სულის იდენტიფიკაცია

2 სთ და 15 წ.

ბილეთების შეძენა:

პიესის ავტორი, რეჟისორი და მხატვარი: ავთო ვარსიმაშვილი

როლებში: ჯაბა კილაძე, გიორგი ჯიქია, მარიშა კიტია, სოფო გორელაშვილი

სპექტაკლის მსვლელობა 2 სთ და 15 წთ. ანტრაქტი 15 წ. ასაკობრივი ზღვარი 14 +

ქვეყანაში დაემხო დიქტატურა, ცნობილი მწერალი და დისიდენტი, პრემიერ მინისტრის მიერ ინიშნება სამართლიანობის აღდგენის კომისიის თავმჯდომარედ, სახლში მიმავალს მის მანქანას საბურავი უსკდება, მას მიეხმარება უცნობი მამაკაცი, რომელსაც მწერალი სახლში მიიპატიჟებს. მწერლის ცოლი, მოქანდაკე და ყოფილი დისიდენტი, ფსიქიურად არაა ჯამრთელი, მას ფსიქიკა შეერყა მაშინ, როცა წინა ხელისუფლების დროს დააპატიმრეს და თვალებ ახვეულს სამი თვის მანძილზე აწამებდნენ, ის, სტუმრად მოსული უცნობი მამაკაცის ხმაში იმ სადისტი ექიმის ხმას ამოიცნობს, რომელიც მას აწამებდა. იწყება შიდა გამოძიება. უცნობი მამაკაცი ყველა ბრალდებას უარყოფს, ქალი ცდილობს მამაკაცის იდენტიფიცირებას, ქმარი კი დარწმუნებულია, რომ ეს, ცოლის მორიგი შიზოფრენიული აკვიატებაა.

როლებში:

ჯაბა კილაძე

ჯაბა კილაძე

სოფო გორელაშვილი

სოფო გორელაშვილი

მარიშა კიტია

მარიშა კიტია

გიორგი ჯიქია

გიორგი ჯიქია

ძვირფასო მეგობრებო, ბილეთების შეძენის დროს, ყურადღება მიაქციეთ ასაკობრივ ზღვარს!
გახსოვდეთ, რომ თეატრის პატარა სივრციდან გამომდინარე, დაგვიანებული მაყურებელი პარტერში არ დაიშვება!არც სპექტაკლის მსვლელობის დროს, დარბაზიდან გამოსული მაყურებელი არ დაიშვება უკან დარბაზში.
ასევე, უმორჩილესად გთხოვთ სპექტაკლებზე, თქვენს მობილურებს გამოურთოთ ხმა, დაუწიოთ ეკრანების განათებას, არ გამოიყენოთ ფლეშ განათება და სპექტაკლის მსვლელობის მანძილზე თავი შეიკავოთ ფოტო ვიდეო გადაღებისაგან.