ღმერთო დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები
რეჟისორი: – ნიკო გომელაური
მხატვარი: მირიან შველიძე
როლებში: კახა მიქიაშვილი, აპოლონ კუბლაშვილი, თინათინ კორძაძე, თამუნა ნიკოლაძე, ოთო ლასხიშვილი, სალომე ჭულუხაძე, ნინო ლომიძე, ლიზი კოტრიკაძე, ელიზბარ ზვიადაძე, მიშა არჯევანიძე, ანი ალადაშვილი, გიგა კაკუბავა
სპექტაკლის მსვლელობა 120 წ ანტრაქტი 15 წ. ასაკობრივი ზღვარი 13 +
სპექტაკლი ყველა თაობის მაყურებლისათვის, რომელმაც უამრავ ადამიანს შეაყვარა თეატრი. თავისუფალი თეატრის ყველაზე კეთილი სპექტაკლი, რომელზედაც თაობები გაიზარდნენ, სპექტაკლი, რომლის პრემიერა შედგა 2007 წლის ნოემბრში და მას მერე, მუდმივადაა თეატრის რეპერტუარში.
ერთ სოფელში, ერთმანეთის გვერდზე ცხოვრობს ორი ოჯახი, რომლის შვილებსაც უყვართ ერთმანეთი, მაგრამ მშობლები ეწინააღმდეგებიან მათ სიყვარულს. თუ ადამიანებს უჭირთ ცხოვრებისეულ სიტუაციებში გარკვევა, მაშინ, ამ სიტუაციებში მათ ცხოველები დაეხმარებიან.
როლებში:
კახა მიქიაშვილი
აპოლონ კუბლაშვილი
თიკო კორძაძე
თამუნა ნიკოლაძე
სალომე ჭულუხაძე
ანი ალადაშვილი
ოთო ლასხიშვილი
ნინო ლომიძე
ლიზი კოტრიკაძე
მიშა არჯევანიძე
ძვირფასო მეგობრებო, ბილეთების შეძენის დროს, ყურადღება მიაქციეთ ასაკობრივ ზღვარს!
გახსოვდეთ, რომ თეატრის პატარა სივრციდან გამომდინარე, დაგვიანებული მაყურებელი პარტერში არ დაიშვება!არც სპექტაკლის მსვლელობის დროს, დარბაზიდან გამოსული მაყურებელი არ დაიშვება უკან დარბაზში.
ასევე, უმორჩილესად გთხოვთ სპექტაკლებზე, თქვენს მობილურებს გამოურთოთ ხმა, დაუწიოთ ეკრანების განათებას, არ გამოიყენოთ ფლეშ განათება და სპექტაკლის მსვლელობის მანძილზე თავი შეიკავოთ ფოტო ვიდეო გადაღებისაგან.