიდი  საქმეები ელოდებათ,  პოლიტიკური ანგარიშსწორებაც  კი. მისი  სისრულეში მოყვანა   ლიდერმა უნდა ითაოს,  მაგრამ ის „ღალატის“ მხვერპლი ხდება, მეგობრებისგან მიტოვებული, მარტო  დარჩენილი, ციხეში ამოჰყოფს  თავს.   „ექსპერიმენტის“  მეორე ნაწილი – გამოსასწორებელი ოპერაცია, ტვინის  განწმენდა, ფსიქიკაზე  ძალმომრეობითი  იერიში, შესრულებული ნატურალისტური  ხერხებით,  სახეზე  ლინზააფარებული  ალექსის განწირული  ყვირილით  – „განსაკუთრებით  რაც მიყვარს,  ის უნდა შემაზიზღოთ?“  მთავრდება.  რაც მეტყველებს  რომ ექსერიმენტი  დასრულდა.  იგი მზადაა თავისუფალი საქართველოს მშენებლობაში  ჩაებას. მისი განსაკუთრებული სიყვარულის  ობიექტი  კი,  ბეთჰოვენის მე–9 სიმფონია, მიძღვნილი პრუსიის  მეფე ფრიდრიხ ვილგელმ III-სადმი, მსოფლიოს ხალხთა  მეგობრობისა და თავისუფლების სიმბოლო,  დაწერილი  ფ. შილერის „ოდა სიხარულზე“–ს მიხედვით,  ალექსისთვის ფსიქოთერაპიის კურსად გადაიქცა.  ეს უკვდავი ჰანგები ახსენებენ მას,  რომ მასზე დაკისრებული მისია ბოლომდე არაა აღსრულებული  და ისიც დღესაც  დადის  თბილისის  ქუჩებში და ასრულებს  დაკისრებულ  მოვალეობას.

http://georgiantheatre.ge/37-sakhifatho-eqsperimenti-sakhelad-meqanikuri-forthokhali.html#sthash.bvhA9vU9.dpuf

პრესა: რიჩარდ III

პრესა: რიჩარდ III

„ცხენი, ცხენი, ჩემს სამეფოს ერთ ცხენში ვაძლევ!“

(მე-5 მოქმედება, მეხუთე სურათი)

გიორგი ყაჯრიშვილი

უ. შექსპირის „რიჩარდ მესამე“ მისი ადრეული  პიესებიდან  ყველაზე სრულყოფილ ნაწარმოებად  ითვლება ქრონიკებს : „ჰენრიხ … IV, V, VI“, „რიჩარდ II“  შორის, რომელიც   ავტორმა ტრაგედიის დონეზე აამაღლდა. ამის მიზეზი სავარაუდოა  ისიცაა, რომ რიჩარდ გლოსტერის ასეთი სისხლსავსე (პირდაპირი და გადატანითი  მნიშვნელობით)  ცხოვრება ისტორიულად სრული სიმართლე მაინცდამიანც არაა და უ. შექპირმა ეს პერსონაჟი ისეთი შექმნა როგორიც მას სურდა. ამ პიესაზე  გაიარა  „მაკვიაველიტებისა“  და „ანტიმაკიაველისტების“  იმდროინდელმა ომმაც. ამიტომაც ამ პიესის სცენაზე განსახიერება ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს. ა. ვარსიმაშვილის სპექტაკლი სწორედ იმითაა  მნიშვნელოვანი, (განსხვავებული სხვებისგან, რომლებიც ცდილობდნენ პოლიტიკური თეატრის ფორმა მისცათ ამ პიესისთვის) რომ რეჟისორი ცდილობს გაერკვეს რიჩარდ გლოსტერის ბედსა და  ტრაგედიაში,  ჩაუღრმავდეს მისი ქმედებების საფუძველს, სრულად დახატოს ამ გმირის პორტრეტი ზეასვლისას და რაც მთავარია  დაცემის დროსაც.   რასაკვირველია, და ორი აზრი არაა, რომ იგი  მკვლელია, მოძალადე, პატივმოყვარე, დიქტატორი, ფლიდი, თვალთმაქცი და ფარისეველი თუმცა გონიერი, ჭკვიანი და  კარგი სტრატეგი.  დროთა განმავლობაში  მისგან ტირანი ჩამოყალიბდება  და სისხლში ჩაახრჩობს ინგლისის სამეფოს. მაგრამ საქმე იმაშის, რომ  პირველი მკვლელობათა შემდეგ  მას აღარ ძალუძს  წინ აღუდგეს  სხვა დანარჩენის ჩადენას და დანაშაულებანი ერთმანეთს მისდევენ. ოიდიპოსოს მსგავსად იგი ბედისწერის მსხვერპლია, რომელმაც მას სწორედ ეს როლი არგუნა. სპექტაკლის ფინალურ სცენები ცხადყოფს რომ რიჩaრდ III  უდრტვინველად მიჰყვება საკუთარი დაღუპისკენ მიმავალ  გზას, შეგნებული აქვს რომ გამწირულია, ამიტომაც ა. ვარსიმაშვილის მიერ შემოთავაზებული ფინალი, რომ სცენაზე რიჩaრდ III  რიჩმონდის ხელით კი არა,  უფრო მეტიც მის გარეშე კვდება,  რომელიც როგორც  პერსონაჟი საერთოდ არაა „თავისუფალი თეატრის“ სპექტაკლში – შესანიშნავ გადაწყვეტად  და სრულიად შექსპირისეულად მიმაჩნია, ვინაიდან  პრინციპში რიჩaრდ III -ს რიჩმონდი   კი არა კლავს (იგი მხოლოდ შემსრულებელია), არამედ  დრო, და ბედისწერა, იმ უბედურებათ მთელი ჯაჭვი, რაც მან დაატრიალა.

სცენაზე  უცნაური რკინის კონსტრუქციები დგას  (მხატვარი მ. შველიძე), რომელსაც  თავზე იორკის მზე აცხუნებს. ეს ერთდროულად  ტოუერის კარიბჭეცაა, ასაწევი ხიდიც და მეფის სასახლს შესასვლელიც. უშველებელი  რკინის სკივრი ხან ციხის დილეგებად იქცევა, ხან მეფის სატრაპეზოდ, ხანაც ეშაფოტად, ხანაც სათათბირო დარბაზად,  ხანაც ბრძოლის ველად  და ხანაც სარეცელად. ყველაფერი ორ, შავ-თეთრ ფერებშია  გადაწყველი, სასცენო კოსტუმებიც (მხატვარი ნ. კობახიძე)  კი. და ბორკილები:  ბევრი, იატაკზე, კარიბჭეზე, კედლებზე.

ლონდონის ქუჩებში იდილია სუფეს, მშვიდად მუსაიფობენ კარდინალო  ბორჩერი (ს. ნათენაძე) და მისი მრევლი  ტირელი აღსარებას აბარებს, გამვლელებსაც არაფერი აწუხებთ, მხოლოდ ცაზე დროდადრო გარდაცვლილ მეფეთა სულები დაფარფატებენ იალქნებივით, რომელთაც სულ მალე დღევანდელი ტრაგედიის გმირთა  სულებიც შეუერთდებიან. სკივრის უკან განთავსებულ უშველებელ თეთრ კედელზე  შექსპირის ქრონიკისეულ და უკვე ისტორიადქცეულ მეფეთა გვარებია და პიესის სხვა პერსონაჟთა სახელებია შავად ამოტვიფრული, რომელთა გვერდით ასევე თანამიმდევრულად იმ დიდგვაროვანთა გრძელი სია დაიწერება, რომელნიც ეგზომ უშლიან ხელს როჩარდ გლოსტერს რიჩარდ მესამობისკენ მიმავალ გზაზე და რომელთა ჩამოცილების მოწმენიც შევიქმნებით. ეს დაფა იმ მენიუს გვაგონებს, ტავერნების წინ რომ გამოჰქონდათ ახლადმომზადებული კერძების სახელებით და რომელიც იმისდამიხედვით იცვლებოდა,  რჩებოდა თუ არა სამზარეულოს ქვაბებში დასახელებული კერძები. ამ დაფაზე ერთმანეთის მიყოლებით ჩნდება სახელები ჯორჯ   კლარენსი,  საბედისწერო ასე  „ჯ“-ზე, ედვარდ IV, ლორდი ჰასტინგსი, ლედი ანა, ელისაბედი … რომლებიც ასევე ერთმანეთის მიყოლებით და რიჩარდ გლოსტერის ხელშეწყობით სტოვებენ ამ ქვეყანას და მათი სახელებიც  ქრება ამ კედლიდან. სცენას  კუთხეში მიდგმული ის სამეფო ტახტი ავსებს, რომელიც ასე სანუკვარია რიჩარდ გლოსტერისთვის და რომელიც ავხორცულ ვნებებს აღუძრავს ლედი ანასაც კი, ენაგადმოგდებული რომ ეალერსება მის ტყავის სახელურებს. დიახ, სწორედ ეს სამეფო ტახტი ხდება იმ უსასრულო მკვლელობების, სისხლისღვრის და ტერორის საბაბი, რისი დაკავებასაც  მიუძღვნა ბრძოლა და   თავის ხანმოკლე ცხოვრება რიჩარდ გლოსტერმა.

ქუჩის ამ იდილიას თითქოსდა ქვესკნელიდან ამომძვრალი მართლაც რომ „ჯოჯოხეთის მაშხალა“ რიჩარდი (გ. ბარბაქაძე, ა. კუბლაშვილი) არღვევს, რომელმაც „ხელის ერთი მოსმით“  შეცვალა არა მარტო თავისი, საკუთრი ძმების, ძმისშვილების, რძლების და დედის ცხოვრება, არამედ მთელი ინგლისის ისტორიაც. გამოჩენისთანავე მისი გოდება საკუთარი სიმახინჯის შესახებ მასში საბედისწერო სურვილებს  ბადებს:

„სიბოროტით მაინც უნდა ვიჩინო თავი,

და ჩავუმწარო სხვებს ამაო სიამოვნება“.

კუზიანი, მახინჯი, კოჭლი საგვარეულო წესის მიხედვით ლოგიკურად ვერასდროს დაიკავებდა სამეფო ტახტს თუ არა ის ძალისხმევა და ვერაგობა, რასაც რიჩარდმა მიმართა. ამ გზაზე შემდგარს მას ბევრი მსხვერპლი გადაეღობება  წინ. რიჩარდ გლოსტერის სასცენო ცხოვრება პირობითად სამ ეტაპად შეგვიძლია დავყოთ და ამ სამივე ეტაპს სხვადასხვანაირად წარმოგვიჩენს დამდგმელი რეჟისორი ა. ვარსიმაშვილი და რიჩარდის როლის შემსრულებელი მსახიობები. არა მარტო ერთმანეთისგან განსხვავებული ინტერპრეტაციით,  რაც ბუნებრივია, არამედ თვით როლის განვითარების  ამ სამი   საფეხურის სხვადასხვაობით. პირველი ესაა მისი „ქვევიდან ამოსვლიდან“ კლარენსის მკვლელობამდე და ლედი ანაზე ჯვარისწერამდე. მეორე –  მეფედ კუთხევამდე და კარიბჭის თავზე „მოქცევამდე“  და მესამე – რიჩaრდ III-დ  ყოფნა სიკვდილამდე, რომელმაც მხოლოდ არასრული ორი წელი გასტანა.

რიჩარდ გლოსტერი ტყავის სამოსში გამოწყობილი, ჯოხით ხელში, კოჭლობით მისდევს თავის პირველ მსხვერპლს  ლედი ანას (ქ. ლორთქიფანიძე, მ. ნადირაძე), რომელიც ჰენრი VI კუბოს მიათრევს,  რიჩარდ გლოსტერს (გ. ბარბაქაძე, ა. კუბლაშვილი)  (დანარჩენი ყველაფერი მახინჯი აქვს, სულიც  კი) ლურჯი თვალები (ცივი, გამგმირავი მზერით) აენთება და მსხვერპლს მიაშურებს. აქ იწყება მის თვალთმაქცობის  ეტაპი, ასე ვთქვათ გენერალური რეპეტიცია დიდი სპექტაკლების წინ,  რასაც თვითონ  ყველაზე წარმატებული „არშიყობას“  დაარქმევს. ანასთან სცენაში რიჩარდი მართლაც რომ უმაღლესი ოსტატობის მსახიობად გვევლინება, რომელიც მისთვის ხელმისაწვდომი ყველა ხერხებით  გინდაც  ჟესტით, გინდათ სიტყვით, გინდაც ქცევით და გინდათ  საჩუქრით აღწევს ქალის დაყოლიებას გაჰყვეს ცოლად, მიუხედავად იმისა რომ ანას უზომოდ სძულს იგი.  ამ სცენაში ვლინდება რიჩარდის შინაგანი სიძლიერე, დასახული მიზნისაკენ სწრაფვა და მონუსხულ ანას, რომელსაც რიჩარდი უკვე საკუთარი სავარცხლით უვარცხნის თმას, რაც უკვე მასთან სექსად აღიქვება, სხვა არა დარჩნია, რომ დათანხმდეს. ამიტომაც დავარქვით ამ ქმედებას რიჩარდის თვალთმაქცობის პირველი ეტაპი  გამოყენებული ხერხების მსგავსების გამო, რომელიც გრძელდება  მაშინაც  როდესაც კლარენსთან გამომშვიდობებისას ცდილობს „ითამაშოს“,  გული აუჩუყოს მას და დაარწმუნოს, რომ იგი მის მიმართ უცოდველია და ყველაფერს იზამს, რომ დილეგიდან დაიხსნას. ძმების გამომშვიდობებისას ორივე მსახიობი გულისამაჩუყებელ სცენას ქმნიან, თუმცა ამავდროულად სახეზეა ის, რომ ერთი ფარისეველი და მატყუარაა (გ. ბარბაქაძე, ა. კუბლაშვილი), ხოლო მეორე (ჯ. კილაძე) გულუბრყვილო და მიმნდომი.

პიესისა და სპექტაკლის სხვა მომენტებში რიჩარდს უკვე აღარ მიმართავს ჩვეულ ხერხებს. მოგვიანებით  იგი უკვე დიქტატორი, ტირანია და მხოლოდ ძალისმიერი, მზაკვრული მეთოდებით, მაცდურობითა და ინტრიგებით აღწევს ყველაფერს, რასაც კი მოინდომებს – ეს მისი „შემოქმედების“  მეორე ეტაპია. თეთრ დაფაზე ახალი სახელები ჩნდება: – ამჯერად ედვარდ IV-ს (კ. გოგიძე), ელისაბედ დედოფალის (ა. ალადაშვილი, მ. ჯოლოგუა) და მისი შვილების ჯერი დგება. რიჩარდი განსაკუთრებულ სიძულვის ავლენს დედოფალი ელისაბედისა და მისი ძმის რივერსის (შ. მირიანაშვილი), რომელიც უფრო მასხარას ჩამოაგავს, ვიდრე გრაფს, მიმართ და ყოველნაირად ამცირებთ მათ, შეურაცყოფთ, როგორც დაბალი საგვარეულოს წარმომდგენლებს. ასევე უხეშია დედოფალი მარგარიტას მიმართ, რომლის წყევლა და ჯადოსნობა თითქმის ყველას აუხდება.  მსახიობი (ს. ჭულუხაძე)  შესანიშნავი გრიმით, ჟესტებით, მიმიკით, ხელებისა და თავის კანკალითაც კი  ზუსტად გადმოსცემს დედოფალი მარგარიტას ტრაგედია, მაგრამ კი არ მოსთვამს და თავს აცოდება  დიდებულებს, არამედ იბრძვის, ეწინააღმდეგება და რაც მთავარია ამავდროულად ამაყი და თავისუფალია, იმის და მიუხედავად, რომ განდევნილია  და შინაპატიმრობაშიც კი იმყოფება.

უ. შექსპრის პიესებში ქალი არასდროს  უდებდნენ ტოლს მამაკაცებს, ზოგჯერ სჯობნიდნენ კიდევაც – ლედი მაკბეტი, ალქაჯები, კატარინა და სხვ. „რიჩარდ III“-ში  ამ პერონაჟების  მთელი პლეადა და თაობებია წარმოდგენილი: ლედი ანა, მარგარიტა, დედოფალი ელისაბედი, იორკის მთავარის მეუღლე  (თ. კორძაძე).

ლედი ანა (ქ. ლორთქიფანიძე, მ. ნადირაძე) არანაკლებ ამბიციური და პატივმოყვარეა რიჩარდის მსგავსად. წინააღმდეგ შემთხვევაში  როგორ შეეძლო ადამიანს, რომელსაც ასე დაუნგრიეს ცხოვრება რიჩარდის მეუღლე გამხდარიყო, მაგრამ დედოფლობის სურვილი, სათაყვანებელი  გვირგვინი თავზე, ხდება ის მაცდუნებელი, რასაც მისი სული ვერ უძლებს ან არ უძლებს. ორივე მსახიობს ესმის ლედია ანას ეს მისწრაფება, განსაკუთრებით ტრაგიკულია მათ მიერ განსახიერებული ბოლო  სცენა რიჩარდთან – ისევ სავარცხელი, ისევ ვნება,  მაგრამ ახალ უკვე საბედისწერო გაბრძოლება, აგონია და  … სიკვდილი. ელისაბედ დედოფლის ორივე შემსრულებლისთვის (ა. ალადაშვილი, მ. ჯოლოგუა) ყველაზე ადვილია პერსონაჟის ხასიათის გამოძერწვა. ცხადზე ცხადია, რომ ელისაბედი დიდი ხანია ხვდება, რომ დედოფლობა დიდხანს არ უწერია, ავადმყოფი და უსუსური მეფე ედვარდ IV  მოახლოებული აღსარული საშინელ მომავალს უქადის. „მდაბიოდან“ არამეფური წარმოშობის (ვუდვილების გვარის)  დედოფლობამდე განვლილი გზა მძიმე იყო, მაგრამ ტკბილი, თუმცა   ამ დედოფლობას დიდად არ აფასებს, ყველანაირად იტანს  რიჩარდ გლოსტერის დამცირებასაც იმ იმედით რომ მისი შვილი ედუარდ V გამეფების შემდეგ   მშვიდად  იცხოვრებს. ტრაგიკული და შეურაცმყოფელია რიჩარდთან მისი ბოლო შეხვედრის სცენა – დამცირებული, პატივაყრილი, რომელსაც ვაჟიშვილები დაუხოცეს, იძულებულია რიჩარდს იმაშიც კი დათანხმდეს, რომ ქალიშვილს მიათხოვებს – უზომოა მისი ტრაგედია და  ამ სცენას ორივე მსახიობი დიდი ემოციით და ვნებათაღელვით ასრულებს. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია თ. კორძაძე მიერ შესრულებული რიჩარდის  დედა – ლედი სესილი ნევილი.  სცენაზე გამოჩენისთანავე  სახეზეა რომ  მსახიობს ზუსტად აქვს გააზრებული რეჟისორის მიერ დასახული ამოცანა გვიჩვენოს ყველაზე უბედური დედა და ბებია, რომელიც ამ ყველაფრის მოწმეც და თანამონაწილეა. კარგად მონახული ჟესტები, გამომსახველი საშუალებები, გრიმი და ვუალი ხელს უწყობს მსახიობს ზუსტად გადმოგვცეს პერსონაჟის გრძნობათ ბუნება. იგი  ყველაზე ადრე ხდება რაც ელის ქვეყანას და მის შვილებსა და შვილიშვილებს. „მახინჯი სხეულში მახინჯი სულია“ – გრძნობს და რიჩარდის მიერ წინსვლა და მისი ჩადენილი საქციელი გულს უსერავს.  თანაუგრძნობს ელისაბედს და მარგარეტს, მწარედ განიცდის  კლარენსისა და ედუარდის სიკვდილს, ხოლო მისი ბოლო სცენა – გამომშვიდობება, როდესაც  ლედი სესილი ნევილი ყველაფერს ეტყვის რიჩარდთან და საბოლოოდ  დასწყევლის შესრულებულია უდიდესი მსახიობური ოსტატობით, შესანიშნავი პლასტიკით და ექსპრესიით.

განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას სტოვებს კლარენსის მოკვლის და ანასთან ქორწინების პარალელური მონტაჟის ხერხით  დადგმული  სცენები. ტირელი (დ. მერაბიშვილი) და მეორე  კაცისმკვლელი ციხეში ეწვევა კლარენს, რომელიც  ვერც ხვდება რა ელის წინ და არც სჯერა, რომ რიჩარდმა გასწირა. კლარენსი (ჯ. კილაძე) მძიმედ  განიცდის იმ მოვლენებს, რომელიც ეპიცენტრშიც უეცრად აღმოჩნდება – უდანაშაულოდ დასჯილი საკუთარ ზმანებაში – ზღვაში შესულ დასაღუპავად განწირულ გემზე  ისევ რიჩარდის გადარჩენაზე  ფიქრობს, არ სჯერა მისი მაცდურობის, გულწრფელია და ამით ყველაზე ტრაგიკული. მსახიობის მიერ შესრულებული  სიკვდილით დასჯის სცენა ემოციურობითა და მაღალი მსახიობური ოსტატობით გამოირჩევა.

და აქ უ. შექსპირი ეს უდიდესი ჰუმანისტი, პირველად   იწყებს  საუბარს სინდისზე (რაზეც მრავალჯერ აღნიშნა შექსპიროლოგების მიერ), იმ გრძნობაზე, რომლისგანაც რიჩარდი ძალზე შორსაა და რითაც დაწყევლა დედოფალმა  მარგარიტამ: „სინიდისის მატლმა გიღრღნას მუდამ ეს სული“.  რიჩარდისთვის კი  „სინიდისიო! ეგ ლაჩართაგან მოგონილი სიტყვაა მხოლოდ ძლიერებისა შემფერხებლად“. მისგან განსხვავებით კლარენსის ერთ-ერთ მკვლელს (ლ. გურგენიძე), რომელსაც „სინიდისის ნალექიღა დარჩა“  თავიდან ეს ძალზე აწუხებს, მაგრამ გასამრჯელოს ცდუნებით დიდი ყოყმანით  ასრულებს დავალებას. „[სინიდისი] ადამიანს სწორედ აგულჩვილებს, ალაჩრებს … ფიცს რომ აპირებდეს ის ყანყრატოში მისწვდება.. ვისაც კეთილცხოვრება სურს, თავის თავს უნდა მიენდოს და სინიდისზედ კი ხელი აიღოს“- მოძღვრავს მას ტირელი. მკვლელობის  სცენა სასტიკი და ნატურალისტურ-ძალადობრივი, უდიდესი ექსპრესიითა და გამომსახველობითაა შესრულებულია მსახიობების (ჯ. კილაძე, დ. მერაბიშვილი, ლ. გურგენიძე) მიერ.  მკვლელობის  შემდეგ კი  მეორე  მკვლელის (ლ. გურგენიძე) სისხლით შეღებილი ხელების დაბანვას  თან ახლავს  მისი სიტყვები: „ოჰ, ნეტა ხელი დავიბანო პილატესავით და არ მომეცხოს ამ კაცისკვლის სამძიმო ბრალი“ –   ასევე  საბედისწერო ხდება  მისთვის. სულ მალე ორივეს,  კლარენსისა და მკვლელის სული  ცაში აფარფატდება „თეთრი იალქნების“  სახით.

უკანა პლანზე კი რიჩარდ გლოსტერი ანაზე  საზეიმოდ იწერს ჯვარს, რომელიც მაინცდამაინც ბედნიერად არ გამოიყურება, მაგრამ სამაგიეროდ რიჩარდი გრძნობს  თავს გამარჯვებულად და მთელი სპექტაკლის მიმდინარეობის დროს რიჩარდის (გ. ბარბაქაძე)  ზევით აწეული თითი სწორედ რომ მიღწეული გამარჯვების სიმბოლოა, რასაც პირველსა და მეორე ეტაპზე ხშირად იყენებს.  გ. ბარბაქაძე – რიჩარდის ეს ჩვეული ჟესტი კვლავ მხოლოდ სიკვდილის წინ გაახსენდება, როცა ასევე თითაწეული კვდება, თითქოსდა მიგვანიშნებს, რომ მასზე ბედისწერამ იმარჯვა!

სცენას სცენა ცვლი:  ნადიმი ედვარდ IV-თან (კ. გოგიძე) თითქოსდა მტრადგადაკიდებულ დიდებულთა შერიგება, მაგრამ ისევ მკვლელობა, ანგარიშსწორება და ტახტისკენ მიმავალი გზის გათავისუფლება.

უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად უმნიშვნელო დატვირთვისა მსახიობი კ. გოგიძე მონოლოგი სტენლის წინააღმდეგ ამ სცენის  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია და უზადო ტექნიკით შესრულებული.   თანდათან აქტიური ხდება  ლორდი ბაკინგემი (კ. მიქიაშვილი),  ყველასგან განსხვავებული ჩაცმულობით სათვალით და თავზე ბერეტით, რომელიც თავის მაამებლური ქცევებით სულ უფრო და უფრო უახლოვდება რიჩარდ გლოსტერს და მისი მარჯვენა ხელიც კი ხდება.   ბაკინგემი – კ. მიქიაშვილი ხვდება, რომ ახლა მხოლოდ  გლოსტერთან კარგი დამოკიდებულება ხდება აქტუალური და აუცილებელი, ამიტომაც ყველა ღონეს ხმარობს რომ მისი საქმიანობა შემჩნეული იქნას და დაფასებული.  მასზეა დამოკიდებული როდის დანიშნავენ მეფის კურთხევას ან ვის გამეფებენ. კ. მიქიაშვილის ბაკინგემი თავდაჯერებული და თამამია.  იგი ამჯერად სამეფოში ყველაზე გავლენიანი ფიგურა  ხდება და  იმდენს ბედავს, რომ ედვარდ IV სიკვდილის მერე ხელიდან „ასცინცლის“ რიჩარდს მის სასურველ გვირგვინს. სულ მალე მას დამსახურებად მთელს საგრაფოსაც შეპირდებიან, მაგრამ ერთი მისი წაბორძიკება გახდება საკმარისი იმისთვის, რომ მისი სისხლიც თეთრ კედელზე აიღვაროს.

რიჩარდ გლოსტერი ყველაფერთან ერთად საკმაოდ ეჭვიანია, არავის ენდობა განსაკუთრებით მაშინ, როცა სახელმწიფოს ეხება საქმე, ამიტომაც სრულიად მოულოდნელად იმ სხდომაზე გამოჩნდება, რომელსაც ესწრებიან ბაკინგამი, სტენლი (გ. ჯიქია), ჰასტინგსი (მ. მუმლაძე), ელის ეპისკოპოსი (ს. ნათენაძე) და სხვანი, სადაც გვირგვინის კურთხევის თარიღი დგინდება ( თავისთავად კანდიდატიც) და აქ იწყება რიჩარდის  კიდევ ერთი ზეასვლა ეშმაკობით, მზაკვრობითა და  მათი შესატყვისი მჭერმეტყველებით, რათა ყველა დაარწმუნოს იმაში, რომ ერთადერთი ვისი მეფედ კურთხევაა შესაძლებელი, თვითონ  რიჩარდია, მაგრამ სწორედ მეფედ კურთხევით თავდება რიჩარდ III  კარიერა და მისი წინსვლის მეორე და იწყება დასასრულის დასაწყისი – მესამე, ბოლო –  დაცემის  ეტაპი.

მთელი მეორე მოქმედების მეორე ნაწილი კი მისი სულიერი ნგრევის, ფსიქიური აშლილობის, ზოგჯერ, ძალიან იშვიათად სინდისის ქენჯნის, კოშმარული სიზმრების, საკუთარი ხელით მოკვდინებული ახლობლებისა თუ დიდგვაროვანთა მოჩვენებებისა და აჩრდილების  დროა, რასაც ძირითადად ძალაგამოცლილი რიჩარდი სცენაზე  ხოხვაში ატარებს, თუმცა იმის ენერგია მაინც  ჰყოფნის, რომ ლედი ანა თავიდან ჩამოიცილოს და ელისაბედი დაიყოლიოს რომ ქალიშვილი  ცოლად მიათხოვს, თუმცა ამას ვეღარ ეღირსება. დრო უკვე მის წინააღმდეგ  ტრიალებს.

იქამდე კი  ჰასტინგსის  ჯერიც მოსულა, რომელიც ისე გაოცებულია მოღალატედ შერაცხვაში,  ვერც კი იჯერებს რომ ეს მის თავზე ტრიალებს – იმ ცხვირსახოცსაც კი წაართმევენ, რომლითაც ასე გულმოდგინეთ  და გამუდმებით იწმენდს ხელებს, თუნდაც რივერსთან შერიგების შემდეგ. ისევ აღებს ციხის კარებები ბრაკენბიური (ს. მარგალიტაშვილი), მზე ისევ საშინლად აცხუნებს და კვლავ ესხმება  სისხლი თეთრ კედელს.   რიჩარდი გლოსტერი, ლედი ანა, ბაკინგენი და სტენლი კი ჰასტინგსის მოჭრილი თავით ხალისობენ და საკადრის ადგილს ურჩევენ, რომელიც ბოლოს  ისტორიის სანაგვეში აღმოჩნდება, ისევე როგორ შემდგომ  ლედი ანას და თვით რიჩარდ III  ნეშტი.

„როგორ მიყვარდა ეს კაცი!“ – მოსთქვამს რიჩარდ გლოსტერი და ახლა კი მეფედ კურთხევისთვის გზა ხსნილი აქვს. ამ ცერემონიას რეჟისორი ისე აწყობს, რომ სულ ახლახან ჩავლილი მიტინგების ხანა გახსენდება. ხალხი (ინგლისი დროშები) ხმაურობს და სკანდირებს, რომელთაც შეძახილებით დროდადრო სტენლი და ეპისკოპოსი „აღაგზნებენ“ რიჩარდისა და ბაკინგამის დირიჟორობით. ჩვენ ყოველივეს სცენის მეორე, უკანა მხრიდან ვაკვირდებით, რათა კარგად დავინახოთ ტყუილების „სამზარეულო“, როგორ მზადდება  რიჩარდის „დაყოლიება“ და  „ხალხის მიერ მეფის  კურხთევა“, რადგან  პრინცი ედვარდი ხომ „უკანონო სარეცელს მწოლმა“  ელისაბედმა შვა. და ვინ თუ არა – მხოლოდ როჩარდ გლოსტერი იმსახურებს ინგლისის მეფობას – ის ვისთვისაც  თითქოს და „შორს არის … მეფედ ყოფნის სურვილი“.

გ. ბარბაქაძე  რიჩარდის  როლის ინტერპრეტაციისთვის  ახალ ხერხებს ირჩევს: მისი საუბრის მანერა განსხვავდება ბუნებრივისგან, იგი შეგნებულად გაწელილია, სადღაც სტილიზებულიც, ხასიათდება სიტყვების და ბგერების დამარცვლით, წამღერებით. ამას ემატება პირში ენის რაღაც უცნაური   ტრიალი, რაც ხაზს უსვავს რიჩარდის კიდევ ერთ ნაკლს. მსახიობი ცდილობს  მაყურებელს უჩვენოს, რომ არასრულყოფილ ადამიანს განასახიერებს, ფიზიკური და სულიერი ნაკლოვანებებით აღსავსეს, იგი უფრო მაცდურა, უფრი ქვეშქვეშა, ვიდრე ა. კუბლაშვილის რიჩარდი.  სპექტაკლის დასასრულისკენ გ. ბარბაქაძის რიჩარდი თითქოს და ავტომატურ რეჟიმშია  და ისე ასრულებს  მეფის მოვალეობებს. მას მისი ბედისწერა მართავს და მიჰყავს აღსასრულისკენ, ხოლო მისგან გასხვავებით ა. კუბლაშვილის რიჩარდს კი    ისევ „თავში აქვს ავარდნილი“  საკუთარი  სიძლიერე, ცდილობს ბედისწერას აუმხედრდეს, მასაც კი შეებრძოლოს, მასზეც კი იძალადოს. მისი ყოველი მოძრაობა, ჟესტი ამ ბრძოლის გამოხატველია. ა. კუბლაშვილის რიჩარდს ჯერ კიდევ ამ ყველაფრის ძალა შესწევს, მისი რიჩარდი უფრო ემოციურია, ექსპანსიური, ნერვიული ვნებით და ღელვით არსავსე, თამაშობს უდიდესი ენერგიით.    გ. ბარბაქაძის რიჩარდი კი დანებდა საკუთარ ხვედრს, გადაიღლა  და მოუთმენლად ელის დასასრულს. ორივე მსახიობმა როლის ინტერპრეტაციის გასხვავებული გზა მონახა, რაც თავისთავად მათ ინტელექტსა და ნიჭირებაზე მეტყველებს. ასევე განსხვავდენა  ის „გასაღები“,  რაც მათ საფუძვლად დაუდეს ამ ნააზრევს. ეს ეხება არა მხოლოდ შინაარსობრივ მხარეს, არამედ  გარეგნულსაც. მაგ. როგორც ვთქვით გ. ბარბაქაძე მეტყველებით, ჟესტიკულაციის, გამოხედვით, გრიმასის ფორმებით ძერწავს  სახეს, ხოლო ა. კუბლაშვილი-რიჩარდისთვის დედოფალი მარგარეტის მიერ მომზადებული საწამლავის ფიალა ხდება, ის რაც მას თავის დანაშაულებებს ახსენებს და ის ერთადერთი ნივთია, რაც მასში სინდისი ქეჯნას თუ არა იწვევს, საკუთარ სულში ჩაღრმავებას აიძულებს.

ა. კუბლაშვილის რიჩარდი უშველებელ კვაზიმოდოს მოგვაგონეს, სხვადასხვა ჩექმით,  უზადო,  მაგრამ ნერვიული მეტყველებით, ოდნავ ხმაჩახლეჩილი და ხმამაღლი საუბრის ტონით, მის ყოველ ქმედებაში არანაირი მერყეობის ნასახიც კი არ შეიმჩნევა. ეს განსკუთრებით ვლინდება ორივე რიჩარდის უკანასკნელ მონოლოგში: „არის ვინმე აქ კაცისმკვლელი? არა … ჰო, მე ვარ“. გ. ბარბაქაძის მიერ აქცენტი კეთდება „ჰო, მე ვარ-ზე“, ხოლო ა. კუბლაშვილის მიერ კი „არა-ზე“. ეს თავისთავად ორი მსახიობის მიერ როლის სხვადასხვა გაგებაზე მეტყველებს – როგორც ვთქვით ზემოთ – „სინიდისის“ ორ სხვადასხვა გაგებაში. ვფიქრობ ამიტომაც ორივე რიჩარდი სხვადასხვა გზით მიდიან აღსასრულისკენ – ერთი მორჩილად, მხოლოდ შინაგი წინააღმდეგობებით, სულიერი სისუსტით, შიშით და სინდისი ქეჯნით „მხდალო სინიდისო, როგორ მტანჯავ, როგორ მაწამებ“,  მეორე ფიზიკური წინააღმდეგობებით, მედგრად, უტიფრად და  თითქოს და სიმართლით „თითქოს ათასი ენა ებას ჩემს სიმართლეს“. და ორივე განსხვავებულადაც კვდება, ერთი (გ. ბარბაქაძე)  ზურგზეა დაცემული და თითი მაღლა  აღუმართავს, ხოლო მეორე პირქვეა და სახეს მალავს.

ლონდონის ქუჩებში ისეც აცხუნებს იორკის მზე, მხოლოდ ბრაკენბიური (ს. მარგალიტაშვილი) – ციხის უფროსი, ეს „უტყვი  მონა“ და ყველა საშინელებების თანამონაწილე რჩება იმ ქვეყანაზე და მუხლმოდრეკი ტირელი, რომელიც ისევ  აბარებს აღსარებას კარდინალ  ბორჩერის.

 

მეფე მოკვდა! გაუმარჯოს რიჩარდს?!

ლელა ოჩიაურიTop of Form

მანამდეც ასე იყო და შემდეგაც, ვიღაცამ, რომელმაც იგივე გზა გაიარა და გამეფდა, კვლავ იწვნია განდევნის, ძალაუფლების დაკარგვისა და პიროვნული მარცხის მთელი სიმწვავე. კიდევ შემდეგი დაღვრილმა სისხლმაც ვერ შეაჩერა  და ვერც დაცემის შიშმა, რომელიც ყველაზე ძლიერია, რადგან ადამიანს შინაგანად ანადგურებს.

ბნელში (უკუნში) ჩაძირულა სამყარო. მეწამული მანათობელი დისკო (რომელიც მთელი სპექტაკლის განმავლობაში სხვადასხვა ძალით ანათებს, უფრო და უფრო წითლდება და მეტი და მეტი მუქი ლაქებით იფარება) ვერ ერევა სიბნელეს. თეთრ მოსასხამებში გახვეული ლანდები მშვიდად და აუჩქარებლად მოძრაობენ (როგორც ბედისწერის მსახურნი ან თავად ბედისწერა) და თეთრ ქსოვილებს  აფრიალებენ – თითქოს სულები გაცოცხლებულან და ახალი მსხვერპლის შესახებ გვაფრთხილებენ. გვახსენებენ, რომ ოდესღაც ისინიც არსებობდნენ ამ მზის ქვეშ და იმასაც, რომ ყველაფერი წარმავალია – უბრალო ადამიანის ცხოვრებაც და მეფური დიდებაც, ტახტისთვის ბრძოლაც და მისი სიმყარეც, ერთგულებაც და ღალატიც, აღზევებაც და დაცემაც… რომ სიცოცხლეც წარმავალია.

თეთრ, შავწარწერებიან (რომლებშიც მეფეებისა და უილიამ შექსპირის სხვა ისტორიულ-ლიტერატურული პერსონაჟების სახელებს ამოვიცნობთ და რომელთა შორის ყველაზე გამოკვეთილად მეფე ჰენრი IV-ის სახელი იკითხება, რიჩარდის შემდეგ ბრიტანეთის მეფისა და ახალი – ტიუდორების – დინასტიის დამაარსებლის, რომელთან ბრძოლაშიც მოკლეს ნამდვილი რიჩარდ III) კედელში (მუდამ უცვლელად მდგომ, უსწორმასწორო კონტურიან) ასიმეტრიული, თითქოს ჩამონგრეულ ღიობიანი კარიდან ორი მამაკაცი,  ორი დიდებული გამოდის, ფიცრის ხიდზე გაივლის და ერთმანეთს პატივით – უხმოდ, მხოლოდ თავის დაკვრით ესალმება. შემდეგ ისინი კედელზე  ახალ წარწერებს აკეთებენ და ძველებს შლიან. შემდეგაც ასე მოხდება. არაერთხელ. კედელი კი თანდათან  სისხლით დაისვრება, დაღვრილი და გულგრილად, ცივი გონებითა და უსინანულოდ შესხმული სისხლით. ასე იქნება მანამ, სანამ რიჩარდ III-ის ყველა მეტოქე არ გარდაიცვლება. შემდეგ რიჩარდიც…

იქვე, კუთხეში ეპისკოპოსი/კარდინალი და ვიღაც მამაკაცი ჩამომსხდარან, რომელიც ჩუმი ხმით აღსარებას აბარებს. ეს სცენაც ბოლოს განმეორდება.

შავებში ჩაცმული ახალგაზრდა ქალი თოკჩაბმულ ხის დიდ ყუთს (კუბოს) სვენებ-სვენებითა და წყევლით მიათრევს. ჩაივლის და უჩინარდება. ეს მისი ტვირთია, რომელსაც მალევე ჩამოიცილებს, ახალი ტვირთის ასაკიდებლად და ცდუნებულის სასჯელის მისაღებად.

შუა სცენაზე ჰორიზონტალურად აღმართული ხისა და ლითონის შეკრული, დაბალი კონსტრუქციიდან (მხატვარი – მირიან შველიძე), რომელიც მიჯრით მიწყობილ სკივრებს, ასაწევ ხიდებსა თუ მიწისქვეშა სათავსოს (სარდაფისმაგვარის) ნაწილებს გვაგონებს (და რომელიც შემდეგ მოქმედების მთავარ ადგილად იქცევა),  გადასახდელი სახურავებით, ბოლში (ო, როგორ უყვართ თანამედროვე ქართულ თეატრში ეს ბოლი!)  ჩაფლული ერთ-ერთი ლუკის კარი იღება და იქიდან  მძიმედ, ფორთხვა-ფორთხვითა და მოუქნელი მოძრაობებით, განწირული ღრიალით, ტყავის კოსტუმიანი, კოჭლი და კუზიანი ახალგაზრდა კაცი ამოდის. რიჩარდ, ჯერ – გლოსტერი, მთავარი იორკისა და შემდეგ – ინგლისის მეფე რიჩარდ III.

არავინ იცის, საიდან ევლინება იგი სამყაროს, ქალის წიაღიდან  „ცოცხალთა შორის ნაადრევად მუცლით ნასხლეტი“ (რომლის მუცელშივე გაწყალებასაც ინატრებს მოგვიანებით, შვილის ბოროტებითა და შვილების სიკვდილით გამწარებული, შეშინებული და შეშლილი, იორკის მთავრის მეუღლე, დედა მეფის ედვარდისა, კლარენსისა და გლოსტერისა, რომელსაც „შეეძლო მისი დაღრჩობა თავის დაწყევლილ საშოში“), თუ ყოველთვის  ქვესკნელის ბინადარი იყო („რომელმა ძალებმა იხმეს ეს სატანა ჯოჯოხეთიდან?!“, „ჯოჯოხეთის გზავნილი ხარ, რომელიც სულებს ყიდულობს და მერე ისევ გზავნის ჯოჯოხეთს!“ ). შეიძლება სწორედ იქ, მიწისქვეშეთშია მისი ნამდვილი სახლი, რადგან ზეცად ვერ ავიდა და „ჯოჯოხეთს შევარდა“, რადგან  თავად აირჩია გზა იქით, სადაც სიბნელე, მხოლოდ სიბნელე დახვდა. რადგან სინათლე უარყო და განიზრახა „სიბოროტით ეჩინა თავი“. რადგან საკუთარი აჩრდილის ყურება გადაწყვიტა მზიან დღეს. რადგან ყველაფერი იღონა იმისთვის, „ამ მშვიდობით გამსჭვალულ დროში“, სიცრუით, ღალატითა და ცბიერებით აღზევებულიყო და ბოლოს, საკუთარი თავისთვის სასიკვდილო განაჩენი თავადვე გამოეტანა.

ასე და ასეთი ფორმით იწყება ავთო ვარსიმაშვილის სპექტაკლი თავისუფალ თეატრში, უილიამ შექსპირის „რიჩარდ III“ და ასეც გრძელდება – ორი სამყაროს მიჯნაზე მოთამაშე, სადღაც, ამქვეყნიურ და მიღმა სამეფოებს  შორის, მყიფე და სუსტ ზღვარზე არსებულ სივრცეში, რომლის კონტურებიც მსუბუქადაა  მოხაზული და რომელიც ძალიან ბევრსა და მნიშვნელოვანს მოიცავს – ამბებს, განზრახვებს, სურვილებს, მოქმედებებს, ბრძოლას სიცოცხლისა და სიკვდილისათვის; მოიცავს – ადგილებს, ინგლისის სამეფოდან აქამდე – საქართველომდე აღწევს და წლებს, საუკუნეებს – XV(რიჩარდის ცხოვრება-მეფობა-გარდაცვალებიდან) – XVI (პიესის დაწერიდან) საუკუნეებიდან  XXI საუკუნემდე.

ამ, ისედაც რთულ, მრავალმნიშვნელოვან და მრავალშრიან სპექტაკლში, რომელიც არაერთგვაროვანი წყობისაა და თამაშის სპეციფიკურ ხერხებს მოითხოვს – პირობითსა და ფსიქოლოგიურს, რაღაც დოზით მანერულსა და რაღაც მხრივ (გარეგნული იმიჯებიდან დაწყებული, პლასტიკური, როგორც ინდივიდუალური, ასევე ზოგადი ნახაზების ჩათვლით – ქორეოგრაფია, პლასტიკა – გია მარღანია) შინაგანად ექსპრესიულს – მონაწილეობენ: რიჩარდი – აპოლონ კუბლაშვილი, გოგა ბარბაქაძე; ლედი ანნა – მარიამ ნადირაძე, ქეთა ლორთქიფანიძე; დედოფალი ელისაბედი – მარიამ ჯოლოგუა, ანი ალადაშვილი; დედა – თიკო კორძაძე, თამუნა ნიკოლაძე; მარგარეტ – სალომე ჭულუხაძე, მაია დობორჯგინიძე, კლარენსი – ჯაბა კილაძე, ედუარდ მეოთხე – კახა გოგიძე, ბაკინგემი – კახა მიქიაშვილი, ბრეკენბერი – სანდრო მარგალიტაშვილი, ჰასტინგსი – მამუკა მუმლაძე, სტენლი – გიორგი ჯიქია, რივერსი – შაკო მირიანაშვილი, კარდინალი – სლავა ნათენაძე, ტირელი – დიმა მერაბიშვილი, მკვლელი – ლაშა გურგენიძე.

თავისუფალი თეატრის პატარა სცენა შუა საუკუნეების (პირობითად და ამბიდან გამომდინარე) ინგლისს დათმობია და ყველაფერს იტევს – ლონდონსაც, მეფის სასახლესაც თავის დარბაზებიანად, ტაუერსაც და მის შემოგარენსაც, ჰომფრეტის ციხის კარ-მიდამოსაც და ლორდ ჰასტინგის კარ-მიდამოსაც, ბეინრადის ციხესაც, ლორდ სტენლის სასახლესაც და ბოსვორტის მინდორსაც – დასაწყისიდან დასასრულამდე, თუმცა მთელი სამეფო (მოქმედების ყველა ადგილი) აქ ერთ მცირე „მოედანშია“ ჩაკეტილი და თითქმის არც ერთ ადგილს (ტაუერის გარდა) თავისი სახელი არ ჰქვია (როგორც შექსპირთანაა და მაჩაბლის თარგმანის მიხედვით) – უსახელოა – განზოგადებულია.

აქ სამყაროს სისხლიანი, დალაქავებული მზე დაჰყურებს და მიცვალებულები საფლავებიდან ამოდიან. ხმაურით, სისხლისგამყინავი ჭრიალითა და ბრახუნით იხურება და იხსნება მიწისქვეშა კარები და ქვესკნელის ბინადარნი სკნელს უბრუნდებიან . ბრუნდებიან და ევლინებიან ადამიანებს, რომლებმაც ბევრი გააკეთეს მათი გზიდან ჩამოსაცილებლად, მათ გარეშე გააგრძელეს ცხოვრება, მალე დაივიწყეს მათი არსებობა,  ვისაც ცოტა ხნის წინ მამებს, ძმებს, ქმრებს უწოდებდნენ. ვისაც უნდა ეცხოვრა და ემეფა, ეომა და საკუთარი კეთილდღეობისთვის ბევრი სიავის გავლით მიეღწია. ასე იყო რიჩარდამდე და მის შემდეგაც, რადგან სამყარო, როგორიც იყო, ისეთივეა.

მხოლოდ ერთი ვერ ისვენებს, მხოლოდ ერთი ვერ პოულობს სიმშვიდეს და დროს ელოდება, როდის შეიძლება დაბრუნდეს უკან, როდესაც კვლავ შესაძლებლი გახდება გაიხსნას კარი ჯოჯოხეთისკენ, რომელიც დრო და დრო, აუცილებლად იხსნება. ახალი მსხვერპლის მისაღებად და ახალი ურჩხულების გამოსაშვებად. მას – რიჩარდ გლოსტერს – მეფობის ძალა და ძალაუფლებით ტკბობა არ განუცდია.

პირველი სწორედ გლოსტერი ტოვებს მიწისქვეშეთს, შემდეგ სხვების ჯერია. საბოლოოდ, როდესაც ყველაფერი უკვე მომხდარია და საბედისწერო წამი დგება, რიჩარდის თვალწინ ცოცხლდებიან მისივე ხელით ან მისი ბრძანებით მოკლული  სამეფო კარის დიდებულები – მეფე ედვარდი, კლარენსი, ლედი ანა, მეფე ჰენრი VI და მისი ძე ედვარდი, პატარა უფლისწულები – ედვარდი და იორკი (რომლებიც სპექტაკლში არ ჩანან, ისევე, როგორც პიესის ზოგიერთი სხვა პერსონაჟი, თორემ რიჩარდის მსხვერპლთა სია, გაცილებით გრძელი იქნებოდა) ჰესტინგსი, ბუკინგამი და სხვები და სხვები.

ავისმომასწავებელია ყველაფერი, რაც ამ სამყაროში ხდება და რაც მის სახეს ქმნის. ყველაფერი შავითაა მოცული, თითქოს თალხში შეუმოსავთო. სტილიზებული კოსტუმებიც (დროისა და ეპოქის გარეშე, თუმცა გარკვეული წოდევბრივი მინიშნებებით)  ყველას შავი აცვია (მხატვარი –  ნატა კობახიძე). ყველაფერი სიბნელესა და მუქ ფერებშია გახვეული. მხოლოდ  მზე ანათებს წითლად. მხოლოდ თეთრი კედელი აღმართულა, რომელიც უფრო მემორიალურ დაფას ჰგავს და გარდაცვლითა სულების თეთრი სამოსი, დრო და დრო და ოდნავ, ასხვაფერებს იქაურობას.

ეშხეფება და ესხმება სისხლისფერი ღვინო, თუ სისხლი (ღვინოც და სისხლიც) ამ თეთრ, წარწერებით შემკულ კედლებს, რომლებიც წითელი ლაქებითა და ახალ-ახალ მსხვერპლთა სახელებით ივსება, როგორც საგვარეულო, სამეფო აკლდამა. შუა კარი ამქვეყნიურ არსებობასა და საუკუნო სასუფეველს შორის.

ინგლისის სამეფოს ავსებს ხმები, ხმაურები, მუსიკა (რომელიც დრამატულიდან ლირიკულ-მინორულში გადადის და მაჟორულ რეგისტრებს აღწევს). ამ შეკრულ წრეს, რომელშიც მოვლენები ერთმანეთს სწრაფად და ძლიერ ტემპო-რიტმში ცვლის, ბედისწერა მართავს. რიჩარდი ასპარეზზე უკვე გამოვიდა და მართვის სადავეები ნელ-ნელა ხელიდან უსხლტება.

მიზანი კი, უფრო და უფრო მეტ ახალ მსხვერპლს  მოითხოვს, რადგან სისხლი ერთხელ უკვე დაიღვარა და სახელმწიფოს მართვაც, ყველა ბერკეტის ხელში ძალადობით ჩაგდებითა და  მართვის შეუბრალებლობით, ერთხელ უკვე განხორციელდა.  და კვლავ მოვიდა (მოვა) დრო, როდესაც ბედის ჩარხი მათ (ვინც მანამდე ყველას აჯობა, ყველას მოერია, გარიყა და ახლა მოხეტიალე სულად იქცა ან უნდა იქცეს) გარეშე კვლავ დაიწყებს ტრიალს.

და როდესაც მარგარეტი, მხრებში მოხრილი, თმაგაცვენილი და შეშლილი დედოფალი წარმოთქვამს „წყველას, რომელიც მისწვდება ზეცას“, უკვე გასაგებია, რომ  ასეთი წყევლა ვიღაცამ ადრე უკვე წარმოთქვა. რადგან ასეთი რამ უკვე მოხდა. და კიდევ ერთხელ ირყევა სამეფო ტახტიც, ქვეყნის ძლიერებაც, სიმშვიდეცა და მშვიდობაც.

ტახტს შენარჩუნება უნდა. ჯერ ყველაფრის ისე მოწყობა, რომ რიჩარდი მეფე ხალხის მოთხოვნით გახდეს. ეს სცენა ინგლისის დროშების ფრიალში, ხმამაღალი შეძახილების ფონზე, კარდინალის მხარდაჭერით და „ამომრჩეველზე“ დიდებულების  ზემოქმედებით, ძალიან ჭკვიანურად და ზუსტად გათვლილი სვლებით აქვს გლოსტერს დადგმული.

კლარენსის დაპატიმრება (ცრუ დაპირებები, ყალბი თანაგრძნობა და ცრემლები, ბავშვობის მოგონებების ნიშნად, სენტიმენტალური გრძნობების გამომწვევი –  არარსებულ როიალსა და ვიოლინოზე დუეტში დაკვრის  იმიტაციით),  ანნაზე ქორწინება (მისი – დაუძინებელი მტრის მოხიბვლა ქმრისა და მამამთილის ცხედრებთან), მეფედ კურთხევა, სახელმწიფო გადაწყვეტილებების  მიღება  მთელი სამეფო კარის მონაწილეობით და სხვა და სხვა – რიჩარდს, მშვენიერ პოლიტიკოსად და ჭკვიან, მოქნილი გონების პიროვნებად სახავს.

შემდეგ მკვლელობების – სამეფო ტახტისკენ გზის გაკვალვისთვის საჭირო – სერია იწყება. კლავენ ყველას, ვინც მეფობის პრეტენდენტია ან ვინც, ანნასავით რიჩარდს (როგორც ასევე, ვიღაც ვიღაცას მანამდე) აღარ სჭირდება. „თქვენ ვინ იყავით და ახლა ვინ ხართ, მე ვინ ვიყავი და ახლა ვინ ვარ“. გლოსტერი უფრო და უფრო ღრმად და მძიმედ ებმება დანაშაულის ჩაკეტილ წრეში და მას აღარაფერი რჩება – მხოლოდ სიმარტოვე, დაღუპულთა ხილვები, ღალატის შიში და სიკვდილი.

თითქოს ყველაფერი დამთავრდა და წინ კიდევ სხვა გეგმებია, სხვა ნაბიჯებია, მაგრამ ამდენი ცოდვის, ამდენი სისხლის, ამდენი სიკვდილის ატანა რიჩარდს უკვე აღარ შეუძლია. მას თავბრუს ახვევს და აწვალებს სინდისი („მხდალო სინდისო, როგორ მტანჯავ, როგორ მაწამებ“), ფიზიკურად ანადგურებს ცოდვები, რომლებსაც ვეღარასოდეს გამოისყიდის და მოინანიებს. აშინებს, რაც ჩაიდინა და რაც მოხდა. აშინებს ღალატი და მარტოობა, იმის აღქმა, რომ, რასაც მიაღწია, რისთვისაც ამდენი იწვალა, ფუჭი და უნაყოფო აღმოჩნდა, რომ ყველაფერი, რაც გვირგვინის თავზე დასადგმელად ჩაიდინა,  ამაო იყო.

აფრთხობს ყველაფერი, მხოლოდ რიჩმონდის არმიასთან შერკინების არ ეშინია („მტერს დავერიოთ! თუ ცას ვერ ავალთ, ჯოჯოხეთში მაინც შევცვივდეთ!“), რადგან იცის, ერთადერთი, რაც დარჩენია, სიკვდილია.

მას გარდაცვლითა სულები ეცხადებიან. ყველა აქაა – ვინც რიჩარდმა მოკლა, მოაკვლევინა ან მის გამო მოკვდა და ბოლოს, მაგიდის (რომელზეც და რომლის გარშემოც რიჩარდის ცხოვრების ბოლო ეპოზოდები თამაშდება) გასწვრივ ჩამწკრივებულები, მის მიერვე შევსებული სასმისებით გამოსათხოვარს სვამენ. ულოცავენ გზას იქით, საიდანაც ცოტა ხნის წინ (სპექტაკლის დასაწყისში) დაბრუნდა. ან როგორც ახალმისულს – ესალმებიან.

სპექტაკლში პიესიდან  ბევრი სცენაა ამოღებული. ავთო ვარსიმაშვილი, ცხადია,  იყენებს და ეყრდნობა პიესის ტექსტს, ივანე მაჩაბლის თარგმანში, მაგრამ ცვლის თვით ტექსტსაც – სიტყვათა წყობასა და ჟღერადობას.

მოქმედი გმირებიც შემცირებულია და ზოგჯერ ერთი სხვა პერსონაჟებს აერთიანებს. მაგალითად, ეპისკოპოსების, ლორდების, მკვლელების შემთხვევაში. სპექტაკლში არც ერთი მოქალაქე, არც ერთი ბავშვი არაა. ზოგი სცენის ადგილები გადაადგილებულია და ტექსტები კი, რომლებიც „კუპირებულ“ სცენებში მოხვდა, მაგრამ რეჟისორს არსებითად და მნიშვნელოვნად მიაჩნდა იდეის გამოსახატად – შენარჩუნებულია და სხვა პერსონაჟის მიერ სხვა ეპიზოდებშია წარმოთქმული.

ავთო ვარსიმაშვილი ცვლის პიესის ფინალსაც და შესაბამისად, ცვლის შექსპირის კონცეფციასაც. მასთან რიჩმონდი მხოლოდ მოდის – მოემართება, გზაშია, მთელი სცენები მისი მონაწილეობით, ფინალი დიდი მონოლოგით, რომელშიც თეთრი და ალისფერი ვარდების ომის, ძმათა სისხლისღვრის დასრულებასა და მშვიდობის დადგომას იუწყება,  არც სახელგანთქმული სცენა – მისი და რიჩარდის შერკინების, რომლის დროსაც შექსპირთან ეს უკანასკნელი კლავს გლოსტერს (სცენის მიღმა) და სტენლისგან გვირგვინს იღებს – მეფდება – სპექტაკლში არაა.

ასე თუ ისე, ჩვენ ვსაუბრობთ რიჩარდ მესამეზე, არა როგორც ისტორიულ პერსონაზე, არამედ როგორც შექსპირული ინტერპრეტაციითა და დამოკიდებულებით შექმნილ, მოქმედ გმირზე და ავთო ვარსიმაშვილის მიერ გაორებულ პერსონაჟზე, რომლებიც ფიზიკური დეფექტების მიუხედავად, ერთობ მიმზიდველად გამოიყურებიან.

ძალაუფლებისთვის ბრძოლა და არა „კუთვნილი ტახტიდან“ ქვეყნის მართვა, არა მაშინ, როდესაც დაიმსახურე ან ვიღაცას – ქვეყანას – უნდიხარ, არამედ მაშინ, როდესაც თვითონ გინდა ძალაუფლების ხელში ჩაგდება;  არა იმიტომ, რომ საზოგადოებისთვის, ერისთვის, სახელმწიფოსთვის სიკეთე გსურს, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანების მართვის ჟინი, ვნება (რომელსაც ვერაფერი აკავებს) გერევა, რაღაც უცნაური ამბიცია გიპყრობს, რაც არაერთხელ მომხდარა და კვლავ მოხდება, როდესაც რიჩარდისნაირი ადამიანები ევლინებიან სამყაროს.

საოცარი ძალის, დაუოკებელი ლტოლვა ძალაუფლებისკენ, უპირველესად სწორედ იმიტომ, რომ მახინჯი იყო და ყველასგან დამცირებული, უკუგდებული, თან ვერაფერით გახდებოდა მეფე – არ ეკუთვნოდა! – ფაქტობრივად, განაწყობს რიჩარდს საბრძოლველად, რისთვისაც ყველაფრის გაკეთება მოუწევს – კონკურენტების ჩამოცილება – ბავშვი იქნება თუ დიდი, მოქმედი თუ მომავალი მეფე, ქალი თუ კაცი, ნათესავი თუ მეგობარი, მტერი თუ მოყვარე. განსაკუთრებით – მოყვარე!!! მოუწევს ყველაფრის კადრება და ნებისმიერ ავანტურაზე წასვლა, სხვების ჩათრევაც ამ სისხლით გაჟღენთილ ბრძოლაში და მთელი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული ბოროტების ჩადენა.

და სწორედ იმიტომ, რომ არ ეკუთვნის, სწორედ იმიტომ, რომ არ უწერია, რიჩარდი იწყებს ბრძოლას  სასურველის მოსაპოვებლად, ხელში ჩასაგდებად – ყველაფრის, რაც მანამდე აკლდა, რაც არ ჰქონია, კომპენსაციის მისაღებად, თუნდაც სულ ცოტა ხანს გაგრძლდეს აღზევება. უნდა გაითელოს გზა, რომელსაც დაადგა და ბევრი სისხლიანი ნაფეხური დატოვა, რომელიც გვამებით მოფინა, არაფრის წინაშე უკან არ დაიხია და მალევე იგრძნო – სინდისის ქენჯნაც, შიშიცა და სასოწარკვეთაც.

გოგა ბარბაქაძისა და აპოლონ კუბლაშვილის მიერ განსხვავებულად და სხვადასხვა სახე-თვისებებით შემკული და არაერთგვაროვანი შტრიხებით განსახიერებული რიჩარდი – მომხიბლავი გარეგნობისა და დიდი ენერგეტიკის მატარებელი მამაკაცები არიან, რომლებსაც ძალაუფლების ხელში ჩაგდების ჟინი ამოძრავებთ და რომლებსაც არც ერთი წყენა არ ავიწყდებათ,  რომლებსაც  სიყვარული და სიკეთე, ალერსი და თანადგომა არავისგან, თვით დედისგანაც, არ განუცდიათ.

გოგა ბარბაქაძე – ქმნის რიჩარდს, მერყევ ადამიანს, რომელსაც თითქოს თავიდანვე უჭირდა „მისიის“ შესრულება, რომელიც ბედისწერამ დააკისრა და  რომლის აღსრულებაც მოუწია.

აპოლონ კუბლაშვილის რიჩარდი უფრო თავხედი, უფრო მებრძოლი და უტიფარია – სინდისის წინაშეც კი, თუმცა არანაკლებ განადგურებული და დაცემული გადატანილი შინაგანი ბრძოლების შედეგად.

იგი ომისთვის ემზადება. ფინალური ომი ბრძოლაა საკუთარ თავთან, საკუთარ სინდისთან, საკუთარ ცოდვებთან. რიჩარდი აგონიაშია. დიდხანს გრძელდება მისი ბორგვა. ტანჯვითა და სულიერი და ფიზიკური  გვემით, კრუნჩხვებით გადის გზაზე, რომელმაც მთელი მისი ცხოვრება მოიცვა და რომელიც სადაცაა დასრულდება. ეძებს მკვლელს, რომელიც თვითონაა, როგორც ყოველთვის,  გულახდილია მისი „აღსარება“ და მხოლოდ ერთს ითხოვს – უკანასკნელი ამოსუნთქვით – ერთ ცხენში ცვლის მთელ თავის სამეფოს.

შეიძლება  ჯარი, რომელსაც გლოსტერი ხმლით ხელში უნდა დახვდეს, სინადვილეში არარსებულია. ჩვენ ვერ ვხედავთ (ან საერთოდ არ მომხდარა) ბრძოლას (მნიშვნელოვან და გადამწყვეტ ბრძოლას არა მხოლოსდ შექსპირის პიესაში, არამედ ინგლისის ისტორიაში)  ბოსვორტის მინდორზე. შეიძლება ეს ყველაფერი რიჩარდის წარმოსახვაა ან ოდესღაც მომხდარი ორთაბრძოლა, რომელიც სულად ქცეულ  მეფეს ელანდება. ავთო ვარსიმაშვილისთვის რიჩარდი უშუალოდ მანამდეა საინტერესო, არა რიჩმონდთან შერკინებში დამრცხებული თუ გამარჯვებული – არამედ საკუთარ თავთან.

დასასრულს, რიჩარდს ისევ იქ აგდებენ, საიდანაც ამოვიდა. თავახდილ ლუკში მძიმედ ეშვება მისი მუდამ დაძაბული, დაჭიმული და პირველად მოდუნებული სხეული. მისთვის უკვე ყველაფერი სულერთია – არაფერში სჭირდება მეფობა, ძალაუფლება, აღარც აღარავინ ჰყავს და აღარც სინდისი აწუხებს, აღარც ორგულობის შიში აქვს და აღარც ახალი თაღლითური ქსელების გაბმა შეუძლია. აღარც საკუთარი სიმახინჯე აღელვებს.

სცენა თავის პირვანდელ სახეს იბრუნებს. თითქოს არც არაფერი მომხდარა. ორი დიდებული  (რომლებმაც  სულ ახლახან ჩაასვენეს რიჩარდის სხეული) კვლავ წარწერებს შლიან თეთრი კედლიდან . კვლავ აბარებს ეპისკოპოსს აღასრებას ვიღაც, ვინც ჩადენილი მკვლელობებისთვის ითხოვს შენდობას. რაღაცნაირი, ავისმომასწავებელი სიმშვიდეა და როდესაც ყველაფერი ისევ სიბნელეში იძირება, მხოლოდ რიჩარდის დატოვებული სამეფო გვირგვინია განათებული. პირველ სცენაში წარმოთქმული რეპლიკაც – „ღმერთო, მაღალო, შენ უშველე ჩვენ სამშობლოს!“ – მეორდება. ისეთივე  უიმედობითა და სიფრთხილით წარმოთქმული, როგორც დასაწყისში.

„რიჩარდ III“ შექსპირის ერთ-ერთი ცნობილი პიესაა და  საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული სპექტაკლთაგანი, რობერტ სტურუას წყალობით. ის ალბათ – „მაკბეტთან“, „მეფე ლირთან“, „კორიოლანუსთან“ (რომელსაც ავთო ვარსიმაშვილი პიესის ინსცენირებისას, ცალკეული ფრაგმენტების, ტექსტების სახით იყენებს)  ერთად  ყველაზე მკვეთრად, მძაფრად და აქტიურად გამოხატავს – ძალაუფლების  საკითხებს, რაც ყველა დროში თანადროულია და მუდამ იზიდავს ხელოვანებისა და საზოგადოების ყურადღებასა და ინტერესს.

რა თქმა უნდა, დღეს და ცხადია, არც შექსპირის თუ შემდგომ ეპოქებში, საზოგადოებას ნაკლებად აინტერესებდა და აინტერესებს რიჩარდ გლოსტერის ნამდვილი პერსონა და ნამდვილი ისტორია დეტალებში, როგორსაც ამას ქრონიკების ან თუნდაც დოკუმენტური პროზის კანონები მოითხოვს. მისი რეალური ამბავი,  ნამდვილი სახე, გამეფებისა და მეფობის პერიპეტიები საკმაოდ რთული, ჩახლართული და არაერთგვაროვანია. ამ ყველაფრის გახსენება (ცოდნა) არცაა საჭირო, რადგან თეატრში პიესის ინტერპრეტაციაა მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია ის, რომ გლოსტერის ჰერცოგისა და შემდეგ ინგლისის მეფე რიჩარდ III-ის სასტიკ ურჩხულად (როგორც უწოდებენ)  გადაქცევა,  ფიზიკური დეფექტები, სახიჩრობა, კუზიცა და კოჭლობაც – სულიერი სიმახინჯის, ქმედების სიმახინჯის გამომხატველად, ძალაუფლებისთვის ყველა ხერხით მებრძოლი, ულმობელ მკვლელად ჩამოყალიბებული და ძალაუფლების შესანარჩუნებლად დესპოტად ქცეული მმართველის სიმბოლოდ იქცა ნებისმიერ პოსტშექსპირულ საუკუნეში და ასეთად რჩება დღესაც.

მნიშვნელოვანია ის, რაც დრამატურგის ფანტაზიითა და პიესის დაწერის მიზნიდან გამომდინარე შეიქმნა  და კიდევ ის, თუ რა მიზნით იდგმება დღეს (იდგმებოდა გუშინ, თუ ხვალაც დაიდგება სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა რეჟისორის მიერ) „რიჩარდ III“. ყველაზე მთავარი და პირველ რიგში, საინტერესოა არა მხოლოდ ის, რაც ხდება შექსპირთან, არამედ, თუ რა პირობები აღძრავს მისი დადგმის სურვილს და რა პირობები უწყობს ხელს მისი განხორციელების შესაძლებლობას. მნიშვნელოვანია, კონკრეტულ შემთხვევაში, რაც რეჟისორმა – ავთო ვარსიმაშვილმა ამოიკითხა, რის სათქმელად მიაპყრო მზერა „რიჩარდს“  და ისიც, თუ ეს ამოკითხული როგორ დადგა. როგორ წარმოადგინა. რისი თქმა განიზრახა.

ავთო ვარსიმაშვილისა და მისი მსახიობებისთვის (რომლებიც ურთულეს ამოცანას შეეჭიდნენ და წარმატებით ართმევენ თავს), პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, თუ რა ხდება ადამიანებში მაშინ, როდესაც ისინი ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად, „რიჩარდულ“ ბრძოლას იწყებენ, რა ამოძრავებთ, როგორ ცვლილებებს განიცდის მათი შინაგანი სამყარო, როგორ რეაგირებს მარცხსა და წარმატებაზე. მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური დინებები, რომლებიც ნიღბებს მიღმა ან მიღწეულ შედეგზე პროცესში და შემდეგ არსებობენ, როდესაც ყველაფერი მთავრდება. ადრე თუ გვიან, ეს ყველაფერი მთავრდება.

მათთვის საინტერესოა, თუ რა ამოძრავებს რიჩარდს – ძალაუფლებისკენ სწრაფვისას, რა გზას გადის იგი არა იმდენად პრაქტიკული ქმედებებით, არამედ ის, თუ რა ხდება მის სულში, მის პიროვნებაში, მის სხეულში რა ახალი ძალები ისახებიან, როგორ მიდის რიჩარდი – ეს ცბიერი, ჭკვიანი, მოხერხებული, უშიშარი და „უგულო“ კაცი – სრულ სასოწარკვეთამდე, როდესაც აღარაფერი რჩება მოსაპოვებელი და გასაღები – მთელი სამეფოს გარდა – მხოლოდ ერთი ცხენის ნაცვლად, ცხენის, რომელიც უკვე აღარაფერში  სჭირდება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აპოლონ კუბლაშვილი

აპოლონ კუბლაშვილი

Picture 230მიმდინარე რეპერტუარი:

ოტელო“, “კომედიანტები”, “რიჩარდ III”, “მექანიკური ფორთოხალი“,   სამანიშვილის დედინაცვალი”, “კავკასიური ცარცის წრე”, “ღმერთო დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები”, “ჯინსების თაობა”

თამაშობდა სპექტაკლებში:

“დონ ჟუანი”, “ვოიცეკი”, “ქვრივთა ნუგეშისმცემელი”, “ვარიაციები პატრიოტიზმის თემაზე”, “ძმები”, “ბავშვის თვალებით”, “იდიოტოკრატია”, “მშვენიერი ქართველი ქალი”, “მიყვარხარ მიყვარხარ მიყვარხარ“,

1454725_1055915944435626_4630125860834445316_n 1004544_752161614811062_3489059_n 577240_461426243884602_446003662_n 427977_386376378056256_1700296304_n EPSON DSC picture EPSON DSC picture EPSON DSC picture EPSON DSC picture EPSON DSC picture EPSON DSC picture EPSON DSC picture EPSON DSC picture  Picture 170 Picture 021 386759_341643042528844_1022068080_n 376136_341643829195432_1397066954_n Copy of 1557655_10200524500515296_1535576336_n 1496261_800277883321213_821682581_o 1013832_796391773709824_1994908707_n 1005825_801712956511039_1743566141_n 598743_805409569474711_1639803883_n 16605_803503449665323_1354200059_n

პრესა: “საზიზღრები, ბინძურები, ბოროტები”

პრესა: “საზიზღრები, ბინძურები, ბოროტები”

12359960_1251751211518764_8564592179316342883_n

გვანცა გულიაშვილი

“საზიზღრები, ბინძურები, ბოროტები”

თავისუფალი თეატრი არასოდეს ერიდებოდა თამამ და პროვოკაციულ წარმოდგენებს.  ეს იყო თეტრი, რომელმაც დაარსების დღიდან დაიწყო ბრძოლა იმ პერიოდის ქართული რეალობის შესაცვლელად. დროთა განმავლობაში ის ჩამოყალიბდა მკაფიოდ გამოხატულ სოციალურ-პოლიტიკურ თეატრად, სადაც სიახლისა და თამამი ექსპერიმენტებისათვის კარი ყოველთვის ღია იყო. პირველივე სპექტაკლებიდან („კომედიანტები“, „ჯინსების თაობა“, „პროვოკაცია“) თეატრმა ერთის მხრივ, გამოკვეთა საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიცია და მეორეს მხრივ, ღიად დაუპირისპირდა დრომოჭმულ, პოლიტიკურ იდეოლოგიას. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლების ცვლის მიუხედავად, თეატრს არასდროს შეუცვლია ძირითადი ორიენტირები და ის მუდამ რჩებოდა არსებული მმართველი ძალის ოპონენტად. თავისუფალი თეატრი დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თეატრი საქართველოში, ბევრს დაობენ, თუ რა განაპირობებს ამას. აზრთა სხვადასხვაობა კიდევ ერთხელ მიანიშნებს ამ თეატრის აქტუალობას. სიახლისადმი სწრაფვა ცხადია, ცალსახად არ განაპირობებს ნამუშევრის მაღალმხატვრულ დონეს და შესაბამისად, თავისუფალი თეატრის რეპერტუარშიც გვხვდებოდა და გვხვდება წარმატებული და წარუმატებელი დადგმები, მაგრამ ერთი  რამ  ცალსახაა, ეს არის თეატრი,  რომელიც არ უფრთხის კლიშეებისა და სტეროტიპების დაუფარავ რღვევას, მუდამ ცდილობს ახალი გამომსახველობითი ფორმების ძიებასა, გრძნობს და განიცდის დროს და  კონკრეტული დროის ყველაზე მწვავე და მტკივნეულ თემებზე საუბრობს. ნიკა ჩიკვაიძის სპექტაკლი „საზიზღრები, ბინძურები, ბოროტები“ თავისუფალი თეატრის კიდევ ერთი თამამი ექსპერიმენტია.  სპექტაკლი მთლიანად ეფუძნება 1976 წელს იტალიელი რეჟისორის, ეტორე სკოლას ამავე სახელწოდების ფილმს. ინსცენირების ავტორია დრამატურგი ლილე შენგელია. ეს არ არის ერთადერთი და უნიკალური შემთხვევა აღნიშნული თეატრის სცენაზე. მაყურებელს არაერთი დადგმა უნახავს თავისუფალ თეატრში, რომელიც სწორედ კინო ვერსიის სცენურ გარდასახვას წარმოადგენს.(„ძმები“, „მექანიკური ფორთოხალი“, „ხომ ხოცავენ ქანგაწყვეტილ ცხენებს“). თუმცა მსგავსი ტიპის ტენდენცია სცდება მხოლოდ თავისუფალი თეატრის არეალს და ზოგადად, დამახასიათებელ ნიშან-თვისებად იქცა თანამედროვე ქართული რეჟისურისთვის. ძნელია იმაზე საუბარი თუ კონკრეტულად რამ განაპირობა ეს, ან კატეგორიულად იმის მტკიცება, რამდენად კარგ ან უარყოფით ტენდენციასთან გვაქვს საქმე. შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ უახლესი დრამატურგია რატომღაც ნაკლებად საინტრესო და აქტუალური აღმოჩნდა თანამედროვე ქართველი რეჟისორებისთვის და იქნებ ამიტომაც გაიტაცა ისინი კონო ვერსიების თეატრალიზებამ. სპექტაკლი „საზიზღრები, ბინძურები, ბოროტები“ ერთი შეხედვით მკაფიოდ გამოხატული სოციალური დრამაა. რეჟისორი  უკიდურესი ნატურალისტური ფორმით ცდილობს წარმოგვიდგინოს ყოფიერებაში ჩაძირული ადამიანების ცნობიერების სიმახინჯე. სპექტაკლის მხატვარი თამარ ჭავჭანიძე ქმნის   სიდუხჭირეში მცხოვრები ოჯახის საოცრად რეალისტურ დეკორაციას. ნივთები, საგნები, პერსონაჟთა ჩაცმულობა იმდენად შემზარავ ატმოსფერში გხვევს, რომ თითქოს დარბაზში მჯდომი ამ სიბინძურიდან და უწესრიგობიდან წამოსული, შმორის მძაფრი სურნელის ილუზიაში ეხვევი. სცენაზეა ოჯახი, სადაც მაყურებელი ხედავს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ და ამავე დროს საოცრად ერთნაირ ადამიანებს, ისინი განსხვავდებიან ასაკით, სქესით, ორიენტაციით, მაგრამ საერთო აქვთ მთავარი- ბრძოლა არსებობისათვის. რეჟისორი ისეთ მტკივნეულ თემებს ეხება, როგორიცაა სექსუალური უმცირესობების უფლებები, ძალადობა  ოჯახში თუ მის გარეთ,უმოტივაციო და უპერსპექტივო ახალგაზრდები.ზღვარს გადასული, აღვირახსნილი ცხოვრების წესი, ადამიანებს შორის დაკარგული და წაშლილი ზნეობის განცდა. ის არ ცდილობს შეალამაზოს, ან თუნდაც დაიცვას რომელიმე მხარე, უბრალოდ, ღიად და დაუფარავად უჩვენებს მაყურებელს ჩვენი საზოგადოების არც თუ მცირე ნაწილის რეალურ ყოფას. პერსონაჟების მხატვრულ სახეებს რეჟისორი მთლიანად მოქმედებით გამოკვეთს.  მინიმალიზებულია დიალოგები, გმირები შემოიფარგლებიან რეპლიკებითა და შეფასებებით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სპექტაკლში დაკავებულ მსახიობთა დიდი ნაწილი არაპროფესიონალია და მიუხედავად იმისა, რომ საგრძნობლად მრავალრიცხოვანია სამსახიობო შემადგენლობა, რეჟისორი ახერხებს ყველა პერსონაჟის ინდივიდუალიზმის ჩვენებას. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: თემურ გვალია, მაია ლომიძე, ტატო გელიაშვილი, სერგო საფარიანი, აშოტ სიმონიანი, რატი ყულოშვილი, პაპუნა ლებანიძე, თამთა ჩუმაშვილი, ნინა კალატოზიშვილი, ქეთი ტატიშვილი, თათა თავადიშვილი, გიორგი ჩაჩუა და სხვები. გამორჩეულ სახეს ქმნის ტატო გელიაშვილი. ის მთელი სპექტაკლის განმავლობაში სცენაზეა,  ზის სავარძელში და თამაშობს ბებიას, რომლის ერთი შეხედვით არავისთვის საინტერესო და უმნიშვნელო ბუტბუტი, სცენაზე გათამაშებულ მძიმე და  ხშირად გულისამრევ სცენებს ირონიზირებულ სიმსუბუქეს სძენს. მინდა, ასევე გამოვყო მაია ლომიძის პერსონაჟი. ის ქმნის ერთგვარ კრებით სახე-სიმბოლოს, ცოლების, რომლებიც დაუსრულებელი ჩაგვრის, უპატივცემულობისა და შეურაცხყოფის მიუხედავად, ვერაფრით აღწევენ თავს ქმრებსა და ოჯახს. მსახიობი თითქოს თავადვე დასცინის მის მიერ განსახიერებულ გმირს, შეიძლება ითქვას გარკვეულ სიბრალულსაც განიცდის მის მიმართ. ეს არის ქალი, რომელიც ყოველი  შეურაცხყოფის შემდეგ, შემოიფარგლება მხოლოდ თავგანწირული კივილით, მეზობლებთან გულის მოოხებით.ფიზიკურ ძალადობაზე ასევე ძალადობით პასუხობს ქმარს, მაგრამ  რეალურად იმდენადაა შეგუებული არსებულ ყოფას, რომ, არც არასდროს უფიქრია მის შეცვლაზე. მსახიობი თემურ გვალია, ოჯახის თავს, მამას განასახიერებს, თუმცა მას არც პატივს სცემენ და არც უყვართ. ის გაუცხოებულია ოჯახის ყველა წევრთან, ხშირად სვამს კითხვას-„ეს ვინ არის?“, „შენ ვინ ხარ?“ მალავს ფულს, რომელზეც ნადირობს მთელი ოჯახი და საბოლოოდ მხოლოდ საკუთარი სურვილებისა და ვნებების დასაკმაყოფილებლად გადაწყვეტს მის გამოყენებას. ოჯახი მისთვის სრულიად მიღებელი და უცხო ადამიანებისგან შემდგარი სოციუმია. სპექტაკლის ყველა პერსონაჟი აღიქმება როგორც კრებითი სახე-სიმბოლო. შვილები, რომლებიც ზრდასრული ასაკის მიუხედავად ჯერ ისევ მშობლების კისერზე ცხოვრობენ, თავისი ცოლებით, შვილებით, პირადი პრობლემებით. რძლები, რომელთაგან უფროსს საკუთარი უნიათო ქმრისა და სამი მცირეწლოვანის რჩენა უწევს. ხოლო უმცროსი ჯერ ისევ ხორციელი ვნებებისა და სურვილების ტყვეა, ის საკუთარი ფლუიდებით არაერთგზის ხდება თავად ოჯახის წევრების მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. შესაძლოა საკამათო და განსჯის საგანი გახდეს მოჭარბებული სიშიშვლე სცენაზე, რომელსაც რეჟისორი საკმაოდ დიდი დოზით წარმოგვიდგენს. ის აშიშვლებს პერსონაჟებს, როგორც ფიზიკურად ისე სულიერად. თუმცა ვულგარულობა, რომელსაც კონკრეტული კონტექსტი აქვს არ გაღიზიანებს. გარკვეულ სცენებში თითქოს მოქმედება დინამიკას კარგავს, ხშირად მეორდება ეპიზოდები და იქმნება განცდა, რომ რეჟისორი პრობლემის უტრირებას ახდენს. ასევე რთულია ცალსახად განისაზღვროს სპექტაკლის ფინალური სცენა. შესაძლოა მოგვეჩვენოს, რომ პატარა გოგონას ოჯახიდან გაქცევით რეჟისორი პათეტიკური დასასრულისკენ გადაიხარა.  ამგვარი ფინალი დამძიმებულ მაყურებელში იმედის განცდას აღვივებს. მთელი სპექტაკლის განმავლობაში რეჟისორი გვიმტკიცებს, რომ ადამიანთა ზნეობამ დიდი ხანია დაკარგა მნიშვნელობა, თუმცა, საბოლოოდ, მაინც ტოვებს იმედს, რომ ჯერ კიდევ ცოცხლობს ჯანსაღი აზრი მომავლის სახით, რომელსაც მხოლოდ გაქცევის გზით შეუძლია თავის გადარჩენა. უკანასკნელი სტატისტიკური მონაცემებით ჩვენს ქვეყანაში 430 ათასი სოციალურად დაუცველი პირია.  როგორი შემზარავიც უნდა იყოს სტატისტიკა და ციფრები, ჩვენ მაინც ვცდილობთ თვალი ავარიდოთ, წავუყრუოთ და არ შევიმჩნიოთ მათი არსებობა ჩვენ შორის… გასულ წელს, საოცარ მაშტაბებს მიაღწია არა თუ ოჯახში ძალადობის, არამედ ქმრებისა თუ მეგობარი მამაკაცების მიერ მოკლული ქალების რიცხვმა… ოცდამეერთე საუკუნეში, ჩვენ გვყავს ქვეყანაში მოზარდები, რომლებიც ვერ ახერხებენ საშუალო განათლების მიღებას… ცივილური სამყარო დიდი ხანია შეთანხმდა, რომ ადამიანი სექსუალური ორიენტაციის გამო არ უნდა იჩაგრებოდეს, ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილი ჯერ ისევ უკიდურესად რადიკალურია, ამ საკითხის მიმართ. აღნიშნული და კიდევ სხვა უამრავი პრობლემა სახელმწიფო სისტემის უსუსურობის გამო არასამთავრობო სექტორის იმედზე დარჩენილი, ფიტავს და ანგრევს ჩვენს საზოგადოებას. ამ ყველაფრის მხატვრული ლუსტრაციაა ნიკა ჩიკვაიძის სპექტაკლი. დასასრულს, რეჟისორი სოციალურ დრამას ცალსახად პოლიტიკურ კონტექსტს სძენს, ერთ სასოწარკვეთილ, უიმედო,ამაზრზენ და ბოროტებაში ჩაძირულ ოჯახს მეორე ზუსტად მისი მსგავსი ესხმის თავს და ცდილობს საკუთარი ადგილის დამკვიდრებას. ხელჩართული ბრძოლა საბოლოოდ კოჰაბიტაციით მთავრდება.   სპექტაკლი იწყება და სრულდება  სცენით: სივიწროვესა და უწესრიგობაში, პირდაპირ იატაკზე მიმოფანტული პერსონაჟები ღრამა და საფუძვლიან ძილს მისცემიან. ჩნდება განცდა, რომ ყველასთვის კარგად ნაცნობი, თითქმის საკრალური მნიშვნელობის ფრაზა-„როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?“- არასდროს ყოფილა ისეთი რიტორიკული, როგორც დღეს. ალეგორიულ ჩანაფიქრს რეჟისორი კიდევ უფრო მეტ ირონიას სძენს, როცა სცენიდან ისმის „საქართველოო ლამაზო-ს“ სევდიან- პატიოტული მელოდია. მინდა წარმატებები ვუსურვო  რეჟისორს, სასიამოვნოა, როცა ახალგაზრდა ადამიანი გრძნობს თანამედროვეობის გამოწვევებს, არ აკეთებს გათვლას ეპატაჟზე და თამამ გადაწყვეტილებას კონკრეტულ მხატვრულ გამომსახველობით ფორმას უსადაგებს.

http://georgiantheatre.ge/377-sazizghrebi-bindzurebi-borotebi.html#

ნერონ აბულაძე
ბინძურები, ბოროტები, საზიზღრები – ან პირიქით….
ავტორე სკოლას ფილმი _ ,,აუტანელები, ბინძურები და
ბოროტები~ 1976 წელს გამოვიდა კინოეკრანებზე. იმხანად ფილმს დიდი რეზონანსი მოყვა. ჰოლივუდური Happy End-ის პარალელურად
სკოლამ ნატურალური სიზუსტით აჩვენა სინიორ მაცატელის ოჯახის სოციალურ _ მორალური ყოფა. ცოლი, ქმარი, შვილები, რძლები, შვილიშვილები და ნათესავები _ ყველანი ერთ, ბარაკის ტიპის ნახევრად დანგრეულ სახლში ცხოვრობენ. თითოეული
მათგანი მისთვის განსაზღვრულ ტერიტორიაზე იძინებს, იღვიძებს და
მოთხოვნილებისამებრ კავდება სექსით. ოჯახის უფროსი, ცალთვალა
კუშტი მოხუცი ყოველმხვრივ ცდილობს მაქსიმალური გავლენა
იქონიოს ოჯახის წევრებზე და საამისოდ არც ერთ შანსს ხელიდან
არ უშვებს. აქ ყველა და ყველაფერი პატრიარქალურ ადათ-წესს
ემორჩილება. შავი იუმორით გაჯერებული თითოეული სცენა-ეპიზოდი
ხაზს უსვამს ზნეობრივ საყრდენს გამოცლილი საზოგადოების
თანადროულ ყოფასა და პერსპექტივებს.
ქართული თეატრის ისტორიაში მრავლად ვხვდებით ფაქტებს,
როცა რეჟისორი სადადგმოდ, ნაცვლად დრამატული ნაწარმოებისა,
პროზაულ თხზულებას ან კინო სცენარს მიმართავს. ასეთი
მცდელობებიდან ვიცით არაერთი წარმატებული და,ხშირ შემთხვევაში,
წარუმატებელი ექსპერიმენტი. პოსტმოდერნიზმის მუდმივად
ცვლად და განვითარებად ტენდენციებთან ერთად ბოლო პერიოდში
გახშირდა ფაქტები, საქმე გვაქვს რომელიმე ცნობილი ფილმის
თეატრალურ ინტერპრეტაციასთან. რასაკვირველია, გაგვიჭირდება
იმის თქმა, რომ არ გვაქვს თანამედროვე დრამატურგია…პირიქით,
ყოველწლიურად ინტენსიურად იქმნება, ითარგმნება და იბეჭდება
სხვადასხვა ჟანრისა და ხასიათის პიესები. და მაინც, სამოცდაათიანი
წლების იტალიური კინოს გახმაურებული ნიმუში გახდა საფუძველი
ახალგაზრდა რეჟისორისათვის, რომელმაც აღნიშნულ სიუჟეტზე
დაყრდნობით განახორციელა ,,თავისი~ სპექტაკლი. როგორც იტყვინ,
დაყრდნობაცაა და დაყრდნობაც… ამ შემთხვევაში რეჟისორი (ნიკა
ჩიკვაიძე) პირდაპირ და უპირობოდ აკოპირებს სკოლას ფილმის
სიუჟეტურ ფრაგმენტებს. ყოველ შემთხვევაში, მაქსიმალურად
ცდილობს კონკრეტული გმირის ჟესტი და მიმიკაც კი ზედმიწევნით
მიმსგავსებული იყოს.
სპექტაკლი თავისუფალ თეატრში განხორციელდა და აზრთა
სხვადასხვაობა გამოიწვია. ერთი შეხედვით, რეჟისორმა საწადელს
მიაღწია _ თავისი ნამუშევრის ირგვლივ აზრი ორად გაიყო.
,,მომხრეთა~ და ,,მოწინააღმდეგეთა~ შორის კამათის შემხედვარეს
ნამდვილად არ გამჭირვებია იმის დაზუსტება, რომ ამათგან
უმრავლესობას ფილმი საერთოდ არ ჰქონდა ნანახი. შესაბამისად,
მომხრეები სითამამეს უქებდნენ რეჟისორს და მოწინააღმდეგეები
ზნეობრივ ნორმებთან შეუსაბამო, გამოხატვრის ნატურალურ
საზიზღრები, ბინძურები, ბოროტები მასშტაბს აპროტესტებდნენ. სცენა ულამაზო,ჭუჭყისგან ჩამუქებული ოთახის სახითაა წარმოდგენილი. იატაკზე ქვეშაგებია მიმოყრილი,
სადაც მოქმედ გმირებს ძინავთ. სცენასა და დარბაზს შორის ზღვარი
თითქმის არ არსებობს. იწყება სპექტაკლი და საათ-ნახევრის
განმავლობაში მაყურებლის თვალწინ მეტ-ნაკლები სიზუსტითა
და თანმიმდევრობით ცოცხლდება ცნობილი სიუჟეტის სცენა _
ეპიზოდები. რასაკვირველია, რეჟისორი შეეცადა, გასული საუკუნის
სამოცდაათიანი წლების მხატვრული სინამდვილე თანამედროვე
ქართული რეალობის შესაბამისი ყოფილიყო, მცირე კორექტივებიც
შეიტანა, თუმცა, საბოლოოდ, სპექტაკლს ეტორე სკოლას
ფილმის ცუდი, არაეფექტური თეატრალური გამოძახილი შეიძლება
ვუწოდოთ.
როგორც აღვნიშნეთ, თავის დროზე ფილმს დიდი გამოხმაურება
მოყვა. ,,მსგავს არეულობას პაზოლინიც კი არ დაუშვებდა… ეტორე
ბევრ მხცოვან კოლეგასთან – (პაზოლინი, ფელინი, ანტონიონი,
რობერტო როსელინი) – თავს ესხმის წმინდათა წმინდას, დიდებულ
მიმართულებას, რომელმაც, ფაქტობრივად, ომის შემდგომი
იტალიური კინო დაბადა. ფილმში ნაჩვენები არიან ადამიანები,
თავიანთი სიხარულითა და მწუხარებით, რომლებსაც ამაღლებულად
გვიხატავდნენ ნეორეალისტები. სკოლა, რომელიც თავდაუზოგავი
ჰუმანისტი და კომპარტიის წევრი იყო,მოულოდნელად მიზანთროპად
გადაიქცა და ადამიანის თანდაყოლილ მანკიერებებს უმღერა~ _
ვკითხულობთ ერთ-ერთ რეცენზიაში. მართლაც ფილმში მწვავედ
დგარ პრობლემა სიღარიბით,სასტიკი ყოფით კმაყოფილი ადამიანისა…
უქონლობით კმაყოფილების ფსიქოლოგია, ტენდენცია, რომელიც
საშინელი მხეცური სახელმწიფოს ჩამოყალიბების წინაპირობა
შეიძლება იყოს. მოკლეთ, კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება ეტორე
სკოლაზე, ფილმზე, კინოენაზე, რაც ჩემს კომპეტენციას სცილდება.
რაც შეეხება ახალგაზრდა რეჟისორს, ნიკუშა ჩიკვაიძეს, მხოლოდ
იმას დავამატებ,რომ მან შეძლო მსახიობების (ამათგან უმრავლესობა
საერთოდ არ მინახავს არც ერთ სცენაზე) ორგანიზება და შეეცადა
ცნობილი სიუჟეტის ილუსტრირებას.

ლაშა ჩხარტიშვილი
რეალობა, რომელიც ჩვენ ირგვლივ არსებობს
ქართულ თეატრში ერთი უცნაური ტრადიცია დამკვიდრდა _
ეკრანიზაციის სცენური ინტერპრეტაცია. თუკი გასულ საუკუნეში
თეატრის სცენიდან გათამაშებული ამბავი ეკრანზე გადაინაცვლებდა,
ახლა პირიქით, ეკრანიდან სცენაზე გადადის. ბოლო პერიოდის
ქართულ თეატრში ეს ყველაზე თვალშისაცემი ტენდენციაა. მიზეზები
სხვადასხვა შეიძლება იყოს. მათ შორის, შესაძლოა, ჩვენი დროის
რეჟისორები არ იცნობენ (ეცნობიან) თანამედროვე დრამატურგიას,
ისინი გატაცეული არიან კინოთი და სწორედ ფილმში გათამაშებული
ამბავი ხდება მათი ახალი სპექტაკლის ინსპირაციის წყარო. ან
ვერ ხერხდება ჩვენი რეჟისორების თანამედროვე დრამატურგიით
დაინტერესება, როგორც ჩანს, ჩვენს რეჟისორებს თანამედროვე
დრამატურგების პიესები ნაკლებად აინტერესებთ. ამიტომაც,
თანამედროვე ქართულ თეატრში ხშირად გვხდება ინსცენირების
ფაქტები. ამ საქმეს თავად რეჟისორები ითავსებენ და იშვიათ
შემთხვევაში _ წარმატებით. ეს საკითხი ერთ-ერთი მწვავე და
მნიშვნელოვანი პრობლემაა ქართული თეატრის,უპირველეს ყოვლისა
კი, თანამედროვე ქართული დრამატურგიის, რომელიც ვერ ახერხებს
ქართველი რეჟისორების დაინტერესებას.
ნიკა ჩიკვაიძის სპექტაკლი `საზიზღრები, ბინძურები, ბოროტები~
მორიგი მცდელობაა ეკრანიზაციის სცენაზე გადმოტანის, თუმცა ზემოთ
ნათქვამი ნიკა ჩიკვაიძეს ნაკლებად ეხება, რადგან მან უკვე, ასევე
თავისუფალ თეატრში, განახორციელა თანამედროვე დრამატურგის
დათო გაბუნიას პიესა `რამდენიმე დამამძიმებელი გარემოება~. ამ ორი
სპექტაკლის მაგალითზე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ახალგაზრდა
რეჟისორი სოციალური თემატიკითაა გატაცებული და მას ჩვენი
სოციალური რეალობა უფრო აღელვებს, ვიდრე სხვა რომელიმე
აქტუალური თემა. რეჟისორი ცდილობს თავის სპექტაკლებში
დასვას ის პრობლემები, რომლებიც აღელვებს, აწუხებს და ჩრდილს
აყენებს ჩვენს საზოგადოებას. მისი სპექტაკლების გმირები ჩვენი
თანამედროვენი და ჩვენ გვერდით მყოფნი არიან, ამიტომაც რეჟისორი
დაუფარავად, ყოველგვარი შელამაზების გარეშე გვიჩვენებს მათ
თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით.
სპექტაკლში `საზიზღრები, ბინძურები, ბოროტები~ რეჟისორი
ნატურალისტურ ჟანრს ირჩევს. ამიტომაც სცენაზე გათამაშებული
და არსებული ნივთებიც კი, მაქსიმალურად მიახლოებულია
რეალურს. თავისუფალი თეატრის დარბაზში შემოსულ მაყურებელს
ბარაკების ტიპის სახლის მაცხოვრებლები ხვდებიან, ისინი
მრავალრიცხოვან ოჯახს წარმოადგენენ და ყველას სცენაზე სძინავთ,
თუმცა სცენა იმდენად ყოფითი დეკორაციითაა შევსებული, რომ
ზღვარი მაყურებელსა და სცენას შორის წაშლილია. ერთ მხარეს
მრავალრიცხოვანი ოჯახის ოთახია, ხოლო მეორე მხარეს, ძალიან
ახლოს, განთავსებულია მაყურებელი.
ოჯახში რამდენიმე წყვილი ცხოვრობს, თავიანთი ცოლებითა და
ქმრებით, მცირეწლოვანი შვილებითა და ბავშვებით. კონკრეტული
ოჯახი წარმოადგენს საზოგადოების სახეს თავისი მრავალფეროვნებით,
ტიპაჟებით, ადამიანებით განურჩევლად ასაკისა, სექსუალური
ორიენტაციისა, მიზნებისა და ოცნებებისა. ამ ოჯახში ყველა ავადაა,
როგორც ჩვენს საზოგადოებაში, ერთადერთი ჯანსაღი ნაწილი
მომავალი თაობაა, პატარა გოგონას სახით, რომელიც ერთგვარი
გმირია, რომელიც პროსტესტის ნიშნად ოჯახიდან გაიქცევა თავის
პატარა ძმასთან ერთად. ის უარს ამბობს ცხოვრების იმ წესზე,
რომლითაც მისი ოჯახის წევრები ცხოვრობენ. სახლი, რომელშიც
ოცამდე ოჯახის წევრი ცხოვრობს, ერთგვარი თანამედროვე სოდომგომორია.
წაშლილია ზღვარი ოჯახის წევრებს შორის. მათი
ურთიერთობები არ არის ჯანსაღი.
ნიკა ჩიკვაიძის სპექტაკლი მოგითხრობს საზოგადოებაში
არსებულ კრიზისზე, გაუცხოებაზე, ფსკერზე დაშვებულ ადამიანებზე,
ძალადობაზე ოჯახში და მის გარეთ, უკიდურეს გარყვნილებაზე
და ზნეობრივ გადაგვარებაზე. ნიკუშა ჩიკვაძე მორალისტად არ
გვევლინება, ის უბრალოდ გვიჩვენებს არსებულ რეალობას და
გვაძლევს დასკვნის გამოტანის საშუალებას. რეჟისორი ავლენს
ლიბერალურ დამოკიდებულებას სექსუალური უმცირესობის მიმართ,
მაგრამ ამავდროულად წარმოაჩენს იმ პრობლემებს, რომელიც ამ
ჯგუფის ადამიანების წინაშე არსებობს როგორც ოჯახში, ისე
საზოგადოებაში.
ვფიქრობ, სპექტაკლის დიდი ნაწილი საექსპოზიციო ნაწილს
მიაქვს, რაც აფერხებს მოქმედების დინამიკას. ეს შენიშვნა
რეჟისორთან ერთად ინსცენირების ავტორს, დრამატურგ ლილე
შენგელიასაც ეკუთვნის. უმჯობესია პერსონაჟები ეტაპობრივად გავიცნოთ მათი ქმედებიდან და საქციელიდან გამომდინარე. მხატვარმა თამარ ჭავჭანიძემ ზედმიწევნით ზუსტად შექმნა სივრცე,
რომელიც ამ რეალობას ნატურილისტური ხერხებით გამოხატავს,
რომელშიც სპექტაკლის გმირები ცხოვრობენ. სცენიდან იგრძნობა
ატმოსფერო, რომელიც მათი ცხოვრების წესის ანარეკლია.
სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: თემურ გვალია, მაია
ლომიძე, ტატო გელიაშვილი, აშოტ სიმონიანი, რატი ყულოშვილი,
ნინა კალატოზიშვილი, თათა თავდიშვილი, ქეთი ტატიშვილი, პაპუნა
ლებანიძე, თამთა ჩუმაშვილი, სერგო საფარიანი, გიორგი ჩაჩუა,
ნატალია გალოგრე, თათული ზალიკაშვილი, შაკო ღონღაძე, ირა
ეზეიშვილი. ისინი საკმაოდ თამამები და გაბედულები აღმოჩნდნენ,
რომელთაც მონაწილეობა მიიღეს რეჟისორის ექსპერიმენტში.
მათი თანამოაზრეობა (რეჟისორისა და მონაწილე მსახიობების)
სპექტაკლის მიმდინარეობისას აშკარად იგრძნობა. არტისტული
ანსამბლიდან განსაკუთრებით გამოირჩევა ტატო გელიაშვილი,
რომელიც სპექტაკლში ბებიის როლს თამაშობს. გარდა იმისა, რომ
ახალგაზრდა მსახიობმა სხვა საპირისპირო სქესის ამპლუა მოირგო,
მან შეასრულა ხანდაზმულის როლიც. მას საკმაოდ რთული
პარტიტურა შეხვდა, ის თითქმის არ გადის სცენიდან და მსახიობი
ახერხებს ისე, რომ მუდმივად იყოს ყურადღების ცენტრში.
ვფიქრობ, თავისუფალი თეატრი ის სივრცეა, რომელიც
ახალგაზრდა, განსხვავებული მსოფლმხედველობისა და ინტერესების
რეჟისორებს თავისუფლად აზროვნების საშუალებას აძლევს.
ზოგჯერ დგება ის მომენტი, სადაც მთავარი ხარისხი კი არა, არამედ
მოქალაქეობრივი პოზიციაა, რეჟისორის სათქმელი და პრობლემის
უკომპრომისოდ დასმაა. `საზიზღრები, ბინძურები, ბოროტები~ ამის
ნათელი მაგალითია. ვიმედოვნებ, მომავალშიც ნიკა ჩიკვაიძე თამამად
დასვამს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან, მიჩქმალულ, მაგრამ
აქტუალურ პრობლემებს და ჩვენი საზოგადოების მანკიერ მხარეებს
საჯარო განხილვის ობიექტად უფრო მაღალ მხატვრულ ხარისხში
აქცევს.

თამარ კამლაძე
საზიზღრები, ბინძურები, ბოროტები
ჩავარდნილი ექსპერიმენტი
თეატრი პირობითობაა და თეატრი რეალობის მხატვრული
ასახვაა. თუ თეატრის იმ რამდენიმე ჭეშმარიტ დებულებას
გავითვალისწინებთ, რაც, ასე ვთქვათ, თეატრალურ კანონებს
წარმოადგენს, მაშინ ნიკა ჩიკვაიძის სპექტაკლი `საზიზღრები,
ბინძურები, ბოროტები~ შეიძლება იმ წარუმატებებ ექსპერიმენტად
ჩაითვალოს, რაც ახალგაზრდა, დამწყებ რეჟისორებს შემოქმედებითი
ძიებების საწყის ეტაპზე ხშირად ემართებათ.
თუ რეჟისორის შემოქმედებით რეპერტუარს გადავხედავთ, მას
გარკვეული წვლილი ნამდვილად მიუძღვის თანამედროვე თეატრის
ექსპერიმენტულ ძიებებში. მის არა ერთი საინტერესო ტიპაჟისა
და საინტერესო და არაორდინალური სცენის შემქმნელია. მის
სპექტაკლებში ყოველთვის შეიძლება რაიმე ახალი და საინტერესო
აღმოაჩინოს მაყურებელმა, იქნება ეს რეჟისორული ხერხი,
საინტერესო პერსონაჟები, არაორდინალური სცენები თუ სხვა. მმე
პირადად საკმაოდ კეთილგანწყობილი ვარ ამ რეჟისორის მიმართ,
მუდამ თვალყურს ვადევნებ მის შემოქმედებას და სუბიექტურად
ვფიქრობ, რომ მომავალში, დაგროვილ გამოცდილებასთან ერთად,
საკმაოდ საინტერესო ნამუშევრებს შემოგვთავაზებს. ჩემს კრიტიკასაც
ეს კეთილგანწყობა სასიკეთოდ აიტანს.
გავიხსენოთ ნიკა ჩიკივაიძის გასულ სეზონზე დადგმული
სპექტაკლი `ყველა დამამძიმებელი გარემოება~, ამ სპექტაკლის
მსგავსად, დასაწყისში აქაც (`საზიზღრები, ბინძურები, ბოროტები~)
იგივე ხერხია გამოყენებული. მაყურებელი იმ დროს შედის დარბაზში,
როდესაც სცენაზე მსახიობები უკვე გამოსულები არიან და არამკვეთრი
მოძრაობებით ემზადებიან სპექტაკლის საბოლოოდ დაწყებისათვის.
თითქოს, სანამ მაყურებელი თავის ადგილს დაიკავებს, ისინი
წინასიტყვაობასავით აცნობენ თავიანთ პერსონაჟებსა და საერთო
ატმოსფერულ განწყობას. მაყურებელი კუთვნილ ადგილს იკავებს,
დარბაზის კარი იკეთება და წარმოდგენაც საბოლოოდ იწყება.
სპექტაკლი ნატურალისტურ ჟანრშია გაკეთებული, რაც
დღევანდელი ქართული თეატრის ცხოვრებაში არც თუ ისე
ხშირი შემთხვევაა. ჟანრი მოძველებულად და წარუმატებლად
მიიჩნევა. რეჟისორს დეკორაციის სახით საკმაოდ მკვეთრად აქვს
ის ატმოსფერო შექმნილი, რაც აღნიშნული სპექტაკლისათვის
ნამდვილად საჭიროა. ატმოსფერო, რომელიც ჭუჭყის, სიბინძურის,
ღალატის, საზიზღრობის, სიღარიბის საძაგელ შეგრძნებას იწვევს.
სცენაზე ერთი პატარა ოთახია მოწყობილი, სადაც ოჯახის 13-14
წევრი ცხოვრობს, მათ შორის ერთი ჩვილი ბავშვიც. რამდენიმე
ძველი და დაშლილი საწოლი დგას, სადაც ცოლ-ქმრებს წყვილად
სძინავთ. ზოგიერთი ოჯახის წევრი კი პირდაპირ იატაკზე დაგდებულ
ძველ დაკონკილ ქვეშაგებზე წევს. კედელზე ძველი, გახუნებული
შპალერია გაკრული და ბავშვების ნაჯღაპნებიც ეტყობა. რამდენიმე
ღია თაროზე უდიერად მიყრილი ტანსაცმელი და საყოფაცხოვრებო
ნივთები ერთმანეთშია არეული. მარჯვენა კუთხეში სამზარეულოს
კარადიდან ჭუჭყიანი, გასახეხი ჭურჭელი მოჩანს. ოთახის შუაში კი
ერთი დიდი მაგიდა დგას, რომელიც ერთად სადილობის შემთხვევაში
ოჯახის ყველა წევრს ნამდვილად ვერ დაიტევს. ოთახის გვერდით
ერთი ბინძური საპირფარეშოა, გაყვითლებული უნიტაზითა და
ჭუჭყისაგან ჩაშავებული ხელსაბანი ნიჟარით, რომლის კარიც
არ იკეტება და ოჯახის წევრებიც მას დასწრებაზე მოიხმარენ.
ნატურალისტურ სიმძაფრეს საჭმელიც მატებს, რომელსაც ისინი
მანდვილად ჭამენ (ეს არის ლობიო ან აჯაფსანდალი,თუ არ ვცდები),
ასევე დაჭრილი ხახვი და მწვანილი სცენაზე, რომელიც სუნსაც
კი უშვებს დარბაზში. იატაკზე ათასგვარი ჭინჭია მიმოფანტული,
ოთახში კედელზე გაბმულ სარეცხის თოკზე `ადიელები~ და
ტანსაცმელი ჰკიდია, რომელიც ერთგვარ საწოლის გადამტიხრავ
ფარდის როლსაც ასრულებს. მსახიობებს ძველმოდური კონკები
და არა თავისი ზომის ტანსაცმელი აცვიათ, რაც სიღარიბის
ზღვარს უსვამს ხაზს. 14 სული ერთი ტუალეტით სარგებლობს და
მისი დალაგება არც ერთს არ უნდა. აბაზანის მაგივრობას გაზზე
გაცხელებული წყალი და დასაბანი ტაშტი ასრულებს.
ამ ბოლო პერიოდში ხშირია უკვე პოპულარული (ან ნაკლებად
პოპულარული) ფილმის სცენარის ადაპტირება, გადმოპიესება და
მისი სცენიური რიმეიქის შექმნა. თუმცა, როგორც სჩანს, ეს არც
თუ ისე იოლი საქმეა, პირველ რიგში მხოლოდ იმიტომ, რომ კინოს,
ეკრანის სპეციფიკა თეატრის ცოცხალი ორგანიზმისაგან განსხვავდება
და ხშირად ხდება, რომ ასეთი სპექტაკლები კინოფილმის ეფექტს
იწვევს სცენაზე და არა წარმოდგენის. როგორც ვიცით ეს სცენარი (`საზიზღრები, ბინძურები, ბოროტები~) არაჩვეულებრივი, დიდი იტალიელი კინორეჟისორის ეტორე სკოლას
ამავე სახელწოდების ფილმს ეკუთვნის, სადაც მთავარ როლს (მამა)
გენიალური ნინო მანფრედი თამაშობს. არაჩვეულებრივი ფილმი,
სადაც ამბავიც და ატმოსფეროც ზედმიწევნით ნატურალურად არის
გადმოცემული. მათ სიბინძურეს და სისაზიზღრეს მთელი შეგრძნებით
განიცდი. რეჟისორსაც სცენაზე მსგავსი ატმოსფეროს გადმოტანა
უნდოდა, რაც, სამწუხაროდ, ერთადერთია, რაც ამ სპექტაკლში
მიღწეულად შეიძლება მივიჩნიოთ.
სპექტაკლის ცენზურა +18-ია და მასში საკმაოდ თამამი ეროტიული
სცენებია გამოყენებული, შეულამაზებლად და ზიზღგამომწვევად.
ადაპტირებული სცენარი კი ქართულ ვარიანტში შემდეგნაირად
ვითარდება: ოჯახის უფროსი, მამა, რომელსაც საკმაოდ დიდი ფული
აქვს დაგროვილი, არავის არაფერს აძლევს, ფულს სულ სადღაც
მალავს, არც საჭმლის საყიდლად აძლევს ცოლს და არც თავისთვის
მოიხმარს, მაღაზიიდანაც კი ვალზე იღებს თავისთვის სასმელს.
ანგარიშს არავის უწევს და თავს ვალდებულადაც არ სთვლის,ვინმეს
რაიმე მისცეს. ეს მხოლოდ მისი ფულია. მისი სახლიდან გასვლის
დროს მთელი ოჯახი სახლს აყირავებს ფულის ძებნაში, მაგრამ
ამაოდ. იდეაში ისინი ძალიან მდიდრები არიან, მაგრამ რეალურად _
საცოდავები და ღარიბები. მათ ოჯახში მუდამ ჩხუბი და აურზაურია.
ისინი სულითა და ხორცით სიბინძურეში არიან ჩაფლულები.
საარსებო ორი კაპიკისათვის ზოგიერთი პროსტიტუციით, ზოგი კი
მძიმე სამუშაოთია დაკავებული, ზოგიც სხვების კმაყოფაზე სახლშია
უსაქმურად გამოკეტილი. ცოლი მეზობლებში მათხოვრობს საჭმელს
და ა.შ. ბოლოს მამა ისე გათავხედდება, რომ სახლში საყვარელს
მოიყვანს, ახალ ძვირფას კაბასაც კი უყიდის და მისი სახლში
ცოლად დასმაც უნდა. ოჯახის წევრები მის მოწამლვას გადაწყვეტენ,
მაგრამ ის წამალს ამოაღებინებს და გადარჩება. უცებ სახლში უცხო
ხალხი შემოვარდება ხელში საბუთით, სავარაუდოდ, მათ ეს ბინა
მამამ მიყიდა, მაგრამ ოჯახის წევრები ამ სახლიდან გასვლაზე
არაფრის დიდებით დასთანხმდებიან. ბოლოს ამ პატარა ოთახში
ყველანი ერთად ცხოვრობენ. მოულოდნელად მოხუცი ბებია კვდება,
რომელსაც დილით ადრე წყლის მოსატანად ამდგარი შვილიშვილი,
პატარა გოგონა შეამჩნევს. ოთახში ყველას სძინავს, ის ლოგინიდან
ჩვილ ბავშვს ჩუმად აიყვანს და სახლიდან გარბის. უნდა აღვნიშნო, რომ ნამუშევარში უამრავი შეცდომა ფიქსირდება. დავიწყებ დრამატურგიიდან, სადაც შეცდომათა რიგს
ვხვდებით. მაგ: როდესაც მამა სუფრასთან ჯდება და შვილების
მიერ საწამლავჩაყრილ საჭმელს მიირთმევს მაშინ ეუბნება მათ, რომ
მათთვის ახალი კარგი ამბავი აქვს… მაგრამ ჩვენ ვეღარ ვიგებთ, რა
ამბავი იყო ეს. გაურკვეველია ასევე შემოჭრილი ხალხის პოზიცია,
არ ირკვევა, ეს ბინა მათ იყიდეს, იქირავეს თუ რა მოხდა… მოკლედ,
რამდენიმე სცენა ამბის მხრივ საკმაოდ გაუგებარი რჩება. ამბავი
კი ის ერთადერთი სიწმინდეა, რაც ყველანაირმა მაყურებელმა,
თეატრმცოდნემაც და მექანიკოსმაც ერთნაირად გარკვევით უნდა
გაიგოს.
არსებობს რეჟისურის რამდენიმე კანონი, რაზეს ეწყობა
სპექტაკლი: ექსპოზიცია, კვანძის შეკვრა, კულმინაცია, კვანძის
გახსნა, ფინალი… აღნიშნულ სპექტაკლში შეუმჩნეველია ან არ არის
მსგავსი არაფერი, სად იკვრება კვანძი, სად არის კულმინაცია…
სპექტაკლი საკმაოდ მდორედ და უინტერესოდ მიდის, მიუხედავად
იმისა, რომ რეჟისორმა თითქოს ეპატაჟური ეროტიკული სცენებით
უნდა მოიგოს მაყურებლის ყურადღება (რძალს ჯერ ტრანსვისტიტი
მაზლი პირდაპირ ოთახში მძინარე ქმრისა და ჩერჩეტი ბებიის თვალწინ,
შემდეგ კი მამამთილი საპირფარეშოში აუპატიურებს). არ იკვეთება
მიზანსცენები, მნიშვნელოვანი მოვლენები, არ კეთდება შესამჩნევი
აქცენტები, არც პერსონაჟზე და არც მოვლენაზე. ერთადერთი
მეტნაკლებად სახალისო და თავშესაქცევი მომენტია ტელევიზორთან
ინვალიდის ეტლში მჯდომი მოხუცი ბებია, რომელიც სასაცილო და
გულუბრყვილო რეპლიკებს ისვრის სერიალებისა და გადაცემების
ყურების დროს. სპექტაკლი უხალისოდ, უინტერესოდ და ცოტა
გამაღიზიანებლადაც კი მიმდინარეობს (გამაღიზიანებლად იმიტომ,
რომ რეჟისორი საინტერესოს ვერაფერს გვთავაზობს), მსახიობები
შემოდიან და გადიან, ჩხუბობენ, დაობენ, ილანძღებიან, შიშვლდებიან,
ვხედავთ მათ შიშველ მკერდსა და უკანალს. ეროტიკული სცენებიც
კი, რომლებიც საკმაოდ თამამია სცენისათვის, არაფერს გვეუბნებიან,
არც მიზეზი ვიცით რატომ, რისთვის ხდება ეს ყველაფერი და
რატომ გვაჩვენებს ამ ყველაფერს რეჟისორი, თან, ცოტა არ იყოს, ეს
ყველაფერი ქართული რეალობისთვისაც გადაჭარბებულია. ის სცენარი
ევროპულ ცხოვრებას არის მორგებული და ქართულ ყოფას არ
ესაბამება. ჯობდა გადმოპიესების დროს რეჟისორსა და დრამატურგს ეს გაეთვალისწინებინათ და ქართული რეალობისათვის შესაფერისი
მოვლენები აესახათ (ადაპტაციაც ხომ ამას გულისხმობს).
მე პირადად გაუგებრობაში დავრჩი ფინალითაც. აქცენტი პატარა
გოგონაზე, შვილიშვილზე კეთდება, რომელიც ჩვილთან ერთად
სახლიდან გარბის, მანამდე, მთელი სპექტაკლის განმავლობაში, ამ
გოგონაზე განსაკუთრებული აქცენტი არ გაკეთებულა, რომ გვეფიქრა
,ის განსაკუთრებული პერსონაჟია სპექტალში და ფინალიც მასზე
უნდა იყოს აწყობილი…
მართალია, რეჟისორმა სპექტაკლი ნატურალისტურ ჟანრში
დადგა, მაგრამ დაავიწყდა ყველა ის კრიტერიუმი, რაც ჩვენს რეალურ
ცხოვრებას თეატრისაგან განასხვავებს. მხატვრულობა, რომლიც ამ
სპექტაკლში არ არის, წარმოდგენა უსახური და არასანახაობრივიც
კი გახადა. ამიტომ ამ სპექტაკლს ჩავარდნას ვუწოდებ. ჩვენ
ვცხოვრობთ რეალობაში, თეატრი კი პირობითობაა…

პრესა:  ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს?!

პრესა: ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს?!

11219118_1207900652570487_1171985616629713549_nნერონ აბულაძე
ქანცგაწყვეტილი ცხენები 
მიმდინარე წლის თეატრალურ სეზონზე თავისუფალი თეატრის
გასწვრივ, სათანადოდ დამაგრებულ ბანერებს კიდევ ერთი,
მორიგი სპექტაკლის აღმნიშვნელი ბანერი დაემატა. ,,ხომ ხოცავენ
ქანცგაწყვეტილ ცხენებს“ – კითხულობს გამვლელი და ან ჩერდება,
ან გზას აგრძელელბს, თავისი ესთეტიკური მოთხოვნილებებისა თუ
ინტერესთა სფეროს შესაბამისად. მეტ-ნაკლებად ინტელექტუალი
გამვლელისათვის შესაძლოა მაკოი ხორასის რომანი არ იყოს
ნაცნობი, მაგრამ დიდი ვარაუდით სიდნი პოლაკის ფილმი _
,,ქანცგაწყვეტილ ცხენებს ხოცავენ, ხომ მართალია?“ _ ექნება
ნანახი. ვინც ეჭვნარევი ინტერესით იდენტური პარალელების
დაძებნა-დაკავშირებას შეეცდება, არა მგონია საინტერესო დასკვნა
გამოუვიდეს. საქმე სულ სხვა მოცემულობასა და შედეგთან გვაქვს.
ხელოვნების ისტორიაში კონკრეტული ამბის, მითის, ლეგენდის,
ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს თემისა თუ იდეებისგან იქმნებოდა ინტერპრეტაციათა უწყვეტი
ჯაჭვი, რომელიც ანტიკური ეპოქიდან მოყოლებული დღემდე
მყარად კრავს მსოფლიო ცივილიზაციას. ამ შემთხვევაში ჩვენს
წინაშეა დამოუკიდებელი, ზედმიწევნით ქართული დრამატურგიული
საფუძველი და ტკივილიანი, დამანგრეველი სინამდვილე. როგორც
პიესის, ისე თეატრალური ინტერპრეტაციის ავტორი ავთანდილ
ვარსიმაშვილი კიდევ ერთხელ მწარედ გვაფიქრებს ჩვენს
თანამედროვეობაზე, ყოველდღიურ ყოფაზე… ამჯერადაც გახსნილად
_ ყოველგვარი ,,პირდაპირი თუ ირიბი დამატების“ გარეშე.
ბოლო პერიოდში თავისუფალ თეატრში ავთანდილ
ვარსიმაშვილის მიერ განხორციელებულ სპექტაკლთა გარკვეული
ნაწილი ცნობილი ფილმებისა თუ რომანების მოტივებზე შეიქმნა.
ისევე როგორც წინა შემთხვევებში, ამჯერადაც მაკოი ხორასის
რომანი წარმოადგენს ერთგვარ ზოგად ქარგას, გარკვეულ რეფლექსს
რომელზედაც რეჟისორის დამოუკიდებელი არქიტექტონიკა შენდება.
თანამედროვე სატელევიზიო სივრცე, კარგად დაანონსებული შოუ
და მონაწილეთა ძირითადი ინტერესი, რაც მოგების შემთხვევაში
100000 ლარს გულისხმობს. ოთხ მონაწილე წყვილში მოცემული
რთულად დიფერენცირებული საზოგადოების კრებითი სახე. სხარტი,
მოქნილი დიალოგი, მიზანსცენების თანმიმდევრულ – სინქრონული
მონაცვლეობა, კომპოზიციური წყობა და მხატვრული სტრუქტურა
ლოგიკურად ერწყმის ერთმანეთს. ორი მოქმედების განმავლობაში
მონათხრობი ამბები იმდენად რეალური, ნამდვილი და განცდილია,
რომ ზღვარი მაყურებელსა და სცენას შორის საერთოდ ქრება.
სცენა წარმოდგენილია (მხატვარი შოთა ბაგალიშვილი) როგორც
სატელევიზიო სტუდია, სადაც ვითარდება მოქმედება. მიღმა
დანაწევრებული, სარკეებით გარშემორტყმული, სიმბოლურად
საჯინიბოებს დამსგავსებული ოთხი მცირე სივრცე – შოუში
მონაწილე წყვილებისათვის გამიჯნული სამყოფელი. სცენის თავზე
გრძლივი ეკრანი. სარკე ერთიანად ირეკლავს მსახიობსაც და
მაყურებელსაც. ეკრანზე მთელი შოუს განმავლობაში უწყვეტად
ვხედავთ მონაწილეთა დეტალურ, პროფილურ, საშუალო თუ ახლო
კადრებს. აქ ყველაფერი ერთ სივრცეშია მოქცეული, ყველანი
თანაბარ განზომილებაში ვიმყოფებით… ყველას ერთი რეიტონგული
შოუ გვაერთიანებს.
როგორც აღვნიშნეთ რეჟისორი მწვავე სოციალურ რეალობას
თავისუფალი თეატრი ოთხი წყვილის ბიოგრაფიებში აერთიანებს. ამათგან ოთო (გიორგი
ქაჟაია) და ნინი (ქეთა ლორთქიფანიძე) შოუში მონაწილეობისათვის
თურქეთიდან ბრუნდებიან, სადაც უმაქნის ქმარს და ფეხმძიმე ცოლს
აუტანელ ყოფაში უწევდათ თავის გატანა. ელენე (მარიამ ნადირაძე)-
ბაბუსთან (გიორგი ზანგური) ერთად გამოცხადდა შესარჩევ
კონკურსზე. ეს ის ბაბუა, რომლის გამოც ელენეს მამა ნაღმს
გადაეფარა და სიცოცხლე შეუნარჩუნა. მათი მიზანი დაღუპული მამის
აფხაზეთიდან ჩამოსვენებაა და სწორედ ამ მიზნით აპირებენ შოუს
მოგებას. ლუკას (ოთო ლორთქიფანიძე) სკოლის მერხიდან უყვარდა
მეგი (ანი ალადაშვილი), მაგრამ ეს უკანასკნელი გარკვეული თუ
გაურკვეველი მიზეზების გამო მეძავობის გზას დაადგა. ამჯერადაც
ბიჭი ცდილობს პირველი სიყვარულის დაბრუნებას და ამიტომაც
დათანხმდა ყოფილიყო მისი მეწყვილე. მეგი ასე არ ფიქრობს… იმედი
აქვს, რომ რომელიმე ფულიან მამაკაცს ან მინისტრს მოეწონება და
იქნება მისი, თუნდაც მუდმივი საყვარელი. ნატა (სალომე ჭულუხაძე)
ახლახანს გამოვიდა ციხიდან, რთული ბავშვობა ჰქონდა და ცდილობს
მოგებული ფულით ახალი ცხოვრება დაიწყოს. სამაგიეროდ, რობი
არ ყოფილა ციხეში, მაგრამ ჭიათურიდან უმუშევრობას გამოექცა და
ნებსით თუ უნებლიედ ჩაერთო ამ ფერხულში. შოუში კი მხოლოდ
ერთი წყვილი იმარჯვებს, შესაბამისად, შეჯიბრიც მკაცრ კანონებს
ექვემდებარება. შოუს არაორდინალური მონსტრი, წამყვანი და
ორგანიზატორი (ჯაბა კილაძე) ხელმძღვანელობს.
სპექტაკლი ორი მოქმედებად იყოფა და დაახლოებით სამი
საათის განმავლობაში მიმდინარეობს. მაყურებელის წარმოდგენლ
ამბავთან სრული იდენტიფიკაცია ერთიანად აქრობს დროის
შეგრძნებას. პირველი მოქმედება მთლიანად საექსპოზიციო ნაწილს
მოიცავს. საწყის ეტაპზე ოთხივე წყვილი სინქრონულად, თუმცა
ხშირ შემთხვევაში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოქმედებს.
განსაზღვრული თანმიმდევრობით ლაგდება ამბავთა წყება…ყოფითი
სინამდვილისგან წარმოქმნილი ფსიქოლოგიური კონრასტები
აძლიერებს შინაგანი დაძაბულობის ველს. პერმანენტულად იხსნება
ტელე-სტუდიის ოთხი სივრცისა თუ სიმბოლური საჯინიბოს
კარი და სიუჟეტური თანმიმდევრობის შესაბამისად კონკრეტული
წყვილი თავის ამბავს ყვება. კონკურსის პირობების შესაბამისად,
პერიოდულად ხორციელდება პირდაპირი ჩართვები, შოუ ეკრანზე
და შოუ დარბაზში. მეორე მოქმედებაში რეჟისორი პროპორციას
ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს არღვევს. ინდივიდუალური ხასიათები ჯგუფურ პორტრეტებად ყალიბდება. მატულობს ემოციური სიმძაფრე, დაძაბულობა პიკს
აღწევს, კონკურსს ნელ-ნელა ეთიშებიან ,,დავარდნილი“ მონაწილეები
და შოუც ფინალს უახლოვდება. კვანძი იხსნება, მთელი სიმწვავით
წინა პლანზე იწევს მძიმე სოციალური ყოფა, მაყურებლისადმი
გამიზნული ყოველი ფრაზა შიშველი, პირდაპირი და დაუნდობელია.
რეჟისორი საფინალოს სცენაშიც არ გვიტოვებს მცირე ოპტიმიზმის
საფუძველს… ქეთა ლორთქიფანიძის ორსული გმირი ბოლომდე
უძლებს, არ ეცემა, პირიქით _ როგორც ულაყი ცხენი უნაგირით
მიათრევს თავის დავარდნილ უბადრუკ ქმარს.
სპექტაკლის მხატვრული გადაწყვეტის მნიშვნელოვან კომპონენტს
ქმედითი ქორეოგრაფიული (მარიამ ალექსიძე) ნაწილი წარმოადგენს.
კარგად მიგნებული, თითოეული წყვილის ბიოგრაფიის შესაბამისი
მუსიკალური ფონი ერთვის. მცირე ქორეოგრაფიული ნოველები
მთლიანობაში ერთიან, უწყვეტ ნახაზს ქმნის და მძაფრი ექსპრესიულ
გამომსახველობით ხაზს უსვამს მონაწილეთა ინდივიდუალურ
მახასიათებლებს, პიროვნულ ტრაგიზმს.
წარმოდგენა დასრულდა, დაფიქრებული მაყურებელი ტოვებს
დარბაზს. მიზანი მიღწეულია. რეჟისორი ბოლომდე შეძვრა
თითოეული მათგანის ტვინის როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა
ნახევარსფეროში და მოსვენება დაუკარგა. ამ ფორმატში არ
ვსაუბრობ სამსახიობო ანსამბლზე, მათ ოსტატობაზე… ამისათვის
დრო, სპექტაკლის კიდევ ერთხელ ნახვა და განსხვავებულ
ფორმატის გადმოცემა მჭირდება. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ჩვენ
ერთი თაობის სტუდენტები ვიყავით, მინახავს თითოეული მათგანი
სხვადასხვა ამპლუაში… და თუკი მაშინ ახალბედა ნიჭმოძალებული
გოგო-ბიჭები უმისამართოდ აფრქვევდნენ თავიანთ პოტენციალს,
დღეს ისინი გაცილებით დახვეწილები, აკადემიურად მოზომილები და
ბოლომდე ,,ქანცგაწყვეტილები“ ვიხილე. აქ ვასრულებ პირველადი
შთაბეჭდილების გაზიარებას – რომელსაც პირობითად შეიძლება
ვიწოდო _ ესკიზი რეცენზიისათვის…

 

ლაშა ჩხარტიშვილი
როგორ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს?
გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული,
თავისუფალი თეატრი ერთადერთი კერძო, დამოუკიდებელი თეატრია
საქართველოში, რომელსაც აქტიური ფუნქციონირება დაარსების
დღიდან დღემდე არცერთი წუთით არ შეუწყვეტია. თავისუფალი
თეატრი სარეპერტუარო სპექტაკლებში დასმულ პრობლემათა
სიმწვავის, პირდაპირობის, სიმართლის შეულამაზებლად
ასახვისა და გადაცემის, არცთუ მომგებიანი ცხოვრების წესის
მიუხედავად, უძლებს დროს, მთავრობებს, ეკონომიკურ კრიზისს და
აქტიურად განაგრძობს ცხოვრებას ქართული საზოგადოებისთვის,
მაყურებლისთვის, რომელიც მას არასდროს აკლდა.
მეთექვსმეტე სათეატრო სეზონი თავისუფალმა თეატრმა ავთო
ვარსიმაშვილის სპექტაკლით `ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ
ცხენებს~ გახსნა. მაკკოი ხორასის ამავე სახელწოდების რომანის
მიხედვით შექმნილი სპექტაკლის ინსცენირების ავტორი თავად
რეჟისორია, თუმცა ავთო ვარსიმაშვილი ამ შემთხვევაში არა
მხოლოდ ინსცენირების, არამედ გადმოქართულების ავტორადაც
მოგვევლინა. ამ მხრივ, მას საკმაო გამოცდილება დაუგროვდა
და ამ მიმართულებით მის შემოქმედებით ანგარიშზე რამდენიმე
წარმატებული სპექტაკლია (გახსოვთ ალბათ მისივე `კომედიანტები~,
რომელიც ბოლო პერიოდის ქართულ თეატრში ჯონ ოსბორნის
ამავე სახელწოდების ნაწარმოების გადმოქართულების საუკეთესო
მაგალითია). უნდა ითქვას, რომ ავთანდილ ვარსიმაშვილმა
გადმოქართულებისას მხოლოდ მოქმედი გმირების სახელები
და მოქმედების ადგილი კი არ შეცვალა (როგორც ამას ბოლო
პერიოდში მთარგმნელები, მათ შორის, სახელგანთქმულები,აკეთებენ),
არამედ შექმნა ახალი ქართული გარემო და რეალობა, რომელიც
ორგანულად შეერწყა ჩვენს თანამედროვეობას გმირთა ხასიათებითა
და სიტუაციებით. ზედმეტ ფიქრსა და აზროვნებასგადაჩვეული ფართო
საზოგადოებრიობას რეჟისორმა ამ გზით გაუადვილა სპექტაკლში
დასმული პრობლემების აღქმის ამოცანა. ლოკალურ ჭრილში
დასმული აქტუალური საკითხისთვის კი დაუტოვა ანალიზისა და
დაფიქრების საშუალება, რათა მარტივად გავარკვიოთ _ სად ვართ,
ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს რანი ვართ და როგორ შეიძლება დავაღწიოთ თავი იმ უფსკრულს, რომელშიც დიდი ხანია გადავიჩეხეთ და დღემდე ვერ ვაღწევთ
თავს. ავთო ვარსიმაშვილმა ტექსტი მოქნილი, სიტყვა ქმედითი და
ეპიზოდები კი თეატრალური გახადა. პერსონაჟთა სამეტყველო ენა
თანამედროვეა. რეჟისორი არ გაურბის სლენგს, ჟარგონს, ენაში
დამკვიდრებულ ფორმებს, შესაბამისად _ რეალობას (თეატრიც ხომ
ჩვენი ცხოვრების სარკე უნდა იყოს). ამ გზით კი, სპექტაკლის
ავტორი კიდევ უფრო აახლოებს მაყურებელს პერსონაჟებთან და
ზრდის სპექტაკლის მსვლელობაში მაყურებლის ჩართულობის
ხარისხს.
მხოლოდ დროს და სიტუაციას მორგებული ტექსტის
წარმატებული ადაპტაცია არ არის ავთო ვარსიმაშვილის
სპექტაკლის ხიბლი. ის კარგად იცნობს მაყურებელს და ფლობს
მისი მონუსხვის ხერხებსაც, რაც მიზანსცენათა თანმიმდევრულ
(განვითარებად) წყობაში, სპექტაკლის მუსიკალურ გაფორმებასა
(ემოციის გასაძლიერებლად) და პრობლემის ზუსტად მიგნებულ
და რაც მთავარია, ზომიერად გაჟღერებაში გამოიხატება. რეჟისორი
ამჯერადაც არ ინდობს, არ ერიდება არავის და არაფერს, არც
შეფარვით გზებს ეძებს სიმართლის სათქმელად, რეალური სურათის
დასახატად. აქ ყველაფერი ხელისგულზეა გათამაშებული, რადგან
მეტაფორების თეატრი წარსულს ჩაბარდა და დროც ამ მეტაფორათა
ამოსახსნელად აღარც მაყურებელს აქვს. ამ ფორმით რეჟისორი
ცდილობს პირდაპირ იქონიოს ზეგავლენა მაყურებელზე, რასაც
აღწევს კიდეც.
ავთო ვარსიმაშვილი სატელევიზიო რეალური შოუს მონაწილე
ოთხი წყვილის მაგალითზე გვიჩვენებს ჩვენს საზოგადოებას,
სოციუმს თავისი პრობლემებით, რეალობით, ცხოვრების წესით,
ხასიათით, დადებითი და უარყოფითი თვისებებით. რეჟისორი
მხოლოდ სოციალურ პრობლემებზე აკეთებს აქცენტს, მაგრამ ამ
ერთი ძირითადი და უაღრესად მტკივნეული პრობლემის კვლადაკვალ
იკვეთება უამრავი ხაზი, რომელიც თვალნათლივ გვაჩვენებს იმ
მიზეზებს რეალობისა, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ. `ხომ ხოცავენ
ქანცგაწყვეტილ სცენებს~ მძაფრი სოციალური თემატიკისა და
აქტუალურ პრობლემათა ერთობლიობის სპექტაკლია, რომელიც უნდა
ნახოს არა მხოლოდ ფართო მაყურებელმა, არამედ ხელისუფლების,
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებმა,
თავისუფალი თეატრი რომლებიც საკუთარ პროტოტიპებს იოლად აღმოაჩენენ
თავისუფალი თეატრის სცენაზე გათამაშებულ ერთ კონკრეტულ
ამბავში. სპექტაკლში არეკლილია ჩვენი ცხოვრების ეპიზოდები,
ბოლო წლებში ქვეყანაში მომხდარი და მიმდინარე მოვლენები –
გზას აცდენილი ახალგაზრდები, ტოტალური უმუშევრობის და
მიგრაციის პრობლემა, ომებით გამოწვეული მოუშუშებელი ტრაგედია
და ტკივილები, საზოგადოების საშუალო ფენის შიმშილი…
ვარსიმაშვილის სპექტაკლი, ისე როგორც სპექტაკლში მიმდინარე
სატელევიზიო რეალური შოუ, ჩვენი დღევანდელობის სარკეა, სცენაზე
მხატვრულად სარკისებურად აისახება ჩვენი ყოფა (სცენოგრაფები შოთა
ბაგალიშვილი, თეო კუხიანიძე). სცენაზე გათამაშებულ ისტორიებს
დიდი მანძილი არ აშორებს მაყურებლისგან, ამიტომაც მოვლენებს
მთელი სიმძაფრით, რეალობის შეგრძნებით აღიქვამს მაყურებელი,
რომელიც ისევე განიცდის სცენაზე მომხდარს, როგორც თავად
გმირები. სცენოგრაფებმა შექმნეს ზუსტი და მეტაფორული სამყარო
_ საჯინიბო, თავისი მოდერნიზებული ატრიბუტიკით. მსახიობთა
კოსტიუმებშიც შეიტანეს დეტალები, რომლითაც სპექტაკლის გმირები
ცხენოსნობის მარათონში მონაწილეებს მიუახლოვეს. შთამბეჭდავია
დერბის სცენა, როცა რეალური შოუს გმირები ცხენებივით ერთვებიან
მარათონში. მაყურებლის თვალწინ ცოცხლდება რეალური სურათი,
რომელიც არა მხოლოდ ამ კონკრეტულ ეპიზოდს თეატრის
ენით გადმოსცემს, არამედ ზოგადად, ადამიანთა ცხოვრებისეულ
მარათონს. გარეგნულად მოქმედება ცხენსაშენის ინტერიერში,
თავლაში წარმოებს, სინამდვილეში კი ეს რეალური ტელეშოუა,
რომელშიც განსხვავებული ინტერესების ადამიანები ნებაყოფლობით
მონაწილეობენ. სცენოგრაფებმა ორიგინალურად გაიაზრეს სივრცე,
ცხენებივით, შოუს მონაწილეები, მათი განსხვავებული ხასიათებისა
და ინტერესების მიუხედავად, ერთნაირ სტანდარტულ სიბრტყეზე
მოათავსეს. სივრცე, სადაც მოქმედება ხდება, რომელიც არაერთი
სცენური მხატვრული მეტაფორის შემცველია, სარკისებურად
ირეკლავს პერსონაჟებს, მაყურებელს, მოქმედებებს, სცენურ
რეალობასა და შინაგან განცდებსაც კი, რომელიც გაორმაგებული
სიმძაფრით მოქმედებს მაყურებელზე.
რეალურ შოუში მონაწილეებს ერთი ინტერესი აქვთ, მოიგონ 100
000 ლარი, მაგრამ მათ განსხვავებული ხასიათები, ცხოვრების წესი
და განვლილი გზა აქვთ. მათი შესაძლებლობებიც და წარსულიც
ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს განსხვავებულია, თუმცა ისინი საერთო ენას მაინც პოულობენ.
ამ რეალურ შოუში, ისე როგორც ცხოვრებაში, უყვარდებათ
და ერთმანეთს შორდებიან, ებრძვიან და ერთმანეთის გვერდით
დგანან, აკეთებენ აღმოჩენებს და უმკლავდებიან მოულოდნელ,
არცთუ სასიამოვნო სიურპრიზებს. ისინი სავსე არიან ანგარებით,
ფარისევლობით, ერთგულებით, ერთმანეთის პატივისცემით. მათ
ორმაგი სახე აქვთ, ერთი რეალური და მეორე პარალელური _
მხოლოდ კამერებისთვის განკუთვნილი (იძულებით ღიმილიანი). მათ
აქვთ მიზნები და ოცნებები, რომლისკენაც ისწრაფვიან. მიზნების
მისაღწევად და ოცნებების ასახდენად კი მათ რთული, სამკვდროსასიცოცხლო
გზის გავლა უწევთ, ზოგიერთი მათგანი ვერც უძლებს
და მარათონს ეთიშება. მხოლოდ ერთი წყვილი (ნინი _ ქეთა
ლორთქიფანიძე და ოთო _ გიორგი ჯიქია) აღწევს საწადელს და
იმარჯვებს. სპექტაკლში მონაწილე მსახიობები: გიორგი ზანგური,
მარიამ ნადირაძე, ქეთა ლორთქიფანიძე, ანა ალადაშვილი, ლაშა
გურგენიძე, მამუკა მუმლაძე, სალომე ჭულუხაძე და გიორგი ჯიქია
შოუს მონაწილეებს განასახიერებენ. ამავდროულად ისინი ქმნიან
ზოგად მხატვრულ სახეებს, საზოგადოების ტიპებს, რომლებსაც
ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხვდებით. ეპიზოდურ, მაგრამ
დასამახსოვრებელ მხატვრულ სახეს ქმნის თინათინ კორძაძე
(ფატი), რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების კრებითი სახეა
სპექტაკლში. თინათინ კორძაძის გმირი, მოულოდნელად პარტერიდან
ავარდება სცენაზე და აპროტესტებს რეალურ შოუს. მსახიობი
ქმნის დაპროგრამებული, გონებრივად ოდნავ დაქვეითებული გმირის
ტიპაჟს, რომელსაც აბსურდული მიზეზების გამო მიაჩნია, რომ
შოუ უნდა დაიხუროს. მისი არგუმენტები რეალობას აცდენილია და
მარცხისთვის განწირული. მით უმეტეს, როცა მომდევნო ეპიზოდებში
ირკევა მისი გაუჩინარების მიზეზი: გაჩუმების სანაცვლოდ, მან
რეალური შოუს მესვეურებიდან გარკვეული თანხა მიიღო პროტესტის
შესაწყვეტად.
სპექტაკლში განსხვავებულ და მოულოდნელ ამბლუაში _ შოუს
წამყვანის როლში მოგვევლინა მსახიობი ჯაბა კილაძე, რომლის საუბრის
მანერა და ინტონაცია გარკვეულ მომენტებში დავით აქუბარდიას
გვაგონებს. მსახიობი ახერხებს შექმნას საზოგადოებრივი მონსტრის
_ ტელევიზიის კრებითი სახე, რომელიც მხოლოდ რეიტინგზე
ფიქრობს და არ ადარდებს ადამიანების ფსიქოლოგიური, სულიერი,
თავისუფალი თეატრი ფიზიკური მდგომარეობა. რომელსაც დაკარგული აქვს თანაგანცდის
გრძნობა და ქცეულია რობოტად, რომელსაც მხოლოდ ერთი მიზანი
აქვს _ შექმნას რეიტინგული შოუ. ჯაბა კილაძის გმირი არ არის
ცალსახა და ერთფეროვანი. მის ხასიათში წარსულიდან სულ სხვა
ცხოვრებისეული გამოცდილება ვლინდება, რომელიც აღსარებასავით
წამოსცდება მას, თუმცა ეს მას სრულებითაც არ ამართლებს. მის
გმირს სახელმწიფოებრივი აზროვნება, მოქალაქეობრივი შეგნება და
მოტივაცია არ აქვს. შესაბამისად, მაყურებელს გამოაქვს დასკვნა,
რასაც რეზიუმეს სახით ამბობენ კიდეც სპექტაკლში, რომ `ჩვენი
ტელევიზიები არის ყველაზე დიდი მარაზმი, რომელთაც უხარიათ
საშინელებათა ტირაჟირება~. ჯაბა კილაძე წარმატებულად ქმნის
ქართული ტელევიზიის ზოგად სახეს, ხშირად ცვლის ნაცნობ
ინტონაციას, თუმცა ტოვებს მთავარს _დაუოკებელ წყურვილს
დიდი რეიტინგის დასაწერად, ამიტომაც მის გმირს სინდისზე ხელი
აღებული აქვს და ბევრი გრძნობაც შეგნებულად გამორთული აქვს.
მოქმედების პარალელურად, პირდაპირი ეთერის პრინციპით
სცენის ზემოთ სახელდახელო ეკრანზე გადის კადრები პროექციის
საშუალებით, რომელიც დეტალებზე მუშაობს და მიმიკის
გაძლიერების ეფექტით ჩვენ ვხედავთ გმირთა შინაგან განცდებს,
თუმცა მსახიობები იმდენად ძლიერად გამოხატავენ გმირთა განცდებს,
რომ ეკრანზე მათი პორტრეტების ჩვენება ემოციის გაძლიერების
მიზნით ზედმეტიც კი არის.
სპექტაკლის ქორეოგრაფიული გადაწყვეტა მარიამ ალექსიძეს
ეკუთვნის. საცეკვაო შოუში მონაწილეები ბევრს `ცეკვავენ~.
სპექტაკლში ქორეოგრაფია ესკიზების სახით გვხვდება, აქ ვერ
შეხვდებით დასრულებულ საცეკვაო ნომერს, ერთი და იგივე
ქორეოგრაფიული ნახაზი რეფრენივით გასდევს რამდენიმე სცენას,
მონოტონური მოძრაობები იდეურად ჩვენს ინერტულ ცხოვრების
წესსა და შინაარსზეც მიუთითებს. შოუს მონაწილეების პროტესტი
პლასტიკაშიც ვლინდება, მაგრამ მას ლოკალური ამბოხების მასშტაბი
აქვს. მსახიობთაგან დახვეწილი პლასტიკით ლაშა გურგენიძე, მარიამ
ნადირაძე და ქეთა ლორთქიფანიძე გამოირჩევიან.
ვარსიმაშვილის სპექტაკლში სატელევიზო რეალური შოუ პატარა
მოდელია იმის, რაც ჩვენს გარშემო ხდება, რომ ცხოვრებაც ისეთივე
მარათონია, როგორც თავად შოუ და ჩვენ ამ შოუს მონაწილეები
ვართ.
ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს ავთო ვარსიმაშვილის სპექტაკლი ჩვენზეა, რიგით მოქალაქეებზე, ხელმოცარულ და გზასაცდენილ ახალგაზრდებზე, ნიჭიერ მომავლ
თაობაზე, რომელსაც სურს იცხოვროს ნორმალურ და სტაბილურ
ქვეყანაში, იმ თაობაზე, რომელიც ომობდა, იმ ძლიერ ქალებზე,
რომლებიც კაცებს ზურგით მიათრევდნენ, იმ ცხენად გადაქცეულ
ადამიანებზე, რომელთაც ქანცგაწყვეტილობის ჟამს ხოცავენ,
იმთავლაზე, რომელშიც ცხენებივით ვცხოვრობთ და გადმოგდებულ
ლუკმა პურს ველოდებით, იმ წინააღმდეგობებზე, რომლებიც
ცხოვრებაში გვხდება და იმაზეც, როგორ მარცხდებიან და
იმარჯვებენ მიზანდასახული ადამიანები. ეს სპექტაკლი ძლიერი და
სუსტი ნებისყოფის ადამიანებზეა, ყველაზე, ვინც ჩვენს დროში
ცხოვრობს და არსებობს. ეს მძაფრი და ტკივილებით დამძიმებული
სპექტაკლი იმ მარათონზეა, რომელშიც რამდენიმე ათეული წელია
ვმონაწილეობთ და ფინალამდე ჯერ ბევრი გვიკლია. სპექტაკლიდან
კარგად ჩანს, რომ რეჟისორი ჯეროვნად იცნობს ეპოქას და
გარემოს, რომელშიც ცხოვრობს და მოღვაწეობს, აქ ადამიანები
დანევროზებულები არიან, რომლებიც ჩაკეტილ სივრცეში თავისივე
ნებით ცხოვრობენ და ისტერიულად იბრძვიან გამარჯვებისთვის. ეს
ავთო ვარსიმაშვილის თეატრია, რომელიც თავისი სპექტაკლებით
ყველა დროში ახერხებს იყოს უკომპრომისო, ობიექტური, მწვავე,
კრიტიკული, კონიუნქტურის გარეშე და ყოველთვის ობიექტური
სიმართლის მხარეს.

ლელა ოჩიაური
სასიკვდილო მარათონი
ბოლო წლებში ქართულ თეატრში მომრავლდნა სპექტაკლები,
რომლებსაც საფუძვლად ცნობილი ფილმების სცენარები უდევთ ან
ეხმიანებიან მათ და რომლებშიც რეჟისორები სცენარებს თეატრალურ
ფორმასა და სახეს აძლევენ და ახალ ვერსიებად გარდაქმნიან.
ესენია – მანანა ბერიკაშვილის „ჩვენ გველის დიდება“, ალან
პარკერის „დიდებას“ მიხედვით, მოზარდ მაყურებელთა თეატრში;
გიორგი სიხარულიძის „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არინ“, ბილი
უაილდერის ამავე სახელწოდების ფილმის მიხედვით, ქუთაისის
დრამატულ თეატრში; გაგა გოშაძის „ბოლო გაჩერება“ ნიკოლას
თავისუფალი თეატრი ბრაერის სცენარზე და ზაზა სიხარულიძის „ღამის პორტიე“ ლილიანა
კავანის ფილმის საფუძველზე, ბათუმის დრამატულ თეატრში. ცოტა
ხნის წინ თავისუფალ თეატრში“ ნიკოლოზ ჩიკვაიძეს ეტორე
სკოლას ფილმის „საზიზღრები! ბინძურები! ბოროტები!“ მიხედვით
დადგმული სპექტაკლის პრემიერა ჰქონდა.
არის ასევე მუსიკალური სპექტაკლები ან მიუზიკლები, ფილმებად
ადაპტირებული ბროდვეის დადგმების მიხედვით და უკვე ფილმებისა
თუ სპექტაკლების ბაზაზე, კვლავ სპექტაკლებად ქცეული – დავით
საყვარელიძის „ოლივერი“ კაროლ რიდის მიუზიკლზე, რუსთაველის
თეატრში; დავით დოიაშვილის „მუსიკის ჰანგები“ რობერტ უაისის
ფილმის მიხედვით და მათთან ერთად, მისივე „ვერის უბნის
მელოდიები“ გიორგი შენგელაიას ამავე სახელწოდების კინოსურათის
კვალდაკვალ, მუსიკისა და დრამის თეატრში.
მათ შორისაა, ოღონდ ერთი მახასიათებლით გამოირჩევა ავთანდილ
ვარსიმაშვილის დადგმები თავისუფალ თეატრში _ „მექანიკური
ფორთოხალი“ (სტენლი კუბრიკის ამავე სახელწოდების ფილმის
სცენარზე); „ძმები“ ლუკინო ვისკონტის „როკო და მისი ძმების“
მიხედვით. რეჟისორმა ახლახან გამოუშვა მაკოი ჰორასის რომანისა
და სიდნი პოლაკის ფილმის მიხედვით შექმნილი „ხომ ხოცავენ
ქანცგაწყვეტილ ცხენებს“. სამივე შემთხვევაში მოქმედების ადგილი
და დრო მთლიანად თანამედროვე საქართველოს განზომილებაში
გადმოიტანა და ახალ სინამდვილედ აქცია, კონტექსტის, ქვეყნის
მდგომარეობის, საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემების
აქცენტირებითა და ამბის მათზე აგებით, პერსონაჟებისა და მათი
ამბების ასევე გაქართულებით, თან ისე, რომ პირველწყაროს
მთავარი მოცემულობები, სიუჟეტური სვლები და სტრუქტურა არ
დაარღვია.
„ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენების“ პიესის ავტორი თავად
ავთო ვარსიმაშვილია. მხატვარია შოთა ბაგალიშვილი; კოსტიუმების
მხატვარი _ თეო კუხიანიძე; ქორეოგრაფი მარიამ ალექსიძე, მუსიკა
Koka&T.Blues Mob – კოკა ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით.
დაფინანსებულია თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების
ცენტრის მიერ.
მონაწილეობენ: ჯაბა კილაძე, სალომე ჭულუხაძე, მამუკა
მუმლაძე, ანი ალადაშვილი, ლაშა გურგენიძე, ოთო ლორთქიფანიძე,
მარიამ ნადირაძე, გიორგი ზანგური, ქეთა ლორთქიფანიძე, გიორგი ჯიქია, თიკო კორძაძე, მაია დობორჯგინიძე.
დაბალი, მოძრავი კარებებით და ხის კედლებით სეგემენტებად
დაყოფილი დეკორაცია ცხენების თავლას წარმოადგენს, ბაგებით,
რომლებშიც ცხენებს აბამენ. ამ შემთხვევაში, ქანცგაწყვეტილ
ცხენებს, რომლებიც ცხოვრებამ ძალიან დაღალა.
სცენაზე რიგ-რიგობით შემოდიან პერსონაჟები _ საცეკვაო
მარათონის მონაწილეები და თავ-თავიანთ ადგილს იკავებენ. საცეკვაო
მარათონი ტელეშოუა, რომლის მონაწილეებიც ახალგაზრდები არიან,
წყვილები ან როგორც პარტნიორები ცეკვაში _ დაწყვილებულები.
განსხვავებულები. მკვეთრად გამოკვეთილი თვისებებით, ხასიათებით,
ქცევითა და შესაძლებლობებით. ყველას სხვადასხვა და მძიმე
ბიოგრაფია აქვს, განსხვავებული და მაინც საერთო. ოცნებაც და
მიზანიც ერთი აქვთ _ მოიგონ ფული, რომელსაც გამარჯვების შედეგად
მიიღებენ და სხვადასხვა ეკონომიკური, ყოფითი თუ მორალური
პრობლემის დასაძლევად გამოიყენებენ. ან იქნებ, თავისუფლების
მისაღწევად. აწმყოდან გასაქცევად. წარსულის დასავიწყებლად.
მომავლისთვის. მაგრამ გამარჯვებული ყველა ვერ იქნება. და არც
მომავალი აქვს ყველას. არც რეალობიდან გამოსავალი.
ჩაკეტილი სივრცე, ექსტრემალური, სტრესული სიტუაცია,
დაძაბული რეჟიმი, დამუხტული გარემო თითქოს უკვე წინასწარაა
„დაგეგმილი“. მოცემულობა თითოეულისთვის საკუთარ თავში
და ერთმანეთთან ურთიერთობებში ახალი და მოულოდნელი,
შეიძლება განგებ შეუმჩნეველი ან გამოუმჟღავნებელი თვისებების
აღმოჩენის პირობას ქმნის. და გათამაშებული დრამის განვითარების
დრამატურგიულ და აზრობრივ საფუძველს იძლევა.
მოქმედება უკიდურესად დაძაბულ ტემპო-რიტმში და ემოციურად
დაჭიმულად მიმდინარეობს. მკვეთრად გამოკვეთილი სახეები
და კონფლიქტები, პერსონაჟების მოთხრობილი ისტორიები და
მოვლენების მონაცვლეობა (რომლებიც ნელ-ნელა მჟღავნდებიან და
მთლიანდებიან), საცეკვაო ნომრები, ქორეოგრაფიულ-პლასტიკური
ეტიუდები, ტელეწამყვანის ხელში მართულ და ნებადაკარგულ
არსებებად ქცეული ადამიანები ექსპრესიულად, ტრაგიკულად
მუხტავენ მოქმედებას და სამყაროს _ ცხოვრების მიკრომოდელად
აღიქმებიან.
სპექტაკლი მთლიანად და მასში მარათონის სივრცეში
გამომწყვდეული ისტორიები ბევრი ადამიანის რეალური ისტორიებია
საქართველოში, რომლებსაც, მართალია, განზოგადებულებს, მაგრამ
საფუძველშივე ამოვიცნობთ. პერსონაჟებიც _ ტიპაჟები და მათი
თვისებებიც ნაცნობია. თანამედროვე რეალობასაც ბევრი ნიშნით
აღვიქვამთ, რომელშიც ჩვენი საზოგადოების ნაწილი იმყოფება.
ნაწილი კი _ შორიდან და გულგრილად უყურებს.
განწირული ადამიანები სიცოცხლისთვის იბრძვიან. ყველაფერი
ყველას დასანახადაა. დაფარული აღარაფერი რჩება და ნელ-ნელა
ქრება იმედიც. ცეკვა ბედისწერის როკვად გადაიქცევა. საცეკვაო
მარათონი _ თავიდანვე დამარცხებულების სასიკვდილო მარათონად.
ვიღაცებს ალბათ გაუმართლებს. ზოგი მარათონს სამუდამოდ
გამოეთიშება. ცხოვრება კი ახალ წრეზე იწყებს ბრუნვას.

 

პრესა: რა დროს შექსპირია?!

პრესა: რა დროს შექსპირია?!

რა დროს შექსპირიალელა ოჩიაური
სიყვარულისა და უსიყვარულობის ამბავი კაცთა და… ძაღლთა
თავისუფალი თეატრი – ალბერტ რამსდელ ჰენრი უმცროსის
`სილვია~ – `რა დროს შექსპირია~ (თარგმნა ნინო სადღობელაშვილმა)
– რეჟისორი იოანე ხუციშვილი. ქალაქ თბილისის მერიის კულტურულ
ღონისძიებათა ცენტრის დაფინანსებით. სპექტაკლი იმ მთავარის
შესახებ, რასაც ადამიანები თანდათან კარგავენ და რაც ყველაზე
რა დროს შექსპირია მეტად სჭირდებათ. კარგავენ, შეიძლება, დროსთან ერთად  დღეს. ან ასაკის გამო, როდესაც ბევრ რამეს, მათ შორის, გრძნობებს ძალა გასდით და ჩვეულებრივდებიან. მსუბუქი იუმორითა და თბილი სევდით გაჯერებული `ამბავი კაცთა და…~ ძაღლთა. რეჟისურის, სამსახიობო ოსტატობის ერთიანობა. ამბავი, რომელიც, თუ ყურს დავუგდებთ და გულთან მივიტანთ, ოდნავ უკეთესებს გაგვხდის. მხატვარი თეო კუხიანიძე, მუსიკა გიორგი ჯიქია, არანჟირება
ლევან მიქელაძე, რეჟისორის ასისტენტი თამუნა კამლაძე, მხატვარ-გამნათებელი ვაჟა მაისურაძე, ხმის ოპერატორი თამუნა სვანიძე. მონაწილეობენ: ძაღლი სილვია  თამუნა ნიკოლაძე, გრეგი – გიორგი ზანგური, ფილისი თინათინ კორძაძე, ქეითი მაიკო ხორნაული, ტომი გიორგი ჯიქია სულ ესაა ამ, სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული სპექტაკლის დამდგმელი და მონაწილე ჯგუფის შემადგენლობა, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ პატარა სივრცეში საინტერესო შემოქმედებითმა ძალებმა მოიყარეს თავი და რომ აქ აქცენტი სამსახიობო ანსამბლსა და რეჟისორულ თავისთავადობაზე კეთდება. ახალი დრამატურგიის აღმოჩენაზე, ახალი შესაძლებლობების გამოცდაზე მსახიობებისა და რეჟისორებისთვის. თავისუფალ ესპერიმენტებზე თავისუფალ
თეატრში. ალბერტ რამსდელ ჰენრი ამერიკელი დრამატურგი, 30 პიესის, 3 რომანისა და რამდენიმე ნოველის ცნობილი ავტორი, რომელიც ქართულ თეატრში პირველად თემურ ჩხეიძის სასიყვარულო
ბარათებით~ გამოჩნდა. იოანე ხუციშვილის დადგმა მისი მეორე გაცნობაა საქართველოში. სპექტაკლი (როგორც პიესა) აქტიურად ცდილობს გაარღვიოს უხეში გარსი, რომელიც მაშინ ჩნდება,
როდესაც ადამიანებს ერთმანეთის აღარ ესმით და სურვილიც აღარ აქვთ _ მოუსმინონ და გაუგონ ერთმანეთს. იფიქრონ, რა აწუხებთ თუ ახარებთ, ვინც გვერდითაა და დაფიქრდნენ _ რა სჭირდება მას, ვისაც და ვისიც ოდესღაც კარგად ესმოდათ. სპექტაკლის ჟანრი კომედიიდან, სიტუაციური კომედიიდან დრამამდე, მელოდრამამდეც მერყეობს. მთავარი და გამოკვეთილი მაინც დრამაა, რომელიც ადამიანებს თავს ატყდებათ, რადგან თვითონ იწვევენ ბზარებსა და ნაპრალებს ურთიერთობებში, უგულობას ადამიანების მიმართ და გულგრილობას, რომელიც ყველაფერს ყველა სხვა გრძნობასა და განწყობას ჯობნის. სხვა დანარჩენი _ პერსონაჟები, ხასიათები, ქცევა, იალოგები,
თავისუფალი თეატრი ეპიზოდები ექსპრესიული, დატვირთული, ქმედითი ამბის თხრობის საშუალებებია, რომლებიც ხაზს უსვამენ და ლოგიკურ საფუძველს უდებენ სანახევროდ ზღაპრულ ისტორიას. ძაღლისა და ადამიანების საბედისწერო შეხვედრის შესახებ. ნამდვილი ურთიერთობები და დამოკიდებულებები მეორე პლანზეა გადატანილი და მათ ნაცვლად უკონტაქტობისა და უნიადაგობის ბარიერია აღმართული, რომლის დაძლევაც ძაღლის მეშვეობით
ხდება შესაძლებელი. თამუნა ნიკოლაძის ძაღლი რომელსაც ადამიანის თვისებები აქვს და მასზე უფრო ძლიერიც (როგორც ძაღლებს საერთოდ) გაადამიანურებულია და ლაპარაკთან და აზროვნებასთან ერთად უფრო დიდი ერთგულება და სიყვარული შეუძლია, ვიდრე ადამიანს.
და მსახიობი აჯერებს მაყურებელს, რომ მოლაპარაკე ძაღლებიც შეიძლება არსებობდნენ და მათი საუბრისა და ფიქრების გაგება ყველას თავისუფლად შეუძლია. მაწანწალა მიუსაფარი ძაღლი _ სილვია (რომელიც ძველმა პატრონმა მიატოვა) პატრონს მეგობარს ეძებს, იპოვის კიდეც და ქეითისა და გრეგის (მაიკო ხორნაულისა და გიორგი ზანგურის შთამბეჭდავი, მრავალწახნაგა დუეტი) ოჯახში აღმოჩნდება. მოვლენების ცენტრში შუა ასაკის ოჯახური წყვილის (საერთოდ, შუა ასაკი დრამატურგის ერთ-ერთი მთავარი თემაა, იგივე `სასიყვარულო ბარათები, `ბებერი ბიჭი~ თუ პირდაპირი სახელწოდების `შუა ასაკი~ სწორედ ამ საკითხის გარშემო ტრიალებენ), ე.წ. გზაჯვარედინზე მყოფი ცოლ-ქმრის პრობლემაა, რომელიც არც თუ იშვიათად მეორდება, ყველგან და ყოველთვის. ცოლი მთლიანად საქმეშია ჩაფლული და სხვა აღარაფრისთვის სცალია. აღარაფერი აღელვებს. შექსპირის გარდა. რეალობა შეცვლილია და მეორადადაა ქცეული. ქმარს მარტოობა და
უყურადღებობა აწუხებს. ამ საზოგადოებაში შექსპირის რომლისთვისაც მთავარი სწორედ ადამიანების ურთიერთობები, მძაფრი ვნებები, გრძნობებისა და მიზნების სიმწვავე ცხოვრების მთავარი მოტივაციაა და რომლის პერსონით ქეითი მთლიანადაა მოცული, რაც ცოლ-ქმრის
შინაგანი დაშორებისა და გაუცხოების მიზეზად იქცევა დრო და ადგილი აღარაა. კედელზე პატარა დაფაა მიკრული, უილიამ შექსპირის პორტრეტითა და წარწერით _ `ყოფნა – არყოფნა. საკითხავი აი,
რა დროს შექსპირია ეს არის~. ჰამლეტის ეს ციტატა კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ყოფიერების ამაოებას, როდესაც სამყარო საპყრობილედ იქცევა და სიტყვები შინაარსს კარგავენ, რადგან მათი გაგება აღარავის შეუძლია. სილვია მაშინ ევლინება _ ხვდება გრეგს, როდესაც ყველაზე მეტად უჭირს და უცნაური წყვილის მეგობრობა და პირველ რიგში, ძაღლი, თავისი თვისებებითა და სიყვარულის დაჟინებული მოთხოვნილებით, ყველა გარშემომყოფზე ახდენს გავლენას. იოანე ხუციშვილის სპექტაკლი, სიტუაციის აბსურდულობის მიუხედავად, ცხოვრების ცოცხალ მეტაფორად იკითხება. რეჟისორის გამოყენებული თამაშის წესები, პირობითობა, კომედიურობა,
გროტესკი არსებულ კონფლიქტს არა თუ ასუსტებს, უფრო შთამბეჭდავს ხდის. რეჟისორი ყოფით დრამას ფანტასტიკურ და განზოგადებულ ელფერს აძლევს, როდესაც ძაღლს ალაპარაკებს და
ადამიანურ თვისებებს ანიჭებს. მაგრამ ძაღლის ბედი მაყურებელს ადამიანისაზე არანაკლებ აღელვებს და თანაგრძნობით ავსებს. `რა დროს შექსპირია~ საზოგადოებაში და არა მხოლოდ
ოჯახებში არსებულ პრობლემებზეა. საზოგადოებში, რომელმაც დაკარგა ცხოვრების ცოცხალი შეგრძნება, ფასეულობები ფსევდოღირებულებებით შეცვალა და ამისთვის დაისაჯა. ნამდვილი
და მნიშვნელოვანი ეფემერულია, მოუხელთებელი, რადგან თვითონ ადამიანებმა შექმნეს ამისთვის ყველა პირობა და მარტო დარჩენის საფრთხე დაემუქრათ. ჯილდოს კი მოთმინებისა და თანადგომისთვის იღებს ის, ვინც ამტანი იყო, ვისაც სიყვარულის არ შეეშინდა.

თამარ კამლაძე
რა დროს შექსპირია;
გვიყვარდეს ერთმანეთი
სიყვარული ეს არის ცხოვრებაში მთავარი, ეს არის ერთადერთი მიზეზი ჩვენი ყოფიერების. სწორედ ამ მიზეზით დადგა ვანო ხუციშვილმა თავისი სპექტაკლი `რა დროს შექსპირია~. მძიმე, ფსიქოლოგიური დრამებით ცნობილი რეჟისორი, პირველად თავისი შემოქმედების მანძილზე კომედიაზე მუშაობს. უფრო ზუსტად, საზოგადოება ამ სპექტაკლს შავი კომედიით მოიხსენიებს, მე კი ფსიქო კომედიის ჟანრს უფრო მივაკუთვნებდი. თავისუფალი თეატრი ამერიკელი დრამატურგის ალბერტ რამსდელ ჰენრის პიესაში სახელწოდებით `სილვია~, რეჟისორმა რამდენიმე დრამატურგიული ცვლილება შეიტანა (მათ შორის შეიცვალა პიესის სახელწოდებაც) და თავისუფალი თეატრის სცენაზე გააცოცხლა. ერთი შეხედვით წარმოდგენა ძალზე სახალისო, გასართობი და სანახაობრივია, თუმცა, მეორე მხრივ, ამ ყველაფრის მიღმა, საკმაოდ ღრმა ფსიქოლოგიური სარჩულიც შეგვიძლია ამოვიკითხოთ. დეკორაცია სრულიად მწვანე ფერშია, რომელიც ერთდროულად პარკის მინდორს და სახლის ინტერიერსაც წარმოადგენს. ცოლ-ქმრის, გრეგისა და ქეითის ცხოვრება ფრიად მოსაწყენ ფაზაში გადავიდა. მუდამ საქმიანი ქეითი ახალი პროგრამითაა დაკავებული, რომელიც სკოლებში შექსპირის ფრაზების გავრცელებას გულისხმობს. მან მოსწავლეებს შექსპირის ღვთიური ენით საუბარი უნდა ასწავლოს. გრეგს საკმაოდ მოსაწყენი სამუშაო აქვს და ყოველდღიური რუტინა მას ცხოვრების ხალისს უკარგავს. ერთ მშვენიერ დღესაც გრეგი პარკში სეირნობისას დაკარგულ ძაღლს (ის მას სილვიას არქმევს) პოულობს, რომელიც სახლში
მოჰყავს და მის დატოვებას აპირებს. მისი ცოლი კი კატეგორიული წინააღმდეგია. ახლა ხომ ძაღლის ყოლის დრო არ არის, ვინ მოუვლის მას, მათ ხომ ათასი საქმე აქვთ. თუმცა გრეგი ცოლს ძაღლის რამდენიმე დღით დატოვებაზე დაითანხმებს. ამ დღიდან გრეგი სამსახურში აღარ დადის, არც ცოლს დაყვება შეხვედრებსა და მეგობრის ოჯახებში სტუმრად, ყურადღებას აღარავის უთმობს,
გარდა ძაღლისა. როგორც ჩანს, გრეგი ყველაფერს ცოლის ჯინაზე აკეთებს, ძაღლ სილვიაზე გადამეტებული მზრუნველობით ცოლის განგებ გაღიზიანებასა და წყობიდან გამოყვანას ცდილობს. ქეითი გაგიჟებულია, არ იცის, ქმარს პირვანდელი, ნორმალური ცხოვრება როგორ დაუბრუნოს და ეს აუტანელი ძაღლი, რომელიც ქეითის ნივთებს ერჩის და ანადგურებს, სახლიდან როგორ მოაშოროს.
ქეითი ქმარსა და ძაღლზე ეჭვიანობს, ისევე, როგორც ცოლი ქმრის საყვარელზე იეჭვიანებდა. დაახლოებით იგივე პრობლემა აქვს ქეითის მეგობარს ფილისს, რომელიც მასთან სტუმრად
ჩამოდის. მიუხედავად იმისა, რომ ის ბოლო მოდაზე გადაპრანჭული ქალია, შინაგანად მაინც ისეთივე უბრალო ადამიანია და ისეთივე ყოველდღიური ყოფითი პრობლემები აწუხებს, როგორც ყველას მისი ქმარი თევზებით ერთობა. აკვარიუმიდან ამოჰყავს და აბაზანაში აცურავებს.
რა დროს შექსპირია ქეითი ფსიქოლოგთან მისვლას გადაწყვეტს, იქ მისული კი გაარკვევს, რომ ამ ფსიქოლოგთან უკვე ფილისიც ყოფილა. ფსიქოლოგი ქეითს ძაღლის მოკვლას ურჩევს და მის მოსაკლავად იარაღსაც კი მისცემს. ძაღლი სილვია პარკში სეირნობისას ფსიქოლოგის ძაღლ
ბოცმანს გაიცნობს და გაეკიდება. ამასზე გრეგი ეჭვიანობას იწყებს. ფსიქოლოგი კი ამშვიდებს და ეუბნება, რომ სილვია მხოლოდ და მხოლოდ ძაღლია და არა ადამიანი. გრეგი სილვიას სტერილიზაციას უკეთებს, რათა ძაღლი დააშოშმინოს. იმის შემდეგ, რაც ქეითი ძაღლისათვის დაგებულ ხაფანგში თვითონ გამებემა, გადაწყვეტს, იარაღით მოუღოს მას ბოლო. ის იარაღს ხელში ამზადებს, ამ დროს კი სილვია და გრეგი შემოუსწრებენ, მათ გონიათ, რომ ქეითი თავს იკლავს და იარაღს ართმევენ. საბოლოოდ, ცოლის გამო და იმის გამო, რომ ის მისი შვილების დედაა, გრეგი სილვიას გაჩუქებას და ცოლთან მშვიდობიანი ურთიერთობის აღდგენას გადაწყვეტს. თუმცა ფინალური ამბავი მოულოდნელია. აღმოჩნდა, რომ ცოლქმარმა სილვია სახლში დაიტოვა და მასთან ერთად რამდენიმე წელი ბედნიერად ცხოვრობდნენ, სანამ სილვია თავისი სიბერის უკანასკნელ
წლებში არ დააძინეს. ისინი ერთმანეთის, სიყვარულის დაფასებას იწყებენ და ცხოვრებას ძაღლთან ერთად შეხმატკბილებულად აგრძელებენ. ჰენრის პიესაში ძაღლი სილვია წარმოდგენილია, როგორც
ქალი. დრამატურგი მას როგორც ქალს, თავისი გარეგნობითა და ჩაცმულობით აღგვიწერს. სპექტაკლშიც მის როლს ქალი მსახიობი (თამუნა ნიკოლაძე) თამაშობს. ხუციშვილის სილვია ნახევრად ქალი და ნახევრად ძაღლია. არ ვიცი, ვინ როგორ ხედავს მას, მაგრამ მე პირადად მას აუცილებლად ქალად აღვიქვამ. ისმმაცდუნებელი, ცოტა მსუბუქი ყოფაქცევის ქალიც კია, რომელიც ამ შემთხვევაში ქმრის საყვარელს წარმოადგენს. ჩვენ გარშემო უამრავი შემთხვევა ხდება და ეს სამწუხარო რეალობაა, რომ ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში მამაკაცი ხშირად მოღალატედ გვევლინება. ის მიდის სხვა ქალთან, თუნდაც მხოლოდ მრავალფეროვნების მიზნით. როდესაც კაცს ოჯახში ერთი და იგივე ბეზრდება და ცოლიც ისეთივე მიმზიდველი და საინტერესო აღარ
თავისუფალი თეატრი არის მისთვის, ის სხვა ქალის, მისი სულიერი მეორე ნახევრის
ძებნას იწყებს, რომელიც იმით შეავსებს,რაც მას აკლია: რომანტიზმი, სიახლეები, სიურპრიზები და ა. შ. გრეგს უყვარს ცოლი, ამიტომ სილვია მის ჯინაზე მოჰყავს სახლში, რომ ქეითი გამოაფხიზლოს,
მიახვედროს, რომ ამდენი მუშაობა არ შეიძლება და რომ ცხოვრებაში ადამიანური ურთიერთობები ყველაზე მნიშვნელოვანია. ხანდახან მსუბუქი ეჭვიანობა ხომ უკეთ წაადგება ხოლმე საქმეს და მეორე ნახევრის გამოღვიძებას უწყობს ხელს. წარმოდგენაში ცოლი დიდხანს იბრძვის, ქმარს საყვარელი (ძაღლი სილვია) ჩამოაშოროს, მიმართავს ფსიქოლოგს, რაც დღეს ასე ხშირი და მოდური გახდა. მაგრამ ყველა ფსიქოლოგს როდი შეუძლია ჩვენი დახმარება. ზოგს თავად ისეთი მოუგვარებელი პრობლემები აქვს, პაციენტს ნამდვილად ვერ დაეხმარება. ჩვენი ნამდვილი ფსიქოლოგები ხომ ჩვენი საყვარელი ადამიანები არიან, ჩვენი მეგობრები, ოჯახის წევრები, ისინი, ვინც გვერდში დაგვიდგება და ჩვენს გასაჭირს გაიზიარებს. სპექტაკლში წარმოდგენილი ფსიქოლოგი (გიორგი ჯიქია), ჰომოსექსუალია, რაზეც მისი მანერები და საუბრის სტილი
მეტყველებს. მისი ძაღლი ბოცმანი შეიძლება მის მეგობარ ბიჭადაც მოვიაზროთ, რომელიც სილვიას მოსწონს და პარკში სულ მის სანახავად მიდის. გამოდის, ბოცმანი ბისექსუალია, მეგობარი ბიჭიც
ჰყავს და გოგონებიც იზიდავს. მთელი ეს ურთიერთობათა აურზაური დღევანდელი საქართველოს
დაულაგებელი სოციალური ურთიერთობების ილუსტრაციაა. სადაც ურთიერთობები და ორიენტაციები ასეთი საკამათო და გაუგებარი გახდა. სადაც ოჯახები ერთი მეორის მიყოლებით ინგრევა, რადგან მათ ერთმანეთის არ ესმით. მსახიობებს განსაკუთრებულად მკვეთრი სახასიათო პერსონაჟები აქვთ შექმნილი. შეიძლება ითქვას, სცენაზე ის მსახიობები დგანან, რომელთაც რეჟისურა გადაფარეს თავიანთი სამსახიობო ოსტატობით და მათი ყოფნა აქ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი გახდა. ეს მსახიობების სპექტაკლია. სახეზე თეთრი გრიმით ისინი თითქოს, არა რეალური ადამიანები, არამედ გარემოების მსხვერპლი მარიონეტები არიან, იქამდე, სანამ ისინი თავიანთ ურთიერთობებს თავად არ დაალაგებენ, არ გაარკვევენ და არ მიიღებენ გარკვეულ
ცხოვრებისეულ ცვლილებეს. რა დროს შექსპირია თამუნა ნიკოლაძე, რომელიც ძაღლ სილვიას თამაშობს, უბადლო ოსტატობით წარმოგვიდგენს ქალ-ძაღლს. ძაღლის მანერებსა და სახასიათო მეტყველებაში დამალული უბრალო გულწრფელი ადამიანი, რომელსაც მხოლოდ სიყვარული უნდა. მის თვისებებში ნათლად ვხედავთ: ერთგულებას, სიყვარულს, მადლიერებას. მაია ხორნაული (ქეითი) _ ენერგიული ცოლი, რომელიც გამუდმებით საქმეშია ჩაფლული და ყოველი დღე დაგეგმილი აქვს. ის ახლა შექსპირის ფრაზებიანი ტრაფარეტებით დადის, რომ სკოლის პროგრამაში ამ გენიალური მწერლის ფრაზებით ლაპარაკი შეატანინოს. მსახიობი მთელი სპექტაკლის განმავლობაში მაღალი ტემპორიტმითა და ენერგიულობით გამოირჩევა. გიორგი ზანგური (გრეგი) _ ყოველდღიური რუტინით გაბეზრებული ქმარი, რომელსაც სამსახური შეგრძნებებით ვეღარ
ავსებს, ამიტომ იწყებს სიახლის ძებნას ცხოვრებაში. მისი ნახვისას ნამდვილად თანაგანცდა მეუფლება, მეცოდება და მესმის მისი, რომ ის დაიღალა, ის რომანტიკული და მგრძნობიარე კაცია და
ცხოვრებისგანაც იგივე სურს მიიღოს. გიორგი ჯიქია (ფსიქოლოგი) ერთი გაქექილი, მარტყუარა
კაცია, რომელიც ფულს თაღლითობით შოულობს თავისი პაციენტების ხარჯზე. მას თავისი არეული ცხოვრება ვერ დაულაგებია და სხვის დახმარებას როგორღა შეძლებს. საინტერესო პერსონაჟია ფილისი (თინათინ კორძაძე), რომელიც ქეითის მეგობარია. ის ერთი შეხედვით წარმატებული ქალია, მდიდრულად გამოწყობილი, მხოლოდ `ივენთებზე~ რომ ფიქრობს. ის გარეგნული წარმატებულობით არის შეფუთული, მაგრამ როგორც კი ქეითი თავის გასაჭირს ანდობს, ისიც მაშინვე გატყდება და ცრემლებით ყვება თავის პრობლემებზე. რეჟისორმა ვანო ხუციშვილმა არაჩვეულებრივად სანახაობრივი, მაღალი დონის კომედია შესთავაზა მაყურებელს, სადაც შეგიძლია მწარედ გაიცინო. სპექტაკლში ყველასათვის ნაცნობი მწვავე რეალობა ჩანს. ჩვენთვის ეს პრობლემები ნაცნობია, მაგრამ ამის პარალელურად რეჟისორი გვახსენებს, რომ გამოსავალი ნებისმიერი სიტუაციიდან არსებობს, მთავარია, პრობლემის არსს სწორად ჩაწვდე, მაშინ
ყველაფერი დალაგდება და ჩვეულ კალაპოტში ჩადგება. ჩვენ უნდა შევეცადოთ გავუგოთ ერთმანეთს, გავითვალისწინოთ ერთმანეთი ეს არის მთავარი. თავისუფალი თეატრი სპექაკლის ფინალში, სადაც გრეგი უკვე ცოლთან შერიგებას და სილვიას გაჩუქებას გადაწყვეტს, აღმოჩნდება, რომ ქეითი თანახმაა, სილვია მათთან დარჩეს. ისინი ძაღლს იტოვებენ და ერთად ბედნიერად
ცხოვრობენ. ხანდახან ადამიანები ვერ ვახერხებთ იმის შეცვლას, რაც არ მოგვწონს, ვერ ვერევით იმ პრობლემას, რაც ჩვენ გვერდით არსებობს. შეიძლება მცდელობამ საერთოდაც უკან წაიყვანოს საქმე.
ამიტომ ხანდახან საჭიროა, პრობლემას კი არ ებრძოლო, ისწავლო მასთან ერთად ცხოვრება. ვიყოთ ბედნიერები, გავუგოთ ერთმანეთს, გვიყვარდეს ერთმანეთი აი ეს არის მთავარი…

ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს ?!

ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს ?!

12011180_1207900122570540_5371994691759653505_nპიესის ავტორი და რეჟისორი: ავთანდილ ვარსიმაშვილი 

მხატვარი: შოთა ბაგალიშვილი

კოსტუმების მხატვარი: თეო კუხიანიძე
კომპოზიტორი: – კოკა ცქიტიშვილი
ქორეოგრაფი: მარიამ ალექსიძე

როლებში:

ჯაბა კილაძესალომე ჭულუხაძემამუკა მუმლაძეანი ალადაშვილილაშა გურგენიძექეთა ლორთქიფანიძეგიორგი ჯიქია, ვახო ჩაჩანიძე, კახა მიქიაშვილი, მარიამ ნადირაძეთიკო კორძაძე

ჰორას მაკკოის იდეის მიხედვით

მოკლე შინაარსი:

ცხადდება, საცეკვაო მარათონი, იმარჯვებს ის წყვილი ვინც ბოლოს დარჩება, ამ მარათონს სატელევიზიო არხები აშუქებენ. ბრძოლა დაუნდობელია, ამ მარათონზე ჩანს არა მარტო მონაწილეების დაქანცული სხეული, არამედ მათი დასახიჩრებული სულებიც. მარათონი როგორც ჩვენი დღევანდელი ცხოვრების სახე. მარათონი რომელიც გვცელავს ყველას და გვანადგურებს.

სპექტაკლი 2015 წლის ტრიუმფატორია. მან მიიღო: 2015 წლის საუკეთესო სპექტაკლი 2015 წლის საუკეთესო რეჟისურა (ავთო ვარსიმაშვილი) 2015 წლის საუკეთესო მხატვარი (შოთა ბაგაშვილი) 2015 წლის საუკეთესო კოსტუმების მხატვარი (თეო კუხალაშვილი) 2015 წლის საუკეთესო ქორეოგრაფია (მარიამ ალექსიძე)

პრესა: https://theatre.ge/2016/01/21/%e1%83%ae%e1%83%9d%e1%83%9b-%e1%83%ae%e1%83%9d%e1%83%aa%e1%83%90%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9c-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%aa%e1%83%92%e1%83%90%e1%83%ac%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%94%e1%83%a2-2/

ფოტო ალბომი:

პრესა: ჯულიეტა, ჯულიეტა

პრესა: ჯულიეტა, ჯულიეტა

10151784_857685410925348_6996613808377276982_nთამარ კამლაძე
ჯულიეტა, ჯულიეტა

ფინელი რეჟისორი, იარი იუუტინენი, საქართველოს ორი თვის წინ ეწვია, სადაც თავისუფალი თეატრის სცენაზე დაიწყო მუშაობა.
მონო-სპექტაკლში `ჯულიეტა, ჯულიეტა~ თავისუფალი თეატრის
ერთ-ერთი მსახიობი ანი ალადაშვილი თამაშობს. სპექტაკლის
შიდა ჩვენება მოწვეული სტუმრებისათვის 20 მარტს, ხოლო
პრემიერა – 28 მარტს შედგა. პიესა ერთ მოქმედებადაა და რეალურ ამბავს ეფუძნება, რომელიც თავად რეჟისორმა შექმნა და სასცენო ინტერპრეტირებაც მას ეკუთვნის.
სპექტაკლი ერთ ახალგაზრდა ქალზე მოგვითხრობს, რომელსაც
ბანკის დიდი ვალები დაედო, რის გამოც ჭკუიდან გადავიდა და
ოჯახის წევრები ამოხოცა.
რეჟისორი ამ სპექტაკლით ქართულ რეალობაში უკვე საკმაოდ
ცნობილ, სცენისათვის კი ჯერ ახალ პრობლემას ეხება. ქართულ
სათეატრო სივრცეში ერთგვარად ახალი მოვლენაა სცენაზე
მსგავსი პრობლემის წამოჭრა, როგორიცაა: ბანკის კრედიტებით,
ვალებით, გადასახადებით შეწუხებული ადამიანი, რომელიც
ფატალურ შედეგამდე მიდის. დღეს, რეალურად, მსგავსი პრობლემა
საქართველოში ყოველ მეორე მოქალაქეს აქვს, თუმცა რაღაცნაირად
ეს საკითხი ასე გლობალური სიმწვავის ფაზაში, საბედნიეროდ, ჯერ
არ არის შესული, განსხვავებით იმისა, რაც აღნიშნულ სპექტაკლში
ხდება.
სპექტაკლის დასაწყისში ჩაბნელებულ სცენაზე მხოლოდ ერთ
განათებულ წერტილს ვხედავთ, რომლის ცენტრშიც პატარა მწვანე
ხალიჩაზე სათამაშო სახლი დგას. სიბნელეში თოფის გასროლის ხმა
ისმის, შემდეგ კი სატელეფონო ზარი პოლიციაში, კაცი ატყობინებს
პოლიციას, რომ მის მეზობლად სროლის ხმა გაიგო და მგონი იქ
რაღაც ცუდი ხდება. გვესმის პოლიციის სახლში შევარდნის ხმა,
რომელიც შემზარავი სურათის მოწმე ხდება.
რეჟისორს სპექტაკლის ფინალამდე გამოგონილი ამბით
მივყავართ, შექსპირისეული გმირების სასიყვარულო ისტორიით.
ჯულიეტა, რომელსაც უყვარდება რაიმო (იგივე რომეო), ისინი
ქორწინდებიან, რის შემდეგაც პრობლემები იწყება. რაიმო სამსახურს
კარგავს, ჯულიეტა მთელი ოჯახის ფინანსურ განმკარგველობას
საკუთარ თავზე იღებს. ის მიდის და ბანკში აკეთებს კრედიტს, რათა
საოცნებო სახლი შეიძინონ, თუმცა ჯულიეტას უკვე აქვს მანამდე
სწავლის კრედიტი აღებული, რომელიც არ დაუფარავს. ბანკის
თანამშრომელს ამ ამბავს უმალავს, რადგან უარი არ მიიღოს მისგან
ახალ კრედიტზე და არ დაკარგოს სასურველი სახლი. რაიმოს
და ჯულიეტას ორი შვილი უჩნდებათ. მათი შემოსავალი ვეღარ
სწვდება ყველაფერს, ეს კი დიდ პრობლემებს წარმოშობს. დადგა
საშიშროება იმ დღის გათენებისა, როდესაც ყველაფერი დამთავრდება
და მათ საოცნებო ბინასაც გაუყიდიან. დილამდე ფული უნდა იშოვონ
კრედიტის გადასახდელად, თუმცა ეს შეუძლებელია. ჯულიეტა წუხს, რომ მან ოჯახის მმართველობა საკუთარ თავზე აიღო, მაგრამ ვერ შეძლო და დაღუპა ისინი. მას გათენების მოახლოების ეშინია,
ეს ის საბედისწერო დილა იქნება, როდესაც ყველაფერს დაკარგავს.
ქმარს და მის ორ შვილს საძინებლებში მშვიდად სძინავთ, მათ
მოსალოდნელი საფრთხის შესახებ არ იციან. და აი, მზის სხივიც,
ჭოტის ხმა, რომელიც გათენებას გვამცნობენ. ჯულიეტას ფსიქიკა ამ
ყველაფერს ვეღარ უძლებს, ის ჭკუიდან იშლება, როდესაც ხედავს
დაგროვილ ქვითრებს, ჩეკებს, გაზის, დენის, ბინის გადასახადებს.
ჯულიეტა იღებს თოფს, ფრთხილად შედის შვილების საძინებელ
ოთახში, სადაც მის ორ მცირეწლოვან შვილს სძინავს და…
სწორედ აქ, ამ კულმინაციურ მომენტში, რეჟისორი ძალზე
საინტერესო, ერთგვარ ექსპერიმენტულ ხერხს მიმართავს.
საძინებელში თოფით ხელში მდგარი ჯულიეტა უკან ბრუნდება
და პირდაპირი მნიშვნელობით სპექტაკლს აჩერებს. გამნათებელს
მიმართავს, რომ შუქი აუნთოს და ის სცენიდან მოგვმართავს
უკვე, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი-მთხრობელი, რომელიც
არ განასახიერებს არანაირ პერსონაჟს და ნეიტრალური ემოციით
მოგვითხრობს,რა მოხდა შემდეგ. ის გვატყობინებს, რომ აქ მთავრდება
გამოგონილი ამბავი და იწყება რეალობა. რომ შემდეგ ეს ქალი შევა
შვილებთან, მერე ქმართან, მოკლავს მათ და საბოლოო გასროლას
თვითმკვლელობის ფაქტი მოჰყვება. დედის მიერ ამგვარი საქციელი
შედარებულია დედალ კატასთან, რომელიც საკუთარ კნუტებს ჭამს,
როდესაც საფრთხის მოახლოებას გრძნობს. ჯულიეტამაც თითქოს
საფრთხეს და საშიშროებას ააცდინა საკუთარი ოჯახი, ტანჯვისათვის
ვერ გაიმეტა და ეს ამბავი ასე სავალალოდ დაასრულა.
სპექტაკლი თავისი სპეციფიკით, ერთი მსახიობის მიერ
შესრულებული რამდენიმე როლით, პარალელს გვივლებს გიორგი
შალუტაშვილის სპექტაკლთან `სათამაშო პისტოლეტი~, სადაც
ასევე მსახიობი ანი ალადაშვილი (და გიორგი აბაშიძე) თამაშობს.
ორივე სპექტაკლში ვხვდებით, მსახიობის მიერ განსახიერებულ ჯერ
მოზარდ გოგონას, შემდეგ კი გათხოვილ, შვილებიან ქალბატონს,
პერსონაჟების ცვლის შესაბამისად ის სცენაზე კოსტიუმებს იცვლის.
სპექტაკლში `ჯულიეტა, ჯულიეტა~ მსახიობს ასევე დამატებული
აქვს რამდენიმე სხვა ქალისა და მამაკაცის პერსონაჟი. კიდევ
ერთი მსგავსება ამ სპექტაკლისა `სათამაშო პისტოლეტთან~ არის
მოზარდი გოგონას ერთგვარი კომიკურ-ბავშვური პრობლება, რომ
მას არ ეზრდება მკედი, ოჯახის წევრები კი ამშვიდებენ, რომ მას
აუცილებლად გაეზრდება.
რაში მდგომარეობს მონო-სპექტაკლის სირთულე, როგორც
რეჟისურაში, ასევე მსახიობთან. მსახიობმა და რეჟისორმა ერთიანი
ძალებით უნდა მიაღწიონ იმას, რომ სპექტაკლი მაყურებლისათვის
მოსაწყენი არ გახდეს. რადგანაც მონო-სპექტაკლში ერთი მსახიობი
თამაშობს, ამის დიდი საშიშროებაა. სპექტაკლი რაც შეიძლება მეტი
მოძრაობით უნდა დაიტვირთოს, გამდიდრდეს ეფექტებით, საინტერესო
ამბით და ა. შ. `ჯულიეტასთან~ მოქმედების საშუალებას, რომელსაც
მსახიობთან ვერ ვხვდებით, დეკორაციაც არ იძლევა, რადგან ის
მხოლოდ სხვადასხვა ზომის მუყაოს ყუთის რამდენიმე გროვისაგან
შედგება. დიდი ყურადღებაა საჭირო, რომ მაყურებელი არ მოწყდეს
ამბავს და სპექტაკლიდან არ ამოვარდეს. სპექტაკლი `ჯულიეტა,
ჯულიეტა~ ბადებს იმის მოთხოვნილებას, რომ სანახაობრივად
უფრო დატვირთული იყოს. აქ ვერბალურ ნაწილს ზედმეტად მეტი
დრო ეთმობა, ნაცლად იმისა, რომ ეს მოქმედებაში გადანაწილდეს.
მსახიობი ამბავს ხან სკამზე შემომჯდარი, ხან სცენაზე წამოწოლილი,
ხანაც კი სცენის ერთი კუთხიდან მეორე კუთხეში გადაადგილებისას
გვიყვება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ სპექტაკლის ყველაზე
დიდი ღირსება ამბავია, რომელიც ასე თუ ისე იჭერს მაყურებელს
და იწვევს მასში დაინტერესებას.
მსახიობი ანი ალადაშვილი დიდი მონდომებითა და შემართებით
ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას. ის განასახიერებს
რამდენიმე სრულიად რადიკალურ პერსონაჟს: ნორჩი ჯულიეტა,
ექსცენტრიული დედა და ლოთი მამა ჯულიეტასი, მოსიყვარულე
რაიმო, ბანკის მაცდური თანამშრომელი ქალი…
სპექტაკლში გამოყენებულია პროექცია, თეთრი ზეწრით
შექმნილი ერთგვარი ეკრანი, სადაც სპექტაკლის მსვლელობის დროს,
რამდენჯერმე უჩვენებს კონკრეტული მოვლენის შესაბამის კადრებს.
ფინალში კვლავ შემოდის პროექცია, სადაც ლუი არმსტრონგის
სიმღერის `ჭჰატ ა ჭონდერფულ ჭორლდ” ფონზე ვხედავთ ფინანსებისა
და სახლ-კარის გარეშე დარჩენილ ადამიანებს. ეკრანზე ასევე ჩანს
ქუჩის პროსტიტუციის, მათხოვრობის, ექსპლუატაციის კადრები.
ეს არის ფინალი, ერთგვარი ირონიული დამოკიდებულებით
ცხოვრებისადმი. ძალზე ოპტიმისტურ სიმღერაზე დადებული მძიმე
კადრები.

რეჟისორმა იარი იუუტინენმა სცენიდან უდავოდ ახალი სიტყვა
სთქვა, რომელიც აბსოლუტური სიახლე იყო ქართული სათეატრო
სივრცისათვის. ეს პრობლემა, ალბათ, უფრო, რეჟისორის ქვეყანაში,
ფინეთში, ბევრად მწვავედ დგას. საქართველოში კი, საბედნიეროდ,
ბანკის ვალების გამო, მსგავს ფატალურ შედეგებს ძალზე იშვიათად
შევხვდებით. რადგან ქართული ოჯახები ასე თუ ისე მჭიდრო
დამოკიდებულებით და სიმყარით გამოირჩევიან, სადაც ოჯახის
წევრები ერთდროულად ცდილობენ გამოსავლის მოძებნას და
მუშაობენ თავდაუზოგავად ცხოვრების გასაუმჯობესებლად.
სპექტაკლი ერთ დიდი კითხვაზე პასუხს ითხოვს, რომელიც
ბ. ბრეხტის ფრაზით ჟღერს: `რომელი უფრო დიდი დანაშაულია:
ბანკის გაძარცვა, თუ მისი დაარსება?!~

ჯინსების თაობა

ჯინსების თაობა

jinsebis taobaპიესის ავტორი: დათო ტურაშვილი

რეჟისორი: დათო დოიაშვილი

კომპოზიტორი: ნიკოლოზ რაჭველი

როლებში: გივი ბარათაშვილი, ლაშა გურგენიძე, ვანო ქურასბედიანიგიორგი ჯიქია, გეგა ჩხაიძე, მერაბ ყოლბაია, აპოლონ კუბლაშვილი, შაკო მირიანაშვილი, ოთო ლორთქიფანიძე, არჩილ ბარათაშვილი, მამუკა მუმლაძე, მარიამ ნადირაძე, ნუცა მესტუმრიშვილი, ფიქრია ნიქაბაძე, ლელა მეტრეველი, ნინო გაჩეჩილაძე, კახა მიქიაშვილი, ნანა დარჩიაშვილი, ნიკო ფიფია

მოკლე შინაარსი:

“თავისუფალი თეატრის” უკვე ლეგენდად ქცეული სპექტაკლი, მისი პრემიერა შედგა 2001 წლის მაისში და 15 წელია სპექტაკლი სრული ანშლაგით გადის “თავისუფალის” სცენაზე. “თვითფრინავის ბიჭების” რეალური ისტორია. ქართველი ახალგაზრდების ჯგუფმა თვითფრინავი გაიტაცეს, რომ გაქცეულიყვნენ ქვეყნიდან. გაქცევა ვერ შედგა, ისინი დააპატიმრეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. ვინ იყვნენ ეს ბიჭები? გმირები თუ ტერორისტები?

,,ვარიაციები პატრიოტიზმის თემაზე,,


რეჟისორი: ავთანდილ ვარსიმაშვილი, გიორგი შალუტაშვილი, დათო დოიაშვილი, ანდრო ენუქიძე როლებში: სანდრო მარგალიტაშვილი, მაია დობორჯგინიძე, თიკო კორძაძე, თამუნა ნიკოლაძე, თამთა ჭელიძე, კახა მიქიაშვილი, ქეთა ლორთქიფანიძე, ბუბა გოგორიშვილი, ალეკო ბეგალიშვილი, ბადრი ბეგალიშვილი, ნიკო გომელაური, დიმა მერაბიშილი, აპოლონ კუბლაშვილი

მაია დობორჯგინიძე

doboრეჟისორი:

ზღაპარი იგი მათრობს და მხიბლავს

დადგმული აქვს:

“თაფლობის თვე”, “ვიზიტი ფსიქოლოგთან”, “რომეო+ჯულიეტა=?…”, “პეპი გრძელი წინდა”

თამაშობდა სპექტაკლებში:

კომედიანტები“, “ვალსი ძილის წინ“, “კავკასიური ცარცის წრე“, “ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს?!“, “სურამის ციხე”,”ბინა ყიფშიძის ქუჩაზე”, “ძმები”, “ვარიაციები პატრიოტიზმის თემაზე”, “ბავშვის თვალებით”, “იდიოტოკრატია”, “დონ ჟუანი”, “ვოიცეკი”, “ყველაზე დიდი სასწაული”, “ებრაული ვესტერნი”.

2010 წელს დაამთავრა ავთო ვარსიმაშვილის სამაგისტრო კურსი. იმავე წელს შედგა მისი რეჟისორული დებიუტი სპექტაკლებით”თაფლობის თვე” და “ვიზიტი ფსიქოლოგთან”.

7777777227736_586907938003098_1202825140_n 1111111111119406_586911238002768_2146100407_n

დათო დოიაშვილი

“თავისუფალი თეატრის” სცენაზე დათო დოიაშვილმა დადგა შემდეგი სპექტაკლები:
ჯინსების თაობა“, “ვარიაციები პატრიოტიზმის თემაზე”, “ჰენრიხ მეოთხე”

ლაშა გურგენიძე

11014959_1207900872570465_3956800737141767341_nმიმდინარე რეპერტუარი:

ოტელო“, “სხვების ცხოვრება“, “ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს“, “რიჩარდ III“, “კავკასიური ცარცის წრე“, “ღმერთო დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები“, “ჯინსების თაობა“, “სამანიშვილის დედინაცვალი“, “2030 დასაკარგი არაფერი გვაქვს

თამაშობდა სპექტაკლებში:
“გუშინდელნი”, “მექანიკური ფორთოხალი”, “წვიმის გამყიდველი

სალომე ჭულუხაძე

11224413_1207898299237389_7111522129980769547_nმიმდინარე რეპერტუარი:

ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს“, “ღმერთო, დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები“, “რიჩარდ III“,  “სამანიშვილის დედინაცვალი“, “გუშინდელნი დღეს”

ითამაშა სპექტაკლებში:

“უსულო საგნები” ,”ვიზიტი ფსიქოლოგთან”, “მგზნებარე შეყვარებული”, “თაფლობის თვე”, “რვა მოსიყვარულ ქალი”, “რომეო+ჯულიეტა=?…”, “ტარტიუფი“,”ვალსი ძილის წინ“, “მექანიკური ფორთოხალი

12046779_1207900369237182_1847163953496908593_n 12046724_1207897105904175_6962145160476246660_n  12002272_1207899679237251_3221050023075291393_n 10330313_1207898332570719_6746840940466016792_n

მარიამ ნადირაძე

12039394_1207900619237157_4990946221991112502_nმიმდინარე რეპერტუარი:

კომედიანტები“,”ღმერთო დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები“, “ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს“, “ჯინსების თაობა“, “რიჩარდ III“, “მექანიკური ფორთოხალი“, “მიყვარხარ მიყვარხარ მიყვარხარ“, “ზღაპარი იგი მათრობს და მხიბლავს“, “კავკასიური ცარცის წრე

ითამაშა სპექტაკლებში

“მგზნებარე შეყვარებული”,”ვიზიტი ფსიქოლოგთან”, “გუშინდელნი”, “ძველი სახლი”,  “ტარტიუფი”

12049481_1207900045903881_4332019963833045288_n  12038050_1207901819237037_3783475898644096576_n 12036454_1207900212570531_4612579291828407223_n 12019864_1207899172570635_707078717384438410_n 11219081_1207900385903847_4219235021678360259_n

მიშა არჯევანიძე

11070928_1091704467523440_6291155241056916794_nმიმდინარე რეპერტუარი:
ღმერთო, დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები“, “წვიმის გამყიდველი“, “რიჩარდ III“, “გუშინდელნი დღეს”

თამაშობდა სპექტაკლებში:

მექანიკური ფორთოხალი“, “ანა ფრანკის დღიური”, “5 დღე უმუშევარი მსახიობის ცხოვრებიდან”

გიორგი ჯიქია

1523992_1091706400856580_3018547811021847970_oმიმდინარე რეპერტუარი:

ოტელო“, “ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს?!“, “კავკასიური ცარცის წრე“, “ჯინსების თაობა“, “მექანიკური ფორთოხალი“, “წვიმის გამყიდველი“, “ალტონელი განდეგილები“, “სამანიშვილის დედინაცვალი“, “რიჩარდ III“, “მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ“, “სულის იდენტიფიკაცია

ითამაშა სპექტაკლებში:
“გუშინდელნი”, “პეპი გრძელი წინდა”, “შავი კეტები”, “ბოსტანი კონფლიქტის ზონაში”, “ბრემენელი მუსიკოსები”, “ვიზიტი ფსიქოლოგთან”, “რა დროს შექსპირია?!“, “რომეო+ჯულიეტა=?…”, “ორთა ბოდვა”

 

ანი ალადაშვილი

12037989_1207898612570691_2651395449351527804_nმიმდინარე რეპერტუარი:

ოტელო“, “ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს ?!“, “მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ“, “მექანიკური ფორთოხალი“, “რიჩარდ III“, “ღმერთო დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები“, “სამანიშვილის დედინაცვალი“, “2030 დასაკარგი არაფერი გვაქვს“, “ზღაპარი იგი მათრობს და მხიბლავს“, “მერე რა რომ სველია სველი იასამანი“, “კავკასიური ცარცის წრე

თამაშობდა სპექტაკლებში:

“ძველი სახლი”, “შავი კეტები”, “ბოსტანი კონფლიქტის ზონაში”,”სათამაშო პისტოლეტი”, “ჯულიეტა ჯულიეტა”, “ბინა ყიფშიძის ქუჩაზე”, “ხედი ხიდიდან”, “ანა ფრანკის დღიურები”, “რომეო+ჯულიეტა=?…”

ვანო ქურასბედიანი

თამაშობდა სპექტაკლებში:

“პეპი გრძელი წინდა”, “შავი კეტები”, “ბრემენელი მუსიკოსები”, “ბოსტანი კონფლიქტის ზონაში”, “ფასთ ფუდი”, “მამა”, “ჯინსების თაობა“, “კავკასიური ცარცის წრე