მაია დობორჯგინიძე
მიმდინარე რეპერტუარში მისი სპექტაკლია: “ზღაპარი იგი, მათრობს და მხიბლავს”
მაია დობორჯგინიძე “თავისუფალი თეატრის” დასის პირველი ქალი მსახიობი იყო, ის თამაშობდა სპექტაკლებში: “კომედიანტები“, “ვალსი ძილის წინ“, “კავკასიური ცარცის წრე“, “ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს?!“, “სურამის ციხე”,”ბინა ყიფშიძის ქუჩაზე”, “ძმები”, “ვარიაციები პატრიოტიზმის თემაზე”, “ბავშვის თვალებით”, “იდიოტოკრატია”, “დონ ჟუანი”, “ვოიცეკი”, “ყველაზე დიდი სასწაული”, “ებრაული ვესტერნი”.
2010 წელს დაამთავრა ავთო ვარსიმაშვილის სამაგისტრო სარეჟისორო კურსი და მას მერე, აქტიურად მოღვაწეობს რეჟისურაში.
“თავისუფალ თეატრში” დადგმული აქვს:
“თაფლობის თვე”, “ვიზიტი ფსიქოლოგთან”, “რომეო+ჯულიეტა=?…”, “პეპი გრძელი წინდა”, “ბერნარდა ალბას სახლი”
დღეს, “თავისუფალი თეატრის” რეპერტუარში წარმატებით გადის მისი სპექტაკლი “ზღაპარი იგი, მათრობს და მხიბლავს”.