გოგა ბარბაქაძე

Copy of 1534692_812692858757191_1763205423_oმიმდინარე რეპერტუარი:

ოტელო“, “კომედიანტები“, “კავკასიური ცარცის წრე“, “რიჩარდ III

ითამაშა სპექტაკლებში:

“ჰამლეტი”, “პროვოკაცია”, “ვოიცეკი”, “დონ ჟუანი”, “აჩრდილები”, “ტელე მისტერია”, “მშვენიერი ქართველი ქალი”, “ყველაზე დიდი სასწაული”, “ფასთ ფუდი”

ქეთა ლორთქიფანიძე

12006220_1207899459237273_3018198206880268095_nმიმდინარე რეპერტუარი:

ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს ?!“, “წვიმის გამყიდველი“, “ვალსი ძილის წინ“, “სამანიშვილის დედინაცვალი“, “პაემანი სამისთვის”

ითამაშა სპექტაკლებში:
“ძმები”, “ბავშვის თვალებით”, “იდიოტოკრატია”, “ვარიაციები პატრიოტიზმის თემაზე”, “მშვენიერი ქართველი ქალი”, “მამა”, “კავკასიური ცარცის წრე“, ზღაპარი იგი მათრობს და მხიბლავს“, “რიჩარდ III“, “მექანიკური ფორთოხალი

55555555431458_586908384669720_533114273_n 10620775_1207900919237127_5235906766663953938_n

12011164_1207899102570642_2827104420847383625_n12002984_1207900999237119_1634142595864984601_n

11080910_1091708450856375_7054602010910733355_n11082599_1091708627523024_6165739017814958915_n10565101_1091706757523211_4639536586765465424_n10952846_1091707147523172_7102674839325144798_n10491197_1091708197523067_2063893451848594261_n  11059867_1091706134189940_3275098077283468014_n

მამუკა მუმლაძე

მამუკა მუმლაძე

11083855_1091709707522916_4621807685998261916_nმიმდინარე რეპერტუარი:

ოტელო“, “სამი ჰალსტუხიანი და ანგელოზი“, “სხვების ცხოვრება“, “კომედიანტები“,”ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს ?!“, “ჯინსების თაობა“, “კავკასიური ცარცის წრე“, “რიჩარდ III“, “წვიმის გამყიდველი“, “სამანიშვილის დედინაცვალი“, “2030 დასაკარგი არაფერი გვაქვს, “ზღაპარი იგი მათრობს და მხიბლავს“, “პაემანი სამისთვის”

ითამაშა სპექტაკლებში:
“ძმები”, “ბავშვის თვალებით”, “იდიოტოკრატია”, “პეპი გრძელი წინდა”,”მშვენიერი ქართველი ქალი”, “ანა ფრანკის დღიური”, “მოჩვენებანი”, “მამა”, “ტარტიუფი”,  “მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ

თამუნა ნიკოლაძე

c0o3jმიმდინარე რეპერტუარი:

სხვების ცხოვრება“, “კავკასიური ცარცის წრე“, “ღმერთო დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები“, “ღმერთო დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები“, “გუშინდელნი დღეს”

ითამაშა სპექტაკლებში:
“ივანოვი”, “ბავშვის თვალებით”, “ვარიაციები პატრიოტიზმის თემაზე”, “იდიოტოკრატია”, “პეპი გრძელი წინდა”, “მშვენიერი ქართველი ქალი”, “თოჯინების სახლი“, “რა დროს შექსპირია?!“, “ხვალ შობაა”, “ძვირფასო პამელა”, “ირინეს ბედნიერება”, “ვალსი ძილის წინ“, “რიჩარდ III“, “მუდამ ერთად”

7777777227736_586907938003098_1202825140_n

მარიამ ჯოლოგუა

107მიმდინარე რეპერტუარი:

სხვების ცხოვრება“, “რიჩარდ III“, “ვალსი ძილის წინ“, “სამანიშვილის დედინაცვალი

თამაშობდა სპექტაკლებში:

“პეპი გრძელი წინდა”, “თაფლობის თვე”, “მშვენიერი ქართველი ქალი”, “კავკასიური ცარცის წრე“, “მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ

Picture 330 Picture 058 Picture 021 Picture 020 444444444444543894_586910104669548_55329029_n 66666666618989_586906158003276_931100879_n 1518789_796384023710599_196076040_o

თიკო კორძაძე

tiko_kordzadzeმიმდინარე რეპერტუარი:

ოტელო“, “ზღაპარი იგი მათრობს და მხიბლავს“, “ღმერთო, დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები“, “ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს?!“, “კავკასიური ცარცის წრე“, “ვალსი ძილის წინ“, რიჩარდ III“, “ზღაპარი იგი მათრობს და მხიბლავს“, 

დადგა სპექტაკლი: “გუშინდელნი დღეს”

ითამაშა სპექტაკლებში:
“დონ ჟუანი”, “ვოიცეკი”, “ვარიაციები პატრიოტიზმის თემაზე”, “ძმები”, “ბავშვის თვალებით”,
“იდიოტოკრატია”, “პეპი გრძელი წინდა”, “აჩრდილები”, “მგზნებარე შეყვარებული”, “ორთა ბოდვა”, “რა დროს შექსპირია ?!”,  “ტარტიუფი”

სლავა ნათენაძე

მიმდინარე რეპერტუარი:

რიჩარდ III“, “კავკასიურ ცარცის წრე“, “მექანიკური ფორთოხალი“, “სხვების ცხოვრება“, “მოჩვენებები“, მთავარი გზის გასაყართან”

ითამაშა სპექტაკლებში:

“კომედიანტები”, “პროვოკაცია”, “ტელემისტერია”, “ქალთა გულების მპყრობელი”, “ძმები”,  “საძაღლე”, “იდიოტოკრატია”,  “ანა ფრანკის დღიური”, “მშვენიერი ქართველი ქალი”, “ჰამლეტი”, “მამა”, “ოქროს თევზი”, “ალტონელი განდეგილები

ნატა კობახიძე

ნატა კობახიძე

კოსტუმების მხატვარი.

მიმდინარე რეპერტუარი:
ჯინსების თაობა“, “ღმერთო დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები“, “კავკასიური ცარცის წრე“, “მექანიკური ფორთოხალი“, “რიჩარდ III

ასევე იმუშავა სპექტაკლებზე:
“კომედიანტები”, “ძმები”,  “ბრემენელი მუსიკოსები”

მირიან შველიძე

მირიან შველიძე

მიმდინარე რეპერტუარი:

ოტელო“, “2030 – დასაკარგი არაფერი გვაქვს“, “ღმერთო დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები“, “მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ“, “კავკასიური ცარცის წრე“,  “მექანიკური ფორთოხალი“, “ვალსი ძილის წინ“, რიჩარდ III

ასევე იმუშავა სპექტაკლებზე:
“მშვენიერი ქართველი ქალი”, “სათამაშო პისტოლეტი”

დიმა მერაბიშვილი

დიმა მერაბიშვილი

მიმდინარე რეპერტუარი:

რიჩარდ III

ითამაშა სპექტაკლებში:
ღმერთო დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები“, “ჯინსების თაობა“,”ვოიცეკი”, “დონ ჟუანი”, “ვარიაციები პატრიოტიზმის თემაზე”, “ებრაული ვესტერნი”, “თოვლის დედოფალი”

,,ბავშვის თვალებით,,


რეჟისორი: ავთანდილ ვარსიმაშვილი როლებში: ნიკო გომელაური, ბუბა გოგორიშვილი, ჯაბა კილაძე, აპოლონ კუბლაშვილი, თინათინ კორძაძე, მაია დობორჯგინიძე, კახა მიქიაშვილი, ქეთა ლორთქიფანიძე, თამუნა ნიკოლაძე

,,ჰამლეტი,,


რეჟისორი: ავთანდილ ვარსიმაშვილი როლებში: გოჩა კაპანაძე, გურამ საღარაძე, თათული დოლიძე, ფიქრია ნიქაბაძე, ნიკო გომელაური

ნიკა ჩიკვაიძე

544579_469614983094362_1332850624_nთავისუფალ თეატრში დადგმული აქვს: “სკანდალური დღიური“, “საზიზღები, ბინძურები, ბოროტები“, “მოხუცი ქალბატონის ვიზიტი”, “ყველა დამამძიმებელი გარემოება”

პრესა: “საძაღლე”

პრესა: “საძაღლე”

ყველა ადამიანსა  და ძაღლს აქვთ  თავიანთი ისტორია

ლელა ოჩიაური

მიკროფონებითა და ხმის ჩამწერი აპარატურით აღჭურვილ ტელე თუ რადიოსტუდიაში შუახნის მამაკაცი შემოდის. უამრავი ჩემოდნით, ყუთით, გრაგნილით დახუნძლული. როგორც თანდათან ირკვევა, ამ ნივთებში მისი ცხოვრებაა. მთელი ქონება –  რაც გააჩნია –  მხოლოდ მოგონებებია (ფოტოები. გაზეთები, აფიშები…) , რომლებსაც  მუდამ თან ატარებს და ვინ იცის, უკვე მერამდენედ უზიარებს ვიღაც უხილავს, ვისი ხმაც სადღაც სიბნელიდან გაისმის. ამბავი, რომელსაც ჩვენ – მაყურებული – სულგანაბული და შეძრწუნებული,  მონათხრობის ტრაგიზმის სრული შეგრძნებითა და თან აღტაცებული ვუყურებთ. რასაც ჩვენ – მაყურებელი – როგორც გაფრთხილებას აღვიქვამთ და ვფიქრობთ ადამიანის (ადამიანების) ბედზე, რომელსაც თანაგრძნობა მოელის ჩვენგან. რაც ჩვენ – მაყურებელს – იმაზე მეტად გვაფიქრებს, ვიდრე გვინდა რომ ვფიქრობდეთ, თუ რაღაცისგან გათავისუფლება და შინაგანი თავისუფლების განცდა გვჭირდება.

აღტაცებული, პირველ რიგში, მსახიობის ოსტატობით, მეორე მხრივ – ამბით, რომელსაც იგი წარმოადგენს და რომელიც თანამედროვეობის (ამავე დროს, მარადიულ) ბევრ პრობლებას წამოჭრის. მესამე – რეჟისურის, იმ წარმატებული მხატვრული ექსპერიმენტის, რეჟისორული ფანტაზიის მრავალფეროვნების გამო, რაც ყველა ეპიზოდში, ყოველ სცენაში მჟღავნდება და მრავალფეროვან სცენურ სამყაროს ქმნის.

ეს უცნაური „ექსპერიმენტი“ „თავისუფალ თეატრში ტარდება“, უცნაურ და ტრაგიკულ ისტორიას გვიამბობენ  და ამ ისტორიის მთხრობელი  – ნატანჯი და მარტოსული ადამიანი – ალე – მარტოა  სცენაზეც და ცხოვრებაშიც, ვინაიდან იგი ყველამ – მთელმა საზოგადოებამ – გარიყა. ერთადერთი ადამიანი და მსახიობი, მთელი საათნახევრის განმავლობაში (რა თქმა უნდა, თუ მასთან მოსაუბრე ვიღაც უხილავის „ხმას“ არ ჩავთვლით, რომელსაც ექსპერიმენტი მიჰყავს და თავად რეჟისორს ეკუთვნის) – შეუდარებელი სლავა ნათენაძე – იოანე (ვანო) ხუციშვილის სპექტაკლში „საძაღლე“.

იოანე (ვანო) ხუციშვილმა ეს სპექტაკლი  (დააფინანსებულია თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით) ნინო სადღობელაშვილის პიესაზე დადგა, რომელიც ჰატი ნეილორის პიესის „ივანე და ძაღლები“ მოტივებზეა აგებული და   შეიძლება ითქვას, ფაქტობრივად, ახალი ტექსტია, ინტერპრეტირებული და გარდასახული, კონცეფციისა თუ სათქმელ-პრობლემატიკის მხრივაც.

ამბავი თავისუფალი თეატრის ისედაც პატარა სცენაზე, გორგოლაჭებზე მიმაგრებული, ჯაჭვჩაბმული რკინის, გისოსებიანი და ცილინდრისებული კონსტრუქციით  უფრო დაპატარავებულ „მოედანზე“ ვითარდება. სივრცის (რომელიც ხან სტუდიად წარმოდგება, ხან გმირის ბავშვობის სახლად, ხან ქუჩად, ხან პარკში მდგომ მდიდრულ სახლად, ხან  მიწისქვეშა თავშესაფრად, ხან ძაღლების ბუნგად და ხან შორეულ ბორცვად ქალაქიდან მოშორებით) ასეთი  შემჭიდროვება კიდევ  მეტად ზღუდავს და კეტავს სამოქმედო არეს, ზრდის უსასრულო წრეზე ბრუნვისა და იზოლირებულ სამყაროს გამოუვლობის ფიზიკურ შეგრძნებას; ამავე დროს, დეკორაციის ასეთი პირობითობა აფართოებს და აზოგადებს  საზღვრების მასშტაბებს, სათქმელის არაერთგვაროვნებასა და არაერთფეროვნებას უსვამს ხაზს, სხვა სივრცეების არსებობაზე მიუთითებს.

ჩაკეტილი გარემო წრეზე მოძრავი გისოსებითაა შემოსაზღვრული, რომლის (დეკორაციის) ყველა დეტალი მოძრაობს და მოქმედებაშია (მხატვარი – თეო კუხიანიძე) და ისევე აქტიურადაა ჩართული მოქმედებაში, როგორც მუსიკა (გააფორმა გიორგი ჯიქიამ, ენიო მორიკონესა და ჰანს ზიმერის მუსიკაზე), მოქმედი გმირის აღსარების ეტაპების, ავტობიოგრაფიული მონათხრობის (ფაქტების, რომლებიც მეხსიერებას შემორჩა, რადგან პიროვნული თვისებების ჩამოყალიბება-გარდაქმნასა და ფიზიკური არსებობის პროცესების მსვლელობაზე ახდენდა გავლენას) განწყობის, ემოციებისა და სულიერი მდგომარეობის განუყრელი ნაწილი.

ქვეყანა, ქალაქი, რომელშიც ალე ცხოვრობს თანდათან ნადგურდება. ყველგან კრიზისია. შიმშილობა იწყება. ოჯახებს მანქანებით ძაღლები და შემდეგ  ბავშვენი ქალაქგარეთ გაჰყავთ და ტოვებენ.  ძაღლები და ბავშვები მარტონი რჩებიან, უპატრონოდ და ახალ ცხოვრებას იწყენენ, რომ გადარჩნენ  – მაწამწალების ცხოვრებას. მიუსაფრობასა და მარტოობაში იბრძვიან გადარჩენისთვის, სხვებს წირავენ, სახეს  – ადამიანობას -კარგავენ და ყველაფერი სულერთი ხდება – ყველასთვის, საზოგადოებაში, რომელიც განწირულია.

სლავა ნათენაძეს  ურთულესი ამოცანა აქვს შესასრულებელი – საათნახევრის განმავლობაში მარტოსულობის მთელი ამბავი მარტომ უნდა გადმოსცეს და გარდასახვის ერთი, ემოციური მდგომარეობიდან მეორეში, შემდეგ მესამეში, მეოთხეში… გადასვლა უმცირესი ნიუანსების მეშვეობით შეძლოს. ერთი არსების მეორედ გარდასახვის ეტაპებიც გაიაროს, 6 წლის ბავშვიდან ზრდასრულ მამაკაცად იქცეს და მთლიანი ცხოვრება – ადამიანებისა და ძაღლების – ზოგჯერ კი, ორივე ერთად – კალეიდოსკოპურად წარმოადგინოს.

მის მიერ შექმნილი პერსონაჟი გარდასახვის სხვადასხვა ფაზასა და ეტაპებს გადის – მას აღელვებენ და აფორიაქებენ მოგონებები, რომლებიც ბავშვობიდან იწყება, იწყება მაშინ, როდესაც ალე პირველ და სასტიკ დარტყმებს იღებს ადამიანებისგან, როდესაც იგი მათი ურთიერთობებისა და საქციელის გაცნობიერებას იწყებს და როდესაც პირველად რჩება მარტო – ქუჩაში – ძალადობით, სიძულვილით, სისასტიკუთ გაჯერებული სამყაროში, რომელშიც თავის შეფარება არსად შეიძლება, საძაღლეს გარდა.

ეს ასაკოვანი მამაკაცი „ბავშვდება“,  ბავშვის  თათმანებში უყრის ხელებს, ხშირად ბავშვურ ენაზე მეტყეველებს, ბავშვური ემოციით გამოხატავს წუხილს, რომელსაც ძალიან ადრე მოუწია, დიდად ქცეულიყო.

ამ გარდასახვების, მოქმედებების, მოძრაობების, სამყაროს სახეცვლილების მხატვრული ხერხებით გადმოცემისას კი რეჟისორს ფანტაზია არ ელევა და სცენა ჰგავს ცოცხალ ორგანიზმს, რომელიც განუწყვეტლივ იცვლება, ცოცხლობს და ვითარდება, მიედინება – როგორც ცხოვრება.

ყველაფერი ისეა გადახლართული, როგორც ალეს ცხოვრების ეპიზოდები, წარსული და აწმყო, იგი თავს იცავს მტრული გარემომცველი სამყაროს ძალადობისგან, ადამიანების უგულობისგან, უსიყვარულობისგან და მხოლოდ ერთგული ძაღლების იმედად მცხოვრები, თავადაც ძაღლად იქცევა – გარდაისახება, მაგრამ მაინც რჩება ადამიანად. რადგან ის თავისუფალია, ადამიანია, რომელმაც შეძლო ყველა წინაააღმდეგობის, ყველა კომპლექსის, წარსულის ყველა მტანჯველი მოგონებისგან თავის დაღწევა და მანამდე არარსებული კარის თამამად შეღება.

და შემდეგ, როდესაც იგი მანათობელ სხივს დასდევს, მიჰყვება მის ნათებას, როდესაც კარს აღებს და მჭახედ განათებულ სივრცეში გადის, უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა ფრაზას, რომელსაც „ხმა“ წარმოთქვამს და რომელიც რეალობაში გაბრუნებს – „ყველაფერი ჩაწერილია – ბოლო ფრაზის გარდა“. ალეს ბოლო სიტყვებია – „მე ადამიანი ვარ“ – სამყაროში ძალადობა, გულგრილი ექსპერიმენტი და  ადამიანის – როგორც ცდის ობიექტად ქცევის მცდელობის პროცესი გრძელდება, მაგრამ ალე ამ წინააღმდეგობებს, ამ მახეებს, ამ ჯაჭვებსა და გისოსებს  უკვე აღარ უშინდება – ის ადამიანია, თავისუფალ ადამიანი, რომელიც კათარზისს განიცდის და მასთან ერთად მაყურებელიც თავისუფლდება.

თუმდაც ასე იყოს, რომ მხოლოდ ალესა  და მის მეგობარ ძაღლებს, განსაკუთრებით, თეთრ ძაღლს  ესმით სხვა სულიერების – ცხოველებისა და ფრინველების ხმა, ადამიანების ჩურჩული, თოვლის დნობა, მხოლოდ მათ შეუძლიათ, როდესაც ბორცვიდან გადაჰყურებენ, წარმოიდგინონ, რომ ქალაქი და ცხოვრება მშვენიერია, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი ცხოვრება და მას არაფრის გამეორება არ სჭირდება, რომ როცა ადამიანი კვდება, მისი სული იცვლება და ესაა რაღაც მანათობელი მათში – ღმერთის ნაწილი, რომელსაც თუ აღმოაჩენს, ვერაფერი ვერ მოერევა.

 

 

 

ჯაბა კილაძე

393612_2411550482380_1022793763_n მიმდინარე რეპერტუარი:
ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს“, “მექანიკური ფორთოხალი“, “კავკასიური ცარცის წრე“, “რიჩარდ III“, “სამანიშვილის დედინაცვალი“, “გუშინდელნი დღეს”, “სულის იდენტიფიკაცია

ითამაშა სპექტაკლებში:
ჯინსების თაობა“, “მონადირე”, “ჰენრიხ მეოთხე”, “ივანოვი”, “ძმები”, “ბავშვის თვალებით”, “იდიოტოკრატია”, “მშვენიერი ქართველი ქალი”, “მამა”,

12046724_1207897105904175_6962145160476246660_n 12042787_1207900282570524_6220019432814653541_n 12033234_1207897232570829_8882130689870926783_n 12006325_1207901519237067_7433356123344594469_n 427977_386376378056256_1700296304_n 418498_404951212865439_1710672678_n ჯინსების თაობა 386065_341595699200245_1412476187_n 208460_1019029230219_7729_n 59180_1456893136543_6411588_n

გიორგი ზანგური

252460_225799687447260_6684907_n

თამაშობდა სპექტაკლებში:

ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს ?!“, “რა დროს შექსპირია?!”, “თოჯინების სახლი“, “რიჩარდ III“, “ხვალ შობაა”

 

 

 

 

 

 

11188333_1113802488646971_890183771609529197_n 11041227_1113802445313642_6446034974898006560_n 11146529_1113802218646998_3777707259291056331_n 11011718_1113802158647004_5876090481416712275_n 254470_225799737447255_2893284_n  252655_225799790780583_7567121_n 248585_225799634113932_4380976_n 248270_225799714113924_293477_n 12019864_1207899172570635_707078717384438410_n 12039364_1207899582570594_5958567532930723306_n 12042832_1207901422570410_1175391718748951174_n

 

 

 

პრესა: “სათამაშო პისტოლეტი”

საბედისწერო „გასროლა“ სათამაშო პისტოლეტიდან

ლელა ოჩიაური

„თავისუფალ თეატრში“ თამარ ბართაიას „სათამაშო პისტოლეტის“ განხორციელებით (დაიდგა თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით), გიორგი შალუტაშვილმა, ერთი მხრივ, საზოგადოება თანადროულ საკითხებზე კამათში ჩააბა. ამასთან, ბოლო პერიოდში თავისი  დადგმებისგან განსხვავებულ რეჟისორულ გადაწყვეტას მიმართა და ამითაც გამოიწვია მაყურებელში დისკუსია (როგორც საქართველოში, ასევე დიდ ბრიტანეთში, სპექტაკლის ჩელსის თეატრში წარმატებული წარდგენის შემდეგ), როგორც მხატვრული ანალიზის, ასევე ადამიანის დანიშნულებისა თუ მისი ყოფნა-არყოფნის, უფრო ზუსტად – როგორი ყოფნა-არყოფნის – მარადიულ თემაზე.

„სათამაშო პოსტოლეტი“ – ფსიქოლოგიური დრამა, რომელიც ორ პარალელურ განზომილებში და რეგისტრსა თუ შრეზე ვითარდება – ორი ადამიანის ისტორიაა, რომლებიც რეალურად სულ რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ მრავალი წელი აკავშირებთ (წარსულიდან – ახალგაზრდობიდან თანამედროვეობამდე – მოხუცებულობამდე), რომლებიც შინაგანად (ფიქრებში, მოგონებებში და პირველი შეხვედრიდან მიღებული „გაკვეთილების“ შედეგად) ფიზიკური სიშორის მიუხედავად, მუდამ ერთად არიან.

სახელგანთქმული, როლებით, თაყვანისმცემლებით განებივრებული პოპულარული მსახიობის იოსა (გიორგი აბაშიძე) და  მსახიობობაზე, წარმატებაზე, პოპულარობაზე მეოცნებე და რა თქმა უნდა, ცნობილ  მსახიობში შეყვარებული 14 წლის გოგონას დეას (ანი ალადაშვილი) ამბავი. პირველი იმედგაცრუება.  პირველი გულისტკივილი და ორმაგი გაკვეთილი, რომელსაც ორივე ერთმანეთისგან მიიღებს.

გიორგი შალუტაშვილი მოქმედებას ორი მიმართულებით აგებს, სცენას ორ პარალელურ სცენად ჰყოფს. ორივეს –  დეასა და იოს – თავისი საკუთარი სივრცე აქვს, თავისი ხაზი, თავისი სათქმელი. მათი გზები ცხოვრებაში  მხოლოდ რამდენჯერმე იკვეთება,  სცენაზე (მხატვარი  მირიან შველიძე გარემოს შესაქმნელად სულ რამდენიმე ელემენტს იყენებს) კი, ერთ სივრცეში, ერთ  სიბრტყეზე სხვადასხვა განზომილებიდან, სამოქმედო ადგილიდან, მდგომარეობიდან მუდამ ერთად არიან.

ეს ორი, დამოუკიდებელი  სივრცე (გეოგრაფიულიც და დამოუკიდებლად წარმართული ცხოვრებისეული მანძილი) მუდმივად სერავს ერთმანეთს – ჩვენთვის – მაყურებლისთვის ხილულად – მათთვის კი – არა, მაგრამ როგორც  მყარად შეკრული ჯაჭვის ერთ ღერძზე ასხმული რგოლები, ისეა აწყობილი და ერთი მეორეზე წაფენილი, ურთიერთგამომდინარე და განუყრელია, რადგან ყველაფერს მიზიდულობის „კანონი“ მართავს.

თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ სპექტაკლში მესამე მოქმედი გმირიცაა – მუსიკოსი, რომელიც უშუალოდ მოქმედებაში არაა ჩართული, მაგრამ კიდევ ერთ – მესამე განზომილებაშია  მოქცეული –  მუსიკის ავტორი და შემსრულებელი ლექსო ტურიაშვილი, რომელიც სცენის სიღრმეში ზის და ცოცხლად აფორმებს მთელ სპექტაკლს.

ორივე – დეაც და იოც – ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ცხოვრობს და ფაქტობრივად განუყოფელ, მაგრამ თავის პირად ისტორიას ყვება (მონოლოგები ხშირად ერთმანეთს ედება, აგრძელებს, ეხმიანება და იშვიათად იქცევა დიალოგად, ამბავს კი უშუალოდ ჩვენ – მაყურებელს – გვიყვებიან. ნებისმიერი გარდასახვაც, „გადაცმაც“ (კოსტუმების მხატვარი ნატა კობახიძე), სახეცვლილებაც, დროის მსვლელობისა და ადგილის ცვალებდობის ფიქსირებაც, მოვლენათა მონცვლეობის შეგრძნებაც – ჩვენს წინაშე „თამაშდება“), თავის ხაზს ავითარებს, მაგრამ  ვინაიდან მათი სულიერი მიჯაჭვულობა, შინაგანი კავშირი და საზოგადოების თავგადასავალიც უწყვეტია, ყველაფერი ერთ მთლიანობად აღიქმება .

ორი ადამიანის ისტორია – შეიძლება ითქვას ზოგადად არატიპური, მაგრამ ბევრი სახასიათო და სპეციფიკური დეტალით, ფაქტით, ბევრი ადამიანის ისტორიის გამომხატველი და უფრო მასშტაბურად – საზოგადობის ბიოგრაფიის (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური) – მეტაფორად წარმოდგება, რომელიც კონკრეტულ მოცემულობას, ჩარჩოებს სცილდება.

სათამაშო პისტოლეტითა და  სიკვდილის შიშით დამცირებული და მორალურად განადგურებული იო მამაც და უშიშარ მებრძოლად იქცევა, როდესაც ქვეყანა ომში ებმევა, დეა – სახელგანთქმული მომღერალი ხდება, იო – სულიერი კრიზისისა და პირადული მარცხების დაძლევის შემდეგ – მსოფლიოში აღიარებული დრამატურგი. ორივე თავ-თვიანთი გზით მიდის. ქორწინდებიან. დეას შვილები ჰყავს – შემდეგ შვილიშვილები. იოს – არა. იოს ოჯახი (ორი) ენგრევა. დეასაც. იო ახალგაზრდა დედასა და მის შვილებს იშვილებს – ბაბუა ხდება და ბოლოს და ბოლოს  ბედნიერია. დეა საოპერო მომღერლის საერთაშორისო კარიერაზე ამბობს უარს და შინ, სოფელში ბრუნდება.  ისიც, ყველაფრის, არაერთი დანაკარგის მიუხედავად,   ბედნიერია. ერთი სიტყვით, ცხოვრება მიდის, გრძელდება, როგორც ბევრის ცხოვრება, ადამიანი, პირად მოცემულობაში ჩაკეტილი, თუ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აყოლილი,  მშვიდობის, ომის, ომისშემდგომი პერიოდების, წარმატების, წარუმატებლობის, ბედნიერებისა და უბედურების, სიცოცხლისა და სიკვდილის  პროცესებს ჩვეულებრივ გადის და ჩვენ ამ ყველაფრის უშუალო მონაწილე ვართ.

გიორგი შალუტაშვილმა ერთი მხრივ შეინარჩუნა პიესის „მსვლელობა“ და წყობა და მეორე მხრივ, აქცენტი მისი სათქმელის მინიმალისტური ხერხებით გამოხატვაზე გადაიტანა, ამისთვის კი მსახიობი – როგორც პერსონაჟი და მის მიერ შექმნილი სახე – როგორც თაობის (საზოგადოების) მეტაფორა – ფსიქოლოგიური და განზოგადებული  – გამოიყენა.

საინტერესოდაა გადმოცემული ამბავიც და თვითონ ამბავია საინტერესო. სიყვარულის, მიჯაჭვულობის, იმედგაცრუების, „კერპების დაცემის“, სულიერი კრიზისა და მისი დაძლევის ისტორიას ქვეყანაში მომხდარი მოვლენების, მათ შორის, ყველაზე მძაფრად და მკაფიოდ, ომების ისტორია სერავს, თუ პირიქით. სწორედ ეს ომები, რომლებიც საქართველოს თავს დაატყდა – 1991-1992 წლებში – თბილისის ომიდან დაწყებული, შემდეგ აფხაზეთსა და ბოლოს, 2008 წლის აგვისტოთი დამთავრებული – განსაზღვრავენ როგორც დეასა და იოს, ასევე, მთლიანობაში საქარტველოს, საქართველოს ათასობით მოქალაქის ბედს. ადამიანების, რომლებსაც უშუალოდ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური თუ „კულტურული“ კრიზისიდან გამომდინარე, მოუწიათ სამშობლოს დატოვება, ადამიანების, რომლებსაც სწორედ ომის გამო გახდნენ იძულებული, სახლ-კარი მიეტოვებინათ და სხვაგან ეპოვათ თავშესაფარი.  შემდეგ ეს მეტაფორად იქცევა და ზოგადად ადამიანების – სულიერი სიცარიელის, მიუსაფრობის, დაშვებულ შეცდომებსა თუ მეორე ადამიანის წინაშ პასუხისმგებლობის აუცილებლობის განზოგადებულ პორტრეტს ქმნის.

ფინალში ცხოვრება კვლავ ახვედრებს 2 ადამიანს ერთმანეთს (ალბათ სხვნაირად არც შეიძლება მომხდარიყო), წლების შემდეგ, როგორც ოდესღაც შეახვედრა. პირველ და მეორე შეხვედრას შორის დიდი დროა გასული და მსახიობებს  პერსონაჟებში ამ ხნის განმავლობაში მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილებების (და, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ფიზიკურ მდგომარეობაზე ასახული) განსახიერება უწევთ – ახალგაზრდობიდან  ხანდაზმულობამდე, მოხუცებულობამდე, არაერთი დრამატული კოლიზიის გავლით, შინაგან ორთაბრძოლებთან, საკუთარ თავში ახალი უნარებისა და შესაძლებლობების აღმოჩენასთან ერთად.

მათ უწევთ ბევრ უთქმელ, ერთმანეთისთვის გაუმხელელ საიდუმლოს გათქმა თუ მთელი ცხოვრების განმავლობაში პასუხგაუცემელ კითხვაზე პასუხის პოვნა. ყველა იმ ნაბიჯზე პასუხისმგებლობის აღება, რაც სათამაშო პისტოლეტიდან „საბედისწერო“ გასროლას მოჰყვა.