ავთო ვარსიმაშვილი
“თავისუფალი თეატრის” მეპატრონე და სამხატვრო ხელმძღვანელი.
“თავისუფალი თეატრის” დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი.
თბილისის გრიბოედოვის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორი. უნივერსიტეტის რეჟისურის მიმართულების ხელმძღვანელი.
ა.შ.შ. ორგანიზაციის Shakespeare Theatre Association (STA) წევრი.
საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი,(1999) მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი.(2001) საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი. მიხეილ თუმანიშვილის პრიზის მფლობელი. 30 ზე მეტი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პრიზიორი
დადგმული აქვს ასზე მეტი სპექტაკლი და გადაღებული აქვს 9 მხატვრული ფილმი. სპექტაკლებს დგამს, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ: უკრაინაში, რუსეთში, იტალიაში, გერმანიაში, ესტონეთში, ფინეთში, უნგრეთში .
მისი სპექტაკლები საგასტროლოდ იმყოფებოდა 20 ზე მეტ ქვეყანაში.
2023 წლის ბუდაპეშტში, მსოფლიო თეატრალურ ოლიმპადაზე საქართველო წარდგენილი იყო ავთანდილ ვარსიმაშვილის ორი სპექტაკლით: “რიჩარდ მესამე” და “ოტელო”.
დაიბადა 1959 წ. თბილისში.
1976 წ. – 1981 წ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრალური ინსტიტუტი. სარეჟისორო ფაკულტეტი.
1980 წლიდან 1993 წლამდე რუსთაველის აკადემიური თეატრის დამდგმელი რეჟისორი.
1997-ში აფუძნებს “თეატრალურ სარდაფს”, რომელსაც ხელმძღვანელობს 1999წლამდე.
1999 წლიდან დღემდე ა. გრიბოედოვის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
2001 წ. აფუძნებს და დღემდე ხელმძღვანელობს “თავისუფალ თეატრს.
დადგმული აქვს ისეთი ცნობილი სპექტაკლები როგორიცაა:
რუსთაველის თეატრში: “მშვენიერი ქართველი ქალი”, “ათვინიერებენ მიმინოს”, “კვაჭი კვაჭანტირაძე”. “ტიტუს ანდრონიკუსი”.
გრიბოედოვის თეატრში: “ტერეზა რაკენი”, ” რუსული ბლუზი”, “ოსტატი და მარგარიტა”, “ხანუმა”,”გეტტო”, “ქორწინება”, “ცხენის ისტორია”, რევიზორი”, “ალჟირი”, “სიყვარულის ხეივანი” და სხვ.
“თეატრალურ სარდაფში”: “სიკვდილის როკვა”, “ჰამლეტი”
გადაღებული აქვს მხატვრული ფილმები: “თვინიერი”, “სახლი ძველ უბანში (30 სერია) “მერე რა, რომ სველია, სველი იასამანი”, “იდიოტოკრატია”, “ყველაფერი კარგად იქნება”, “ბამბაზიის სამოთხე”, “მიდი ძმაო, მიდი”, “ისპაჰან – ბათუმი” და “სახლი, რომელიც ფანჯრიდან გაიპარა”.
მისი სპექტაკლები “თავისუფალი თეატრის” მიმდინარე რეპერტუარში:
“ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს ?!“, “მექანიკური ფორთოხალი“, “ღმერთო დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები“, “კავკასიური ცარცის წრე“, “მიყვარხარ მიყვარხარ მიყვარხარ“, “სხვების-ცხოვრება“, “კომედიანტები“, “2030 – დასაკარგი არაფერი გვაქვს“, “რიჩარდ III“, “ოტელო“, “სამი ჰალსტუხიანი და ანგელოზი“, “სულის იდენტიფიკაცია“, “თეთრი ვარდები”.