აპოლონ კუბლაშვილი
დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი შალვა (მუმუშა) გაწერელიას სახელოსნო.
2004 წლიდან თავისუფალი თეატრის წამყვანი მსახიობია.
პარალელურად თამაშობს ა.გრიბოედოვის და კ.მარჯანიშვილის თეატრებში.
“თავისუფალი თეატრის” მიმდინარე რეპერტუარში თამაშობს შემდეგ სპექტაკლებში: “რიჩარდ III” (რიჩარდი), “კავკასიური ცარცის წრე” (აზდაკი), “ოტელო“ (იაგო), “კომედიანტები” (ოთარი), “მექანიკური ფორთოხალი“ (ალექს), “სამანიშვილის დედინაცვალი” (ბეკინა), “ღმერთო დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები” (ალი)
თავისუფალი თეატრის” შემდეგ სპექტაკლებში: “დონ ჟუანი”, “ვოიცეკი”, “ქვრივთა ნუგეშისმცემელი”, “ვარიაციები პატრიოტიზმის თემაზე”, “ძმები”, “ბავშვის თვალებით”, “იდიოტოკრატია”, “მშვენიერი ქართველი ქალი”, “მიყვარხარ მიყვარხარ მიყვარხარ“, “ჯინსების თაობა” (ტაბიძე)
თამაშობს ფილმებში: “სუფთა დაფა”, “ყველაფერი კარგად იქნება”, “მიდი ძმაო, მიდი”, ისპაჰან – ბათუმი”, “სახლი, რომელიც ფანჯრიდან გაიპარა”, “ქაღალდის ტყვია”, “არჩევანი”, “მცოცავი ოკუპაცია”, „აღდგომის კუნძულის გიგანტები“ (ისრაელი), „ცვალებადი ნიშნები“, „ძებნა“(საფრანგეთი რეჟ. მიშენ ჰაზანავიჩუსი) „მშრალი ხიდის სიზმრები“, „მცველები“, “მოკალი მეფე“ (რუსეთი- ნიდერლანდები), „რეალური არსებები“, “შინდისი” და სხვ.