სტენლი კუბრიკის ფილმმა, ჩემზე ისევე როგორც მილიონობით ადამიანზე, წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. ბერჯერსის რომანი მოგვიანებით წავიკითხე. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ეკრანიზაცია უკეთესია ვიდრე ლიტერატურული პირველწყარო. მოქმედება ჩემს პიესაში საქართველოში ხდება, 90 იანის შავბნელ თბილისში. რა მოხდა მაშინ საქართველოში? იქნებ რაღაც საიდუმლო ექსპერიმენტი ჩატარდა, რომლის შედეგებსაც დღეს ვიმკით? იქნებ მაშინ გამოიყვანეს ახალი ჯიშის პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები…

 

               „მექანიკური ფორთოხალი“

 

                                               თრილერი 2 მოქმედებად

 

მოქმედი პირნი:

ალექსი

ჯორჯი

ბნელო

კოსტა

პროფესორი

ლოთი

მწერალი

მწერლის ქალიშვილი

არმენა

ბოზი

ბოზი

სახლის მეპატრონე ქალი

ექიმები, გამომძიებლები

 

                                        ბარი

  • ალექსი: – ოთხნი ვიყავით, ჯორჯი ბიჭი, ბნელო, კოსტა და მე– ლექსო.
  • ბარში ვიჯექით

 

ბარში ჯორჯი მიდის ბარმენ ეკასთან

 

  • ეკა, შე ბოზო.

კიდებს ხელს და კოცნის ტუჩებში, მერე მოხვევს ხელს და გაყავს გვერდით, ამ ყველაფერს კოსტა უყურებს.

  • ჯორჯი ბიჭი- ოთხივე მაგარი დაზმანულები ვიყავით, თავზე ბრიოლინი გვესვა, სიფათზე რეიბანები გვეკეთა, კისერზე ჯვარი და ოქროს ცეპები გვქონდა ჩამოკიდული, ხელებზე კი „ბრასლეტები“,
  • კოსტა: – იტოკში მაგარ ზმანებში ვართ
  • ალექსი: – ოთხივეს ჯიბეში მაგარი „ქსივა“ გვედო და ერთ ადგილზე გვეკიდა ბალი და ათიშაური

 (იწყებენ ერთმანეთის ხოცვის,  იმიტაციას, „ომობანას“ თამაშს, თითქოს ესვრიან ერთმანეთს არ არსებული იარაღებით. კოსტას გარდა ყველა „განგმირული“ ეცემა ძირს)

 

კოსტა: – მორჩით რა მაიმუნობას, ადექით რა, ხო იცით ვერ ვიტან ეგეთ რაღაცეებს.

 

                       ბიჭები სიცილით დგებიან

 

  • ბნელო: – რა იდიოტი ხარ კოსტა

  • ალექსი: – არ ვქნათ ეხლა რამე?
  • ბნელო: – ხო აბა რა, ვშვრებით დღეს რამეს?
  • ჯორჯი: -გავიდეთ.
  • კოსტა: -სად?
  • ჯორჯი: -გავიდეთ და გამოჩნდება რამე.
  • ალექსი: – გავედით თუ არა ვიპოვეთ რასაც ვეძებდით.

                                  ქუჩა

                        შემოდის პროფესორი

 

  • ალექსი: – ერთი პროფესორა ტიპი მოდიოდა,იღლიაში წიგნები ჰქონდა ამოჩრილი, ნაღდად მართლა ვინმე პროფესორი იყო, თორემ სხვა ვინ სირი ივლიდა 93 წლის ზამთარში თბილისში, ღამით?
  • ბნელო: – მარტო გამოყლევებული ინტელიგენტი თუ გაბედავდა და დაიწყებდა სიარულს იქ, სადაც ჩვენ, ყოველ ღამე წრეებს ვურტყავდით
  • ჯორჯი: -ცოტა კი ჩაიჯვა, მაგრამ შიპიტი ნაღდად არ აუწევია, უბრალოდ სკოლის მასწავლებლივით აუწიკვინდა ხმა.
  • პროფესორი: – რა გნებავთ?
  • ჯორჯი: – თქვენ იღლიაში წიგნები გაქვთ ამოჩრილი?
  • პროფესორი: – დიახ.
  • ჯორჯი: – და წაკითხული გაქვთ ეს წიგნები?
  • პროფესორი: – დიახ…
  • ალექსი: – ვა, ჩვენს დამპალ დროში საიდან ასეთი ნაკითხი კაცი?
  • პროფესორი: – რა ბრძანეთ?
  • ალექსი: – ძალიან დამავალებთ თუ ცალი თვალით ჩაგვაჭყეტებთ მაგ წიგნებში, ბავშვობიდან ვგიჟდები წიგნების თვალიერებაზე.
  • მე არ წამომიღე ბიძაჩემო?
  • ჯორჯი: – ქიმიის წიგნი.ქიმიკოსი ხარ ბიძაჩემო?
  • პროფესორი: – დიახ.
  • ჯორჯი: -ასწორებს, ქიმია, იცი რა კარგად ვიცოდი სკოლაში მენდელეევი, ტაბულა, რაღაცეებს ვაფეთქებდით.
  • კოსტა: – კარგი რა ჯორჯი ბიჭი, პაჟარი არ გააჩინო.
  • ჯორჯი: –რა თქვი შე ნაბიჭვარო? (სცემს კოსტას)

ალექსი: – რა გჭირს? (გამოყავს)

ჯორჯი: – არაფერი.

  • ალექსი: – (პროფესორს, წიგნზე) ამ ბოზურ სიტყვას აქ რა უნდა?
  • პროფესორი: -რა ბრძანეთ?
  • ალექსი: – აუ ამას ნაღდად არ ველოდი შენგან ბიძაჩემო.
  • პროფესორი: – რას არ ელოდით? რა წერია?
  • ალექსი: – მაგას როგორ გავიმეორებ.
  • კოსტა: – ეგ რაა ძმაო, აქ კი ისეთი ყლეობა წერია, რომ ნაღდად პიდარასტობას აქვს ადგილი.
  • პიდარასტი ხარ ბიძაჩემო?
  • პროფესორი: – რა ბრძანეთ?
  • კოსტა: – ერთი სიტყვა ასო „მ“ ზე იწყება, მეორე „ტ“ ზე და მესამე „ყ“ ზე.
  • ბნელო: – რა ნაბოზვარი ვინმე ყოფილხარ ბიძაჩემო.
  • ჯორჯი: – თქვენი ასაკის კაცი ამას არ უნდა კადრულობდეს, რა მაგალითს აძლევთ ახალგაზრდობას.?
  • პროფესორი: -რატომ ხევთ წიგნებს?
  • ბნელო: – შემეხე კიდეც ბიძაჩემო? ოოოო, ეხლა კი მართლა უნდა დაისაჯო

– ჯორჯი: -შეყვარებული გწერს ბიძაჩემო? რომანტიკა და რამე?

  • ალექსი: – „ჩემო ძვირფასო, ჩემო საყვარელო, რომ იცოდე როგორ მომენატრე, სულ შენ მედარდები, სულ შენზე ვფიქრობ…..“
  • ჯორჯი: -ბიძაჩემო შენ ყოფილხარ გარყვნილ – გათახსირებული კაცი,
  • შენ ასაკში რა დროს ჩემო ძვირფასო და საყვარელოა?
  • კოსტა: -ეს ყოფილა ჩემი პატარა პედარასტივი.

 

ჯორჯი თავზე ახევს წერილებს, პროფესორი შეურაცყოფისა და უძლურობისაგან მხოლოდ იმას ახერხებს, რომ შეაფურთხებს ჯორჯის, სხვები კვდებიან სიცილით, ჯორჯი კი იღებს ჯიბიდან იარაღს და ესვრის პროფესორს.

 

  • კოსტა: –რა ქენი? მოკალი?
  • ჯორჯი: = აბა რა მექნა?

   – ალექს, ნეტა იქ ზევით, თუ არის რამე?

  • ალექსი: – თუ არის ნაღდად იქაც ისეთივე ხალხი ცხოვრობს, როგორიც აქ, დაბლა და იქაც ისეთივე სირული ცხოვრებაა.
  • ჯორჯი: – ეგრე იქნება
  • კოსტა: – როგორ დაბრიდე ე ?
  • ჯორჯი: – აი ასე.
  • (იწყებენ ერთმანეთის ხოცვის იმიტაციას, „ომობანას“ თამაშს, თითქოს ესვრიან ერთმანეთს არარსებული იარაღებით. კოსტას გარდა ყველა „განგმირული“ ეცემა ძირს)

  

კოსტა: – ადექით რა, ხომ იცით ვერ ვიტან ამ მაიმუნობას

             ბიჭები სიცილით დგებიან.

ბნელო: – აუ კოსტა, მართლა იდიოტი ხარ, შენ ძმობას ვფიცავ,  რით ვერ მიეჩვიე ამ მაიმუნობას?

                  შემოდის ლოთი

ლოთი: – (მღერის) სამშობლო, გჯეროდეს.

ბნელო: – შენ აქ რამ მოგიყვანა შე მადლიანო შენა

ლოთი: – ამოდის მზე და აღებს კარს…

ბნელო: – (ერთად) ასე ნანატრი თავისუფლება,,,

 

 ლოთი ჯერ ჯდება, იღებს ჯიბიდან სათამაშო მანქანას და თამაშობს თავისთვის მანქანით: „ვუუუუ“

 

ლოთი: – აუ ჯიგრებო, ხვალის პახმელიის ამბავში, რამით ხომ ვერ დამეხმარებოდით?

ბნელო: – როგორ არა, აი.

ლოთი: – ხვალის პახმელიის პონტში ვერ დამეხმარებით?

ალექსი აფურთხებს, კოსტა პანღურს ურტყამს

  • ალექსი: = მოიცა, დავეხმაროთ.
  • ლოთი: – ხვალის პახმელიის პონტში
  • ესვრიან მონეტებს და გადიან, ჯორჯი რჩება. ლოთი იღებს ჯიბიდან სათამაშოს და ისევ თამაშობს, ჯორჯი ბრუნდება და წაართმევს სათამაშოს
  • ლოთი : – მომეცი, ჩემია, ჩემი

 

ჯორჯი სცემს

 

  • ლოთი: – დამარტყით დამარტყით
  • ალექსი ურტყამს წიხლს, მერე ჯორჯი.
  • კოსტა: – კარგი რა ცოდოა
  • ჯორჯი: – რაა? მიდი ეხლავე და შენც დაარტყი, მიდი რო გეუბნები

 კოსტაც ურტყავს

  • ლოთი: – დამარტყი, მაინც აღარ მინდა სიცოცხლე ამ დამპალ ქვეყანაში.
  • ალექსი: -რატომ აღარ გინდა სიცოცხლე, ძალიან დამპალია ეს ქვეყანა?
  • ლოთი: –არის ხო, , თქვენისთანა ნაბიჭვრებით რომ გაივსო ქვეყანა ამიტომაა დამპალიცა და აყროლებულიც,

არავის შიში თქვენ არ გაქვთ და მორიდება, აღარც წესია და აღარც კანონი და თქვენისთანა ნაბიჭვრების ხელშია ეს ქვეყანა.

  • მიდი დამარტყი, აქ მოხუცებს მაინც აღარ დაედგომებათ და თუ მომკლავთ შეიძლება მადლობაც გადაგიხადოთ…..

ბნელო: – აუ ეს რაღაცას გამოგვტყუებს ბოზისშვილი ვიყო.

ლოთი: – შენ არა, შენ, მიდი აბა მომკალი. შეიძლება მადლობაც კი გითხრა.

ჯორჯი: – წადი რა კაცი არა ხარ? წადი

ლოთი აგრძელებს თამაშს. „ვუუუუ“

ჯორჯი: – რა ვუ, რა ვუ (ცემს სასიკვდილოდ ლოთს, გამოდის გვერდზე,) (კოსტას) მომეცი რამე, ხელი გამაწმენდინე. რას კანკალებ ბიჭო?

კოსტა: -სახლებში ხომ არ დავიშლებით, არ ვიდიჟენიოთ?

ალექსი: – რო მოფსა და დაიძინო არა?

ბნელო: – აბა სახლებში რა უნდა ვაკეთოთ რო? ტელევიზორში მარტო ბაბუ აბოლებს ხალხს ან ზვიადაზე ბაზრობენ

ჯორჯი: – რა გინდა ბიჭო? რას მიყურებ?

კოსტა: – რას გიყურებ? ბუხ!

 

(იწყებენ ერთმანეთის ხოცვის,  იმიტაციას, „ომობანას“ თამაშს, თითქოს ესვრიან ერთმანეთს არ არსებული იარაღებით. კოსტას გარდა ყველა „განგმირული“ ეცემა ძირს)

 

კოსტა: – კარგით რა ნუ მაიმუნობთ. ხომ იცით რომ მეზიზღება

ბნელო: – ვაიმე, რა ვერ მიეჩვიე შე ჩემა

ჯორჯი: – და შენ? შენ მიეჩვიე შე გოიმო?

ალექსი: – წამო წავიდეთ. კოსტა შენ თუ გინდა დარჩი.

ჯორჯი ბიჭი: – რას ეყუდები? ვინ გოიმმა დატოვა, თეთრი 09 და თან სამარა…. გამოაგორე.  საკეტები ადევს, ე კოსტა, მიდი კოსტა, მიდი.

კოსტა რის კოსტა იყო, ცოტა წაუჩხიკინა და მანქანას მოვახტით.

 

                   სხდებიან მანქანაში

 

ბნელო: -სტო სოროკით ვგრიალებდით ქუჩებში და რამოდენიმე მანქანას ჩავაჯვევინეთ.

კოსტა: –  ერთი ორ გამვლელს პატარა ინფარქტიც ავკიდეთ,

ჯორჯი: – გამვლელები აღარ დარჩნენ და  კატებ და ძაღლები რომ დავჭყლიტოთ არა?,

ბნელო: – წამოდი მერე

ალექსი: – ნახე ბიჭო მილიციის მანქანაც გაგვეჩითა, მაგრამ ნივიჟუს გვიკეთებენ

ჯორჯი: – აბა რას იზამენ, ისეთი სივა გვაქვს პაგონებს დავახევთ. მაგათ იციან ლექსო, რომ ჩვენ რომ ესე ვატრაკებთ, მაგის ტრაკი გვაქვს და რომ მაგათ მაგის ტრაკი არა აქვთ.

                     ჩერდებიან

ალექსი: – ე, ნახე რა ბაითია?

ჯორჯი: – მერე?

ალექსი: – რა მერე? ვესტუმროთ.

                   მწერლის ბინა

          მწერალი და მისი ქალიშვილი

ქალიშვილი: ეს შენ (ჩაის უწვდის) რას წერ?

მწერალი: – აი ნახე.

ბიჭები ფეხებს აბრახუნებენ.

  • გოგონა: -ვინ გნებავთ?
  • ალექსი: – ქალბატონო, დიდი ბოდიში ასეთ უდროო დროს, რომ გაწუხებთ, მაგრამ მეგობარი გაგვიხდა ცუდად და იქნებ სასწრაფო გამომაძახებინოთ.
  • გოგონა: მამა!
  • ყველა: – მამა!
  • მწერალი: – ვინ ბრძანდებით?
  • აუ ბიძაჩემო  წყალი მაინც მოგვაწოდეთ, მეგობარი გვიკვდება

            ბიჭები შედიან ბინაში

  • მწერალი:: უკაცრავად სად მიბრძანდებით?
  • ბნელო: –მეფსია. გვეფსია სუყველას
  • კოსტა: აუ რა ნაშაა.(შედის)
  • მწერალი: სად მიდიხართ?
  • ალექსი: – ეფსია. (თვითონაც შედის)
  • მწერალი: – რა ხდება? სად მიდიხართ?
  • ალექსი: – (შიგნიდან) ხომ გითხრეს გვეფსია.
  • მწერალი: – ვერ გავიგე რა ხდება?
  • ჯორჯი: – ბნელო, რაღაც ვერ გაიგო, მიხედე.
  • მწერალი: – ახალგაზრდავ, მაგას ხელს ნუ ახლებთ…
  • ბნელო: – თითი გაწიე, არ გაგივარდეს. ერთი კითხვა მაქვს, აი ეს გოგო…
  • მწერალი: – რა ეს გოგო? ჩემი ქალიშვილია.
  • ბნელო: – ქალიშვილია? ხო ხედავ შე ჩემა, რომ გეუბნებოდი ქალიშვილია თქო და არ არის ქალიშვილიო, ქალიშვილია? არაა პრობლემა…
  • მწერალი: – ვერ გავიგე რა ხდება?
  • ბნელო: – რა ვერ გაიგე? რაამე პრატივნი გრძნობა თუ გაქვს ჩვენს მიმართ, შუსტრად ამოიგდე გულიდან.
  • მწერალი: – ძალიან გთხოვთ არ გინდათ.
  • ბნელო: – რა არ მინდა?
  • მწერალი: – ახალგაზრდებო, ძალიან გთხოვთ, ვიხუმრეთ და ეხლა წადით.

მე ეხლა მილიციას გამოვუძახებ.

კოსტა: – აუ არა რა ბიძაჩემო, არ დაგვღუპო.

ბნელო: – მიდი. მიდი დაუძახე.

     ქალიშვილი აპირებს ტელეფონზე დარეკვას

ბნელო: – სად რეკავ?

ქალიშვილი: მილიციაში.

ბნელო: – მილიციაში? გინდა ერთად დავრეკოთ? რა ნომერია? ნოლ დვა. ალო, მილიციაა? (გოგოს) ერთი წამით, ყურები დახუჭე. მილიციაა? ხოდა თქვენი დედა მოვტყან სუყველასი. მაშ ქალიშვილი ხარ? არაა პრობლემა.

  • ჯორჯი: – ლექსო, ეგ არის? უკაცრავად თქვენ მწერალი ხართ ბიძაჩემო?
  • მწერალი: – დიახ, მწერალი ვარ.
  • ჯორჯი: – ლექსო, ეგ არის.
  • ლექსო: – კოსტა ხელი გაუშვი.
  • კოსტა: – რატომ?
  • ჯორჯი: – რა რატომ შე უწიგნურო. გაუშვი ხელი. ბოდიში. აზრზე ხარ მე რომანები როგორ მიყვარს. (ბნელოს) ტომ სოიერი წაკითხული გაქვს?
  • ბნელო“ – არა ბოზიშვილი ვიყო.
  • ჯორჯი: – ყაყიტას ქურდები?
  • ბნელო: – იასნია.
  • ალექსი: – დაბრძანდით. რომანია?
  • მწერალი: – დიახ, რომანია.
  • ალექსი: – მექანიკური ფორთოხალი? სათაურია?
  • მწერალი: – დიახ, მექანიკური ფორთოხალი სათაურია.
  • ალექსი: -რა ყლეობაა? ბარემ დასაქოქი ფორთოხალი დაგერქმია.
  • მწერალი: – ახალგაზრდებო, ძალიან გთხოვთ, აი, გამომართვით ფული და წადით.
  • კოსტა: – მაგაზე გაწყენინებთ ბიძაჩემო.(ართმევს ფულს)
  • ალექსი: – (კითხულობს) „ყოველგვარი მცდელობა თავს მოვახვიოთ პიროვნებას კანონები, მიგვიყვანს იქამდე, რომ პიროვნებაში წავშლით პიროვნებას და მას მექანიკურ თოჯინად ვაქცევთ.“ გაიგე რამე?
  • ჯორჯი: – მეღადავები?
  • ალექსი: – რა ყლეობაა.

იწყებენ ბინაში ყველაფრის მტვრევას

-ქალიშვილი: – გაეთრიეთ!

– კოსტა: – არ ჩაგვიშალა კონცერტი

გოგო: – გაეთრიეთ.

ჯორჯი: – რაო?

გოგო: – გაეთრიეთ.

ჯორჯი: გაეთრიე შე ბნელო და გაუნათლებელო,

ბნელო: ცუდად მოვიქეცი?

ჯორჯი: – აბა რა არის ეს?

ალექსი: – ხო გავეთრიოთ.

ბნელო: – მე მხოლოდ მოფსმა მინდოდა

კოსტა: რა იყო მოვფსით, მეტი ხო არაფერი.

გოგო: – ნაბიჭვრები.

ბნელო: – ვიზე თქვა?

ჯორჯი: – შენზე.

ბნელო: – ჩემზე?

კოსტა: – ბნელო შენ ხარ ნაბიჭვარი?

ალექსი: – ძალიან ლამაზი ქალიშვილი გყავთ.

ბნელო: – ლექსო, რანაირადა ვარ ნაბიჭვარი, ზუსტად ვიცი მამაჩემმა დედაჩემი რომ მოიყვანა 9 თვეში მე გავჩნდი.

ალექსი: – ნაღდად?

ბნელო: – ბოზიშვილი ვიყო. (კოსტას) რა გაცინებს?

  • ალექსი: – ხოდა მაშინ, ეს კაცი ისე დასვით ყველაფერს, რომ ხედავდეს და თან ხელიც არ შეგვიშალოს.
  • ბნელო: – ეხლა ვნახოთ ნაბიჭვარი ვინაა.

 

მწერალს აბამენ სკამზე და თვით რიგრიგობით აუპატიურებენ ქალიშვილს

 

ჯორჯი: – ეხლა ცოტას გაგაგრილებთ……(აშარდავს)  ლექსო, ამათ ესე ხო არ დავტოვებთ?

ალექსი: – დაიკიდე, წავიდეთ.

ჯორჯი: – მოიცა, უხერხულია. უმადურები ხომ არა ვართ. (ქაღალდისგან აკეთებს ყვავილს და უწვდის ქალიშვილს): გილოცავ, ზატო აღარა ხარ ქალიშვილი, ეს შენ, დამირეკე. კოსტა მომეხმარე.

  • ბნელო: – წავედით.

მანქანით ცოტას გაისეირბენ და მერე ჩერდებიან

-ბნელო: – რას შვრები?

– კოსტა: – ბენზინი გაუთავდა ამ დედა აფეთქებულს. 

– ჯორჯი: – აქ  დავაგდოთ თუ მდინარეში გადავაგდოთ?

– ალექსი: – მაგარი აზრია, მტკვარში გადავაგდოთ.

აგდებენ მანქანას მტკვარში და თვითონ ფეხით აგრძელებენ გზას

  • ჯორჯი: – სადა ვართ ე?
  • ბნელო: – სადღაც ტრაკში
  • ჯორჯი: – თბილისია?
  • ბნელო: – ხო, თბილისია.
  • ჯორჯი: – ის რა არის რო ანათებს?
  • ბნელო: -მეტრო
  • ალექსი: – ჯორჯი, რამდენი ხანია მეტროში არ ყოფილხარ?
  • ჯორჯი: – ვაბშე არ ვყოფილვარ.
  • ალექსი: – მოდი მეტროთი წავიდეთ.
  • ჯორჯი: – დავაი.

  

                 მეტრო. ვაგონში.

 

კოსტა: – ე, კაციშვილი არაა,

  • ბნელო: – ამ დილა უთენია რა უნდათ.
  • ალექსი: – რო კითხო ძმაო ამ გამოყლევებულ ქართველებს, ქვეყანაში სამსახური არა აქვთ, ტრაკის განძრევა არ უნდა არავის.
  • ჯორჯი: – რამდენ წუთს მიდის მატარებელი სადგურიდან სადგურამდე?
  • ალექსი: – სამ – ოთხ წუთს.
  • ჯორჯი: – მერე სამი ოთხი წუთი ასე ყლეებივით ვიჯდეთ.?

 

ბნელო: – საღოლ ჯორჯი ბიჭი, მივლეწოთ აქაურობა.

 

ლეწავენ, ამასობაში ვაგონში შემოდის კაცი, ბიჭები მას დაერივნენ, ჯორჯი ცდილობს ხელიდან საათი წაგლიჯოს, კაცი არ აძლევს, ჯორჯი დანას ურტყავს და ართმევს საათს.

 

ჯორჯი: – (კოსტას)  რას მიყურებ?,

კოსტა: – არაფერს.

ჯორჯი: –  ლექსო, ნახე რა საათია

ალექსი: – ზარია, გადააგდე, სავეტსკი ნაგავია, ან  ბნელოს აჩუქე

ჯორჯი: – ბნელო, მოდი. აი ეს შენ

ბნელო: – ვა, „ზარია“? აუ, სპასიბა რა.

                ჯორჯი ისევ ზეცას შესცქერის

ჯორჯი: – იქ მართლა არაფერია?

ალექსი: – არაფერი

ჯორჯი: – საერთოდ არაფერი?

ალექსი: – საერთოდ არაფერი.

ჯორჯი: – იასნია, ჩვენ აქ ვართ და იქ ვინ უნდა იყოს, ჰოდა მაშინ ასე ვქნათ….ბუხ!

(იწყებენ ერთმანეთის ხოცვის,  იმიტაციას, „ომობანას“ თამაშს, თითქოს ესვრიან ერთმანეთს არ არსებული იარაღებით. კოსტას გარდა ყველა „განგმირული“ ეცემა ძირს)

 

კოსტა: – მორჩით რა მაიმუნობას.

ბნელო: – ეს მართლა გამოყლევებულია რა.

ალექსი: – ეხლა რა ვქნათ?

ჯორჯი: – წავიდეთ ბარში.

 

                          ბარი

ალექსი: – ბარში საერთოდ  თინეიჯერობა ჩითავს ხოლმე, მაგრამ ეხლა მხოლოდ ვზროსლები იყვნენ…

 

ვიღაც კაცი „წინ წყაროს“ მღერის

 

ბნელო: – რამე ნორმალური არ შეიძლება….

 

ალექსი: – დაიწყეს თუ არა სიმღერა, თითქოს უცხო ჩიტი შემოფრინდაო ბარში, დამბურძგლა და ხვლიკებმა დამირბინეს ზურგში. მუსიკა ღუბლებიდან ჩამოსულ სინათლეს მაგონებს, ის ყველაზე მშვენიერია რაც კი არსებობს ამ ქვეყანაზე. როცა კარგ მუსიკას ვუსმენ ნეტარება მიტანს სულ სხვადასხვა სახეები მიდგება თვალწინ

ბნელო: – ჩართე რამე სხვა რა….

 

ჩაართვევინებს თანამედროვე მუსიკას

 

  • ალექსი: -(ურტყავს ბნელოს) ჩუმად რა შე დამპალო ნაბიჭვარო.
  • ბნელო: – ე, რატომ მირტყავ ძმაოოოო?
  • ალექსი: – ხელს მიშლი
  • ჯორჯი: – ხო მაგრამ რა წესია ასე გამეტებით ურტყა მეგობარს და თანაც ხალხში, ეგ რომ ჩემთვის გექნა, მე ლიჩნად არ შეგარჩენდი.

ალექსი: – რა?

ჯორჯი: – არ გაპატიებდი

  • ალექსი- უნდა გამიგო რა ბნელო, გიჟი ვხდები ხოლმე, ვინმე რომ მუსიკის დროს ჩაერთვება ხოლმე, მაგ დროს ჭკუიდან ვდგები.
  • ბნელო: – ხო, გიჟი ხდები. (ვითომ იარაღს ესვრის, ისევ უნდათ „ომობანას იმიტაცია, მაგრამ ჯორჯი აჩერებს)
  • ჯორჯი: – გვეყოფა ეს მაიმუნობა
  • ალექსი: -ხარაშო რა, ერთი თიში ძილი გვინდა ყველას.
  • ბნელო: – დავიშალოთ ბიტლებივით.
  • ჯორჯი: – მე ლიჩნად მაწყობს, ხვალ იმავე დროს ბარში. მოსულა?
  • კოსტა: – მოსულა.

              ბიჭები მიდიან, ალექსი რჩება და მუსიკას უსმენს

 

ალექსი: – ვუსმენდი ამ საოცარ მუსიკას და მთელ სხეულზე ტალღა გადამდიოდა.ყოველგვარ ნეტარებაზე უფრო მაგარია მუსიკა რადგამ მუსიკა ცოცხლდება.აი ეხლაც ხალხის სახეებს ვხედავ და ვურტყავ მათ სახეში ფეხებით.

 

                       ფირფიტების მაღაზია

                      არმენა და ორი ბოზი

  • არმენა: -გოგოებო როგორ ხართ? კარგი მუსიკა გინდათ?
  • 1 ბოზი: -რამე რუსულები არა გაქვს?
  • არმენა: – როგორ არა. ანჟელიკა ვარუმი „ლა ლა – ფა“ ფირმა „მელოდია“
  • 2 ბოზი: – ეგ გვაქვს.
  • არმენა: – კირკოროვი?
  • 2 ბოზი: – ეგეც. რამე უფრო ზავადნოი არ გაქვს?
  • არმენა: – მაიკლ ჯექსონი, ლუნნაია პახოდკა
  • 1 ბოზი: – ეგეც გვაქვს.
  • არმენა: – ვა, სად იშოვეთ, ამ ქალაქში არიგინალები მარტო მე მაქვს.

  • შემოდის ლექსო

 

  • არმენა: – ვა ლექსო ჯან?
  • ალექსი: – ზდაროვა, მოიტანე?
  • არმენა: – მოგიტანე, ბალგარიიდან ჩამოვიდა, ეხლავე.
  • 1 ბოზი: – (ალექსის) შენ აქ ცალკე გემსახურებიან?
  • ალექსი: – ხო, რა არის რო?
  • 2 ბოზი: – იქნებ ჩვენც გვინდა, რომ მოგვემსახურონ.
  • არმენა: – აი, ლექსო ჯან, ბეთხოვენ, ლუდვიგ ვან, კარაიან, ფონ.
  • ალექსი: – რამდენი გინდა?
  • არმენა: – აბიჟაეშ, არაფერი.
  • ალექსი: -(ბოზებზე) ესენი ვინაა?
  • არმენა: – პუტანი ნუ, პროსტო ხუდიე. აი გასაღები. შეიყვანე კაბინეტში

 

  • ალექსი: – (ბოზებს) აქ შემოდით.
  • 2 ბოზი: – რომელი?
  • ალექსი: ორივე შემოდით.
  • 1 ბოზი: – დეტკა შევიდეთ.

     ალექსის შეყავს ორივე კაბინეტში

  • წადით წადით თქვენი დედაც მოვტყან…
  • შემოდის ჯორჯი, კოსტა, ბნელო
  • არმენა: – ვა ჯორჯი ბიჭი, ზდაროვა ბნელო.
  • ბნელო: – ამის ბნელოც რომ გავხდი, დაახვიე.ნელო: – ამის ბნელოცეძახიან
  • ლექსოოოოო.
  • ლექსო: ე, აქ რა გინდათ?
  • ჯორჯი: – ბარში ვისხედით და რომ არ მოხვედი, ვიფიქრეთ იქნებ გატეხილშია გუშინდელ ამბის გამო თქო და მოგაკითხეთ.

ლექსო: – თავი მისკდებოდა და ცოტა წავუძინე.

ჯორჯი: – თავი გტკიოდა?

ლექსო: – ჰო რა

ჯორჯი: – იცი რატომ გტკივა თავი? იმიტომ, რომ ყველას მაგივრად შენ რომ ფიქრობ იმის ბრალია ალბათ.

ლექსო: – მოიცა, მოიცა, მეაზვები? თუ ინტელექტის დონემ აგიწია და მიმალავ?

ბნელო: – ყველას ჩვენ ჩვენი ცხოვრება გვაქვს ძმაო.

ლექსო: – რაო ბნელო? შენც ხო არ გინდა რამე მითხრა?

ჯორჯი: – ბნელოს შეეშვი, გვეყო ვეჩნად შენს ჭკუაზე სიარული.  

ლექსო: – რაღაც ძალიან გაბლატავდით, მოხდა რამე?

ჯორჯი: – ხო ჩვენ გავბლატავდით.

არაფერი ისეთი, მაგარი ნაკოლი მოგვცეს

ლექსო: – ვინ მოგვცა?

ჯორჯი: – გასიებულმა ებრაელმა, მუდომ.  დიდი მაყუთის ამბავია.

ლექსო: – მუდომ? სად ბებიაჩემთან გაგზავნით.

კოსტა: – ერთი ადინოჩკა ქალი ცხოვრობს მარტო, ბევრი ოქროთი და  ანტიკვარით.

ლექსო: – სულ მარტოა?

ბნელო: – კატები ყავს ბევრი.

ლექსო: – კატები? საყვარლები.

ჯორჯი: – თუ არ გინდა ნუ გინდა- მოვრჩეთ ბაზარს, .

ლექსო: –  წავედით.

 

                    ქალის ბინა. ბიჭები აკაკუნებენ კარებზე.

 

ქალი: – რომელი ხარ?

ლექსო: – წყალი მომაწოდეთ და სასწრაფოში დარეკეთ.

ქალი: – თავი გამანებეთ! კარგად ვიცნობ თქვენისთანებს, ჯერ კარებს გამაღებინებთ და მერე მათხოვრობას დაიწყებთ.

ჯორჯი: – რა ვქნათ ლექსო? მაგასთან მარტო იმ ფორტოჩკიდან თუ შეძვრება კაცი,

მაგრამ იქ ვინ აძვრება?

ლექსო: – რა პრობლემაა.? კოსტა

კოსტა: – მე შანსი არაა, ფეხი მაქვს დაჭიმული.

ბნელო: – მე გუშინდელი ჩხუბის მერე ხელი მაგრად მტკივა.

ჯორჯი: – მე კი ხო იცი, რომ მე და სპორტი მაგრად შორსა ვართ.

ლექსო: – კარგი, რა პრობლემაა, მე გადავძვრები და გაგიღებთ შიგნიდან კარებს.

 

შედის ბინაში, ათვალიერებს, დაინახავს ბეთხოვენის ბიუსტს.

              

  • ალექსი: – ვა ბეთხოვენ?

შემოდის ქალი

 

ქალი: – რას დაძვრები სხვის ბინაში? გადი აქედან.

 

ასხამს სახეში გაზს, იწყება ქალის და ალექსის ბრძოლა, ალექსი მიახრჩობს ქალს, ისმის მილიციის სირენის ხმა, ალექსი ცდილობს ფანჯრიდან გადაძრომას.

 

ბნელო: – მოიცა, მოიცა, სად მირბიხარ?

 

ურტყავს და ძირს, უკან ბინაში აგდებს.

 

ჯორჯი: – პოლიცია რომ მოვა, ვიღაც ხომ უნდა დახვდეს და შენზე საპატიო კაცს კი სად ვიპოვნით….

ბნელო: – მე დავრჩებოდი, მაგრამ ხომ იცი რამე ყლეობას ვიტყვი და შეგარცხვენ.

 

მოდიან მილიციელები, ანათებენ სახეში ფანრებს

 

ლექსო: – რა გინდათ ჩემგან? რას დამესიეთ ძაღლებივით?

პოლიციელი: – სიტყვები შეარჩიე, ბიჭო. გაები ძმაკაცების დაგებულ მახეში? ამ ქალს თუ დაენძრა, წასულია შენი საქმე.

ლექსო: = მე რა შუაში ვარ? სამი კაცი მადგა თავზე, ძალით გამაღებინეს კარი, მე გინდათ შემტენოთ ყველაფერი?

პოლიციელი: – შე საწყალო, მართლა ცუდ დღეში     ჩავარდნილხარ, მაგრამ არა უშავს, ეხლა დროის მეტი რა გექნება, იჯექი და წერე, როგორ გახადეს მკვლელი მოძალადეებმა საწყალი ლექსო.

ლექსო: – ეეე, მოიცა, საიდან მიცნობთ?

პოლიციელი: – ვინა არ იცნობს ლექსოს და მის ბანდას, ძმაკაცებიც შესაფერისი გყავს, ნარჩევი.

ლექსო: – არავითარი ბანდა და ძმაკაცები მე არ მყავს, ვიღაცაში გეშლებით.

პოლიციელი: – კარგი გეყოფა ლექსო, ეხლა დავისვენოთ ცოტა და მერე გავაგრძელოთ.

ლექსო: – საიდან მიცნობთ?

 

ლექსო გაყავთ, პოლიციელთან მიდის ქალი, რომელიც ლექსომ „დაახრჩო“

პოლიციელი: – დაიღალე? ეხლა ცოტა დავისვენოთ და მერე გავაგრძელოთ საქმე.

 

                  

მეორე მოქმედება

 

           ლაბორატორია

 

სლავა ექიმი: – დავიწყოთ, დავიწყოთ, დაიკავეთ თქვენი ადგილები,

მიშა ექიმი: – с кого начнем?  С Лексо? Будем слущать его рёв?

ანი: – არა, არ ღირს, ჯობია იმ პატარა ბიჭით დავიწყოთ, რა ჰქვია?

სლავა: – კოსტა, კოსტა, ჰქვია, კი ბატონო კოსტათი დავიწყოთ,

 

სლავა: – ეპიზოდი 1.  ბარი.

 

თამაშდება პიესის სულ პირველი ეპიზოდი ბარში,

ბარში ჯორჯი მიდის ბარმენ ეკასთან

  • ეკა, შე ბოზო.

კიდებს ხელს და კოცნის ტუჩებში, მერე მოხვევს ხელს და გაყავს გვერდით, ამ ყველაფერს კოსტა უყურებს.

 

ანი: – შეხედეთ, მოსწონს ის გოგო

სლავა: – ხო, თავისი მეგობრის გოგო მოსწონს.

მიშა: – და, ნო ნე პოკაზივაეტ, პონიმაეტ, ჩტო ნელზია.

სლავა: – ვნახოთ, რაზე ფიქრობს?

ანი: – ვნახოთ, საინტერესოა.

 

ჩართავენ კოსტას ფიქრების ხმას

 

კოსტა: – აუ რა გოგოა……, რა უბედურებაა? რატომ ევასებათ ლამაზ გოგოებს ასეთი ტიპები? მე რითი მჯობია ეს ჯორჯი ბიჭი, მოიცა, მეც შემიყვარებენ გოგოები, მეც მეყოლება ბევრი ქალი  

                         

                              ლაბორატორია

 

სლავა: – მოდი ვნახოთ ეპიზოდი 2. ქუჩა.

 

თავიდან თამაშდება პროფესორის მოკვლის სცენა:

– ჯორჯი: -შეყვარებული გწერს ბიძაჩემო? რომანტიკა და რამე?

  • ალექსი: – „ჩემო ძვირფასო, ჩემო საყვარელო, რომ იცოდე როგორ მომენატრე, სულ შენ მედარდები, სულ შენზე ვფიქრობ…..“
  • ჯორჯი: -ბიძაჩემო შენ ყოფილხარ გარყვნილ – გათახსირებული კაცი,
  • შენ ასაკში რა დროს ჩემო ძვირფასო და საყვარელოა?
  • კოსტა: -ეს ყოფილა ჩემი პატარა პედარასტივი.

 

ჯორჯი თავზე ახევს წერილებს, პროფესორი შეურაცყოფისა და უძლურობისაგან მხოლოდ იმას ახერხებს, რომ შეაფურთხებს ჯორჯის, სხვები კვდებიან სიცილით, ჯორჯი კი იღებს ჯიბიდან იარაღს და ესვრის პროფესორს.

 

  • კოსტა: –რა ქენი? მოკალი?
  • ჯორჯი: =აბა რა მექნა?

 

                                ლაბორატორია

 

მიშა: – переживает,

ანი: – ხო, ღელავს, გულწრფელად ღელავს.

სლავა: – აბა ეხლა ვნახოთ, რაზე ფიქრობდა იმ მომენტში.

 

          კოსტას ფიქრი:

 

კოსტა: –  აუ ეს ვინ ყოფილა? როგორ გააგორა უდანაშაულო კაცი, ხომ შეიძლებოდა ეს კაცი ბაბუაჩემი ყოფილიყო, აუ რა ბაბუაჩემი, ეს მეც დამბრიდავს რამე, რომ იყოს, მაგარ შარში ვარ, უნდა დავეთესო, ამათი დედაც, მე, რომ ციხეში ჩამსვან დედაჩემს რა ეშველება? აუ დედა, მაპატიე რა, დედა, მაპატიე, რომ არ დაგიჯერე, ხომ მეუბნებოდი გაანებე მაგათ თავიო, არ დაგიჯერე და აი გავები შარში, დედა მაპატიე დედა….

 

           ლაბორატორია

 

სლავა: – გასაგებია.

მიშა: – а что он думал в момент предательство?

სლავა: – მართალია, საინტერესოა, ღალატის დროს რას ფიქრობდა.,?

 

ისევ თავიდან თამაშდება სცენა როდესაც ბიჭები ალექსის მიუგდებენ მილიციას:

ისმის მილიციის სირენის ხმა, ალექსი ცდილობს ფანჯრიდან გადაძრომას.

 

ბნელო: – მოიცა, მოიცა, სად მირბიხარ?

 

ურტყავს და ძირს, უკან ბინაში აგდებს.

 

ჯორჯი: – პოლიცია რომ მოვა, ვიღაც ხომ უნდა დახვდეს და შენზე საპატიო კაცს კი სად ვიპოვნით….

ბნელო: – მე დავრჩებოდი, მაგრამ ხომ იცი რამე ყლეობას ვიტყვი და შეგარცხვენ.

 

             კოსტას ფიქრი:

 

კოსტა: –  მე რა შუაში ვარ? დაუჭამიათ ერთმანეთი, უნდა მოვუტყდე რამენაირად, მე რომ რამე დამემართოს დედაჩემი ხომ შიმშილით მოკვდება, ამათთან ყოფნა კი ნაღდად დამღუპავს,

 

სლავა: – ერთნაირად იქცევა და ფიქრობს.

მიშა: – не интересно, он не нужен

ანი: – ხო, არაა საინტერესო.

სლავა: – წავიდეს?

მიშა: – და, პუსტ ჟივეტ.

 

ქუჩა. შემოდის ბარმენი ეკა

 

კოსტა: – ვაა, ეკა.

ეკა: – ვაა, კოსტა,

კოსტა: – ეკა, გაგაცილებ კარგი?

ეკა: – გამაცილე

კოსტა: – რა ლამაზი ხარ ეკა

ეკა: – რაა?

კოსტა: – ჰო, ძალიან ლამაზი ხარ (კოცნის)

ეკა: – შენ რა, გაგიჟდი?

კოსტა: – ჰო ეკა, გავგიჟდი, დიდი ხანია გავგიჟდი

    

           ლაბორატორია

 

სლავა: – აბა ეხლა ვნახოთ „ბნელო“.

მიშა: – бнело это «темный»?

სლავა: – და, და, ტიომნი.

ანი – ეპიზოდი ბარში.

 

ისევ თავიდან თამაშდება სცენა ბარში როდესაც ალექსი სცემს ბნელოს.  

                         ბნელოს ფიქრი:

ბნელო: – აუ ამას მოუტყნავ ….. ნაბიჭვარი, თავზე არ დამაჯდა? სულ უნდა, რომ დამამციროს,მერე რა, რომ ქალაქში არ დავიბადე? როგორ დამარტყა? დანის გახსნა ვერ მოვასწარი, თორემ გავუყრიდი მუცელში, ნაბიჭვარი, რა გონია, მუსიკა მარტო მაგას ესმის და მე არა? გოგლიმოგლზე გაზრდილი, არ შევარჩენ, მე ვიყო ტრაკი თუ შევარჩინო.

ალექსი: – მაპატიე

ბნელო: – რას ამბობ ჩვენ ხომ ძმები ვართ.

 

           ლაბორატორია

 

ანი: – კარგი ბიჭია/

მიშა: – და ხაროში, ზლაპამეტნი.

სლავა: – კი კარგი ბიჭია, კიდევ ერთი საინტერესო ეპიზოდი აქვს, მიაქციეთ ყურადღება.

 

ისევ თავიდან თამაშდება სცენა მეტროში როდესაც ბიჭები მეტროში ჩადიან.

  • ჯორჯი: – სადა ვართ ე?
  • ბნელო: – სადღაც ტრაკში
  • ჯორჯი: – თბილისია?
  • ბნელო: – ხო, თბილისია.
  • ჯორჯი: – ის რა არის რო ანათებს?
  • ბნელო: – მეტრო
  • ალექსი: – ჯორჯი, რამდენი ხანია მეტროში არ ყოფილხარ?
  • ჯორჯი: – ვაბშე არ ვყოფილვარ.
  • ალექსი: – მოდი მეტროთი წავიდეთ.
  • ჯორჯი: – დავაი.

 

ბნელოს ფიქრი:

ბნელო: – აზრზე ხარ ცენტრს არ გაცილებიან, ნაბიჭვრები,ეცხოვრათ ამათ ჩემს სოფელში ტალახში, ყველაზე მაღალი სახლი, მილიციის უფროსის, გრიშა ციმაკურიძის ორსართულიანი სახლი რომ იყო ალბათ მაგრად დამცინებენ, რომ იცოდნენ, რომ სანამ ამათთან  მოვხვდებოდი, აი იმ სახლში ვქირაობდი ბინას.

 

    ლაბორატორია:

 

მიშა: –   ხაროში მალჩიკ, პროსტოი.

ანი: – კი, ძალიან კარგი ბიჭია.

სლავა: – მიაქციეთ ყურადღება, როგორი ოცნებით იხსენებს მილიციის უფროსის სახლს?

მიშა: – და, და. ი ონ ვსპომნილ პრო ეტოგო ნაჩალნიკა პოლიციი ვ ეპიზოდე ვ მეტრო.

 

ისევ თავიდან თამაშდება სცენა მეტროში როდესაც ჯორჯი კლავს კაცს და ართმევს საათს:

 

ჯორჯი: – (კოსტას)  რას მიყურებ?,

კოსტა: – არაფერს.

ჯორჯი: –  ლექსო, ნახე რა საათია

ალექსი: – ზარია, გადააგდე, სავეტსკი ნაგავია, ან  ბნელოს აჩუქე

ჯორჯი: – ბნელო, მოდი. აი ეს შენ

ბნელო: – ვა, „ზარია“? აუ, სპასიბა რა.

 

                 ბნელოს ფიქრი:

ბნელო: – აუ ესეთი საათი არ ჰქონდა მილიციის უფროსს?  წამზომით და კიდევ რაღაცით, ეს რაღაცა რისთვისაა საჭირო? ამათ, რომ ვკითხო დამცინებენ, არა უშავს, ჩავალ სოფელში და იმ ნაბიჭვარ პოლიციელს გამოვათრევ თავის ორსართულიანი სახლიდან, მივაყენებ მილიციის შენობასთან და სულ ცხვირ პირში ვურტყამ  ქსივას და  ვკითხავ ეს მეორე ისარი რისთვისაა საჭიროო?. 

 

                  ლაბორატორია

სლავა: – ა? როგორია? იქვე საათის პატრონი მოკლული გდია და ეს კი იმაზე ფიქრობს ვიღაც პოლიციელს როგორ შეახარბებს საათს.

მიშა: – ზამეჩატელნო.

სლავა: – მიხვდით?

ანი: –  ძალიანაც კარგი, სწორედ ასეთი ტიპები გვჭირდება კანონის სადარაჯოზე.

სლავა: – აბა ეხლა ჯორჯი ბიჭი ვნახოთ. ქუჩა.

 

ისევ თავიდან თამაშდება სცენა ქუჩაში, ჯორჯის და პროფესორის:

 

ჯორჯი: – იცით ეს რა არის? ქიმია, ქიმიის მასწავლებელი ხარ? იცი რა კარგად ვიცოდი მენდელეევი და ქიმია. …

                ჯორჯის ფიქრი:

ყველაზე ძალიან სკოლაში ქიმია მიყვარდა, განსაკუთრებით როცა ცდებს ვატარებდით ,სითხეებს ერთმანეთში ვურევდით და ვაფეთქებდით, სულ ხუთები მყავდა, ქიმიის მასწავლებელს მაგრად ვუყვარდი, მეც ძალიან მიყვარდა, ის სულ მებნებოდა შენგან დიდი ქიმიკოსი გამოვაო.

ქიმია ომში გამომადგა, ბომბი დავამზადე და ერთი სული მქონდა როდის ავაფეთქებდი,  ერთ სახლს შემოვარტყით წრე, ლევანას ვუთხარი, შენ აქ დარჩი თქო, და ხოხვით მივიპარე სახლთან, ჩემს მიერ დამზადებულ ბომბს ფითილზე ცეცხლი მოვუკიდე, სახლში შევაგდე და  ტალახში ჩავწექი, როცა ბომბი აფეთქდა და ტანზე აგურები დამეყარა, ჩემი ქიმიის მასწავლებელი გამახსენდა და გავიფიქრე: აი ეხლა ხომ იამაყებ ჩემითო, მაგრამ  როდესაც აფეთქებული სახლიდან ცეცხლმოკიდებული პატარა ბავშვი გამოვარდა ყვირილით „დედა მიშველე, დედა ვიწვი, ვიწვიო“ თავი მტკივა…. ფორმულის სახელს ვერ ვიხსენებ

        კოსტა: –ბიჭო პაჟარი არ გააჩინო

        ჯორჯი: – რა თქვი  შე ნაბიჭვარო.? (სცემს კოსტას)

     ალექსი: – რა გჭირს? (გამოყავს)

    ჯორჯი: – არაფერი.

                    ლაბორატორია

ექიმი: – როგორ მოგწონთ?, ვნახოთ შემდეგი ეპიზოდი.  „ლოთი“

ისევ თავიდან თამაშდება სცენა ქუჩაში, ჯორჯის და ლოთის:

 

  • მიდი დამარტყი, აქ მოხუცებს მაინც აღარ დაედგომებათ და თუ მომკლავთ შეიძლება მადლობაც გადაგიხადოთ…..

ბნელო: – აუ ეს რაღაცას გამოგვტყუებს ბოზისშვილი ვიყო.

ლოთი: – შენ არა, შენ, მიდი აბა მომკალი. შეიძლება მადლობაც კი გითხრა.

ჯორჯი: – წადი რა კაცი არა ხარ? წადი

ლოთი აგრძელებს თამაშს. „ვუუუუ“

ჯორჯი: – რა ვუ, რა ვუ (ცემს სასიკვდილოდ ლოთს, გამოდის გვერდზე,) (კოსტას) მომეცი რამე, ხელი გამაწმენდინე. რას კანკალებ ბიჭო?

                  

   ჯორჯის ფიქრი:

 

ჯორჯი: –  აკოფში ვიწექით, სიჩუმე იყო, არავინ ისროდა, მარტო ჩიტების ჟღურტული ისმოდა, ლევანა ჩემსკენ ზურგშექცევით იწვა, ვიფიქრე სძინავს თქო, მაგრამ მერე ვნახე რაღაც ხმებს უშვებდა, ვუუუ, ვუუუ,

მივფოფხდი მასთან და გამოვშტერდი, ლევანას ხელში სათამაშო მანქანა ეჭირა და პატარა ბავშვივით თამაშობდა,

სიცილი დავიწყე, ბიჭო ხომ არ გამოშტერდი თქო, აუ მაგრად გაბრაზდა, გამარტყა რას დამცინიო და წავაყარეთ ერთმანეთს რა…. მერე რაღაც საშინელი გრუხუნი გაისმა, აფეთქების ტალღამ ჰაერში ამწია და გადამაგდო, გონს რომ მოვედი ლევანას ქვეშ ვიწექი, გადმოვატრიალე, ლევანა მკვდარი იყო, მარჯვენა ხელი არ ჰქონდა….მოგლეჯილი ჰქონდა, მივიხედე და აკოფში გარშემო ყველა ბიჭი დახოცილი იყო, მარტო მე ვიყავი ცოცხალი, ფეხზე დავდექი, ჯერ ხმას არ ვიღებდი , მაგრამ მერე ღრიალი დავიწყე , რადგან მიწაზე ლევანას მოგლეჯილი ხელი დავინახე…. ხელს მუჭაში სათამაშო მანქანა ეჭირა ხელში…..

 

                         ლაბორატორია:

სლავა: – ყველაფერი გასაგებია, მძიმე სურათია.

მიშა:–  ივო ფსიხიკუ ნევოზმოჟნო პერედელატ

ანი: – ომის სინდრომი აქვს.

სლავა: – მე მინდა რომ კიდევ ერთი ეპიზოდი ვნახოთ.

ისევ თავიდან თამაშდება სცენა ფირფიტების მაღაზიაში

ჯორჯი: – რომ არ მოხვედი ბარში იმიტომ მოვედით, შენ იცი რატომ გტკივა თავი? იმიტომ რომ ყველას მაგივრად შენ ფიქრობ. გვეყოფა შენს ჭკუაზე სიარული

 

ალექსი: – მოხდა რამე? თუ გაბლატავდით?

 

                   ჯორჯის ფიქრი:

 

ჯორჯი: – როგორ მტკივა თავი…არაფერი არ არსებობს, არც ზევით  არსებობს, არც აქ, მიწაზე, როდესაც ომის შემდეგ  დავბრუნდი, მივხვდი რომ ჯობდა მეც იქ, ომში, ლევანასავით მოვმკვდარიყავი, რადგან აქ არავის ვჭირდები, მარტო იარაღი დაგვიტოვეს, ჯიბეში ქსივა ჩაგვიდეს და გვითხრეს, ვსე პრავა გაქვთ და რაც გინდა ქენით, თქვენით ირჩინეთ თავიო, სახელმწიფოს მარტო ეგ შეუძლია გაგიკეთოსო, შენ თუ არ დაასწარი სხვა დაგასწრებს, მე თუ არ ვესროლე სხვა მესვრის, ესეა მოწყობილი ეს ქვეყანა, არაფერი არ არსებობს, არც ზევით არსებობს და არც აქ, მიწაზე.

ჩვენ გავბლატავდით, საქმეზე ვართ მოსული…

 

                  ლაბორატორია

 

მიშა: – ონ ბოლენ, ონ ნამ ნე ნუჟენ.

ანი: – წავიდეს, ის ჩვენ არ გვჭირდება, ის ცუდათ დაამთავრებს.

სლავა: – ის ვეღარსად ვერ წავა.მართალი ხართ ის ცუდათ დაამთავრებს, ოღონდ ერთი წლის  შემდეგ, როდესაც მას პოლიტიკურ მკვლელობას შეუკვეთავენ, რის შემდეგადაც ის საბოლოოდ აღარავის დასჭირდება.

ბარი. შემოდის ჯორჯი, თვალებზე ქუდი აქვს ჩამოფხატული, შეშინებულია, მასთან მიდის კაცი და უწვდის კონვერტს, ჯარჯი ჯიბეში იდებს კონვერტს, კაცი გადის.

 

ჯორჯის ფიქრი:

 

ჯორჯი: – აქ არ მესროლეს, ეხლა სხვა დროა, ხალხში აღარ ისვრიან, გავალ თუ არა ქუჩაში, იქ მესვრიან, ორნი არიან, ორივე ერთდროულად მესვრის, მერე კანტროლკასაც დამადებენ თავში. არადა როგორ მტკივა თავი…. როგორც ცოფიან ძაღლებს ისე დაგვერივნენ, რა ენაღვლებათ,  ხომ გვიხმარეს, გამოგვიყენეს, რაღაში ვჭირდებით, აი იქიდან რომ გავიპარო? რა აზრი აქვს, სახლთან დამხვდებიან, სულ რომ მოვხიო ამ ქვეყნიდან? ბულგარეთში ან ჩეხეთში?…. იქ უკვე ბევრია აქედან გაქცეული, ის მეორე ტიპი როგორ მეცნო, სადღაც მყავს ნანახი, რა მნიშვნელობა აქვს…. როგორ დავიღალე, იქნებ ჯობია გავიდე და დავისვენო, ლევანა ბიჭო, არის იქ რამე თუ არა? დამხვდები იქ? ისე თუ არის იქ მართლა რამე, შენთან ერთად რამდენი ვინმე დამხვდება, ….. მერე იმათ სადღა დავეთესო?….შენ ხომ დამიცავ ბიჭო?! ხოდა მოვდივარ თქვენი დედა…

 

ჯორჯი გავა თუ არა, მაშინვე  ესვრიან, ის ძირს ეცემა,  მასთან მიდის ქილერი და მეორე ტყვიას დაახლის, ჯიბიდან იღებს კონვერტს და გაუწვდის ბერეტიან კაცს, ის არ ართმევს და გადის, ქილერი ქუდს მოიხდის. ის ბნელოა, ის ეხლა ქილერად მუშაობს.

 

                              ლაბორატორია

 

სლავა – მოდით ნუღარ ვწვალობთ, ჩვენი ექსპერიმენტისთვის ჯობია ალექსი ავიყვანოთ.

ანი – შესანიშნავია

მიშა: – ინიციატივიანია

ანი: – გადაწყვეტილების მიღება არ უჭირს

სლავა: – ინტელექტუალია

ანი: – ახალგაზრდა, სიმპატიური

მიშა: – რისკიანი

ანი: – გარყვნილი

სლავა: – ჭკვიანი. მუსიკის მოყვარული ცივსისხლიანი   სადისტი, იდეალური ვარიანტია. შემოიყვანეთ.

 

  შემოყავთ სკამზე დაბმული ალექსი

 

ალექსი – რას მიყურებთ?

სლავა: – რაზე ზიხარ?

ალექსი: –  მკვლელობაზე.

ანი: –  მხეცურად მოკლა მოხუცი ქალი ბინის გაქურდვის დროს. მისჯილი აქვს 14 წელი.

სლავა: – გინდა სვაბოდაზე გასვლა?

 

  • გინდა პატიოსან კაცად იქცე და საზოგადოების სრულუფლებიან წევრი გახდე?

      – გინდა, რომ აღარ იჯდე  ქურდებთან, მკვლელებთან,  ქეშებთან, ხურუშიანებთან, პიდარასტებთან?

      – თუ მაინც გინდა ყველას შენზე უდგებოდეს? ზოგს შენი თავი უნდოდეს და ზოგს შენი უკანალი?

ალექსი: – არ მინდა. და რა უნდა გავაკეთო ამისთვის?

ანი: – მკურნალობის კურსი უნდა გაიარო, ახალი მეთოდია, ლუდოვიკოს მეთოდს ეძახიან, ჩვენთან ჯერ არ უცდიათ.წესიერ ბიჭად გაქცევთ, სურვილიც კი აღარ გექნება ბოროტება ჩაიდინო, ან თუნდაც რაიმე ძალადობა. რას იტყვი?

ალექსი: – გამოვსწორდები? მაგას რა ჯობია.

მიშა: – შევთანხმდით?

ალექსი: – ვეცდები ნდობა გავამართლო.

ანი: – აი აქ ხელი უნდა მოაწერო, რომ ნებით თანხმდები ამ ახალი მეთოდით მკურნალობაზე და განთავისუფლების შემთხვევაში არავითარი პრეტენზია არ გექნება. მოაწერ?

ალექსი: – ხელიც არ ამიკანკალდება.

 

ალექსი: მაინც რას მიპირებთ?

ექიმი: – დავიწყოთ.

ანი: – კარგს გაჭმევთ, კარგს გასმევთ, თან ფილმებსაც განახებთ.

ალექსი: – მაშაყირებთ? რა ფილმებს.

ანი: – სპეციალური ფილმებია.

ალექსი: – რას მიკეთებთ? დამაძინებელს?

ანი: – ვიტამინებია, შენს ორგანიზმს მომაგრება სჭირდება.

ალექსი: – მაგარი შიზოიდები ხართ ეს ექიმები.

ანი: – ეკრანს თვალი არ მოაშორო. და ხმამაღლა მოყევი რასაც ნახავ ეკრანზე. 

ალექსი: – ვიღაც ჯოხიანი მოხუცი მიჩანჩალებს, ვიღაც ორი ტიპი ჯაჭვებს ურტყავენ, ეხლა ჯაჭვებით ახრჩობენ, მაგარი ხოხმაა, ნახე როგორ ფართხალებს… ფუ, სისხლმა ამოასხა პირიდან, რა უბედურებაა, იმ მოხუცს ტვინი მიასხმევინეს კედელზე.

ანი: – როგორი იყო?

ალექსი: – ოპერატორმა დაგლიჯა, ისეთი ფერები იყო ნაღდი სისხლი და ხორცი გეგონებოდა.

მიშა: – შემდეგი.

ანი: – მოყევი, მოყევი.

ალექსი: – ვიღაც ტიპებს ნაშა ყავთ დათრეული და ჟიმავენ ყველა პოზაში, ვაუ, თან ვიღაც მოხუც კაცს აყურებინებენ, ეტყობა ნაშის მამაა, მიმიქარავს პორნოფილმი, ის ნაშა კიდე კივის, ეტყობა არ ევასება….

ანი: – კიდევ რა ხდება.

ალექსი: – მშვენიერი, ტრაგიკული მუსიკა ადევს ფონად….

მიშა: – ეკრანზე რა ხდება?

ალექსი: – ის გოგო ჭკუაზე აღარაა, გარეკა, თან ტირის და თან ეცინება…

სლავა: – შემდეგ

ალექსი: – ვიღაც კაცი ყავთ დაბმული პარკში, მარტო მისი სახე ჩანს, ბრიტვიანი ხელი სახეს უახლოვდება, ცალი თვალი ამოაჭრა, კამერას შემოესხა მთელი სისხლი….

ანი: – მერე?

ალექსი: – ეხლა გაზით კბილებს აძრობენ სათითაოდ…. წყალი დამალევინეთ, ხახა გამიშრა.

სლავა: – მშვენიერია, ამდენს არც ველოდი

ალექსი: – ნეტა რა ჩემს ფეხებს ელოდი?

ანი: – მოყევი.ვიღაც ავტომატიანი ბიჭები შეცვივდნენ ბინაში, ყრუ- მუნჯი ქალია მარტო, ფეხები გადაუმტვრიეს და იქაურობას ცეცხლი წაუკიდეს.. ე, ის ქალი იწვის, ხორცის შიშხინის ხმა მესმის და მაართლა დამწვრის სუნი მომდის, ე ტაშტი მომიტანეთ თორემ გული მერევა და სულ დავსვრი აქაურობას.

ანი: – გეჩვენება, ჯერ ისეთი არაფერია. გააგრძელე, ეხლა რას ხედავ?

ალექსი: – სამხედრო ტყვეებს აწვალებენ, აუ, ვიღაცამ ხმლით წააცალა თავი და იმ გაგორებულ თავს უჩვენებენ, თავი თვალებს ხუჭავს და აღებს და თან ტუჩებს აცმაცუნებს, თითქოს ლაპარაკობსო, მაგრამ სიტყვების მაგივრად სისხლი გადმოსდის, ე… ტანი კიდე დგას უთავოდ, აი, ეხლა წაიქცა და წაჭრილი კისრიდან სისხლი წამოუვიდა და ნაწლავებიც გამოყარა, ეეე, ამხსენით, აღარ მინდა, ჰაერი არ მყოფნის და ვიხრჩობი, თვალი მაინც დამახუჭინეთ.

 

– მერამდენე დღეა დღეს?

– მეოცე.

– ძალიან კარგი, გავაგრძელოთ.

 

ალექსი: – გატიტვლებულ ხალხს ხვრეტენ, ყველას განურჩევლად, ქალებს, ბავშვებს, გაძვალტყავებულ მოხუცებს, ორმოში ყრიან და მიწას აყრიან ზედ, ზოგი მკვდარი არაა, კანისტრებით ბენზინს ასხავენ ზედ და ცეცხლს უკიდებენ, რამოდენიმე ორსული ქალიცაა…. ეე, მოიცათ, გააჩერეთ, ეგ უკვე გრეხია, ეგ არ მოსულა …

 

დამპლებო, ეგ არ შეიძლება….

 

სლავა: – რა არ შეიძლება? ვერ გავიგე?

ალექსი: – მუსიკა, მუსიკა გამორთეთ და ისე მაყურებინეთ რაც გინდათ.

მიშა: – რა მუსიკაა?

ალექსი: – ბეთხოვენი, ბეთხოვენი ადევს ფონად, ბეთხოვენი გამორთეთ და ყველაფერს გავუძლებ,

ანი: – მუსიკამ იმოქმედა, მუსიკა მისთვის ყველაზე გამაღიზიანებელია.

სლავა –ჩართეთ ბეთხოვენი!

ალექსი: – რაც მიყვარს მაინცდამაინც ის გინდათ შემაზიზღოთ?

 

ძალით ასმენინებენ ბეთხოვენის მე 9 სიმფონიას. ბოლოს ალექსი უკვე უგონოდაა

 

სლავა–მერამდენე დღეა?

ანი – მეორმოცე!

სლავა: – როგორც ხედავთ ის, აღარაა პიროვნება, ის ეხლა უბრალოდ რაღაც არსებაა, რომელსაც არჩევანის უფლებაც არა აქვს და ის მუდამ ასე ივლის ჩვენს ჭკუაზე, როგორც მექანიკური არსება.

ალექსი: – (ბუტბუტებს) მექანიკური  ფორთოხალი.

სლავა: – რა?

ალექსი: – მექანიკური ფორთოხალი, რომანია, ერთმა მწერალმა დაწერა, არ ვიცი  რატომ ჩამრჩა გონებაში.

სლავა: – შენ თვითონ აირჩიე ეს გზა. ყოველაფერი რაც ადამიანისათვის სიამოვნების მომგვრელია, შენთვის ტკივილის მომტანია, მუსიკით ტკბობა, ქალის სურვილი, ისტორია და ხელოვნება მხოლოდ ფიზიკურ ტკივილს გამოიწვევს შენში. შენი ადგილი საავადმყოფოში აღარაა, შენ ჯამრთელი ხარ ამიტომ გაგწერთ საავადმყოფოდან.

ალექსი: – და თავისუფალი ვიქნები?

ანი: – ჩიტივით.

 

 აპირებს წასვლას, დგამს კარისკენ რამოდენიმე გაუბედავ ნაბიჯს, მაგრამ ვერ მიდის, ჯდება ისევ სკამზე.

 

ალექსი: – არ მინდა

ანი: ჩვენ შემოგთავაზებთ კარგ სამსახურს ძალიან კარგი ხელფასით.

ალექსი: – რა სამსახურია?

ანი: – შენ გექნება საინტერესო სამუშაო და ძალიან კარგი ხელფასი, რომელსაც მიიღებ იმაში რაშიც ჩვენ დაგვეხმარები.

ალექსი: – თქვენ მე რაში უნდა დაგეხმაროთ?

სლავა: – შენ დღეს უკვე ხარ ის, ვინც შეძლებს იმოქმედოს საზოგადოებაზე.

ალექსი: – მე?

 

ყურში უჩურჩულებს, (სავარაუდოდ ექიმმა ალექსის ყურში უთხრა პრეზიდენტად გაგხდით ან პრემიერ მინისტრადო.) ალექსი გაოგნდა წინადადებისაგან, შემდეგ კი მოეწონა.

 

სლავა: –  გასაგებია?

ალექსი: – გასაგებია

სლავა: – თანახმა ხარ?

ალექსი: – თანახმა ვარ.

 

ბენზინგასამართი სადგური, კოსტა მუშაობს, ჩაივლის ბნელო.

 

კოსტა: – ბნელო?

ბნელო: – კოსტა?

კოსტა: – არ არსებობს, როგორა ხარ?

ბნელო: – ვაარ რა.

კოსტა: – რამდენი ხანია არ მინახიხარ.

ბნელო: – აბა, ბევრი.

კოსტა: – როგორ ხარ, აქ რას საქმიანობ?

 

ბნელო ჯიბიდან იღებს საბუთს და გაუშლის

 

ბნელო: – გიკვირს? ეხლა სხვა დროა, ეხლა ხალხის სამსახურში ვდგავარ.

კოსტა: – ლექსოს ხედავ?

ბნელო: – ხო, ტელევიზორში.

კოსტა: – ხო, მეც მხოლოდ მანდ ვხედავ, სულ ტელევიზორშია.

ბნელო: – შენ რას აკეთებ?

კოსტა: – რა ვიცი, ხან რას და ხან რას. შენა ჯორჯი? ჯორჯი ბიჭი სადაა?

ბნელო: – ჯორჯი? ააა, ჯორჯი. აზრზე არა ვარ, სულ დაგვეკარგა.

კოსტა: – არადა, სულ ერთად არ ვიყავით, რამდენი რამე გადაგვხვდა, გახსოვს რამდენს ვმაიმუნობდით?

ბნელო: – რა დამავიწყებს.

კოსტა: – ეს გახსოვს? ბუხ!…

 

(თითით, თითქოს ესროლაო, ბნელოს ეცინება და ისიც საპასუხოდ თითით „ესვრის“. იწყებენ ერთმანეთის ხოცვის  იმიტაციას, „ომობანას“ თამაშს, ამ „სროლას“ ალექსი და ჯორჯიც შემოუერთდებიან.  მაიმუნობენ, სიცილით ესვრიან ერთმანეთს არ არსებული იარაღებით. ბოლოს, ყველა ეცემა ძირს, გაუნძრევლად წვანან – აღარ თამაშობენ). 

დასასრული