პაემანი სამისთვის
კომედია ორ მოქმედებად
რეჟისორი: თომა ათანელიშვილი
როლებში: ქეთა ლორთქიფანიძე, გიორგი ცერცვაძე, მამუკა მუმლაძე
პაემანი სამისთვის
კომედია ორ მოქმედებად
რეჟისორი: თომა ათანელიშვილი
როლებში: ქეთა ლორთქიფანიძე, გიორგი ცერცვაძე, მამუკა მუმლაძე
2030 დასაკარგი არაფერი გვაქვს
პიესის ავტორი და რეჟისორი: ავთანდილ ვარსიმაშვილი
როლებში: მამუკა მუმლაძე, ლაშა გურგენიძე, ანი ალადაშვილი, ელიზბარ ზვიადაძე, შაკო მირიანაშვილი
მხატვარი: მირიან შველიძე
კოსტიუმები: ნატა კობახიძე
ქორეოგრაფი: თათა თავდიშვილი
მუსიკალური არანჟირება: ლევან მიქელაძე
რეჟისორი: გოგი მარგველაშვილი
როლებში: აპოლონ კუბლაშვილი, ლაშა გურგენიძე, ანი ალადაშვილი, ქეთა ლორთქიფანიძე, ჯაბა კილაძე, მარიამ ჯოლოგუა, სალომე ჭულუხაძე, გიორგი ჯიქია, შაკო მირიანაშვილი, მამუკა მუმლაძე
რეცენზიები:
თამარ ცაგარელი – „სამანიშვილის დედინაცვალი“ თუ „სამანიშვილის დედი(ს)ნაცვალი“?!
რეჟისორი: ნიკა ჩიკვაიძე
პიესის ავტორი: ლილე შენგელია – ზოე ჰელერის იდეის მიხედვით
მხატვარი: ანანო დოლიძე
ქორეოგრაფი: თიკო ქოიავა
როლებში: ნანა ფაჩუაშვილი, თამთა ინაშვილი, კახა მიქიაშვილი, მაია ხორნაული, გიორგი იარაჯული, შოთი ჭეიშვილი
დრამა 2 მოქმედებად.
(ჯ.ოსბორნის იდეის მიხედვით.)
პიესის ავტორი და რეჟისორი: ავთო ვარსიმაშვილი
როლებში: აპოლონ კუბლაშვილი, რამაზ იოსელიანი, გოგა ბარბაქაძე, ნატალია ვორონიუკი, მარიამ ნადირაძე, მამუკა მუმლაძე.
ამ სპექტაკლით გაიხსნა 2001 წლის 31 მარტს „თავისუფალი თეატრი“. „კომედიანტებმა“ 700 ზე მეტ ანშლაგს გაუძლო და არსებობა მთავარი როლის შემსრულებლის ნიკო გომელაურის გარდაცვალების გამო შეწყვიტა. დღეს კი, ამ აღდგენილ სპექტაკლში თქვენ იხილავთ მონაწილეთა სრულიად ახალ შემადგენლობას.
რეჟისორი: მაია დობორჯგინიძე
პიესის ავტორი: ავთო ვარსიმაშვილი
მონაწილეობენ: თიკო კორძაძე, ქეთა ლორთქიფანიძე, მამუკა მუმლაძე, მარიამ ნადირაძე
მხატვარი: ავთო მოდებაძე
რეჟისორის თანაშემწე: თომა ათანელიშვილი
მოკლე შინაარსი: თანამედროვე ზღაპარი, რომელშიც სასწაულები ხდება. როგორ შეიძლება ოთხი ერთმანეთისთვის უცნობი ადამიანი სულ ცოტა დროში გახდეს ერთმანეთისთვის ძალიან ახლობელი და ძვირფასი. ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება დრო, როცა მათ ნამდვილი, ოჯახური სითბო, სიყვარული და ზრუნვა სჭირდებათ. ეს არის ზღაპარი ადამიანურ ურთიერთობებზე და სიყვარულზე.
რეჟისორი: ავთო ვარსიმაშვილი
პიესის ავტორი და რეჟისორი: ავთო ვარსიმაშვილი
როლებში: მარიამ ჯოლოგუა, თამუნა ნიკოლაძე, კახა მიქიაშვილი, სლავა ნათენაძე, შაკო მირიანაშვილი, ლაშა გურგენიძე, მამუკა მუმლაძე, გიორგი ჯიქია
მოკლე შინაარსი:
КГБ-ს აგენტი იღებს დავალებას დააყენოს მოსასმენი აპარატურა ცნობილი მწერლის სახლში, რომელიც წერს ფარულ წერილებს “ამერიკის ხმისთვის”. და აწარმოოს თვალთვალი შემდგომში მისი შანტაჟის მიზნით. მწერალს აქვს რომანი ცნობილ მსახიობთან, რომელსაც აიძულებენ უშიშროებასთან თანამშრომლობას.
ამ თვალთვალის დროს აგენტი ხვდება რომ ეს რეჟიმი საშინელებაა, რაც აგენტის გონებაში იწვევს რეალურ გარდატეხას.
ეს არის ქართულ სცენაზე პირველი ფსიქოლოგიური დეტექტივი.
– გიო შენს წერილს “ამერიკის ხმაზე” წაიკითხავენ!
– ჰო, წითელ ინტელიგენციაზე, КГБ-ზე მინდა დავწერო… ფარულ მოსმენებზე, თვალთვალზე, შანტაჟზე… რომ ეს რეჟისმი მხოლოდ ამაზე დგას!
პიესის ავტორი და რეჟისორი: ავთანდილ ვარსიმაშვილი
მხატვარი: შოთა ბაგალიშვილი
როლებში:
ჯაბა კილაძე, სალომე ჭულუხაძე, მამუკა მუმლაძე, ანი ალადაშვილი, ლაშა გურგენიძე, ქეთა ლორთქიფანიძე, გიორგი ჯიქია, ვახო ჩაჩანიძე, მარიამ ნადირაძე, თიკო კორძაძე, მაია დობორჯგინიძე
ჰორას მაკკოის იდეის მიხედვით
მოკლე შინაარსი:
ცხადდება, საცეკვაო მარათონი, იმარჯვებს ის წყვილი ვინც ბოლოს დარჩება, ამ მარათონს სატელევიზიო არხები აშუქებენ. ბრძოლა დაუნდობელია, ამ მარათონზე ჩანს არა მარტო მონაწილეების დაქანცული სხეული, არამედ მათი დასახიჩრებული სულებიც. მარათონი როგორც ჩვენი დღევანდელი ცხოვრების სახე. მარათონი რომელიც გვცელავს ყველას და გვანადგურებს.
სპექტაკლი 2015 წლის ტრიუმფატორია. მან მიიღო: 2015 წლის საუკეთესო სპექტაკლი 2015 წლის საუკეთესო რეჟისურა (ავთო ვარსიმაშვილი) 2015 წლის საუკეთესო მხატვარი (შოთა ბაგაშვილი) 2015 წლის საუკეთესო კოსტუმების მხატვარი (თეო კუხალაშვილი) 2015 წლის საუკეთესო ქორეოგრაფია (მარიამ ალექსიძე)
ფოტო ალბომი:
რეჟისორი: დათო დოიაშვილი
კომპოზიტორი: ნიკოლოზ რაჭველი
როლებში: ჯაბა კილაძე, ვანო ქურასბედიანი, გიორგი ჯიქია, გოგა ჩხეიძე, მერაბ ყოლბაია, აპოლონ კუბლაშვილი, მარიამ ნადირაძე, ლელა მეტრეველი, ნინო გაჩეჩილაძე, მარინა ჯანაშია, კახა გოგიძე, კახა მიქიაშვილი, ნანა დარჩიაშვილი
მოკლე შინაარსი:
“თავისუფალი თეატრის” უკვე ლეგენდად ქცეული სპექტაკლი, მისი პრემიერა შედგა 2001 წლის მაისში და 15 წელია სპექტაკლი სრული ანშლაგით გადის “თავისუფალის” სცენაზე. “თვითფრინავის ბიჭების” რეალური ისტორია. ქართველი ახალგაზრდების ჯგუფმა თვითფრინავი გაიტაცეს, რომ გაქცეულიყვნენ ქვეყნიდან. გაქცევა ვერ შედგა, ისინი დააპატიმრეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. ვინ იყვნენ ეს ბიჭები? გმირები თუ ტერორისტები?
შ. რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის გოგი თოდაძის შემოქმედებითი სახელოსნოს სპექტაკლი.
პიესის ავტორი: ლაშა თაბუკაშვილი
რეჟისორი: გოგი თოდაძე
მხატვარი: სოფიკო კიკაბიძე
მონაწილეობენ: ოთარ ლორთქიფანიძე, ნიკოლოზ ფაიქრიძე, მედეა ჯიბლაძე, თამარ თავხელიძე, თამარ აზნარაშვილი, გიორგი ცერცვაძე, დავით კოლელიშვილი, კონსტანტინე მაჩიტიძე, მარიამ ქარქაშაძე
მოკლე შინაარსი:
ლაშა თაბუკაშვილის საკულტო პიესა რეჟისორ გოგი თოდაძის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა დადგეს. უცხოპლანეტელი ნია “პარალელური საქართველოდან” ცდილობს გადაარჩინოს ცხოვრებაზე ხელაღებული ნარკომანები, დაეხმაროს მათ ისევ დატკბნენ სიცოცხლით, ისევ დააფასონ ყოველი წუთი, რომელიც მათ განგებამ აჩუქა.
პიესის ავტორი: უილიამ შექსპირი
რეჟისორი: ავთო ვარსიმაშვილი
მხატვარი: მირიან შველიძე
კოსტიუმის მხატვარი: ნატალია კობახიძე
ქორეოგრაფი: გია მარღანია
მონაწილეობენ: აპოლონ კუბლაშვილი, გოგა ბარბაქაძე
ქეთა ლორთქიფანიძე, მარიამ ნადირაძე, მარიამ ჯოლოგუა, ანი ალადაშვილი, თიკო კორძაძე, თამუნა ნიკოლაძე, ჯაბა კილაძე, კახა მიქიაშვილი, კახა გოგიძე, გიორგი ჯიქია, სლავა ნათენაძე, სალომე ჭულუხაძე, მამუკა მუმლაძე, დიმა მერაბიშვილი, ლაშა გურგენიძე, შაკო მირიანაშვილი, არჩილ ბარათაშვილი
სპექტაკლი დაიდგა ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით
მოკლე შინაარსი:
რიჩარდ გლოსტერის სისხლიანი გზა სამეფო ტახტის ხელში ჩასაგდებად, რა მოაქვს ცოდვებს? შეერგება კი ასეთი გზით ნაშოვნი ხელისუფლება? სისხლს სისხლი მოაქვს, ერთ ცოდვას მეორე, უილიამ შექსპირის ეს გენიალური პიესა ყველა დროში აქტუალურია. მას თავის დროზე “დიქტატურის ენციკლოპედიაც” კი უწოდეს.
სპექტაკლში მონაწილეობს “თავისუფალი თეატრის” მთელი დასი.
პესის ავტორი და რეჟისორი: ავთანდილ ვარსიმაშვილი
მხატვარი: მირიან შველიძე
კოსტიუმების მხატვარი: ნატა კობახიძე
ქორეოგრაფი: გია მარღანია
გრიმი: ანა მურვანიძე
ლოტბარი: სალომე მაკარიძე
მონაწილეობენ: მარიამ ჯოლოგუა, ქეთა ლორთქიფანიძე, მაია დობორჯგინიძე, თამუნა ნიკოლაძე, თიკო კორძაძე, კახა მიქიაშვილი, სალომე ჭულუხაძე, ნათია კვაშალი
სპექტაკლი დაიდგა ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით
მოკლე შინაარსი:
თბილისის მიუსაფარ მოხუცთა თავშესაფრის ხუთმა ქალბატონმა ვოკალური ანსამბლი “ბაფთიანი გიტარა” 10 წლის წინ დაარსეს. დღეს, ანსამბლის იუბილეს ხაშურში გასტროლით აღნიშნავენ. ამ ანსამბლის ყველაზე უფროსი წევრი 95 წლისაა, ყველაზე უმცროსი კი 75 ის. კონცერტის შემდეგ მათი ახალგაზრდა პროდიუსერი გამოუცხადებს, რომ დავალებული აქვს ანსამბლის რებრედინგი და რომ უნდა მოიწვიოს ახალგაზრდა პოპ-როკ-პანკ ვარსკვლავი როზა. სევდიანი კომედია. სპექტაკლი სადაც აუცილებლად მოგადგებათ თვალებზე ცრემლი და აუცილებლად იხარხარებთ მთელი გულით. თქვენს წინაშე წარსდგება თეატრის თითქმის ყველა ახალგაზრდა მსახიობი გოგონა, რომლებიც თქვენს წინაშე ხანდაზმულ მოხუცებს წარმოადგენენ.
ნუგზარ ლორთქიფანიძის სპექტაკლი
მხატვარი: ჯეირან ფაჩუაშვილი
მონაწილეობენ: ქეთა ლორთქიფანიძე, მამუკა მუმლაძე, გიორგი ჯიქია, ლაშა გურგენიძე, შაკო მირიანაშვილი
სპექტაკლი დაიდგა ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით
პიესის ავტორი და რეჟისორი: ავთანდილ ვარსიმაშვილი
მხატვარი: მირიან შველიძე
კოსტ. მხატვარი: ნათია ფრუიძე
მონაწილეობენ:
აპოლონ კუბლაშვილი, ჯაბა კილაძე, გიორგი ჯიქია, ლაშა გურგენიძე, სლავა ნათენაძე, მიშა არჯევანიძე, ანი ალადაშვილი, მარიამ ნადირაძე
ე. ბერჯესის იდეის მიხედვით
სპექტაკლი დაიდგა ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით
მოკლე შინაარსი:
საქართველო. თბილისი. მე 20 საუკუნის 90 იანი წლები. ქალაქში დაძრწიან ბანდები. ერთ ერთ ასეთ ბანდას ხელმძღვანელობს მუსიკის მოყვარული ცივ სისხლიანი სადისტი. რა იყო ეს? რა ამოძრავებდათ ამ ახალგაზრდებს? იქნებ რაღაც საერთაშორისო ექსპერიმენტი ჩატარდა საზოგადოებაზე, რომლის შედეგებს ეხლა ყოველი ჩვენთაგანი იკვლევს. “თავისუფალი თეატრის” ერთ ერთი საკულტო სპექტაკლი.
პიესის ავტორი და რეჟისორი: ავთო ვარსიმაშვილი
მხატვარი: მირიან შველიძე, თამარ მაჭარაშვილი
მონაწილეობენ: ნიკოლოზ ბარათაშვილი, ნუცა აბაშიძე, ანი ალადაშვილი, გიორგი ჯიქია, კახა მიქიაშვილი, მამუკა მუმლაძე, შაკო მირიანაშვილი
სპექტაკლი დაიდგა ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით
მოკლე შინაარსი:
საქართველოში ერთი უცნაური სოფელია, სადაც ყველა და ყველაფერი ლაპარაკობს, ადამიანები, ცხოველები, ფრინველები, მდინარე, მიწა, ბოსტნის საფრთხობელა და მოედანზე მდგარი ქანდაკებაც. ამ სოფელში მცხოვრებ ნიკალას და თამთას შეუყვარდა ერთმანეთი და დიდი ქორწილიც გადაიხადეს, მაგრამ მეორე დღეს ქვეყანაში ომი დაიწყო და ნიკალაც იმავე დღეს წავიდა ომში…. პიესა დაიწერა და დაიდგა ნიკო გომელაურისათვის. ეს იყო მისი ბოლო როლი, მან ხუთჯერ შეასროლა ის. სპექტაკლი სარგებლობს უდიდესი პოპულარულობით, მრავალი წელია ის გადის “თავისუფალი თეატრის” სცენაზე და დარბაზი სულ სავსეა თვალცრემლიანი მაყურებლით. გირჩევთ ნახოთ ეს ულამაზეს მელოდრომა, რომელიც ძალიან დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ.
ავთო ვარსიმაშვილის სპექტაკლი
მხატვარი: მირიან შველიძე
მონაწილეობენ: გოგა ბარბაქაძე, აპოლონ კუბლაშვილი, მარიშა კიტია, თიკო კორძაძე, მარიამ ჯოლოგუა, გიორგი ჯიქია, კახა მიქიაშვილი, მამუკა მუმლაძე, ვანო ქურასბედიანი, თამუნა ნიკოლაძე, მაია დობორჯგინიძე, ჯაბა კილაძე, ქეთა ლორთქიფანიძე, სლავა ნათენაძე
მოკლე შინაარსი:
მეოცე საუკუნის 90 იანი წლების ქრონიკა ბერტოლდ ბრეხტის იდეის მიხედვით. საქართველოში სამოქალაქო ომი მძვინვარებს, გუბერნატორს ჰკლავენ, მისი მეუღლე კი გარბის ქვეყნიდან. მათი პატარა ბავშვი კი გუბერნატორის მოახლეს გრუშე ვაჩნაძეს რჩება. ბავშვზე კი ნამდვილი ნადირობაა გამოცხადებული, გრუშე არ თმობს ბავშვს, მასთან ერთად გაურბის მკვლელებს, ჯალათებს. ომი დამთავრდა და გუბერნატორის მეუღლე დაბრუნდა საქართველოში. ვინაა ნამდვილი დედა? ის ვინც გააჩინა თუ ის ვინც გაზარდა? ამ საკითხს სასამართლო გადაწყვეტს. მოსამართლეს აზდაკი ჰქვია. სპექტაკლში მონაწილეობს “თავისუფალი თეატრის” მთელი დასი.
პიესის ავტორი : ავთო ვარსიმაშვილი
რეჟისორი: ავთო ვარსიმაშვილი, ნიკო გომელაური
მხატვარი: მირიან შველიძე
მონაწილეობენ: აპოლონ კუბლაშვილი, კახა მიქიაშვილი, თიკო კორძაძე, სალომე ჭულუხაძე, ვანო ქურასბედიანი, მარიამ ნადირაძე, დიმა მერაბიშვილი, მიშა არჯევანიძე, ანი ალადაშვილი, ფიქრია ნიქაბაძე
მარია ლადოს იდეის მიხედვით.
მოკლე შინაარსი:
ზღაპარი დიდებისათვის. კომედია 2 მოქმედებად. ადამიანებს უჭირთ ცხოვრებისეულ სიტუაციებში გარკვევა და მათ ამ სიტუაციებში ცხოველები ეხმარებიან.