მიყვარხარ მიყვარხარ მიყვარხარ

miyvarxar3

პიესის ავტორი და რეჟისორი: ავთო ვარსიმაშვილი

მხატვარი: მირიან შველიძეთამარ მაჭარაშვილი

მონაწილეობენ: გუგა ქაცარავა, ნინი კვირიკაშვილი, კახა მიქიაშვილი, შაკო მირიანაშვილი, ლიზი კოტრიკაძე, გიგა კაკუბავა

სპექტაკლი დაიდგა ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით

მოკლე შინაარსი:

საქართველოში ერთი უცნაური სოფელია, სადაც ყველა და ყველაფერი ლაპარაკობს, ადამიანები, ცხოველები, ფრინველები, მდინარე, მიწა, ბოსტნის საფრთხობელა და მოედანზე მდგარი ქანდაკებაც. ამ სოფელში მცხოვრებ ნიკალას და თამთას შეუყვარდა ერთმანეთი და დიდი ქორწილიც გადაიხადეს, მაგრამ მეორე დღეს ქვეყანაში ომი დაიწყო და ნიკალაც იმავე დღეს წავიდა ომში…. პიესა დაიწერა და დაიდგა ნიკო გომელაურისათვის. ეს იყო მისი ბოლო როლი, მან ხუთჯერ შეასროლა ის. სპექტაკლი სარგებლობს უდიდესი პოპულარულობით, მრავალი წელია ის გადის “თავისუფალი თეატრის” სცენაზე და დარბაზი სულ სავსეა თვალცრემლიანი მაყურებლით. გირჩევთ ნახოთ ეს ულამაზეს მელოდრომა, რომელიც ძალიან დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ.