ჯაბა კილაძე

დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი გიორგი შალუტაშვილის სახელოსნო.
2001 წლიდან თავისუფალი თეატრის წამყვანი მსახიობია.
პარალელურად თამაშობს კ. მარჯანიშვილის თეატრში.
“თავისუფალი თეატრის” მიმდინარე რეპერტუარში თამაშობს შემდეგ სპექტაკლებში: “ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს“, “მექანიკური ფორთოხალი“, “კავკასიური ცარცის წრე“, “რიჩარდ III“, “სამანიშვილის დედინაცვალი“, “სამი ჰალსტუხიანი და ანგელოზი“, “გუშინდელნი დღეს“, “სულის იდენტიფიკაცია“
თამაშობდა “თავისუფალი თეატრის” შემდეგ სპექტაკლებში:
“ჯინსების თაობა“, “მონადირე”, “ჰენრიხ მეოთხე”, “ივანოვი”, “ძმები”, “ბავშვის თვალებით”, “იდიოტოკრატია”, “მშვენიერი ქართველი ქალი”, “მამა”.
თამაშობს ფილმებში:
„16+“ „იდიოტოკრატია“ , “ყველაფერი კარგად იქნება”, „მაიტა ნასოსი“ „მიდი ძმაო, მიდი!“, „ისპაჰან – ბათუმი“, სახლი რომელიც ფანჯრიდან გაიპარა”, „შუა ქალაქში“ (სერიალი) „მტვრის გემო“ (სერიალი) და სხვ.