„იდიოტოკრატია


ძალიან, ძალიან, ძალიან სასაცილო კომედია 2 მოქმედებად
რეი ქუნის „ნომერი 13“ ის გადმოქართულებული ვერსია

 

მოქმედი პირნი:

 

გოგა – სახელმწიფო დეზინფექციის მინისტრი, მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი

გრიშა – გოგას მოადგილე –

შორენა – ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის პირადი მდივანი

ზურა – სასტუმროს დირექტორი

ტარიელი – ოფიციანტი

ელენე – დამლაგებელი

გიგა – შორენას ქმარი

მაია – გოგას ცოლი

კლეოპატრა – მედ და

ჯუმბერი – გვამი

 

გიგა შემოდის სასტუმროს ნომერში და თან ტელეფონზე ლაპარაკობს

გიგა – ჰო საყვარელო, ჰო ძვირფასო, ჰო სიხარულო, ჰო ღვთაებავ, აი ეხლა შემოვედი ნომერში, მართლა, იცი რომელ სასტუმროში ვართ? მე და შენ რომ დავდიოდით სანამ ცოლად გამომყვებოდი, მთელი მთავრობა აქ ვართ შეკრებილნი, ხომ იცი რა დროა, ეხლა სასტუმროში მთავრობის სხდომების ჩატარება მოდაშია. ჰო  გვიან დაიწყება, ჯერ ვიკრიბებით სახლში ხომ ყველაფერი რიგზეა? მეც ძალიან მინდა, რომ ჩემთან იყო, მაგრამ რა აზრი აქვს? ხომ იცი ამათი ამბავი, მთელი ღამე მოგვიწევს მუშაობა და შენ კი მარტო იყურყუტებდი ნომერში, (კაკუნი) კარგი საყვარელო, მიკაკუნებენ, წავედი

. . კარგი საყვარელო, ჰო ძვირფასო, ჰო სიხარულო, ჰო ღვთაებავ, წავედი, შენ კი დაიძინე და დამელოდე, სიზმარში მოვფრინდები და ისეთებს გიზამ….

                        აღებს კარს, სასტუმროს დირექტორი

დირექტორი: – ბატონო გოგა, ისე შემოხვედით ნომერში, რომ ვერავინ გაიგო, ხომ ყველაფერი რიგზეა? რამე ხომ არ გნებავთ?

გოგა:- არაა, დიდი მადლობა, ბატონო ზურაბ, მიყვარს სიურპრიზები, ეხლა დავჯდები და მთელი ღამე ვიმუშავებ, მოხსენება მაქვს დასაწერი და გადავწყვიტე თქვენთან ჩავიკეტო, სამინისტროში ვერ ვახერხებ სულ ვიღაცეები მაწუხებენ.

შემოდის ოფიციანტი შემოაქვს გოგას ჩემოდანი

გოგა: – დიდი მადლობა (უწვდის ერთ ლარიანს)

  ოფიციანტი დახედავს ლარიანს, ძირს აგდებს ჩემოდანს და გადის

გოგა: – ბატონო ზურაბ, ამ უზრდელს რატომ აჩერებთ?

დირექტორი: – რა ვქნა შემცვლელს ვერ ვპოულობ, ჭირს კარგი მუშაკები.

გოგა: – ზოგიერთებს, რომ კითხო სამუშაო ადგილები არ არისო.

დირექტორი: -დილით ადრე გაგაღვიძოთ?

გოგა: – არა, არავითარ შემთხვევაში არ გამაღვიძოთ, მთელი ღამე უნდა ვიმუშაო, იმდენი სამუშაო მაქვს, იმდენი, რომ იცოდე გაგიჟდებოდი.ოპოზიცია მყავს მიწაში ჩასადები, როდის დავიძინებ ერთმა ღმერთმა უწყის.

შემოდის შორენა

გოგა: – ააა, მობრძანდით ქალბატონო შორენა, მოხვედით? დოკუმენტები მომიტანეთ?

შორენა: – დიახ.

გოგა: – ეს შორენაა, პარლამენტში მუშაობს, მის გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა, დაბრძანდით ქალბატონო შორენა და გავეცნოთ დოკუმენტებს.

დირექტორი: – კარგი, გისურვებთ კარგ მუშაობას

     დირექტორი გადის.

გოგა: – : თავისუფლება. . . შენ თავის დროზე თეატრალურზე უნდა ჩაგებარებინა, აშკარად გაქვს სამსახიობო ნიჭი.

შორენა: – თქვენ ფიქრობთ ეგ დირექტორი აღარ მოვა?

გოგა: : – რა თქმა უნდა აღარ მოვა, გაიხადე (შორენა იხდი ფეხსაცმელს, გოგა ხელში იღებს ფეხსაცმელებს)

შორენა: – თქვენ ცოლს დაურეკეთ?

გოგა: – დავურე, ძილი ნებისა ვუსურვე. ჩემი ნაჩუქარი პენუარი თან გაქვს?

შორენა: – თან მაქვს

გოგა: – რა საყვარელი ხარ, დროზე ჩაიცვი, ერთი სული მაქვს პენუარში გნახო

შორენა გადის, გოგას რჩება მისი ფეხსაცმელი, დებს მათ სკამზე და იცქირება საძინებელში

გოგა: – გინდა მე გაგხდი კაბას?

შორენა: – (იქიდან) არა გმადლობ

გოგა: – გაგხდი რა?

შორენა: – ბატონო მინისტრო, ეხლავე დასტოვეთ ოთახი

(უგდებს კაბას, გოგა იჭერს კაბას  და რეკავს მობილურზე)

გოგა: – სიხარულო, ისევ სამინისტროში ხართ? ვინმემ დარეკა? ძალიან კარგი, .. რომელი ჟურნალიდან? ჰო, ჰო. ფოტოები მიეცი? რომელი? კარგია, აი ის, პრეზიდენტთან რომ ვარ.?. კარგია, და ბუშის უკან. რომ ვდგავარ, ხელებს რომ ვიქნევ და 32 კბილი რომ მაქვს გადმოყრილი? მაგარი ხარ, ხვალ პირობას გაძლევ მთელ 20 წუთს დაგითმობ, სად ვიქნები შენი აზრით?, არ იცნობ, ახალია, , ჰო ძვირფასო, ჰო ღვთაებავ, ეჭვიანობ?  ძალიან კარგი, ვგიჟდები, როცა შენ ჩემზე ეჭვიანობ, კარგი ეხლა ნუ აღმაგზნე,   ძალიან, ეხლა მომისმინე, არ მინდა, რომ ვინმემ შემაწუხოს, სანამ პრემიერი არ მიკითხავს, ან პრეზიდენტი არ იტყვის ჩემზე ის დებილი სადააო, მანამდე არავისთვის არ ვარსებობ. ოკ, მობილურს გავთიშავ. შენ კი თუ რამეა სასტუმროს ნომერში დამირეკე 662415 ლუქსი. ის ჩემი მოადგილე მანდაა?, მუშაობს? იდიოტი. შემაერთე. გრიშა, ჰო მე ვარ, მუშაობ? კარგია, მეც ვმუშაობ, ხო უამრავი საქმეა, ჭკუაზე არა ვარ, ჩემმა ცოლმა თუ იკითხა. სადღავ გასვლითი მთავრობის სხდომა მაქვს, გასაგებია? ოკ. (კიდებს ყურმილს, რადიოს რთავს) 

რადიო: – როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა ინფლაცია მთელი ექვსი პროცენტით შემცირდა.

გოგა: – რა სისულელეა,

შორენა: – იმედი მაქვს ბატონო მინისტრო, რომ დღეს პოლიტიკური დისკუსიების გარეშე გავატარებთ დროს

გოგა: – ვაუ, რა საოცნებო ხარ.

შორენა: – დიდი მადლობა

გოგა: – აღვეგზნე

შორენა: – მე მგონი ცუდად ვიქცევი არა?

გოგა: – საზარლად, მეც გავიხდი (გადის საძინებელში)

შორენა: – მე იმ ამბავში, რომ თქვენ მინისტრი ხართ, მე კი უბრალო მდივან მემანქანე

გოგა: – ეგაა მერე დემოკრატია, მით უფრო, რომ მე მმართველ პარტიას წარმოვადგენ, შენ ოპოზიციურ პარტიას

შორენა:-ჩემ შალვას, რომ ეს გაეგო მაგრად გაბრაზდებოდა

გოგა: – (შემოდის ხალათით) აი განსხვავებაც მაგაშია, ჩემ მიშას, რომ გაეგო მხოლოდ შეშურდებოდა. (მიდის ეხვევა)

შორენა:- იცით ბატონო მინისტრო, მე პირველად ვღალატობ ქმარს

გოგა:- ოდესმე ხომ უნდა დაგეწყო

შორენა;- ბატონო მინისტრო. . .

გოგა: – კარგი ნუ მეძახი ამ ბატონო მინისტროს

შორენა: – მე ყოველთვის ასე გეძახით

გოგა: – ეხლა, ამ სიტუაციაში შეგიძლია არ დამიძახო

შორენა: – აბა რა დაგიძახოთ

გოგა: – დამიძახე. . . დამიძახე. . . სირო დამიძახე

შორენა: – რა დაგიძახოთ?

გოგა: – სირო, ბავშვობაში მეძახდნენ ასე

გოგა: – სიროს ვერ დაგიძახებთ, მაგას ჯობია ჯონდი დაგიძახოთ

გოგა: – არა ჯონდი არ დამიძახო და თუ გინდა შალვა დამიძახე… აუ,

შორენა: – რა იყო

გოგა: – ცოტა უნდა მოვიცადოთ, შამპანური შევუკვეთე და შეგვიშლიან

შორენა : – ძალიან კარგი

გოგა: – ხიზილალაც შევუკვეთე.

შორენა: – ძალიან კარგი

გოგა: – შავი

შორენა: – რა შავი?

გოგა: – შავი ხიზილალა შევუკვეთე და ბანანი

შორენა: – ვგიჟდები ბანანზე

გოგა: – ეჭვიც არ მეპარება, რომელზე უნდა იყო სახლში?

შორენა: – ხვალ, ჩემს ქმარს ვუთხარი ბიცოლაჩემთან ვრჩებითქო, იქ ტელეფონი არაა ასე, რომ…

გოგა: – ასე, რომ ქმარი ვერ დაგირეკავს, გენიალურია. მოდი პირდაპირ იატაკზე დავწვეთ, ლეიბი გავშალოთ და სექსოდრომი მოვაწყოთ.

შორენა: – სინათლე ჩავაქროთ და ფარდები გავწიოთ.

გოგა: – გენიალურია, სექსოდრომზე გავწვეთ და ღრუბლების ცქერით დავკბეთ.

შორენა აღებს ფარდებს, ფანჯარაში ტიპია, ის უყურებს შორენას, ამ დროს ფანჯარა გილოტინასავით ეცემა მას კისერზე და ტიპს ჭყლეტს ფანჯრის რაფაზე

შორენა: – ვაი.

გოგა:  – მოვდივარ სიხარულო და სექსოდრომიც მომაქვს

შორენა: – ბატონო მინისტრო…

გოგა: – ხომ გითხარი „სირო“ დამიძახე თქო

შორენა: – სირო, ცუდად ვარ

გოგა: – ცუდად იქნები აბა რა ამხელა სექსოდრომის დანახვაზე…

შორენა: – თავბრუ მესხმის

გოგა: – ჯერ სადა ხარ, მოიცა რეები უნდა გიქნა…

შორენა: – ბატონო მინისტრო

გოგა:- „სირო“

შორენა: – ხო სირო

გოგა: – (დაინახავს) ვაი, ვინაა? მკვდარია? (უსინჯავს პულსს) პულსი არა აქვს

შორენა: – ფარდა, რომ გადავწიე ცოცხალი იყო მიყურებდა, უცებ ფანჯარა ჩამოვარდა და ზედ დაეცა, მკვდარია?

გოგა: – ადამიანს თუ პულსი არა აქვს, ე.ი. ის მკვდარია, ეტყობა ფანჯარამ კისერი გადაუმტვრია.

შორენა: – რასა გავს

გოგა: – ლამაზი მკვდარი სად გინახია? ეტყობა ქურდია

შორენა: – ქურდი?

გოგა: – აბა ოფიციანტი ხომ არ იქნება შამპანურით და ხიზილალით? ეტყობა გასაქურდად ძვრებოდა და ფანჯარა დაეცა. (ხურავს ფარდას)

შორენა: – პოლიციაში უნდა დავრეკოთ.

გოგა: – და რა ვუთხრათ მერე მე და შენ რას ვაკეთებდით აქ?

შორენა: – მკვდარი რომაა

გოგა: – მერე პოლიცია გააცოცხლებს? დავიღუპეეეეეეე, აზრზე ხარ რა სკანდალი ატყდება, „კურიერი“მოვა, ვიდეოპატრული მოვა, „იმედი“ მოვა, საზოგადოებრივი არხი… არ მოვა, მაგრამ მაინც დავიღუპე, პრეზიდენტი გაიგებს, პრემიერ მინისტრი გაიგებს, პარლამენტის თავმჯდომარეც კი გაიგებს…

შორენა: – დირექტორს ხომ არ დავუძახოთ

გოგა: – არა,  ჩაგვიშვებს.

შორენა: – აბა რა ვქნათ?

გოგა: – აუ, „ოპოზიციური ტელევიზიები“ გაიგებენ, წარმომიდგენია რეებს იტყვიან „სექსუალური ორგია: სახელმწიგო დეზინფექციის მინისტრი, მისი საყვარელი და გვამი“ , შენი ქმარიც გაიგებს, ჩემი ცოლიც გაიგებს. პრეზიდენტი ხომ გაიგებს და გაიგებს…დავიღუპეეეეე 

შორენა: – სირო

გოგა: – მე ეხლა სირო აღარა ვარ, მე ეხლა მინისტრი ვარ და უნდა ვიმოქმედო… ეხლავე. (რეკავს ტელეფონზე)

შორენა: – სად რეკავ?

გოგა:- ჩემს იდიოტ მოადგილესთან

შორენა: – და რა უნდა გააკეთოს შენმა იდიოტმა მოადგილემ?

გოგა: – ყველაფერი, რასაც ვეტყვი. ალო, ხო მე ვარ, სასწრაფოდ ჩემთან უნდა მოხვიდე, აი ჩვენი სამინისტროს გვერდით ის სასტუმრო რომაა სადაც სემინარებს ვატარებთ ხოლმე ხომ იცი, სასწრაფოდ გამოქანდი, 5 წუთი გეყოფა, 50 ნომერში ვარ, რა წამოიღო? ტვინი წამოიღე, ტვინი. ეხლავე წამოდი.

კაკუნი

გოგა: – ვინაა?

ოფიციანტი: – შეკვეთა მოგიტანეთ

გოგა: – რა შეკვეთა არ მცალია

ოფიციანტი: – შამპანური, ხიზილალა და ბანანები

გოგა: – აღარ მინდა გადავიფიქრე

ოფიციანტი: – რა არ გინდათ? ხიზილალისათვის ვაკეში გავედით

გოგა: – ეს ეხლა მთელ სასტუმროს შემიყრის, მოიცადეთ, შედი იქ.

შორენა: – ბატონო მინისტრო

გოგა: – შედი, შედი…ეხლავე

ხურავს ფარდას და მალავს გვამს, აღებს კარს, შემოდის ოფიციანტი

ოფიციანტი: – ვაკეში გავაგზავნეთ კაცი, რომ შავი ხიზილალა ეყიდა.

გოგა: – დადეთ იქ (იღებს შორენას კაბას)

ოფიციანტი: – აი ანგარიში – 80 ლარი, მაპატიეთ, ეხლა მითხრეს ვინც ბრძანდებით, ბატონო მინისტრო, აი აქ თქვენი ავტოგრაფი დამიწერეთ

გოგა: – მომეცით

           რეკავს ტელეფონი, გოგა იღებს

გოგა: ხო მე ვარ. ვინ? დირექტორი? რისი დირექტორი? აა, სასტუმროს დირექტორი, გისმენ

(ამასობაში ოფიციანტი ქაღალდს უწვდის ხელმოსაწერად, გოგას ხელები დაკავებული აქვს და ამიტომ შორენას კაბას ოფიციანტს აძლევს და ისე უწერს ავტოგრაფს)

გოგა: – ვინ შენიშნეს? უცნობი? ვინ უცნობი? ჩემს აივანზე?

(უყურებს დახურულ ფარდას, იგივეს აკეთებს ოფიციანტი)

არა, აქ არავინ არაა, ეტყობა ის სხვა აივანზე დაინახეს, აი ეხლა ფარდები გადაწეული მაქვს და მშვენივრად ვხედავ აივანს, აქ არავინ არაა.

(ოფიციანტი უყურებს დახურულ ფარდას)

თანაც მალე წავალ, პრემიერი მეძახის, ნუ ღელავთ, ყველაფერი რიგზეა. (ოფიციანტს) გაეთრიე. (ყურმილში) თქვენ არ გეუბნებით, კატას ვუთხარი, რომელ კატას? ჩემს კატას, თან დამყავს ხოლმე (ხედავს, რომ ოფიციანტი ფანჯარას უახლოვდება, კიდებს ყურმილს) მოიცა, აი შენ ავტოგრაფი, თავისუფალი ხარ.

ოფიციანტი ხელისგულს უწვდის, გოგა პიჯაკიდან იღებს 100 ლარიანს და აძლევს ვერც ერთი ვერ ამჩნევს, რომ ოფიციანტს შორენას კაბა უჭირავს ხელში

ოფიციანტი : – (გახარებული) 100 ლარი? ვაუ, მართლა მინისტრი ყოფილხარ

    გადის. გოგა მიდის ფანჯარასთან, აღებს ფარდებს, გვამი ისევ იქაა, გოგა ათვალიერებს ოთახს, მიდის კარადასთან და აღებს, კარადა ცარიელია, გოგა მიდის ტიპთან, მოკიდებს ხელს, ჩაიხუტებს და ისე შემოათრევს ოთახში, მათ სახეები ერთმანეთზე აქვთ მიდებული, შემოდის ლიფში და ტრუსებში შორენა.

შორენა: – ბატონო მინისტრო, რას აკეთებთ?

გოგა: – ტანგოს ვცეკვავ, რას უნდა ვაკეთებდე?

ფანჯარა ისევ ეცემა

გოგა: – გასაგებია, როგორც მოხდა ეს ყველაფერი. ფანჯარაა მოშლილი

     შეათრევს ტიპს კარადაში

შორენა: – მკვდრების გადაადგილება არ შეიძლება

გოგა: – ამისთვის ეხლა ნაღდად სულერთია სად იპოვნიან, ეხლა მოვა გრიშა და ყველაფერს მოვაგვარებთ

     გოგა ტიპს კარადაში საკიდზე კიდებს

გოგა: ეხლა მთავარია ჩვენ დროზე ავახვიოთ აქედან, რას დაჰქრიხარ შიშველი, სექსი აღარ გამოგვივა, ჩაიცვი დროზე

შორენა:- კაბა თქვენ გაქვთ

გოგა: – მე მაქვს? ოთახში არ შემოგიგდე?

შორენა: – თქვენ ფეხსაცმელები შემომიგდეთ.

გოგა: – დავიღუპეეეე, შენი კაბა ოფიციანტს გავატანე

შორენა: – ოფიციანტს?! რატომ?

გოგა: – უხდებოდა, შემთხვევით გავატანე

            კაკუნი

გოგა: – ბატონო

დირექტორი: – სასტუმროს დირექტორი ვარ.

გოგა: – ეხლავე, შედი ოთახში

შორენა: – კაბა?

გოგა: – შედი, რა დროს კაბაა, ეხლავე პიჯაკი მომეცი დროზე.

 

შორენა უგდებს პიჯაკს, გოგა ზედ ხალათზე იცმევს პიჯაკს

 

დირექტორი: – აუცილებელი საქმე მაქვს

გოგა: – მოვდივარ,

ამ დროს იღება კარადა და ვხედავთ მასში გვამს, გოგა სასწრაფოდ ხურავს კარადას და აღებს კარებს

დირექტორი: – სასწრაფო საქმე მაქვს (უყურებს პიჯაკზე, გოგა ამჩნევს)

გოგა: – ააა, გადავიღალე

დირექტორი: – კატა სადაა?

გოგა: – კატა? რა კატა?

დირექტორი: – თქვენი კატა

გოგა:- აა, ჩემი კატა, სახლში გავუშვი

დირექტორი: – ყარაულმა დაინახა თუ როგორ ამოძვრა თქვენს აივანზე ვიღაც ტიპი

გოგა: – შეეშალა

დირექტორი: – არა, არ შეეშლებოდა, მან თქვა, რომ ის ტიპი აივანზე მუხლებზე იდგა, თავი ფანჯარაში ჰქონდა შემოყოფილი და არ ინძრეოდაო

გოგა: – ხედავთ აქ ვინმეს შემოყოფილ თავს?

დირექტორი: – არა

გოგა: – ესეიგი არც არავინაა.

დირექტორი: – მეორე ოთახში ხომ არაა?

გოგა: – და მეორე ოთახში რატომ უნდა იყოს?

დირექტორი: – ეს აივანი მეორე ოთახამდე გადის

      უცებ ხმაურით ეცემა ფანჯარა

გოგა: – ჯობია ეს ფანჯარა გააკეთებინოთ..

დირექტორი: – აუცილებლად გავაკეთებინებ (მიემართება მეორე ოთახისაკენ)

გოგა: – მოიცათ, მე თვითონ ვნახავ

დირექტორი: – არავითარ შემთხვევაში.

გოგა: – რატომ?

დირექტორი: – თქვენ მინისტრი ბრძანდებით, თქვენ სამშობლოს სჭირდებით, პარტიას სჭირდებით, პრეზიდენტს სჭირდებით ბოლოსდაბოლოს. იქნებ ის ტერორისტია, ხომ იცით რა დროა. 

გოგა: – დიდი მადლობა. ჩვენი ხელისუფლება ამას არ დაგივიწყებთ (ხმამაღლა, შორენას გასაგონად) მიბრძანდით ბატონო დირექტორო და დაათვალიერეთ ოთახი და აივანი.

 ამ დროს ისმის კარებზე კაკუნი

გოგა: – ვიღაც მოვიდა, ვინ არის?

გრიშა: – მე ვარ ბატონო მინისტრო

მოადგილე, კეისით ხელში

გრიშა: – სულელივით მოვქროდი

დირექტორი: – აივანზე ვნახავ (ძვრება ფანჯრიდან აივანზე)

გრიშა: – სად წავიდა ის კაცი?

გოგა: – ჩუმად. კარგად მომისმინე, მოკლედ აქ სრულიად მოულოდნელად ვიღაცის გვამი ვიპოვნე, გასაგებია?

გრიშა: – არა

გოგა: – რა არ არის გასაგები იდიოტო? ეს გვამი ეხლა კარადაშია

გრიშა: – ლეიბორისტია?

გოგა: – რა ვიცი მე,?

გრიშა: – აკი გვამიაო?

გოგა: – მე ნამდვილ გვამზე გეუბნები, პოლიტიკურზე კი არა, მოკლედ კარადაში ეხლა ვიღაც უცნობის გვამია, მე მინდა, რომ ის იპოვონ სადმე სხვაგან და სხვა დროს, გაიგე?

გრიშა: – ვერა

გოგა: – ეხლავე აგიხსნი, ხვალ დილით მთავრობის სხდომაა, მე მართალია არავინ არაფერს მეკითხება, მაგრამ მაინც სიტყვით გამოვარდები, ამასობაში ის მდივანი ძუკნაც სახლში წაეთრევა და თავის ქმართან იქნება, შენ კი ისე მოაწყობ, რომ ზუსტად იმ დროს, როცა მე ვიტლიკინებ უაზროდ და ის ძუკნა კი ქმართან იქნება ჩახუტებული პოლიცია იმ დროს იპოვნის გვამს სადღაც სხვაგან, გაიგე?

გრიშა: – ჯობია მე ეხლა გავალ და მერე ისევ მოვალ

გოგა: – მოიცა, თან დაიმახსოვრე, ზურამ  არაფერი არ იცის

გრიშა: – აბა ზურა?

გოგა: – ზურამ. სასტუმროს დირექტორმა, ეხლა შემოვა,

შენ ჭკვიანი სახე მიიღე, ხმა არ ამოიღო და თავი მიქნიე, გაიგე?

           შემოდის დირექტორი

დირექტორი: – აივანზეც არავინ არაა

გოგა: – ხომ გითხარით, ეს ჩემი მოადგილეა გრიშა!

     გრიშა თავს უქნევს

გოგა: ბევრი საქმე გვაქვს, ხვალიდან ქვეყანაში რეფორმებს ვიწყებთ

                გრიშა თავს უქნევს

გოგა: იმდენი რამ გვაქვს გასაკეთებელი გაგიჟდებით

                 გრიშა თავს უქნევს

გოგა: ჰოდა მთელი ღამე მოგვიწევს მუშაობა, ასე, რომ აქვე, ჩემი ნომრის გვერდით რომელიმე ნომერი გამოუყავით, რომ ერთმანეთთან ახლოს ვიყოთ

                 გრიშა თავს უქნევს

დირექტორი: – ეხლავე გავარკვევ რა ნომრები გვაქვს თავისუფალი

გოგა: – დიდი მადლობა

    დირექტორი გადის

გრიშა: – გამაგებინეთ რა ხდება?

მინისტრი: – გენიალურად აქნევდი თავს

გრიშა: – ნომერი რად მინდა?

გოგა: – ღამის გასათევად

გრიშა: – არ გამოვა, ვერსად ვერ დავრჩები. დედაჩემი არ გამიფრთხილებია

გოგა:- გამოვა, დაურეკე და გააფრთხილე

გრიშა: -არ გამოვა, დედა უკვე დაწვა, კლეოპატრა კი ერთ საათში უნდა წავიდეს

გოგაა: – კლეოპატრა ვინ ოხერია?

გრიშა:- კლეოპატრა ოხერი არაა, კლეოპატრა მომვლელი ქალია. დედას უვლის და ერთ საათში უნდა წავიდეს

გოგა:- გამოვა, დაურეკე მაგ მომვლელ ქალს და უთხარი, რომ საქმე გაქვს და დილამდე დარჩეს.

გოგა:- მაინც არ გამოვა, დედა ინერვიულებს

გოგა: – გამოვა, დედაშენი უკვე 80 წელია ნერვიულობს. ეხლა კი სახელმწიფო ინტერესების გამოც ინერვიულოს

გრიშა: – სახელმწიფო ინტერესები?

მინისტრი: – ქალბატონო შორენა გამობრძანდით

           გრიშა: – შორენა?

გამოდის შორენა, ის ისევ ნახევრად შიშველია

          შორენა: – კაბა მოიტანეს? ვაი

გრიშა:- შორენა?

გოგა: –  ეხლა ხვდები რა პრობლემაა?

                გრიშა თავს უქნევს

შორენა: – გამარჯობათ

გრიშა: – გამარჯობა შორენა. (მინისტრს) ეს რა ქენით?

გოგა: – სამწუხაროდ ჯერ არაფერიც არ მიქნია, ვერ მოვასწარი, ეხლა მთავარია შორენას კაბა დავიბრუნოთ.

გრიშა:- და სადაა?

გოგა: – ოფიციანტთან

გრიშა: – ხო ოფიციანტთან, აბა სად უნდა იყოს.

შორენა: – გვამზე უთხარით?

გოგა: – ვუთხარი, ვუთხარი

გრიშა: – რა გვამზე? აქ მართლაა სადმე გვამი?

გოგა: – შორენა ჯობია მეორე ოთახში მოიცადო სანამ კაბას მოიტანენ, თორემ ხომ ხედავ ცუდათაა კაცი

შორენა: – გვაპატიეთ, რომ შარში გაგხვიეთ (გადის)

გრიშა: – არაფერშიც არ გამხვიეთ, მე წავედი, კარგად ბრძანდებოდეთ, გამოიარეთ ხოლმე.

გოგა: – მოიცა, ყველაფერს აგიხსნი ოღონდ ჯერ დავრეკავ

              (კრეფს ნომერს ტელეფონზე)

გრიშა: და რა გინდათ მითხრათ, რომ გვამი ეხლა აი ამ კარადაშია?

გოგა: – იქაა, აბა სად წავიდოდა. ალო. მე მჭირდება ოფიციანტი, რომელმაც შამპანური მომიტანა, თქვენა ხართ? ძალიან კარგი, თქვენ მგონი ჩემი ნომრიდან რაღაც წაიღეთ… აბა კარგად დაფიქრდით, მე თვითონ მოგეცით…იდიოტი… გაგახსენდა, ძალიან კარგი, სასწრაფოდ ამომიტანეთ. (კიდებს ყურმილს) არა პარლამენტში უნდა შევიტანოთ კანონი სიკვდილით დასჯზე.

გრიშა: – გვამი იქაა?

გოგა:- ჰო, ჯერ ფანჯარაში იყო, ეხლა კარადაშია.

გრიშა: – აჰა, გავიგე, გვამი ჯერ ფანჯარაში იყო, მერე გადმოძვრა და კარადაში შეძვრა არა?

გოგა: – ვერაფერი ვერ გაიგე, ფარდა რომ გავაღე იქ იყო, მერე დირექტორი მოდიოდა და ამიტომ გვამი ფანჯრიდან გადმოვათრიე და კარადაში მე თვითონ შევათრიე

გრიშა: -აჰა, ლეიბორისტია?

გოგა: – რა ვიცი მე ვისისტია, რას გადაეკიდე ამ ლეიბორისტებს?

გრიშა: – პოლიციას შეატყობინეთ?

გოგა: – არა, და ამიტომაც მჭირდება შენი დახმარება

გრიშა: – (დგება) ძალიან ვწუხვარ, მაგრამ. . .

გოგა: – ჩემმა ცოლმა იცის, რომ ეხლა დადგენილების პროექტზე ვმუშაობ, ყველაფერი დამენგრევა, შენ ცოლი არა გყავს და არ იცი, რას ნიშნავს გაცოფებული ცოლი

გრიშა: – მე, რომ ცოლი მყავდეს, არ ვუღალატებდი

გოგა: – იმიტომ, რომ შენ კარგი ხარ და მე კიდევ ცუდი. დამეხმარე, ერთადერთი რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ…

გრიშა: – ჩვეენ? არავითარი ჩვენ

გოგა: – კარგი, კარგი, არავითარი ჩვენ, ერთადერთი რაც შენ უნდა გააკეთო…

გრიშა: – მე არაფერიც არ უნდა გავაკეთო.

გოგა: – როგორც კი დირექტორი ნომერს მოგცემს. ჩვენ გადავათრევთ გვამს შენს ნომერში.

გრიშა: – რას ვიზამთ?

გოგა: – გადავათრევთ გვამს შენს ნომერში და ფანჯრიდან შემოვაყოფინებთ თავს. შემდეგ მე და ძუკნა წავალთ სახლებში და ხვალ დილით მე როდესაც მთავრობის სხდომაზე გამოვარდები სიტყვით, ხოლო ძუკნა კი ჯერ კიდევ თავის ქმართან იქნება ჩახუტებული, შენ გახსნი ფარდას, აღმოაჩენ ოთახში გვამს და შეატყობინებ სასტუმროს დირექტორს

გრიშა: – ტაშიიი, გადავათრევთ გვამს, გამოვაყოფინებთ თავს ფანჯარაში, თქვენ და ის ძუკნა ფიუ და მერე მე პროკურატურაში წამკუზონ არა?

გოგა: – ნუ ღელავ დაგეხმარებით, ეს შენ მარტო ჩემთვის კი არ უნდა გააკეთო, შორენასთვისაც უნდა გააკეთო. შენ იცი შორენა ვისი მდივანია?

გრიშა: – ლეიბორისტების?

გოგა: – აზრზე ხარ რა ხმაური ატყდება ეს რომ გახმაურდეს? რეებს დაწერენ? სახელმწიფო დეზინფექციის მინისტრი და ოპოზიციის ლიდერის მდივანი! …

გრიშა: – ეგ მადარდეთ კიდევ

გოგა: – შენ ეხლა მე კი არ უნდა დამეხმარო, ქვეყანას უნდა დაეხმარო, პარტიას უნდა დაეხმარო. ეს ამბავი თუ გახმაურდა არჩევნებში ვეღარ გავიმარჯვებთ.

გრიშა: – ვერ გავიმარჯვებთ და ნუ გავიმარჯვებთ

გოგა: – მე რომ მომხსნიან, გგონია შენ დაგტოვებენ? მოვა ვიღაც თინეიჯერი და პირველი რასაც გააკეთებს შენ გაგაგდებს, მაგრამ მე თუ გადავრჩი – გიშველი.

გრიშა: – ის ეხლა იქაა?

გოგა: – ჰო, კიდია

    გრიშა უახლოვდება კარადას

გოგა: – მიდი, მიდი ნუ გეშინია არ იკბინება, ჩვეულებრივი გვამია.

გრიშა ფრთხილად აღებს კარადის ერთ ფრთას, გვამი არ ჩანს, იწყებს სიცილს „გამაშაყირეო“, მაგრამ უცებ დაინახავს მეორე მხარეს გვამს და შიშისაგან ყვირის, ამ დროს კარებზე ისმის კაკუნი და შეშინებული გრიშა კარადაში იკეტება.

დირექტორი: – უნდა გაგახაროთ…

გოგას  უნდა რა, რომ გადაიტანოს  დირექტორის ყურადღება, მუხლებზე დგება.

გოგა: – რა მაგარი ხალიჩა გაქვთ, სად იშოვეთ?

დირექტორი: – ლილოს ბაზრობაზე

გოგა: – წარმოუდგენელია, მშვენიერი ხალიჩაა, ირანულს გავს

დირექტორი: – თქვენი მოადგილისათვის არის ნომერი,  თვითონ სადაა?

გოგა: – ტუალეტში.  (გაყავს გვერდით შორს კარადისგან და ხმამაღლა შორენას გასაგონად) მე ვუთხარი დირექტორს, რომ ტუალეტში ხარ.

დირექტორი: – 50-ე ნომერი

გოგა: – (ისევ ყვირის) 50-ე ნომერი გაგიკეთა

დირექტორი: – (განცვიფრებული უყურებს) თქვენი ნომრის პირდაპირაა

გოგა: (ისევ ყვირის) შენი ნომრის პირდაპირაოო

          ოთახიდან გამოდის ნახევრად შიშველი შორენა

შორენა: – ნუ ყვირი, მესმის (დაინახავს დირექტორს) ვაი

გოგა: – ბატონო ზურაბ, ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ გაგაცანოთ, ქალბატონი  შორენა, რომელიც ყველაფერთან ერთად  ჩემი მოადგილის გრიშას ცოლია.

დირექტორი: – თქვენი მოადგილის ცოლი?

გოგა: – ჰო რა იყო, თავიდან არ გითხარით არა?

დირექტორი: – არა

გოგა: – ეტყობა თავიდან ამომვარდა, მოკლედ ცოლ-ქმარმა გადაწყვიტა  ერთად გაატარონ ღამე, ერთი წუთითაც ვერ წყდებიან ერთმანეთს, არა ქალბატონო შორენა?

შორენა: – ჰო რა

გოგა: – დირექტორმა 50-ე ნომერი გაგიკეთათ, პირდაპირ ჩემი ნომრის წინაა, ასე რომ ღამე ძალიან არ იხმაუროთ.

დირექტორი: – მე მეგონა თქვენი მოადგილე აქ სამუშაოდ გამოიძახეთ?

გოგა: – რა თქმა უნდა სამუშაოდ, მუშაობა, მუშაობ და მუშაობა – აი ჩვენი დევიზი, მაგრამ რა ვქნა ვერ ძლებენ ერთმანეთის გარეშე, მე მესმის მისი, თქვენ არა? ახალგაზრდა ცოლი… ასეთი სასტუმრო, სახელმწიფოს ხარჯზე, არა შორენა?

შორენა: – ჰო რა

დირექტორი: – მესმის, რაღაც დიდ ხანსაა არა ტუალეტში?

გოგა: – ჰო, ისე გაეხარდა ცოლის დანახვა, რომ კუჭი აეშალა.

                      ღია კარებში კაკუნით შემოდის დამლაგებელი ქალი

დამლაგებელი: – ეეეეეებბბბბბბბეეეეებბბბ

გოგა:- ვერ გაგიგეთ?

დამლაგებელი: – ეეეეეებბბბბბბდდდდდდჯჯჯჯჯჯ

დირექტორი: -.ესჩვენი დამლაგებელია ელენე, რამე ხომ არ გინდათო გეუბნებათ

გოგა: – აააააააარააააააა.

დამლაგებელი: – ეეეეეეეეეებბბბბბბბბბბნნნნნნნნნ ლტოლვილი ვარ, ლტოლვილი

       გადის

დირექტორი: – ლაპარაკი არ იცის საწყალმა, კარგით მე დაგტოვებთ.

         გოგა: – (დირექტორს) დიდი მადლობა

დირექტორი: – არაფრის, გამოგიგზავნით გასაღებს და შეგიძლიათ ეხლავე შესახლდეთ

გოგა: – შესანიშნავია, წარმომიდგენია რეებს იზამენ.

დირექტორი: – როდესაც თქვენი ქმარი გამოვა საპირფარეშოდან რეგისტრაციისათვის ჩამოვიდეს.

გოგა: – აუცილებლად

დირექტორი: – და თქვენ  წასვლას აპირებთ?

გოგა: – ვაპირებ, აი ტუალეტი განთავისუფლდება და….

დირექტორი უყურებს გოგას, დირექტორის უკან კარადის კარები იღება, გოგა მომენტალურად გადახტება და ფეხით კეტავს კარებს

გრიშა: – (კარადის შიგნიდან) ოხ!

დირექტორი უყურებს მინისტრს

გოგა:- ოხ! (იკიდებს ხელს მუცელზე)

დირექტორი: – დაგტოვებთ. (გადის)

შორენა: – ეს რა ქენი, სირო?

მინისტრი: – მე მგონი ყველაფერი გენიალურად მოვაწყე

გრიშა: (გამოდის) ღმერთო რა დავაშავე?

                        კაკუნი, გრიშა ისევ ცდილობს შეძვრეს,მაგრამ გოგა აჩერებს      

გოგა: – ვინაა?

ოფიციანტი: – მე ვარ, ოფიციანტი

გოგა: – მადლობა ღმერთს, კაბა მოიტანეს

ოფიციანტი: – უწვდის ქაღალდის ნაგლეჯს

გოგა: – ეს რა არის?

ოფიციანტი: – თქვენ არ მითხარით, მე რომ მოგეცი ის მოიტანეო

გოგა: – მე იმ კაბაზე გითხარი, რომ მოგეცი და შენ, რომ წაიღე

ოფიციანტი: – კაბა?

გოგა: – ჰო

ოფიციანტი: – ვისი კაბა?

გოგა:- ჩემი, და არ დამიწყო ეხლა ზედმეტი შეკითხვების დასმა

შორენა: – ლურჯი კაბა იყო, წითელი კოპლებით.

ოფიციანტი: – აააა. ლურჯი კაბა, წითელი კოპლებით, მეც არა ვთქვი საიდან მაქვს თქო

შორენა: – მოიტანეთ რა თუ შეიძლება.

გოგა: – და რაც შეიძლება სწრაფად

ოფიციანტი: – ჰო მართლა 50-ე ნომრის გასაღები ვის მივცე?.

გოგა: ამათ, ამათ, ესენი ცოლ ქმარნი არიან.

ოფიციანტი: – ეს ამის ცოლია?

გოგა:- ჰო, რა არ უხდებიან ერთმანეთს?

შორენა: – (მოადგილეს) საყვარელო

გოგა: – ჰო, ძვიფასო

ოფიციანტი: – ბარგი არ გაქვთ?

გოგა: – არაფერიც არა აქვთ, ეხლა მათ თაფლობის თვე აქვთ.

გრიშა: – ოხ

გოგა: – დღეს დაქორწინდნენ, სასტუმროს ნომერი ჩემი საჩუქარია, შენ წადი კაბა მოიტანე, თქვენ კი შედით და დაიწყეთ თაფლობის თვე

ოფიციანტი: – დარწმუნებული ხართ რომ ეხლა მაგას კაბა სჭირდება?

გოგა: – დარწმუნებული ვარ, დროზე

           ოფიციანტი არ ჩქარობს და ხელისგულს უშვერს, მინისტრი 5 ლარიანს უდებს ხელში

ოფიციანტი: – არც შამპანური გაგიხსნიათ, არც ხიზილალისათვის გიხლიათ ხელი…

გოგა: – გადავიფიქრეთ, შეგიძლიათ წაიღოთ

ოფიციანტი: ძალიან კარგი სხვას მივყიდი.

    გადის

შორენა: (გრიშას) ძალიან ვწუხვარ, რომ ასე მოხდა.

გოგა: – სანამ კაბას მოგიტანენ შედი მეორე ოთახში თორემ გრიშა სულ მთლად დაელამდა (უშვებს მეორე ოთახში., მოადგილეს) შენ კი შედი შენს ნომერში

გრიშა: – მაცადეთ კლეოპატრას მაინც დავურეკავ

გოგა: – დროზე ქენი, ამხელა კაცი ხარ და ერთი მობილური ვერ გიყიდია

გრიშა: – არ მჭირდება და იმიტომ არ ვყიდულობ, ალო, ქალბატონო კლეოპატრა. გამარჯობა, გმადლობთ, ყველაფერი რიგზეა, თავსაც კარგად ვგრძნობ

გოგა: – სამედიცინო კონსულიუმი გაქვთ?

(აღებს კარადას, ვხედავთ დაღრეჭილ სახიან გვამს)

გრიშა: – დედა როგორაა? რას ლაპარაკობთ?

გოგა: – რა იყო?

გრიშა: – ნერვიულობს თურმე

გოგა: – დღეს ყველა ვნერვიულობთ, ნერვიული დღეა

გრიშა: ქალბატონო კლეოპატრა. ერთი თხოვნა მაქვს, მე დღეს მომიწევს აქ დარჩენა და ….  დიდი მადლობა, დედა თუ მოინდომებს დარეკვას უთხარით, რომ შეუძლია დამირეკოს 74 64 04

გოგა: – ეეე

გრიშა: -ყოველი შემთხვევისათვის, (ყურმილში) მე ვიქნები ან 48 ნომერში ან 50 ში, ეს. . სადა ვარ? სადა ვარ და. . .

გოგა: – საჯარო ბიბლიოთეკაში

გრიშა: – საჯარო ბიბლიოთეკაში… ხო, ეხლა 24 საათიან სამუშაო რეჟიმზე გადავიდნენ… დიდი მადლობა.

გოგა : – ეხლა შედი შენს ნომერში, გადი აივანზე და აივნიდან შემოდი აქ, რომ მარშრუტი კარგად შეისწავლო.

გრიშა გადის, გოგა მიდის კარადისკენ შემოდის შორება, ხმამაღლა

შორენა- სირო

გოგა: – რა  იყო?

შორენა: – ვერსად ვერ წავალ

გოგა: – რატომ ვერ წახვალ. სახლში წადი ქმართან .

შორენა: –  ვერ წავალ. ქმარმა ხომ იცის, რომ მე ბიცოლასთან ვარ

გოგა: – მაშინ წადი ბიცოლასთან

შორენა: – ბიცოლამ ამდროს, რომ დამინახოს შეიძლება გული გაუსკდეს

გოგა: – მაშინ ა, გაქვს ნომერი შენს სახელზე და დაწექი ჩემს მოადგილესთან

გრიშა: – (შემოყოფს თავს ფანჯარაში)სხვათაშორის ყველაფერი მესმის

გოგა: – მოხვედი? ძალიან კარგი, მანდ იყავი, ეხლავე მოგაწვდი ამას (შედის კარადაში და ხსნის გვამს)

გრიშა: – რაღაც არ მომწონს თქვენი გეგმა

გოგა: – რატომ უკეთესი გაქვთ რამე?

               შემოდის დირექტორი, გოგა  გვამთან ერთად იმალება კარადაში

შორენა კეტავს კარადის კარებს.

დირექტორი: – სადაა თქვენი მოადგილე არც ისაა და არც მისი ცოლი

ხედავს ფანჯარაში მოადგილეს, რომელიც მეგობრულად უქნევს ხელს

დირექტორი: – მანდ რას აკეთებთ?

გრიშა: – ვსეირნობ

დირექტორი: – მე თქვენთან ვიყავი, მეგონა ნომერში იქნებოდით

გრიშა: – მე და ჩემი ცოლი ექსტრემალური სეირნობის მიმდევრები ვართ, ძვირფასო წავიდეთ ჩვენთან ნომერში დროა.

შორენა – მოვდივარ ძვირფასო (ძვრება ფანჯარაში)

დირექტორი: – რეგისტრაციაზე ჩასვლა არ დაგავიწყდეთ

გრიშა: – აუცილებლად

                     ამასობაში გოგა ძვრება კარადიდან და მიდის დირექტორთან

გოგა: – სიყვარულო, ძალსა შენსას

                     დირექტორი ტრიალდება და ხედავს მინისტრს

დირექტორი: – თქვენ არ მიდიხართ?

გოგა: – (სწრაფად იკიდებს ხელს მუცელზე) ვაი, ტუალეტში, კინაღამ..დამავიწყდა

     დირექტორი გადის, მინისტრი მირბის ფანჯარასთან და ყვირის

გოგა: ეი, სად ხართ.

თვითონაც ძვრება ფანჯარაში 

შემოდის ოფიციანტი კაბით

ოფიციანტი: აი ჩვენც მოვედით, კუ კუ! (რეკავს ტელეფონი) ალო? დიახ , არა გენაცვალე რა საჯარო ბიბლიოთეკა, ბორდელია. (კიდებს ყურმილს) კუ კუ! (რეკავს ტელეფონი) ალო, ქალბატონო ხომ გითხარით არაა მეთქი საჯარო ბიბლიოთეკა. . . დიახ 746404 კი ბატონო, ვინ? მინისტრი და მისი მოადგილე? კი ისინი აქ არიან. რა გადავცე?. თქვენ ვინ ბრძანდებით? ვიინ? კლეოპატრა? მაშინ მე რამზესი ვარ, ხო, გადავცე, რომ დედა ნერვიულობს? ვისი დედა ნერვიულობს? მინისტრის მოადგილის დედა ნერვიულობს? რა ანერვიულებს მერე ბიჭმა თაფლობის თვე დაიწყო. ვისთან დაიწყო? თაფლობის თვეს ვისთან იწყებენ არ იცით? ცოლთან, ცოლთან. კარგით გადავცემ, რომ დარეკეთ.

გადის ოთახიდან, ფანჯრიდან ძვრებიან გოგა, გრიშა და შორენა

გოგა: – დროზე, დროზე გადავიყვანოთ ეხლა თქვენს ნომერში და მოვრჩეთ.

ხსნიან გვამს

გრიშა: – ბავშვობიდან მეშინია მიცვალებულების

გოგა: – ნუ გეშინია არ გიკბენს

გრიშა: – მთავარია დედამ არ ინერვიულოს

გოგა: – არ შეგიძლია, ეხლა მაინც რომ არ იფიქრო დედაზე?

 

აივანზე ჩნდება ოფიციანტი და შემოყოფს თავს ფანჯარაში

ოფიციანტი: – კუ კუ

გოგა და გრიშა მომენტალურად იწყებენ ცეკვას გვამთან, ცეკვის დამთავრების შემდეგ შორენა ტაშს უკრავს

გოგა: – დიდი მადლობა შორენა, მე მგონი პარტიის ყრილობისათვის მშვენიერი მუსიკალური ნომერი გამოგვივა

        ფანჯარა გრუხუნით ეცემა და შეშინებული გრიშა ხელს უშვებს და გვამი დივანზე ეცემა

გოგა: – მაინც  რამდენი დალია მაინც შენმა ძმამ, ა?

გრიშა: – ვიინ დალია?

გოგა: – შენმა ძმამ, შალვამ, სადღეგრძელო არ გამოტოვა

გრიშა: – ხო, დაბადებიდან ლოთია, გაგვიმწარა ყველას ცხოვრება

გოგა: – რას იზამ უნდა მოითმინო, ძმაა რაც არ უნდა იყოს. (ოფიციანტს) დღეს თამადა იყო ამათ ქორწილში და აი ხედავ რა დღეშია? გისმენთ?

ოფიციანტი: – კაბა მოვიტანე

მინისტრი: – დიდი მადლობა, ძალიან ყურადღებიანი ხართ, (აძლევს 5 ლარიანს და მიყავს კარებისაკენ) აჰა, შენ, კამფეტები იყიდე, ნაყინი იყიდე, თუ რამე დაგვჭირდება მხოლოდ შენ გამოგიძახებთ, რა გვარი ხარ?

ოფიციანტი: – გამყრელიძე

გოგა: – დათო?

ოფიციანტი: – არა, ტარიელი

გოგა: – (კიდევ აძლევს 5 ლარიანს) ტარიელ, წადი კიდევ შოკოლადი იყიდე

ოფიციანტი: – (უყურებს გვამს) გმადლობთ.

გოგა: – (კიდევ აძლევს 5 ლარიანს) აჰა და კიდევ ტორტი იყიდე

გრიშა: – მალე მას ამდენი ტკბილისგან დიაბეტი დაემართება

გოგა გატენის ოფიციანტს, გრიშა ხელს უშვებს და გვამი დივანზე ეცემა.

გოგა: – მაგას თავი გაანებეთ და დროზე ჩადით, დარეგისტრირდით.

შორენა როგორც იქნა იცმევს კაბას.

გოგა: – თურმე როგორ გიხდება კაბა.

აძლევს მოადგილეს შავ სათვალეებს.

გოგა: გაუკეთე, თორემ მაგის გამომეტყველება რაღაც არ მომწონს.

გრიშა – ღმერთო რა დავაშავე (ცდილობს გაუკეთოს სათვალე ისე, რომ არ უყურებს)

გოგა: – (შორენას) დარეგისტრირდებით თუ არა ეგრევე სახლში გავარდი, შენ კი უკან ამოდი. (ტელეფონის ზარი) ალოო, ვინ კითხულობს? კლეოპატრა?

გრიშა: – მომვლელი ქალია

გოგა: – ჩუმად! არ სცალია, ძალიან დაკავებულია.

გრიშა: – დედა? დედა როგორაა?

გოგა: – მე ვინა ვარ? მე საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი ვარ. რააა?

გრიშა: – რაო?

გოგა: – ჩუმად. მე გადავცემ, რომ როგორც კი განთავისუფლდება აუცილებლად დაგირეკოთ. (კიდებს ყურმილს)

გრიშა: – რა მოხდა?

გოგა: – დიდი არაფერი, დედაშენი ცოტათი აღელდა, რომ დაიგვიანე.

გრიშა: – ცოტათი?

გოგა:- ჰო, დაგვიანებაზე ცოტათი აღელდა და რომ გაიგო, რომ მის უკითხავად ცოლი მოიყვანე აი მაგაზე კი მაგრად აღელდა

გოგა: – ვაიმე (დგება და გვამი ისევ ეცემა)

შორენა: – ვა, საიდან გაიგო?

გრიშა: – დედაააა, ეხლა ალბათ ტირის.

გოგა: – ტირილი მერე ნახე აქედან თუ არ გამოვძვერით.

                 ფანჯრიდან შემოდის დირექტორი

დირექტორი: თქვენ კიდევ აქ ხართ?

გოგა კიდებს ხელს შორენას და იწყებს მასთან ერთად ცეკვას, გრიშა ჯდება დივანზე გვამთან ერთად და ხელს გადახვევს. მინისტრი ცეკვა ცეკვით მიდის კარებთან, აღებს და უშვებს შორენას. 

გოგა: – პარტიის ყრილობისთვის ვემზადებით, მეორე განყოფილებაში კონცერტი გვექნება და იქ გამოვდივარ, ისე ვღელავ, ისე ვღელავ ვერ წარმოიდგენთ. შორენა ეხლა ჩავიდა და დარეგისტრირდება.

დირექტორი: – ძალიან კარგი. და ეს ვინაა?

გოგა: – ეს? ეს შალვაა, შალიკო.

დირექტორი: – ნათელაშვილი?

გრიშა: – არა, ჩემი ძმაა.

დირექტორი: – ძმაა?

გოგა: – მალე წავა

დირექტორი: – რა ჭირს?

გრიშა: – რა ჭირს? შალვა, რამე გჭირს? არაფერიც არ ჭირს.

გოგა: – ცოტა დალია, მეტი არაფერი.

დირექტორი: – გინდათ ნომერს გამოვუყოფ?

გრიშა: – არაა, შალიკო მალე უნდა წავიდეს სახლში, სახლში დედა ღელავს.

დირექტორი: – რაღაც ფერი არ მომწონს მისი.

გრიშა: – დაბადებიდან ეს ფერი აქვს, შალიკო, უთხარი რომ კარგად ხარ. (გვამს თავს აქნევინებს) აი კარგად ვარო

დირექტორი: – დარწმუნებული ხართ, რომ კარგად ხართ?

გრიშა თავს უტრიალებს გვამს

დირექტორი: – ბატონო შალვა

გოგა:- ცოტა ხმამაღლა უთხარით, ყურში კარგად არ ესმის.

დირექტორი: – (ხმამაღლა) ბატონო შალვა, იქნებ დარჩეთ, აქ გვაქვს ცარიელი ნომრები.

გვამი გრიშას დახმარებით თავს უარყოფის ნიშნად აქნევს

დირექტორი: – (ხმამაღლა) და თვითონ მიხვალთ სახლში?

გვამი თავს უკრავს

დირექტორი: – იმედი მაქვს მანქანით არა

გოგა: – რას ამბობთ, ეგ რომ საჭესთან დაჯდეს, ნაღდად მოკვდება

დირექტორი: – თქვენი საქმის თვითონ იცით, მე შემოგთავაზეთ, კარგად ბრძანდებოდეთ.

გვამი თავს უქნევს, დირექტორი გადის

გოგა: – გრიშა გენიოსი ხარ, გენიოსი

გრიშა: – ეხლა მე გული ამერევა

გოგა: – ჯერ მოიცადე თავი შეიკავე, დროზე გადავიყვანოთ შენს ოთახში.

გრიშა: – აზრი აღარ აქვს

გოგა: – ვითომ რადაო?

გრიშა: – იმიტომაო

გოგა: – რადაო?

გრიშა დგება გვამი ეცემა

გრიშა: – იმიტომ, რომ დირექტორი უკვე ძალიან კარგად იცნობს ჩემს ძმა შალვას. მასზე.

გოგა: – მართალი ხარ, გიჟდებიან.

გრიშა: – რა მინდოდა, რას მოვეთრეოდი აქ, ვიყავი ჩემთვის კაბინეტში, მაწონს ვჭამდი და „კურიერს“ ვუყურებდი.

გოგა: – ხვალაც უყურე, იქ იქნები, შენით დაიწყება „კურიერი“

გრიშა: – ერთი ვიცი, თქვენს პარტიას ხმას არასდროს მივცემ.

გოგა: – ერთი ათი წელი მაინც ვერ შეძლებ, მერე გადავიტანთ როგორმე.

გრიშა: – დედაააააააააააა

გოგა: – პანიკის გარეშე, ბოლო ბოლო რა ნახა იმ დირექტორმა? შალიკოს სახე მაგას არ უნახავს, დაიმახსოვრა, მარტო ტანსაცმელი, პლაჩი, შარფი და შავი სათვალე.

გრიშა: – მერე?

გოგა: – ის, რომ თუ ამას სხვა ტანსაცმელში იპოვნიან, არავის მოუვა თავში აზრად, რომ ეს შენი ძმაა

გრიშა: – მე მკვდარს ტანსაცმელს ვერ გავხდი

გოგა: – რა დროს სენტიმენტებია? მანამდე ისევ კარადაში შეიყვანე (კრეფს ტელეფონს) რა გვარი იყო ის ოფიციანტი? გაჩეჩილაძე?

გრიშა: – არა, გამყრელიძე

გოგა: – ჰო, ტარიელი,  48-ე ნომერიდან გაწუხებ, ხო, მე ის ვარ ფულების დარიგება, რომ უყვარს…

გრიშა ამასობაში ცდილობს გვამი კარადაში შეტენოს

– მოკლედ, ასეთი პატარა თხოვნა მაქვს შენთან, რამე ზედმეტი ტანსაცმელი ხომ არა გაქვს სადმე მიგდებული, პიჯაკი, შარვალი, ფეხსაცმელები… მართლა? ეხლავე ამომიტანე, ხო სასწრაფოდ ტანსაცმელს ვაგროვებთ ობლებისათვის.

     კაკუნი

გოგა: – ვინაა?

შორენა: – შორენა ვარ, გამიღეთ

გოგა: – (აღებს) აქ რა გინდა? რატომ არ წახვედი?

შორენა: – იმიტომ, რომ იქ ქვემოთ გიგაა

გოგა: – ბოკერია?

შორენა: – არა რა ბოკერია, ჩემი ქმარი გიგა

გოგა: – ქმარი? მოიცა, მოიცა, შენ არ სთქვი სახლშიაო?

შორენა: – ჩემი ქმარი ქვემოთაა

გრიშა მუხლებზე ეცემა, გვამი ძირს

შორენა: – კინაღამ გული გამისკდა, რომ დავინახე, კიდე კარგი ვერ დამინახა

გოგა: – აქ  რას აკეთებს?

შორენა: – დიდი ეჭვი მაქვს, რომ მე მეძებს

გრიშა: – ხომ მეუბნებოდნენ ეს რომ დანიშნეს, წადი სანამ დროაო, არ დავუჯერე, ახია ჩემზე.

გოგა: – იცი რაა, რომ გითხრა შენ და შენს ძმას მაგრად გიხდებათ მლოცველების პოზები თქო ტყუილს გეტყვი

გრიშა: – ათეისტო

      რეკავს ტელეფონი

გოგა: – ალო? ვინ? კლეოპატრა? ქალბატონო კლეოპატრა ხომ გითხარით.

გრიშა: – მომეცით, მე დაველაპარაკები

      დგება, გვამი ისევ ეცემა, გრიშა ცდილობს წამოაყენოს

გოგა: – ძმას გაუფრთხილდი ბიჭო (ყურმილში) ქალბატონო კლეოპატრა არ შეიძლება ეხლა მაინც თავი გაანებოთ? კაცს თაფლობის თვეა აქვს. . . დედამისს სულ ისტერიკა აქვს, თქვენი საქმე არაა ვინ მოიყვანა ცოლად, 50 წლისაა და  თვითონ გადაწყვეტს ვინ უნდა მოიყვანოს ცოლად და ვინ არა. დაბრუნდება სახლში მხოლოდ მას შემდეგ, რაც ცოლ ქმრულ მოვალეობას შეასრულებს. (უკიდებს ყურმილს)

გრიშა: – თქვენ რა გაგიჟდით? დედა ეხლა ნამდვილად ცუდად გახდება

გოგა: – ძალიანაც კარგი, კლეოპატრა მიხედავს და დასარეკად არ ეცლება, შენ კიდევ რას ჩაეხუტე მაგას? ანგელოზივით ქალს ვერ გაეკარე და მკვდარს ვერ აგადღლიზე, ნეკროფილი.

გრიშა: – წამოდი შალვა წამოდი

              შეყავს კარადაში

შორენა: – გიგას რა ვუყოთ?

გოგას: – ბოკერიას?

შორენა: – რა ბოკერიას, ჩემს ქმარს.

გოგა: – მთავარია პანიკის გარეშე, ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ბატონ გიგას მოულოდნელ გამოჩენაში რაღაც ლოგიკა უნდა იყოს.

გროშა: – რა ბრძენია.

         კიდებს კარადაში გვამს, ისმის კაკუნი

გოგა: – ვინა ბრძანდებით?

გიგა: – გააღეთ

შორენა: – გიგაა

                   მოადგილე ძვრება კარადაში, მინისტრი გამოათრევს

გოგა: – და ვინ ბრძანდებით?

გიგა: – გააღეთ, თორემ კარებს შემოვამტვრევ

გოგა: – (მოადგილეს) მოკიდე ხელი და თქვენს ოთახში წადით

გრიშა: – ძლივს არა თქვა ერთი ჭკვიანური რამე, წავიდეთ

შორენა: – სირო, იცოდეთ ჩემი ქმარი როცა ბრაზდება ხოლმე ცოფიან ძაღლი ხდება და შეიძლება დაგლიჯოთ.

გრიშა: – ერთი მეორეზე უკეთესი ამბები მესმის

      ძვრებიან ფანჯარაში

გიგა: – გააღებთ თუ არა?

გოგა: – ვაღებ, ვაღებ

        შემოდის გიგა

გოგა: – მეგონა ოფიციანტი იყო

გიგა: – მე გიგა ვარ

გოგა: – ბოკერია?

გიგა: – რა ბოკერია, შორენას ქმარი ვარ

გოგა: – არსაკიძე?  სასიამოვნოა

უწვდის ხელს, გიგა არ ართმევს გადის საძინებელში, ეძებს შორენას.

გიგა: – მე ძალიან კარგად გიცნობ

გოგა: – რა თქმა უნდა მიცნობთ სულ ტელევიზორში ვარ გაკვეხებული, თქვენ ჩვენი პარტიის წევრი ხართ?

გიგა: – მეტი საქმე არა მაქვს, ხომ გითხარი შორენას ქმარი ვარ თქო.

გოგა: – შორენას? შორენა ვინაა?

გიგა: – ძალიან კარგადაც იცი ვინაა? სად არის ჩემი ცოლი?

გოგა: – მოიცათ, მოიცათ, ვერაფერი გავიგე, თქვენს ცოლს ჩემთან რა უნდა?

გიგა: – ბევრი ლაპარაკი არ გინდა რა, მე გითვალთვალებდით.

გრუხუნით ეცემა ფანჯარა

გოგა: – გვითვალთვალებდით?

გიგა: – ჰო, გუშინწინ კაფეში იყავით რუსთაველზე, გუშინ კი კუს ტბაზე

გოგა: – მართლა?

გიგა: – დიახ.

გიგა: – ააა. შორენა? პარლამენტში მდივან მემანქანედ, რომ მუშაობს არა? ვიცი, როგორ არ ვიცი. შორენა გადასარევი გოგოა, მერე რა მდივანი, როგორ ბეჭდავს გაგიჟდები, ერთ შეცდომას არ უშვებს…

გიგა: – როგორც კი მითხრა ბიცოლასთან დავრჩებიო, ეგრევე მივხვდი რომ შენთან აპირებდა ყოფნას.

გოგა: – მოიცა მოიცა, მაგით რისი თქმა გინდათ?

კაკუნი, შემოდის დამლაგებელი

დალაგებელი: – (ჟესტით დავალაგოო?) ეეეეეებბბბბბბბეეეეე?

გოგა: – დაალაგე, დაალაგე

გიგა: – არ არის საჭირო

გოგა: – როგორ არაა საჭირო, დაალაგე, დაალაგე

გიგა: – არ არის მეთქი საჭირო, გაეთრიე აქედან

დამლაგებელი: – ეეეეეე ბბბბბბ

გოგა: – აცადე ნაგავი გაიტანოს

გიგა: – ნაგავს ცოტა ხანში მე გავიტან აქედან

დამლაგებელი – ეეეეე ბბბბბბეეეეე

      გადის

გოგა – მეგობარო იცი რას გეტყვი

გიგა: – მეგობარს მოგცემ ეხლა, მე ყველაფერი ვიცი, ვიცი როგორ მოხვედი ამ სასტუმროში, შემდეგ როგორ შემოიპარა აქ ჩემი ცოლი, რომ ვინმეს არ დაენახა, გითვალთვალებდნენ.

გოგა: – ვინ მითვალთვალებდა?

გიგა: – დედექტივი, კერძო დედექტივი, სპეციალურად დავიქირავე, რომ ჩემი ცოლისათვის ეთვალთვალა

გოგა: – დედექტივი?

გიგა: – მე ქუჩაში ვიცდიდი, ის კი სახანძრო კიბით ამოძვრა აივანზე და ფანჯრიდან გითვალთვალებდათ.

გოგა რაღაცას ხვდება და ფანჯარას უყურებს

გიგა: – გაიგე ეხლა დამპალო?

გოგა: – ესეიგი ის ამოძვრა სახანძრო კიბით აივანზე

გიგა: – დიახ. . .

გოგა: – შემოძვრა ჩემს ფანჯარაში და იქიდან მითვალთვალებდა?

გიგა: – ჰო, მე ქვემოთ ვუცდიდი, მაგრამ ის სადღაც დაიკარგა, მე მოთმინება დავკარგე და თვითონ ამოვედი, ეხლა მიხვდი დამპალო?

გოგა: – მივხვდი

უყურებს კარადას და მერე უღიმის გიგას

გიგა: – რას იკრიჭები?

გოგა: – კარგი, დავუშვათ თქვენ ნახეთ როგორ შემოვიდა თქვენი ცოლი სასტუმროში

გიგა: – რას ნიშნავს დავუშვათ, მე თვითონ ვნახე როგორ შემოვიდა

გოგა: – რა გაეწყობა გეტყვით სიმართლეს. დიახ თქვენი ცოლი მართლაც შემოიპარა სასტუმროში, მაგრამ, მაგრამ ის ჩემთან არ შემოპარულა, თქვენი ცოლი დავითაშვილთან შემოიპარა.

გიგა: – კობასთან?

გოგა: – ვინ კობასთან, ჩემს მოადგილესთან გრიშასთან. არ მინდოდა მეთქვა, ხომ გესმის, რაც არ უნდა იყოს ჩემი მოადგილეა. გათახსირებული, მთელი პარლამენტის ქალები კედელ კედელ დადიან.

გიგა: – რეებს ბოდავ,? რა შენი მოადგილე, ვინ შენი მოადგილე? გუშინ და გუშინწინ შენ არ ხვდებოდი?, ჩემი თვალით გნახეთ.

გოგა: – დიახ, ვხვდებოდი, მინდოდა გადამერჩინა ის უმწიკვლო გოგონა ამ გახრწნილი კაცისაგან, ვეუბნებოდი – შორენა გაანებე თავი, ეგ კაცი კი არა, მანიაკია თქო, ხედავ?, არ დამიჯერა, რა გოგო გააფუჭა მაგ გათახსირებულმა.

გიგა: – შენ მე იდიოტი ხომ არ  გგონივარ?

მინისტრი კიდებს ხელს და კარებისკენ მიყავს

გოგა: – პირიქით. ჭკვიანი კაცი მგონიხართ, ჩაბრძანდით ეხლა ქვემოთ და გაიგეთ არიან თუ არა სასტუმროში დარეგისტრირებული ცოლ ქმარი გრიშა და შორენა დავითაშვილები

გიგა: – ცოლ ქმარი? იცოდე თუ მატყუებ…

გოგა: – დედას გეფიცები შენზე ნაკლებად თუ განვიცდიდე მაგ ამბავს.

უღებს კარებს მაგრამ ამ დროს იღება კარადის კარები და მოჩანს გვამი, გოგა ხედავს, გიგა ვერა, მინისტრი სახელოში კიდებს გიგას, რომ ის ვერ მოტრიალდეს

გოგა: – გიგა,

გიგა: – რა იყო

გოგა: – შენზე ნაკლებად კი არა შენზე მეტად განვიცდი ამ ამბავს, ის მანიაკი მთელ ჩვენს პარტიას უტეხავს სახელს

გიგა: – რა გვარიაო რა თქვი?

გოგა: – დავითაშვილი

გიგა: – კობა?

გოგა: – გრიშა

გიგა: – ონიანი?

გოგა: – დავითაშვილი

გიგა: – იცოდე რომ მომატყუო

გოგა: – დედას გეფიცები არ გატყუებ

გიგა: – რომ მომატყუა. . .

გოგა: – მინისტრმა კაცმა შეიძლება, რომ მოიტყუოს?

გიგა: – მე კიდევ დედქტივი მყავს, არ დაგავიწყდეს

გოგა: – მაგ შენს დედექტივს არასოდეს არ დავივიწყებ

გიგა: – მან ალბათ ყველაფერი ნახა

გოგა: – პირობას გაძლევ ჩემზე ის არაფერს მოგიყვება

გიგა: – მე მალე დავბრუნდები

გოგა: – ბედნიერი ვიქნები

              ტენის გარეთ, სასწრაფოდ მიხურავს კარადას და რეკავს ტელეფონზე

გოგა: გრიშა. მოკიდე ხელი შორენას და სასწრაფოდ გამოქანდი ჩემთან, გიგა ადმინისტრატორთან ჩავიდა და ზუსტად ვიცი, რომ მერე თქვენთან შემოივლის. მერე აგიხსნით, დროზე ქენით თორემ თუ გნახავთ დიდი შანსი გვაქვს ერთის მაგივრად უკვე ორი მკვდარი გვყავდეს.

               კაკუნი

ვინაა?

ოფიციანტი: – ტარიელი.

     აღებს კარს, ტარიელი ტანსაცმლის გროვით

ტანსაცმელი თქვენ შეუკვეთეთ?

გოგა: – დიდი მადლობა

უშვერს ხელს, მაგრამ ოფიციანტიც უშვერს და თან ახველებს, მინისტრი იღებს საფულეს

ოფიციანტი: – ეს ჩემთვის ძალიან ძვირფასი ნივთებია, ამ კოსტუმში მე ცოლი მოვიყვანე

გოგა აძლევს ფულს.

გოგა: – მომისმინე ავთანდილ. . .

ოფიციანტი: – ტარიელ

გოგა: – ჰო, უკაცრავად, ტარიელ, სიტუაცია აქ ცოტა გართულდა

ოფიციანტი: – ძალიან კარგი

გოგა: – ეხლა სასწრაფოდ მჭირდება ინვალიდის ეტლი

ოფიციანტი: -ეტლი?

გოგა: – ინვალიდის, საგორავებელი ეტლი

ოფიციანტი: – ვინმე ცუდადაა?

გოგა: – აქ ყველა ცუდადაა, მაგრამ სავარძელი ჯერჯერობით ერთი გვჭირდება

ფანჯრიდან ოთახში ძვრებიან გრიშა და შორენა,

ოფიციანტი: – ამათ არ იციან, რომ ოთახში კარებიდანაც შეიძლება შემოსვლა?

გრიშა: – რა მოხდა?

შორენა: – რაო გიგამ?

ოფიციანტი: – (გრიშას) თქვენ გადაწყვიტეთ მთელი თაფლობის თვე აივანზე გაატაროთ?

გოგა: – შეგიძლია ეტლი მიშოვნო თუ არა?

ოფიციანტი: – სადღაც უნდა გვეგდოს რამოდენიმე ცალი, რაიცი რაში დაგვჭირდებას ამბავში

გოგა: – ეხლა ზუსტად ის ამბავია

   ოფიციანტი ხელს უშვერს, მინისტრი იქექება ჯიბეში

ოფიციანტი: – ორმოცი ლარი ეყოფა მაგ საქმეს

გოგა: – აღარა მაქვს ლარები, რაც მქონდა სულ შენ დაგირიგე

ოფიციანტი: – მაშინ ნუ მომცემთ

გოგა: – გმადლობ ფრიდონ

ოფიციანტი:- არაფერს შოთა, დოლარები მომეცი

         გოგა აძლევს დოლარებს, ოფიციანტი გადის

გრიშა: – რა ხდება? ეტლი რისთვის გინდათ?

შორენა: – გიგამ რაო?

    ფანჯარა გრუხუნით ენარცხება

გოგა: – საიდან დავიწყო არც კი ვიცი, ორი სიახლე მაქვს, ცუდი და ძალიან ცუდი.

გრიშა: – კარგი არა გაქვთ?

გოგა: – შენ როგორ ფიქრობ?

შორენა: – ცუდიდან დაიწყეთ

გოგა: – ცუდი ისაა, რომ შენ ქმარს დედექტივი დაუქირავებია და მთელი ეს ხანები გითვალთვალებდა

შორენა: – ნაძირალა

გრიშა: – მეორე სიახლე უფრო ცუდია? 

გოგა: – ჰო, იმიტომ, რომ კარადაში ის დედექტივი კიდია.

გრიშა: – დედაააა

შორენა: – ნაძირალა, როგორ მაკადრა თვალთვალი.

გოგა: – მართლაც რა საოცრებაა, როგორ გაკადრა?

გრიშა: – ეტლი რაღაში გჭირდებათ?

გოგა: – ტვინი გაანძრიე, წარმოგიდგენია რა მოხდება ჩვენს ნომერში მკვდარი პოლიციელი რომ იპოვონ? ჩვენ ჩავსვამთ ეტლში, გადავაფარებთ ეტლს პლედს, – აქედან გავიყვანთ და სადმე ქუჩაში მივაგდებთ.

გრიშა: – ქუჩაში მივაგდებთ?

გოგა: – ნუ გეშინია არ შესცივდება, ეხლა მაგისთვის სულ ერთია სად იპოვნიან, სადმე აქედან შორს გაიყვან და მიაგდებ

გრიშა: – მივაგდებ?

შორენა: – მოიცათ და გიგა, გიგას რა ვუყოთ?

გოგა: – ჰო, ეგ არის მეორე მიზეზი რატომაც უნდა წახვიდე რაც შეიძლება შორს. იმიტომ, რომ მე მგონი გიგა პატარა შეცდომაში შევიყვანე

გრიშა: – ვერ გავიგე?

გოგა: – მოკვდები სიცილით, რომ გაიგებ, ამის ქმარს ვუთხარი, რომ მისი ცოლი ჩემი კი არა შენი საყვარელია.

გრიშა: – ჩემი?

გოგა: – ჰო, ხო სასაცილოა?

გრიშა: – არა

გოგა: – აი, იმანაც არ დაიჯერა და ჩაქანდა ქვემოთ ადმინისტრატორთან, რომ გაიგოს არიან თუ არა დარეგისტრირებულნი გრიშა და შორენა დავითაშვილები.

შორენა: – კი მაგრამ ჩვენ ხომ ვართ დარეგისტრირებულნი?

გოგა: – რა თქმა უნდა 50 ნომერში.

გრიშა: – იცით თქვენ ვინა ხართ?

კაკუნი

გოგა: – ვინ ბრძანდებით?

გიგა: – გიგა ვარ

გოგა: – ბოკერია? ეხლავე

შორენა: – დავიღუპეთ.

გოგა: – მოვდივარ. სწრაფად კარადაში

    აღებს კარადას, იქ გვამია

გრიშა: – აუცილებელია აქ შეძრომა?

გოგა: – აუცილებელია, ყველა კრეტინულ კომედიებში კარადაში იმალებიან, ამოარჩიეთ მკვდარი პოლიციელი თუ ცოცხალი გიგა.

გრიშა: – ბოკერია?

გოგა: – არა შენი საყვარლის ქმარი

ორივე ძვრება კარადაში, მინისტრი უყრის კარადაში ტანსაცმელს

გოგა: – დროს ტყუილად ნუ დაკარგავთ და ამასობაში ამას გადააცვით ასათიანის საქორწილო კოსტუმი…

გრიშა: – ეგ რაღა საჭიროა?

გოგა: – რომ ვერავინ იცნოს

შორენა: – ასათიანი ვინაა?

მინისტრი უხურავს კარებს და აღებს კარებს, შემოდის გიგა

გიგა: – თქვენ მართალი აღმოჩნდით

გოგა: – მე არასდროს ვიტყუები

გიგა: – 50-ე ოთახში არიან დარეგისტრირებულნი, აქვე თქვენს ოთახთან ახლოს..

გოგა: ჩემს ოთახთან ახლოს? ეს უკვე ნამეტანია – თავხედი მანიაკი.

გიგა: –  ვაბრახუნე, არ მიღებდნენ

გოგა: – არ გაგიღებდნენ აბა რა

გიგა: – მერე კარები შევამტვრიე

მინისტრი იყურება გარეთ დერეფანში

გოგა: – რას ლაპარაკობთ?

გიგა: – ჰო, მაგრამ არ დამხვდნენ

გოგა: – არ დაგხვდნენ? ნაძირლები

გიგა: არა,არა, არა (გიგა ატირდა დაემხო მუხლებზე, ხელები შემოხვია გოგას ფეხებზე და ატირდა) ჩემი ბრალია, ჩემს გამო წავიდა შენს მოადგილესთან, ეტყობა ის ჩემზე კარგია

შემოდის დირექტორი

გოგა: – კარგი რა გიგა დაწყნარდი

გიგა: – ვერ დავწყნარდები, ვიცი, ეტყობა მე არაფერი შემიძლია საწოლში

გოგა: – ნუ ამბობ ეგრე, შეგიძლია, შეგიძლია, მე ვიცი რომ ძალიან მაგარი ხარ საწოლში

გიგა: – არა, ის ეტყობა მე მჯობია

გოგა: – არა რომ იცოდე რას ჰგავს ეგრე არ იტყოდი, ის მახინჯია შენ ლამაზი

გიგა: – ეტყობა მე იმპოტენტი ვარ .

გოგა: – რას ამბობ იმპოტენტი ისაა, შენ მასთან შედარებით სექსუალური განგსტერი ხარ.

დირექტორი გაოგნებისგან წაბორძიკდება

გოგა: – აააა, ბატონო დირექტორო. მე აქ ბატონი გიგა რაღაცეებს მიხსნიდა

დირექტორი: –  ახსნა მაგას სულ არ სჭირდება

გოგა: – პატარა პრობლემები აქვს და. . .

დირექტორი: – გასაგებია,  ვის არა აგქვს პრობლემები დღევანდელ დღეს

გიგა: – მაპატიეთ, მე საერთოდ ყველას თანდასწრებით კი არ მემართება ასეთი ისტერიკები

დირექტორი: – კიდე კარგი

გოგა: – თქვენ ნუ ღელავთ, მე მივხედავ

დირექტორი: – ძალიან კარგი, თან თქვენს მოადგილესაც თუ მიხედავთ კარგს იზამთ.

გიგა: – ამის მოადგილეს?

გოგა: – გიგა, არ აღელდე

დირექტორი: – სამაგიეროდ მე ვღელავ, კარები გაუტეხია, ავეჯი გადატრიალებულია

გოგა: – ჩემი მოადგილე ყველაფერს გადაიხდის

დირექტორი: – რა თქმა უნდა გადაიხდის, მე არ დავუშვებ, რომ ჩემს სასტუმროში ასეთი რამ ხდებოდეს: – ყველაფერი მესმის ბატონო, ახალგაზრდა ცოლი, თაფლობის თვე, სიყვარული, ვნება, მაგრამ ასე? სულ დალეწეს ყველაფერი

გიგა: – (გმინავს)

გოგა: – გაუძელ გიგა

დირექტორი: – თანაც ნომერში არ არიან, ეტყობა სადღაც არიან გასულნი, ვიფიქრე თქვენთან ხომ არ არიან თქო.

გოგა: – არა ჩემთან რა უნდათ, ალბათ ქვემოთ რესტორანში არიან, დაიღალნენ და შიათ.

გიგა გმინავს, შემოდის ოფიციანტი ინვალიდის ეტლით

ოფიციანტი: – აი  ჩვენც მოვედით.

დირექტორი: – შენ აქ რა გინდა?

ოფიციანტი: – მთხოვეს და მოვუტანე

დირექტორი: – ვინ გთხოვა?

ოფიციანტი: – (გოგას) ვინ მთხოვა?

გოგა: – მე, ჩემი ახალგაზრდა მეგობრისთვის ვითხოვე

ოფიციანტი: – ესეც ფანჯრიდან შემოვიდა?

დირექტორი: – კარგი წაბრძანდი (ეხმარება გიგას ადგომაში, ოფიციანტი მიდის და თან გოგას ხელებით უჩვენებს კიდევ 10 უნდა დამიმატოო) მეც დაგტოვებთ, კარგ დროსტარებას გისურვებთ.

გოგა: – გმადლობთ.

დირექტორი მიდის

გოგა: – გიგა იქნებ თქვენც წახვიდეთ სახლში, დაისვენოთ, ჩაი დალიოთ. . .

გიგა: – რა დროს ჩაია, აუცილებლად უნდა ვიპოვნო ისინი

გოგა: – ხომ ვთქვი ალბათ რესტორანში არიან თქო.

გიგა; – წავალ ვიპოვნი და იცოდეთ, როგორც კი ვნახავ იმ თქვენს მოადგილეს ფეხებშუა რაც აქვს ყველაფერს გამოვგლიჯავ

გადის, მინისტრი აღებს კარადის კარებს

გოგა: – მაგარი ხალისი იყო არა? გესმოდათ?

გრიშა: – ყველაფერი მესმოდა, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო სიტყვებზე ვიხალისე

   გამოდის კარადიდან, მას შორენა მოყვება

შორენა: – რა მაგარი იყოო.

გოგა: – მოგეწონა?

შორენა: – როგორ ვყვარებივარ?  არც ვიცოდი ასე ძალიან თუ ვუყვარდი

გოგა: – რას იზამ სიყვარული ბრმაა (მოადგილეს) ჩააცვით?

            გრიშას გამოყავს გვამი, მას ყველაფერი უკუღმა აცვია

გოგა: – ვაიმე დედიკო

გრიშა: – იქ ბნელოდა

გოგა: – დასვით აქ

(სვამენ სავარძელში).

არა უშავს ღამე მაინც ბნელა. (შორენას) შენ ეხლა ფანჯრიდან გადაძვერი, სახანძრო კიბეებით ქვემოთ ჩადი და სახლში წადი

შორენა: – მერე ჩემს ქმარს რა ვუთხრა, რომ მოვა

გოგა: – უთხარი, რომ გრიშამ ძალით შეგათრია

გრიშა: – დიდი მადლობა

შორენა: – იქნებ სხვაგან წავიდე?

გოგა: – პარლამენტში წადი

შორენა: – პარლამენტში ხომ არ დავიძინებ?

გოგა: – დეპუტატებს თუ სძინავთ? წადი, წადი.

       შორენა ძვრება ფანჯარაში

მე ლიფტს გამოვიძახებ, შენ კი საძინებლიდან პლედი გამოიტანე და შეფუთე, არ გაგიცივდეს ძამიკო.

გრიშა: – ცინიკოსი.

მინისტრი გადის ოთახიდან, მოადგილე საძინებელში.

გვამი უცებ თავს წამოწევს, ხელით კისერს ისრესს, ცდილობს რაღაც გაიხსენოს, ათვალიერებს თავის ტანსაცმელს, უყურებს ფანჯარას და რაღაც ახსენდება, დგება მიდის ფანჯარასთან ძვრება გარეთ და იქიდან შემოყოფს თავს.

გვამი: – ჰო, ზუსტად ასე იყო, თავი შემოვყავი და… მერე რა იყო?

უცებ ფანჯარა გილოტინასავით ვარდება და კისერზე ეცემა, გვამი ღებულობს იგივე პოზას, როგორშიც დასაწყისში ვიხილეთ.

შემოდის გრიშა, ხედავს რომ გვამი აღარაა, ათვალიერებს ოთახს და აღმოაჩენს რომ ის ფანჯარაშია.

გრიშა: – არა,  ერთი ათი წუთი რომ არ დავისვენო სულ გავრეკავ.

ანტრაქტი

მეორე მოქმედება

გოგა და გრიშა სვამენ გვმს სავარძელში

გოგა: – ვიწყებთ გეგმა ა-ს

გრიშა: – ეგ რაღაა?

გოგა: – ამის გაყვანა რაც შეიძლება შორს

გრიშა: – გეგმა ბ- რომ დავიწყოთ არ შეიძლება?

გოგა: – ეგ რომელია?

გრიშა: – სიმართლე ვთქვათ

გოგა: – რა სისულელეა.  

შემოდის ოფიციანტი

ოფიციანტი: – გამარჯობათ

გოგა: – ვა ფრიდონ?

ოფიციანტი; – ტარიელი.

გოგა: – ა, ხო, ტარიელ, რა იყო?

ოფიციანტი: – წერილი მოგიტანეთ,

გოგა: – წერილი? ვისგან?

ოფიციანტი; – ჩემგან.

გოგა: – (ართმევს და კითხულობა) ინვალიდის ეტლი- კიდევ 20 დოლარი. არაფერსაც არ მოგცემ, სულ გათავხედდი

ოფიციანტი: – (გრიშას) თქვენი ძმა მე მგონი უარესადაა არა?

გრიშა: – ჰო, გადაიღალა და გაითიშა.

ოფიციანტი: – ამდენი არ უნდა ეცეკვა

გრიშა: -ჰო,  ვერ გავაჩერეთ

ოფიციანტი: – და ჩემი საქორწილო კოსტუმი რატომ აცვია?

გოგა: – ქორწილში აპირებს წასვლას

ოფიციანტი: – (გრიშას) დღეს ხომ იყო უკვე თქვენი ქორწილი?

       გრიშა თავს უქნევს

გოგა: – არა ეგ ეხლა მეორე ძმის ქორწილში მიდის

ოფიციანტი: – თქვენ კიდევ გყავთ ძმა?

გრიშა თავს უქნევს

გოგა: – ყავს, ვანო.

ოფიციანტი: – მერაბიშვილი?

გოგა: – დავითაშვილი.

ოფიციანტი: – და იმასაც დღესაა აქვს ქორწილი?

გოგა: – ჰო, ტყუპები არიან და რასაც ერთი აკეთებს, მეორეც მომენტალურად იგივეს აკეთებს.

ოფიციანტი: – და უკუღმა რატომ აცვია პიჯაკი?

გოგა: – მოდაშია და იმიტომ

გრიშა გმინავს და სავარძელში ჯდება, მაგრამ იმავე წამს ხტება, რადგან აჯდება გვამს

ოფიციანტი: – გვიან არაა ქორწილში წასვლა?

გოგა: – სჯობს გვიან ვიდრე არასდროს.

              ცდილობს გააძევოს ოთახიდან, ამასობაში შემოდის გიგა.

              გრიშას ეგრევე გადაყავს გვამი ოთახის კუთხეში

გიგა: – არსად არ არიან. არც ის გათახსირებული და არც ჩემი ცოლი

ოფიციანტი: – საღამო მშვიდობისა

გიგა: – შენ ვინა ხარ?

გოგა: – ამ სასტუმროში ყველაზე მდიდარი ადამიანი.

            აძლევს ფულს და ტენის გარეთ.

გიგა: – ზუსტად ვიცი, სადღაც აქ არიან და მე მემალებიან. ის ჩემი დედექტივი სადღა დაიკარგა?

გოგა: – იქნებ სჯობია სახლში წახვიდე, ჩაი დალიო, დაიძინო

გიგა: – რას გადამეკიდე მაგ ჩაით? რა დროს ჩაიაა, დღეს თუ არა, ხვალ ხომ მოვა თქვენი მოადგილე სამსახურში იქ ვნახავ და . . .

ამჩნევს გრიშას, რომელიც სავარძელთან დგას მასთან ზურგით, გრიშა არ ტრიალდება მისკენ ისე გადის ოთახიდან და მიაგორებს სავარძელში გვამს.

გოგა: – ეს  წერეთელი იყო.

გიგა: – გიგი?

გოგა: – არა ზურა.

გიგი: – ეს ზურა წერეთელი იყო?

გოგა: – ექიმი, ექიმი ზურა წერეთელი.

გიგა: – ის? სავარძელში რომ იჯდა?.

გოგა: – ძმა.

გიგა: – ვისი ძმა?

გოგა: – (იწყებს ტირილს) ჩემი, ჩემი საწყალი ძმა, კიაზო ჰქვია, ცერებროლარული დამბლა აქვს, ვერც ხელ-ფეხებს ამოძრავებს, ვერც ლაპარაკობს და საერთოდ გონზეც არაა. ვერ ვტოვებ, სადაც კი დავდივარ ყველგან თან დავატარებ თავის ზურა წერეთლიანად. 

გიგა: – მაპატიე, შენ ამხელა პრობლემები გქონია და მე კიდევ ჩემი პრობლემებით შეგაწუხა.

          გიგა მხრებზე უტყაპუნებს, გოგა ეხუტება ტირილით

გოგა: – დამიჯერე, წადი სახლში, ზუსტად ვიცი შენ ცოლს არ უღალატია შენთვის, დედას გეფიცები სიმართლეს გეუბნები.

შემოდის დირექტორი და ხედავს ჩახუტებულებს

გოგა: – სახლში, რომ მიხვალთ ცოლს მოკითხვა გადაეცით ჩემგან. დირექტორი: დირექტორი: – ბატონო გოგა, თქვენ გადაიფიქრეთ  წასვალა?

გოგა: – ხო, აქ უფრო მნიშვნელოვან პრობლემებს ვწყვეტ.

დირექტორი: – მჯერა. მე ეხლა გავაფრთხილე თქვენი მოადგილე, რომ გადამიხდის ბოლო კაპიკამდე.

გიგა: – ამის მოადგილე? სად ნახე?

დირექტორი: – აი იქ, ლიფტთან.

გიგა: – უხ შენი . . .

    გარბის

გოგა: – გიგაა… ეს რა ქენი?

დირექტორი: – და კიდევ ვუთხარი, რომ მეორედ აღარ დავინახო ჩემს სასტუმროში.

გოგა: – პირობას გაძლევ, აქ ისინი მეორედ ნაღდად არ მოვლენ

დირექტორი: –  ეხლა სად წაიყვანა თავისი ძმა.?

გოგა: – სასეირნოდ, რომ ცოტა გამოაფხიზლოს.

       შემოვარდება გრიშა

გრიშა: – მიშველეთ

გოგა: – გრიშა? გნახა?

გრიშა: – მე ვნახე. – აღსდგა, აღსდგა.

გოგა: – ვინ აღსდგა?

გრიშა: – ეტლიდან. . . აღსდგა.

დირექტორი: – თქვენი ძმა შალვა?

გოგა: – ხომ არ დაგვტოვებდი ცოტა ხნით?

გრიშა: – აი ასე წამოდგა ფეხზე

გოგა: – რაა?

დირექტორი: – რა მოხდა მერე, გამოფხიზლდა და ადგა

გოგა: – ძალიან დიდი მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ, გამოგვიარეთ ხოლმე

გრიშა: – ის ის იყო ლიფტში უნდა შემეყვანა, რომ უცბად ადგა

გოგა: – არ არსებობს?

დირექტორი: – და რა მოხდა მერე?

გოგა: – გვაცადე რა, მერე შენ რა ქენი?

გრიშა: – რა უნდა მექნა, აქეთ გამოვიქეცი

გოგა: – ის?

გრიშა: – ის  ლიფტში შევიდა და ჯოჯოხეთში ჩავიდა.

დირექტორი: – აუ, ლიფტში არ აერიოს გული

     გადის

გრიშა: – ის აჩრდილია, ის აწი გამოგვეცხადება ხოლმე

გოგა: – ნუ ლაპარაკობ სისულელეს, რომელი ჰამლეტი შენ მყავხარ?  მკვდარი არ ყოფილა, ეგაა და ეგ.

გრიშა: – მართლა? თუ ასეა კარგია

გოგა: – მკვდარისთვის კარგია, ჩვენთვის ცუდი

გრიშა: – ჩვენთვის არაჩვეულებრივია, მე აღარ მომიწევს მისი გადაგდება, წავალ სახლში და შევცვლი კლეოპატრას.

გოგა: – სულ გამოტვინდი?, ის თუ ცოცხალია ყველაფერს მოყვება ჩემზე და შორენაზე.. მართლა შორენას ქმარი არ გინახავს?

გრიშა: – როგორ არა, დერეფანში  დაჰქროდა, მომეჩვენა, რომ მაგარი გაბრაზებული იყო.

გოგა: – არ მოგეჩვენა, მაგარი გაბრაზებულია, იმ ნაძირალა გრიშას ეძებს

გრიშა: – მე?

გოგა: – არა შენ არა, შენ ზურა წერეთელი გონიხარ.

გრიშა: – მე ვგონივარ ზურა წერეთელი?

გოგა: – ის არა, ექიმი ზურა წერეთელი. ის გვამი უნდა ვიპოვოთ მანამდის გიგას ნახავს. ფუ შენი…

გრიშა: – რა იყო?

გოგა: – გიგას მასზე ვუთხარი ჩემი ძმაა თქო. წავალ მოვნახავ, თუ თვითონ გამოჩნდა არსად გაუშვა.

გრიშა: – გიგა თუ გამოჩნდა?

გოგა: – ღმერთმა დაგიფაროს.

     გასვლას აპირებს კარებში ეფეთება ოფიციანტს, რომელიც ეტლს მოათრევს.

ოფიციანტი: – მე თქვენთან პატარა პრეტენზია მაქვს.

გოგა: – პატარა თუ გაქვს ჩემს მოადგილეს მიმართე (მიდის)

ოფიციანტი: – მე ასეთი სიმწრით გიშოვნეთ ეს ეტლი და თქვენ?

გრიშა: –  ჩვენ თქვენი მადლობლები ვართ.

ოფიციანტი: – თქვენმა ძმამ კი უდიერად მიაგდო ლიფტში.

გრიშა: – შალვას ის აღარ სჭირდება.

ოფიციანტი: – მაშინ მე წავიღებ

გრიშა: – კი ბატონო

ოფიციანტი: – მაგრამ შორს მაინც არ წავიღებ, თქვენი ამბავი, რომ ვიცი შეიძლება დაგჭირდეთ კიდეც.

გრიშა : – დიდი მადლობა

    ოფიციანტი გადის

გრიშა: – იდიოტი

           კაკუნი

გრიშა: – კიდევ რა გინდა?

   კარებში დგას მაია გოგას ცოლი

მაია: – გრიშა? შენც აქ ხარ? შენ ნამდვილად არ გელოდი.

   (შემოდის ოთახში კოცნის ლოყაზე გრიშას)

   როგორ მოხდა, რომ ამ დროს დედასთან არა ხარ?

გრიშა: – ქალბატონო მაია?

მაია: – არ მელოდით?

გრიშა: – არა. მე ბატონ გოგას ვეხმარები, უამრავი ქაღალდი გვაქვს დასაწერი.

მაია; – მერე სამინისტროში ვერ დაწერდით, აქ რომ არ მოსულიყავით?

გრიშა: – ხომ იცით თქვენი ქმრის ამბავი, რომ ხელი არ შეგვიშალონო.

მაია: – ეხლა სადაა?

გრიშა: – თათბირზეა აქვე სასტუმროს საკონფერებციო დარბაზში.

მაია: – ეტყობა მძიმე დღე გქონდათ

გრიშა: – უმძიმესი
მაია: – რამე ხომ არ მოხდა?

გრიშა: – არაააააა, რა უნდა მომხდარიყო.

        კაკუნი

გრიშა : -ა!

მაია შეხტება, გრიშა უღიმის

გრიშა: – ვინაა?

ოფიციანტი: –  მე ვარ ოფიციანტი, ტარიელი.

გრიშა: – ეს ჩვენი მეგობარია, მის გარეშე უკვე ცხოვრება ვეღარ წარმომიდგენია.

ოფიციანტი: – რა ვიფიქრე იცით, იქნებ ეს ეტლი აქ დავტოვო? იქნებ კიდევ დაგჭირდეთ?

გრიშა: – არა აღარ მჭირდება, ფეხი აღარ მტკივა, მარტო ოდნავ ვკოჭლობ (გაივლის კოჭლობით მაიას დასანახად) ასე, რომ დიდი მადლობა.

უწვდის ფულს, ის მაინც დგას, უცდის რომ გრიშამ დაუმატოს ის იძულებულია დაუმატოს.

გრიშა: თქვენ ძალიან დამეხმარეთ, თქვენს გარეშე არც კი ვიცი რა მეშველებოდა, ეხლა ძალიან კარგად ვგრძნობ თავს (თან სვამს სავარძელში) ცხოვრებაში ასე კარგად არ მიგრძვნია თავი.

(კრავს ხელს სავარძელს და აგორებს დერეფანში, იქიდან ისმის მტვრევის ხმა.) რაზე ვლაპარაკობდით?

მაია: – თქვენ რა დაეცით?

გრიშა: – დავეცი, დღეს დილით, პარლამენტში, ოპოზიციაზე გავბრაზდი ძალიან და . . . თქვენ სახლში არ ხართ?

მაია: – ვიყავი, მაგრამ გადავწყვიტე გოგასთვის პატარა სიურპრიზი გამეკეთებინა.

გრიშა: – ოოოო, მე მგონი დიდი სიურპრიზი გამოგივიდათ.

მაია: – ძალიან კარგი. ისე როგორ გაქვთ საქმეები?

გრიშა: – სად?

მაია: – სამინისტროში, მთავრობაში.

გრიშა: – რომელ სამინისტროში, რომელ მთავრობაში? აააა. ვართ რა, ვზივართ, ბიუჯეტს ვჭამთ, არაფერს ვაკეთებთ, კარგად ვართ. თქვენ დღეს აქ დარჩებით?

მაია: – რა თქმა უნდა, აბა სად უნდა წავიდე ამ შუაღამეს.?

გრიშა: – არა!

მაია: – როგორ თუ არა?

გრიშა: – აქ არა, მეორე ნომერში გადაბრძანდით, აქვეა, ამ ნომრის პირდაპირ.

მაია: – მეორე ნომერში რა მინდა?

გრიშა: – ის უფრო ვიწროა და კოხტა.

მაია: – არ მინდა მე ვიწრო და კოხტა, მე ჩემი ქმრის ნომერში ვიქნები.

გრიშა: – ის ჩემი ნომერია!

მაია: – თქვენი?

გრიშა: – დიახ ჩემი, ვიწრო და კოხტა.

მაია:- და თქვენ ცალკე ნომერი რად გინდათ?

გრიშა: – ბატონმა გოგამ მაჩუქა, დროზე წავიდეთ

მაია: – რას ნიშნავს დროზე წავიდეთ?

გრიშა: – ჩემს ნომერში წავიდეთ, კოხტაში და ვიწროში.

მაია: – რა სისულელეა, რატომ უნდა წავიდეთ თქვენს ნომერში?

გრიშა: – მე და თქვენ! ორნი! მე და თქვენ! გამოვიყენოთ ეს შანსი.

მაია: – რას ბოდავთ? რა შანსი?

გრიშა: – ავუშვათ ვნებების აფრები

მაია: – რა ავუშვათ?

გრიშა: – ვნებები, ჩავეხვიოთ ერთმანეთს სანამ ბედი გვაძლევს ცალკე ყოფნის საშუალებას. (კოცნის)

მაია: – გრიშა?

გრიშა: – ყოველთვის მაგიჟებდი, ყოველთვის მაცოფებდი, როცა გხედავდი თავბრუ მესხმოდა

მაია:- სერიოზულად?

გრიშა: – მე ვიცი, რომ შენც ყოველთვის იგივეს გრძნობდი ჩემს მიმართ.

მაია: – გრიშააა

გრიშა: – ჩემო მშვენიერო, ნუ დაიოკებ ვნებას.

მაია: – ვინ იოკებს მერე (კიდებს ხელს და დიდხანს კოცნის გრიშას, ეხლა გრიშა ცდილობს გამოსხლტომას)

მაია: – ამიტომ იყო ყოველთვის დებილივით, რომ მიყურებდი?

გრიშა: – ჰო, ასე ვმალავდი ჩემს გრძნობას

მაია: – წავიდეთ!

გრიშა: – ეგრე არა, ფანჯრიდან.

მაია: – ფანჯრიდან?

გრიშა: – თქვენ რა გინდათ, რომ ვინმემ დაგვინახოს?

მაია: – რა ჭკვიანი ხარ, მოიცა ჩანთას  ავიღებ, ღამის პერანგი მაქვს

გრიშა: – არა, დროზე წავიდეთ, ჩემთან ღამის პერანგი მაინც არ დაგჭირდება.

მაია; – ველურო მანიაკო!

გრიშა: – ორი ველური მანიაკი.

     ძვრებიან ფანჯარაში, შემოდის გოგა.

გოგა: – ის პოლიციელი სადღაც გაქრა, გრიშა!

ეცემა ფანჯარა, გოგა აღებს და იყურება : გრიშა!

აივნის მეორე მხრიდან მოდის შორენა

შორენა: – სირო!

მოულოდნელობისაგან გოგა თავს ურტყამს რაფას.

            ვაი მაპატიე.

გოგა: – შენ კიდევ აქ ხარ?

შორენა: – დავიკარგე.

გოგა: – სად დაიკარგე?

შორენა: – როგორც მითხარით, ჩავედი სახანძრო კიბით და სულ სხვაგან გამოვედი.

გოგა: – მერე?

შორენა: – შევეჯახე გიგას.

გოგა: – ბოკერიას?

შორენა: – არა ჩემს ქმარს.

გოგა: დაგინახა?

შორენა: – ვერა, დავიმალე, გვამი სადაა?

გოგა: – უკანასკნელად ლიფტში ნახეს, ქვემოთ ჩადიოდა.

შორენა: – რაა?

გოგა: – გვამი სულ არ ყოფილა გვამი. მაგრამ თუ შესძლებს შენი ქმრის ნახვას გვამები ჩვენ ვიქნებით. სასწრაფოდ წადი სახლში, პარლამენტში, ბაბუაჩემის ბაბუასთან, მე უნდა ვნახო ის გვამი მანამდის სანამ ის შენს ქმარს შეხვდება.

შორენა: – და გრიშა სადაა?

გოგა: – აზრზე არა ვარ, იმედია დროს ტყუილად არ კარგავს.

   შორენა ძვრება ფანჯრიდან, გოგა მიემართება კარებისკენ, აღებს და კარებში გვამი დგას.

გოგა: – გისმენთ.

გვამი: – მაპატიეთ, არც კი ვიცი რა გითხრათ.

გოგა: – რით შემიძლია დაგეხმაროთ?

გვამი: – იცით, შეიძლება ეს სულელურად ჟღერდეს, მაგრამ მე მგონი მეხსიერება დავკარგე.

გოგა: – რა დაკარგეთ?

გვამი: – მეხსიერება, არ მახსოვს ვინ ვარ? სად ვარ?

გოგა: – მოდი გენაცვალე, გონება დაკარგე? რა საშინელებაა.

გვამი: – ისიც კი არ ვიცი რა მქვია?

გოგა: – რას ლაპარაკობ?

გვამი: – ან აქ როგორ აღმოვჩნდი

გოგა: – რას არ გაიგებს კაცი

გვამი: – თანაც თავი მტკივა საშინლად.

ფანჯარა ხმაურით ეცემა, გვამი აშკარად იწყებს რაღაცის გახსენებას

გოგა: – მეგობარო, თქვენს ამ მდგომარეობაში არ შეიძლება აქეთ იქით სიარული, აბა ფეხები აწიეთ და დივანზე კარგად მოთავსდით. (აწვენს)

გვამი: – თქვენ ძალიან კეთილი ხართ (ჯდება)

გოგა: – რას ამბობთ ეს ჩემი მოქალაქეობრივი მოვალეობაა (ისევ აწვენს)

გვამი: – რაღაც უცნაური შეგრძნება მაქვს, თითქოს აქ უკვე. . . ჩვენ ერთმანეთს არ შევხვედრივართ?

გოგა: – არა, რას ბრძანებთ საიდან, ეხლა ჩემი მეგობარი მოვა, ის დაგეხმარებათ, ის ძალიან ცნობილი ექიმია (აწვენს)

გვამი: – ექიმი თუ მნახავს კარგია (დგება)

გოგა: – რა თქმა უნდა კარგია (აწვენს)

           ფანჯრიდან ძვრება გრიშა

გოგა: – აი ექიმიც მოვიდა

გრიშა: – აქ ხართ? მადლობა ღმერთს, საშინელება მოხდა…

გოგა: – გაიცანით, ეს ჩვენი ცნობილი ექიმი ზურა წერეთელია

გრიშა: – ის ჩემს ნომერშია. . . იცდის როდის გავშლი აფრებს. . . ექიმი წერეთელი?

გოგა: – ექიმო იმედია დაეხმარებით ჩვენს პაციენტს?

      უჩვენებს გაშოტილ გვამზე

გრიშა: – ვაი, ისევ მოკვდა?

        გვამი წამოიწევა

           ვაი, ისევ გაცოცხლდა

       ფანჯარა გრუხუნით ეცემა

გოგა: – ექიმი წერეთელი უმსხვილესი ფსიქიატრია, ის აუცილებლად გიშველით.

გრიშა: – ვუშველი?

გოგა: – უშველეთ ექიმო, საწყალმა მეხსიერება დაკარგა, გაიგეთ? მეხსიერება.

გრიშა: – რაა?

გოგა: – ჰო, სულ არაფერი არ ახსოვს

გვამი: – რა მქვია ისიც არ მახსოვს

გრიშა: (ბედნიერი) რა საშინელებაა.

გოგა: – აბა, აბა, ისიც არ ახსოვს ამ სასტუმროში როგორ მოხდა.

გრიშა: – რას ლაპარაკობ

გვამი: – თუმცა აი ოთახი რაღაც მეცნობა, ფანჯარაც

გოგა: – ექიმო, მე მგონი პაციენტი სასწრაფოდ უნდა დავაწვინოთ საწოლში.

გრიშა: – ძალიან კარგი აზრია.

გოგა: – თქვენს ნომერში

გრიშა: – ეგ ძალიან ცუდი აზრია

გოგა: – (გაკვირვებული) აქ წარა-მარა ვიღაც ხალხი მიდი მოდის.

გრიშა: – იქ კი მუდმივად  არიან

გოგა: – ვერ გაგიგე?

გრიშა: – მოდი პაციენტი დავაწვინოთ და მერე აგიხსნით.

ამ დროს იღება კარები და შემოდის გიგა, გრიშა სასწრაფოდ აცმევს გვამს თავზე სვიტრს და სვამს დივანზე.

გიგა: – ვერც ცოლი ვნახე და ვერც ის თქვენი გრიშა

გოგა: – 50-ე ნომერში ხომ არ შეგიხედით, იქნებ მობრუნდნენ?

გიგა: – უი, ეგ იდეაა.

გრიშა: – არა. გრიშა იქ არაა.

გოგა: – რა გინდა, რა გენაღვლება ნახოს

გრიშა: – ზუსტად ვიცი სადაა, 5 წუთის წინ ვნახე გრიშა.

გოგა: (ვერაფერი გაუგია) გრიშა ნახე? სად ნახე?

გრიშა: – სად ვნახე და. . . ბასეინზე ვნახე

გოგა: – ბასეინზე?

გიგა: – ბასეინზე?

გრიშა: – ჰო,  ერთად ვიცურავეთ, ის იქ დარჩა, მე ამოვედი.

გიგა: – მაგას ვაჩვენებ ბასეინს, იქვე ჩავახრჩობ.

               გვამი ნელ ნელა აზრზე მოდის

გვამი: – (გიგას) მაპატიეთ თქვენ მე არ მიცნობთ?

გიგა: – (გზაში) როგორ არა, შენ კიაზო არა ხარ, ამის დებილი ძმა?

                                      გიგა გადის.

გვამი: – მე  კიაზო ვარ და შენი ძმა ვარ?

გოგა: – რაშია იცი საქმე. . .

გვამი: – თან დებილი ვარ?

გოგა: – ისე რა. ჰო. ცოტა, ცოტა დებილი ხარ. . .

გრიშა: – ვაი.

გოგა: – ექიმო დაწყნარდი, კიაზო ცოტათი აირია. .

გრიშა: – თქვენი აზრით კიაზო აირია?

გოგა: – ჰო, კიაზო, კიზია, ვერ გაუგია რატომ ვუმალავდით ამდენ ხანს, რომ ის ჩემი ძმაა

გვამი: – მართლა, რატომ მიმალავდით?

გოგა: – გეტყვი, იცი როგორაა საქმე კიზულია, შენ დიდხანს ავადმყოფობდი… გონება ხან გაგინათდებოდა, ხან გეკარგებოდა. ექიმო, რას ეძახიათ ამ მდგომარეობას?

გრიშა: – ვიტყოდი, მაგრამ მერიდება თქმა.

კაკუნი

გოგა: – ექიმო გააღეთ კარები.

გრიშა: – თქვენთან სასწრაფო საქმე მაქვს

გოგა: – მერე, მერე, თქვენ კარები გააღეთ და მე კი ძმას დავაწვენ ლოგინში (მიყავს)

გვამი: – და შენ სულ ასე მივლი?

გოგა: – რას ვიზამ, ხომ გაგიგია ძმა ძმისთვისო და შავი დღისთვისო.

გვამი: – გოგა, ნამდვილად იცი, რომ კიაზო მქვია? სულ მგონია, რომ ცოტნე მქვია.

გოგა: – მადლობა ღმერთს, რომ ციალა არ გგონია.

                             გადიან, გრიშა აღებს კარებს, მოსამსახურეა

დამლაგებელი: – ეეეეეე ბბბბბ ეეეე

გრიშა: -დავაი რა

კეტავს კარებს, ფანჯარაში აკაკუნებს პენუარში გამოწყობილი მაია, გრიშა უჩვენებს ხელით წადიო, ის კი აგრძელებს კაკუნს, გრიშა აღებს ფანჯარას.

მაია: – სადა ხარ ამდენ ხანს?  ხომ მითხარი გოგას ხალათს ავიღებ და მოვალო

გრიშა: – ჩუმად, ვერსად ვპოულობ ხალათს

მაია: – არ გინდა ხალათი, წამოდი, ქვემოთ დავრეკე და შამპანური, ხიზილალა და ბანანები შევუკვეთე, წამოდი.

გრიშა: – მე ჯერ არ შემიძლია. . .

მაია: – ნუ მეკამათები.

კოცნის, ამ მომენტში მათ უკან ფანჯარაშივე ჩნდება ოფიციანტი

ოფიციანტი: – შამპანური თქვენ შეუკვეთეთ.?  

მაია: – ორმოცდამეათეში

ოფიციანტი: – ორმოცდამეათეში მივიტანე, მაგრამ იქ არავინ დამხვდა

გრიშა: – მიიტანე, ეხლავე მივალთ.

ოფიციანტი: – როგორც გნებავთ. (მაიას) თქვენ საცოლის მხრიდან ხართ თუ საქმროს?

მაია: – რაა?

გრიშა: – ჩემი სიდედრია, წადი რომ გეუბნები.

ოდიციანტი: – მივდივარ. მივდივარ.

მაია: – წავიდეთ, (ძვრება უკან ფანჯარაში)

გრიშა: – ცოტა არ იყოს ვღელავ, რომ შენი ქმარი არ მოვიდეს. . .

მაია: – ნუ გეშინია, წამოდი

   უცებ ფანჯარა ისევ ვარდება და მაიას ხვდება კისერში, მაია გონს კარგავს.

გრიშა: – ესღა გვაკლდა. (შემოათრევს ოთახში) ქალბატონო მაია, ქალბატონო მაია…

მაია: – (თავზე უკიდია ხელი) ოოოოო

გრიშა: – მადლობა ღმერთ უცებ გაცოცხლდა

მაია: – ვაუ, რა მაგარი კოცნა იყო. (კარგავს გონს)

გრიშა: – ეეე, ქალბატონო მაია…

             კაკუნი, გრიშა პანიკაში მაიას კარადაში ტენის

გრიშა: – მოვდივარ,

აღებს, კარებში დგას მედ და კლეოპატრა,  ის ენერგიულად შემოდის ოთახში, განცვიფრებული გრიშა ხმის ამოუღებლივ ხურავს კარს.

კლეოპატრა: – აბა ბატონო გრეგორ, რითი დაიცავთ თავს?

გრიშა: – ქალბატონო კლეოპატრა

კლეოპატრა: – საწყალი დედათქვენი, ნერვიულობისაგან კინაღამ წერილი წაიღო: – როგორ შეგეძლოთ ისე მოგეყვანათ ცოლი, რომ ერთი სიტყვაც არ გეთქვათ, პატარა ხომ არა ხართ?,

გრიშა: – პატარა ვარ აბა ვინა. . .

კლეოპატრა: – მით უფრო, რომ მშვენივრად იცით დედათქვენის მდგომარეობა, მე მან გამომგზავნა, რომ ყველაფერში გავერკვე და დაწვრილებით მოვახსენო.

გრიშა: – გადაეცით, რომ ყველაფერს ავუხსნი როცა მოვალ.

კლეოპატრა: – არა გენაცვალე, თქვენ მე მეტყვით და მე ავუხსნი.

                   იღება კარადის კარები და იქიდან გამოდის დარეტიანებული მაია

მაია: – გრიშა, რა კოცნა გცოდნია ბიჭო (დაინახავს კლეოპატრას) უკაცრავად კარები შემეშალა (შედის უკან კარადაში)

კლეოპატრა: – ესაა თქვენი ახალგაზრდა ცოლი?

გრიშა: – არა, ეგ ბატონ გოგას ბებერი ცოლია

კლეოპატრა: – რა კოცნა გცოდნია გრიშაო რომ სთქვა?

გრიშა: – ხოო? მართალი ხართ, მეც ეგრე მომესმა.

კლეოპატრა: – ბევრი ქალი გყავთ აქ?

გრიშა: – მე თვითონ ავირიე, კლეოპატრა, ძალიან გთხოვთ, დაბრუნდით დედასთან და დააწყნარეთ.

კლეოპატრა: – უთქვენოდ არასადაც არ წავალ.

გრიშა: – კარგით, მაშინ ჩემს ნომერში წავიდეთ

კლეოპატრა: -თქვენს ნომერში რა მინდა?

გრიშა: – წამოდით, წამოდით.

გრიშა: – რატომ?

გრიშა: – რომ აფრები ავუშვათ

კლეოპატრა: – რა ვქნათ?

გრიშა: – ვებრდღვნათ ერთმანეთს ისე, რომ ვერავინ აგვაგლიჯოს ერთმანეთს

კლეოპატრა: – გრიშა

გრიშა: – რა მშვენიერი ხართ, რა ვნებიანი.

კლეოპატრა: – თქვენ რა გაგიჟდით?

გრიშა: – გიჟი ვარ აბა ვინ ვარ, შენი შემხედვარე კიდევ კარგად ვარ, შენ გამაგიჟე, კლეოპატრა, არ შემეწინააღმდეგო .

კლეოპატრა: – რატომ უნდა შეგეწინააღმდეგო? ჩმორი გრიშა მეგონე და თურმე გრიშკა რასპუტინი ყოფილხარ. (თვითონვე იზიდავს) ყოველთვის ვგრძნობდი, რომ შენში რაღაც იყო. წავიდეთ შენს ნომერში.

გრიშა: – მოიცა, ჩემს ნომერში მხოლოდ ფანჯრიდან შედიან.

კლეოპატრა: – ფანჯრიდან?

გრიშა: – ასე უფრო უსაფრთხოოა, შენ პირველი გადაძვერი და იქ დამელოდე, მე აქ გავიხდი და მერე გადმოვძვრები შენთან რომ გაგაგიჟო ჩემი შიშველი სხეულის ბრწყინვალებით.

კლეოპატრა: – კარგი, მაშინ მეც შიშველი დაგხვდები.

გრიშა: – ფრთხილად, თავი კარგად დახარე, (ფანჯარა გრუხუმით ეცემა, კლეოპატრა გადარჩება)

კლეოპატრა: – დიდხანს არ მალოდინო ველურო

გრიშა: – არ გალოდნიებ ცხოველო

კლეოპატრა: – გრეგორი

გრიშა: – კლეო.

      კლეოპატრა მიდის

გრიშა: (თავის თავს) მე მგონი ამდენი წელი ტყუილად იცხოვრე ამ ქვეყანაზე. (აღებს კარს გამოყავს მაია) ქალბატონო მაიაა

მაია: – გრიშა მზად ხარ?, მე გიცდი.

გრიშა: – არა, თქვენ სახლში უნდა წახვიდეთ

საძინებლიდან გამოდის გოგა, ზურგით მათკენ

გოგა: – (გვამს) ჰო, კიაზო დაიძინე, დაიძინე, მე აქვე ვიქნები და შენს ძილს ვუდარაჯებ.

შეშინებული გრიშა თვითონაც ძვრება კარადაში და ხურავს კარებს.

გოგა: – გრიშა! გრიშა!

      კაკუნი

ვინაა?

ოფიციანტი : – მე ვარ როსტომი

ოფიციანტი: – ფულისთვის მოვედი

გოგა: – რა ფულისთვის?

ოფიციანტი: – შამპანური, ხიზილალა და ბანანები.

გოგა: – ეგ ხომ უკვე გადავიხადე?

ოფიციანტი: – ერთხელ კი, მეორედ ჯერ არა

გოგა: – რა მეორედ?

ოფიციანტი: – გრიშამ რომ შეუკვეთა.

იღება კარადის კარები, ნახევრად შიშველი მაია ეხვევა წელზე გრიშას,

გრიშა ზურგით დგას მათკენ, ტრიალდება და რომ დაინახავს მათ, ჩუმად გამოდის კარადიდან.

გოგა: – გრიშამ შეუკვეთა?

ოფიციანტი: – დიახ, თქვენმა მოადგილემ

გოგა: – არ არსებობს

ოფიციანტი: – თუ არ გჯერავთ პირადად კითხეთ

   ანიშნებს გრიშასკენ, გოგა ტრიალდება იმ დროს როდესაც გრიშა იხურავს კარადის კარებს.

გოგა: – გრიშა!

გრიშა: – დიახ.

გოგა: – მანდ რას აკეთებ?

გრიშა: – კარადიდან გამოვედი

გოგა: – მერე იქ რა ჯანდაბა გინდოდა?

გრიშა: – სუფთა ჰაერზე მომინდა

გოგა: – რა სისულელეა, შამპანური და ხიზილალა შენ შეუკვეთე?

გრიშა: – და ბანანებიც.

გოგა: – რატომ?

გრიშა: – გადავწყვიტე გავლოთდდე.

გოგა: – სწორი გადაწყვეტილებაა, დროული. (ოფიციანტს) ავთანდილ, ძილის წამალი შეგიძლია მიშოვო?

გრიშა: – ძილის წამალი?

გოგა: – ჰო, შენი ძმისათვის მჭირდება, ამ ბოლო პერიოდში უამრავი რაღაცეების გახსენება დაიწყო, რაც უფრო ძლიერი წამალი იქნება მით უკეთესი. შეგიძლია მიშოვნო?

ოფიციანტი: – მე ყველაფერი შემიძლია.

გოგა: – მაშინ სასწრაფოდ მომიტანე

    ოფიციანტი უწვდის ხელს, გოგა იღებს საფულეს, ის ცარიელია

გოგა: – გრიშა ვერ მასესხებ?

გრიშა იღებს ფულს და უწვდის

გრიშა: – ძირითადად როგორც მივხვდი შენზე ვმუშაობთ არა?

ოფიციანტი: – ცუდია მერე?

         მიდის

გოგა: – რა გჭირს?

გრიშა: – მაია.

გოგა: – რა მაია?

გრიშა: – აქ მაიაა?

გოგა: – ნადირაძე?

გრიშა: – არა თქვენი ცოლი.

გოგა: – ჩემი ცოლი? სადაა ჩემი ცოლი?

გრიშა: – კარადაში.

გოგა: – აქ?

გრიშა: – აჰა. ნახევრადშიშველი

გოგა: – ნახევრადშიშველი? რატომ?

გრიშა: – მე მიცდის, როდის გავიხდი და შევალ

     რაკავს ტელეფონი, იღებს გოგა

გოგა: – დიახ, ჰო, ააა, კლეოპატრა, რას შვრებით როგორ ხართ? დედა როგორაა?

გრიშა: – მომეცით ყურმილი

გოგა: – რაა? სადა ხართ? მადლობთ, გადავცემ (გრიშას) რა უნდა ორმოცდამეათე ნომერში?

გრიშა: – მე მიცდის, როდის გავიხდი და შევალ

გოგა: – შამპანური და ხიზილალა

გრიშა: – და ბანანები. . .

გოგა: – კლეოპატრასთვის შეუკვეთე?

გრიშა: – არა, მაიასთვის

გოგა: – ნადირაძისთვის?

გრიშა: – არა, თქვენი ცოლისთვის.

   გოგა მიდის კარადასთან და აღებს, იქიდან გამოდის მაია

მაია: – გოგა, რომ იცოდე რა მაგრად დამაჭედა. . .

      გოგა ატრიალებს მაიას და ისევ უკან კარადაში უშვებს და ხურავს კარებს.

გრიშა: –  ფანჯარაზე იყო ამძვრალი და . . .

გოგა: – დეტალები არაა საჭირო.

გრიშა: – სასწრაფოდ გააგზავნეთ სახლში სანამ ვინმემ ნახა

შემოდის ოფიციანტი დასაძინებლით.

ოფიციანტი: – აი ჩვენც მოვედით. აი თქვენი საძინებელი წამალი.

გოგა: – კარგი, მომეცი

ოფიციანტი ხელს უშვერს

გოგა: – გრიშა

გრიშა იღებს ფულს და უწვდის გოგას, გოგა კი ოფიციანტს

გოგა: – თავისუფალი ხარ, იმედი მაქვს შენი დახმარება აღარ დაგვჭირდება.

ოფიციანტი: – მაგრად მეეჭვება

შემორბის შორენა

შორენა: – ბატონო გოგა

გოგა: (ოფიციანტს) არ წახვიდე.

გრიშა: – შორენა შენ კიდევ აქ ხარ?

შორენა: – ზურა. . .

გოგა: – ნოღაიდელი?

შორენა: – ჰო.

გრიშა: – აი ეგ გვაკლდა ეხლა აქ.

გოგა: – აქაა?.

შორენა: – ტელევიზორში,  მთავრობის სხდომაზე იკითხა ის დებილი სადააო?

გოგა: – დებილი ვინაა?

გრიშა: – მე მგონი თქვენ

შორენა: – ყველა არხი მაგას გადმოსცემს

ოფიციანტი: – მაგარი ღამე გაიჩითა

გოგა: – მოკეტე. ჩართე ტელევიზორი

ოფიციანტი: – არ მუშაობს.

გოგა: – აბა შენ სად ნახე?

შორენა: – ჰოლში.

გოგა: – კარგი მე ჩავალ ვნახავ, შენ კი (კარადისაკენ) იმას მიხედე

              შემოდის გვამი

გვამი: – გამახსენდა აქ როგორ მოვხვდი… ვაი, ისევ დამავიწყდა.

გოგა: – შენთვის არ შეიძლება ადგომა, შედი ეხლავე და დაწექი. (აგდებს ოთახში)

შორენა: – ეს დედექტივი აქ რას აკეთებს?

გოგა: – ნუ ღელავ გრიშა მიხედავს.

ოფიციანტი: (გრიშას) ვა, თქვენი ძმა დედექტივია?

გრიშა: – წადი რა, გეხვეწები, წადი რა აქედან.

გოგა: – არ დაგავიწყდეს დაალევინო წამალი, მე და შორენა ქვემოთ ჩავალთ, შევხედავთ ტელევიზორს და მერე ამოვალთ

              ისევ შემოდის გვამი

გვამი: – (შორენას) აი თქვენ კი მე მგონი გიცნობთ.

შორენა: – არა მგონია.

გვამი: – ძალიან კარგად გიცნობთ

გრიშა: – მაგას უკვე ძალიან ბევრი იცნობს კარგად.

ოფიციანტი: მართალია, (გრიშაზე) ამის გარდა ამას ყველა კარგად იცნობს, ამან უბრალოდ ჯერ ვერ მოასწრო.

გვამი: – არა არა, მე ვიცი ვინც ხართ

გოგა: – რა თქმა უნდა იცი, ეს ხომ ექიმის ცოლია.

ოფიციანტი: – აბა ექიმი?

გრიშა თავში უტყამს ოფიციანტს, მერე უღიმის და თმებს უსწორებს.

გვამი : – დარწმუნებული ხართ, რომ მე კიაზო მქვია?

გოგა: – რა თქმა უნდა, რა არ გიხდება?

ოფიციანტი: – მაგარი სახელია, მოდაშია ეხლა.

გოგა: – (ოფიციანტს) წადი რა

გვამი: – გოგა, რომ არ მაქვს იმის შეგრძნება, რომ შენ ჩემი ძმა ხარ?

ოფიციანტი: – ააა, თქვენი ძმაცაა.?

გრიშა თავში უტყამს ოფიციანტს, მერე უღიმის და თმებს უსწორებს.

გოგა: – ექიმო, დააწვინეთ პაციენტი საწოლში

ოფიციანტი: – ექიმი შენა ხარ?

სანამ გრიშა რამეს დააპირებს ოფიციანტი თვითონვე ირტყავს თავში, მერე იღიმება და ისწორებს თმებს.

გოგა: – მოკლედ ექიმო დააწვინეთ პაციენტი, ჩვენ მალე მოვალთ.

გრიშა: – (კარადისაკენ) მე ეხლა ის უფრო მაღელვებს

გოგა: – ის ყველას გვაღელვებს, მაგრამ ჯერ პაციენტს მიხედეთ და მერე გადაყარე რაც კი რამ ნაგავი მაქვს კარადაში. მე მალე მოვალ

ოფიციანტი: – მე მაინც ვერ გავიგე, ამის ძმა რანაირად შეიძლება, რომ თქვენი ძმა იყოს?

გოგა: – ჩვენ სამივეს ერთი დედა გვყავდა

გრიშა: – რა ბედნიერებაა, რომ მამა მაინც მყავდა სხვა. (გადის)

გოგა: – ჩვენც წავედით, შენ ალბათ როცა ამოვალ ისევ აქ იქნები არა?

ოფიციანტი: – აბა რა, რა იცი რაში დაგჭირდებით.

შორენა: – დროზე. (აღებს კარს გადის და იმავე წამს შემორბის) გიგა მოდის

გოგა:   ბოკერია  ?

შორენა: – ჩემი ქმარი, აქეთ მოდის.

გოგა: – (გაწევს ოფიციანტს) მერე ფანჯარა რისთვის აქვს სახლს? (ძვრება)

ოფიციანტი: – ეს გიგა კარგიანებისკენაა თუ ცუდიანებისკენ?

შორენა: – ცუდიანებისკენ, თვითონაა ცუდზე ცუდი. არ გააღო. . .

ვერ ასწრებს გაძრომას, ამიტომ აღებს კარებს და კარადაში ძვრება, იქ მომღიმარი მაია დგას. შორენა ხურავს კარებს. შემოდის გიგა წელსზევით შიშველი და სველი

ოფიციანტი: – საღამო მშვიდობისა, ბასეინზე მიბრძანდებით?.

გიგა: – არა ბასეინიდან მოვბრძანდები. გოგა სადაა?

ოფიციანტი: – ეს წამია გავიდა.

გიგა: – არ შემხვედრია.

ოფიციანტი: -არც შეგხვდებოდათ, ის ხომ როგორც წესი ფანჯრიდან დადის ხოლმე

გიგა: – მე მის მოადგილე გრიშას ვეძებ

ოფიციანტი: – ისიც აქ იყო ეხლახანს

გიგა: – აქ?

ოფიციანტი: – დიახ.

გიგა: – ქალიც ხომ არ იყო მასთან?

ოფიციანტი: – როგორ არა, მისი ცოლი იყო, დღეს მოიყვანა ცოლად.

გიგა: – დღეს? ცოლად?

   გიგა ატირდება ემხობა მუხლებზე და შემოხვევს ხელებს ოფიციანტს ფეხებზე, ოფიციანტი ცდილობს რა დააწყნაროს უსმევს თავზე ხელს, იღება კარები და შემოდის დირექტორი დაინახავს თუ არა ამ სცენას ისევ გადის და იკეტავს კარებს.

ოფიციანტი: – სასაცილო რა არის იცი, როგორც კი გაიგეს ვიღაც გიგა მოდისო ეგრევე ყველანი გაცვივდნენ.

გიგა: – აბა რას იზავდნენ (მიდის ფანჯრისკენ)

ოფიციანტი: – მიბრძანდებით? რომელიმე მათთაგანი რომ შემხვდეს რა გადავცე ვინ იყოო?

გიგა: – გიგა.

ოფიციანტი: – ბოკერია?

გიგა: – ლორთქიფანიძე (იწყებს ფანჯარაში გაძრომას)

ოფიციანტი: – გიგააა? (ეხლა მიხვდა) გიგა!

გიგა: – რა იყო?

ოფიციანტი: – ერთ წუთით გაჩერდი, ოდნავ შემოიწიე. ცოტა კიდევ, კარგია, ეხლა ასე გაჩერდი. (ურტყავს ფეხს იატაკს, ფანჯრის რაფა გრუხუნით ეცემა გიგას კისერზე და გიგა გონს კარგავს) ღმერთო მაპატიე, (ხურავს ფარდას, აკაკუნებს კარადაზე)  ცუდიანი დამარცხებულია.

კარადიდან გამოდის შორენა

შორენა: – დიდი მადლობა, (ხურავს კარადის კარებს) არ ვიცი ხარ თუ არა საქმის კურსში, მაგრამ კარადაში ვიღაც ქალია

ოფიციანტი: – ქალი?

შორენა: -ჰო, თან ნახევრად შიშველია

ოფიციანტი: – აა, ეგ ვიცი, ის… დედაშენია.

შორენას რაღაცის თქმა უნდა, მაგრამ ხელს იქნევს და გარბის ოთახიდან. ოფიციანტი იღებს ბლოკნოტს და იწერს: „ცუდიანის მოცილება – 50 ლარი“…

(იღება შტორები და შემოდის გიგა)

გიგა: – თავი, თავი მისკდება.

(ოფიციანტი ითესება, გიგა მიდის მაგიდასთან, ფურცლავს სიებს) სამინისტროს თანამშრომელთა მისამართები. . . აქ უნდა იყოს იმ ნაძირალას სახლის მისამართი. (მეორე ოთახიდან ფეხისწვერებზე გამოდის გრიშა, ის ვერ ხედავს გიგას და მიემართება კარადისაკენ  და აღებს კარებს)

გიგა: – აი, გრიშა მარგველაშვილი.

გრიშა: – დიახ გისმენთ! (კეტავს კარადას)

გიგა: – ირაკლი აბაშიძის სამოცდაოთხი, მეხუთე სართული, ბინა 26.

   მიემართება კარებისაკენ

გრიშა: – გიგა!

გიგა: – რა იყო?

გრიშა: – სად მიდიხარ?

გიგა: – იმ ნაძირალასთან სახლში

გრიშა: – მე სახლში არა ვარ, უფრო სწორად გრიშა სახლში არაა, გრიშა ხომ გითხარი ბასეინზე ცურავს მეთქი.

გიგა: – ბასეინზე მარტო მე ვცურავდი. ის ნაძირალა კი გაიქცა.

აღებს კარებს, მაგრამ გრიშა ისევ უკან ათრევს.

გრიშა: – არ გინდა

გიგა: – გამიშვი, მე უნდა წავიდე.

გრიშა: არ გაგიშვებ იქ დედამისს გული გაუსკდება (ეცემა მუხლებზე და ფეხებზე შემოხვევს ხელებს)

გიგა: – უნდა წავიდე.

იღება კარები და შემოდის დირექტორი

გრიშა: – არა, არსად არ გაგიშვებ.

გიგა: – უნდა გამიშვა

გრიშა: – გიგა დამიჯერე გეხვეწები

დირექტორი შოკშია

გიგა: – არა უნდა წავიდე, ნუ მეხვეწები

დირექტორი შოკშია

გრიშა: – ჩემთან დარჩი, ჩემთან..

დირექტორი: – (ყვირის) ააააააააააააა

გრიშა ხელს უშვებს

დირექტორი: – ეხლავე წადით ჩემი სასტუმროდან თორემ დაცვას გამოვუძახებ.

გრიშა: – ძალიან კარგს იზამთ. გამოუძახეთ და ყველანი დაგვაპატიმრეთ.

დირექტორი: – თქვენი ფეხი აღარ ვნახო აქ

გიგა: – დაწყნარდით, მე ისედაც მივდივარ.

გიგა დაიძვრება, გრიშა, რომელიც ისევ მუხლებზეა ისევ ეხვევა ფეხებზე

გრიშა: – არ წახვიდე, გეხვეწები!

დირექტორი: – მორჩით (ურტყავს ხელებში გრიშას) ჩემი მაინც შეგრცხვეთ.

აშველებს მათ და თვითონ აღმოჩნდება შუაში, გრიშა შემთხვევით დირექტორის შარვალს ეპოტინება და ლამის ხდის ბოლომდე.

დირექტორი: – დაწყნარდი, დაწყნარდი, მანიაკო, გარყვნილო.

საძინებლიდან გამოდის გვამი, მას თავზე უშანკა ახურია

გვამი: – გამახსენდა, მე კიაზო კი არ მქვია, მე მქვია. . .

დირექტორი: – (გრიშას) ესეც აქაა? ხომ მითხარი წავიდაო?

გრიშა: – ეხლავე შედი და დაწექი.

დირექტორი: („ყრუს“)  წადი აქედან ქორწილში დაგაგვიანდება.

გვამი: – მე ცოლი ათი წლის წინ მოვიყვანე

დირექტორი: – მე კი ეხლა დაცვას მოვიყვან.

გრიშა: – საცოდავი კიაზო, ნუ აქცევთ ყურადღებას, ბოდავს

გვამი: – მე კიაზო არა ვარ, მე ჯუმბერი  ვარ.

გიგა: – პატიაშვილი ?

გვამი: – დიახ, გამახსენდა, მე ჯუმბერი ვარ.

გიგა: – (უშანკას ახდის) ჩემი დედექტივი. ეს რა დაგმართვნია?

გრიშა: – რას ერჩი, მშვენივრად გამოიყურება.

გვამი: – შენ კიდევ გიგა ხარ!

გრიშა: – ბოკერია? ხომ ხედავთ ბოდავს, უნდა დავაწვინო.

გვამი: – მე თქვენს ცოლს ვუთვალთვალებდი

გიგა: – იცი სადაა ჩემი ცოლი?

გვამი: – ვიცი, მე ყველაფერი ვიცი.

გიგა: – (ანჯღრევს) სადაა ჩემი ცოლი?

გვამი: – ფანჯარა..

გიგა: – რა ფანჯარა?

გვამი: – ფანჯარა (ეშვება იატაკზე, ადებს თავს სკამს და იწყებს ხვრინვას)

გიგა: – გასაგებია, ფანჯრიდან გაიპარა. მისამართი ვიცი, სახლში დავადგები. ორივეს თმებით ვითრევ. (ძვრება ფანჯრიდან)

გრიშა: – გიგა, ერთი წუთით.

გიგა: – რა იყო?

გრიშა: – ცოტათი შემოიწიე. . . . (უცდის როდის დაეცემა მას ფანჯარა, იწყებს ადგილზე ხტუნაობას, მაგრამ ფანჯარა არ ეცემა)

გიგა: – რა იყო?

გრიშა: –  სულ არ მოგწონვარ?

გიგა: – წადი შენი. . .

    გადის, გრიშა ფანჯარას აფურთხებს ფანჯრის რაფა გრუხუნით ეცემა. მეორე მხრიდან მოდის კლეოპატრა და ფანჯარაზე აკაკუნებს. ხელში მაიას ტანსაცმელი უჭირავს,

გრიშა: – ხომ გითხარი მომიცადე თქო

კლეოპატრა: – (ძვრება ოთახში) ეს ტანსაცმელი ვისია?

გრიშა: – ვაი, დიდი მადლობა, ეს ქალბატონ მაიას ტანსაცმელია და შენი ტანსაცმელი სადაა?

კლეოპატრა: – იქ დავტოვე, იმედი მაქვს ეგ მაია იქ არ დაიძინებს.

გრიშა: – რა თქმა უნდა, იქ მარტო მე და შენ დავიძინებთ. წადი ჩემს ნომერში, მე მაიასთან უნდა მოვაგვარო საქმეები.

   კლეოპატრა ძვრება ფანჯარაში, გრიშა ტრიალდება კარადისაკენ, ესმის ფანჯრის გრუხუნი, არ უნდა დაიჯეროს, ტრიალდება და ხედავს რომ კლეოპატრა ფანჯრის ქვეშ გდია.

გრიშა: – ღმერთო მეკაიფები?

ამ დროს გვამი ისევ იწყებს  გაცოცხლებას

გვამი: – გამახსენდა, ყველაფერუ გამახსენდა

გრიშა: – გაჩუმდი რა (ურტყავს კისერში და გონს აკარგინებს)

            აწევს ფანჯარას და გონდაკარგული კლეოპატრა შემოყავს

გრიშა: – კლეო, კლეო. რა გჭირს?

კლეო: – ვაუ, რა მიქენი გრიშკა?

   ისევ კაკუნი

გრიშა: – რომელი ხარ?

გოგა: – მე ვარ, მე

გრიშა კლეოს მიათრევს და ისე აღებს კარებს

გოგა: – აუ რეები თქვა ჩემზე ნოღაიდელმა გააფრენ, სულ დებილი და კრეტინი მეძახა… ეს ვინაა?

გრიშა: – ეს კლეოპატრაა.

გოგა: – უყურე შენ რა კარგი გოგო დაგითრევია, გრიშა შენ თურმე დიდი მუსუსი ყოფილხარ. (გვამზე) ეს აქ რატომ გორაობს? საწოლში არ მოეწონა?

                    ფანჯარა გრუხუნით ეცემა, შიშისაგან გრიშა ხელს უშვებს კლეოპატრას, რომელიც ძირს ეცემა

გრიშა: -შორენა წავიდა?

გიგა: – არა თავის ქმარს ეძებს

გრიშა: – რაა?

გიგა: – ჰო, ახალი გეგმა მოვიფიქრე, შორენა ეტყვის თავის ქმარს, რომ ეს ყველაფერი სპეციალურად მოვაწყეთ მისი ქმრის დასაცინად, ფარული კამერის პონტში

გრიშა: – რა სისულელეა, მერე დაიჯერებს ის იდიოტი?

გოგა: – თუ უყვარს, დაიჯერებს. სიყვარულზე გამახსენდა, ჩემი ცოლი სადაა?

გრიშა: – აქამდე კარადაშია (უწვდის ტანსაცმელს)

გოგა: – რაა? (ართმევს ტანსაცმელს, აღებს კარადას) მაია გამოდი.

გრიშა: – კლეო შედი!

მაია: – გამარჯობა ძვირფასო.

გოგა: – (მკაცრად) ეხლავე ჩაიცვი და სახლში წადი, იქ ვილაპარაკოთ. (აძლევს ტანსაცმელს და მიყავს ოთახისაკენ, მაია დაინახავს გვამს)

მაია: – დიახაც ვილაპარაკოთ, ეს ვინაა?

გოგა: – კიაზო, გრიშას ძმა

მაია: – და რა სჭირს?

 გოგა: – ღორივით დათვრა გრიშას ქორწილში.

მაია: – გრიშას ქორწილში?

გოგა:- ჰო, გრიშას დღეს ქორწილი ჰქონდა

მაია: – მატყუებ რაღაცას

გოგა: – დედას გეფიცები.

მაია: – და ვინაა შენი ცოლი?

გოგა: – მაგარი გოგოა, ხათუნა ჰქვია

მაია: – გოგორიშვილი?

გოგა: – არა, კოჭლამაზაშვილი

მაია: – და სადაა?

გრიშა: – არ ვიცი

მაია: – არ იცი?

გოგა: – ჰო არ იცის, ისინი აქ დაჭერობანას თამაშობდნენ და დაეკარგა…

  იღება ფანჯარა და შემოდის გიგა

გიგა: – გაიქცნენ, მაინც გაიქცნენ

მაია: – ეს ვინღაა?

გოგა მაიას უკან იმალება

გიგა: – ეს კიდევ არ გამოფხიზლდა? ექიმო ვერაფრით ვერ უშველით/?

  გრიშა ღებულობს სახეს თითქოს მას არ ეხებაო/

გიგა: – სადაა ჩემი ცოლი, სად?

გადის.

გოგა: – გიგაც გიჟდება ისე უყვარს თავის ცოლთან დახუჭობანას თამაში

მაია: – და ვინ იყო ეს გიგა?

გოგა: – ხათუნას დეიდაშვილია. არა გრიშა?

გრიშა: – არა

გოგა: – არა? აბა?

გრიშა: – ხათუნას მამიდაშვილია

გოგა: – ჰო, სულ მერევა დეიდაშვილი, მამიდაშვილი, მაია, დროზე ჩაიცვი და წავიდეთ, პრემიერ მინისტრი მელოდება. ახლადდაქორწინებულებსაც ნუ შეუშლით ხელს.

მაია: – შენ წადი, მე დავრჩები, ხათუნა მინდა ვნახო.   

გოგა: – ხათუნა დაკავებულია, ის დახუჭობანას თამაშობს.

მაია: – მე მინდა გავიცნო ხათუნა,

გოგა: – მე კიდევ არ მინდა, რომ შენ ხათუნა გაიცნო.

მაია: – რატომ?

გოგა: – მიტომ

მაია: – რატომ? რატომ?

გოგა: – კარგი გეტყვი, იმიტომ რომ არ მომწონს მე ეგ ხათუნა, გრიშა მაპატიე, შეიძლება არ უნდა ვიძახდე ამას შენს გასაგონად, მაგრამ რადგან სხვა გზა არ მაქვს ვიტყვი, შენს ცოლზე იძახიან . . . .

გრიშა: – რაო, რას იძახიან?

გოგა: – რას იძახიან და ბოზიაო იძახიან

გრიშა: – რას ვიზამ, სიყვარული ძნელია.

მაია: – ფეხს არ გავადგავ აქედან სანამ ხათუნას არ ვნახავ.

   გადის ტანსაცმლის გამოსაცვლელად. 

გოგა: – ეს აქედან მართლა არ წავა სანამ ხათუნას არ ნახავს

გრიშა: – მე მგონი დიდხანს მოუწევს ცდა.

გოგა: – მოიცა კლეოპატრა რომ ხათუნად გავასაღოთ?

გრიშა: – არ გამოვა, კლეოს იუმორი არა აქვს, ვერ გაგვიგებს

გვამი წამოყოფს თავს გრიშა ურტყავს კისერში და თიშავს

გოგა: – აბა რა ვქნათ?

გრიშა: – რაში მენაღვლება, თქვენ მოიფიქრეთ

      კაკუნი

გოგა: – ეს გიგაა, კარადაში დროზე

გრიშა აღებს კარადას და კლეოპატრას გვერდით დგება

გიგა: – რომელი ხარ?

ოფიციანტი: – მე ვარ, თქვენი პირადი ოფიციანტი, მაინც ბინა არა მაქვს და, არ გინდათ სახლში ჩამიწეროთ,?

გიგა: – რა გინდა?

ოფიციანტი: -მე არაფერი და თქვენ ხათუნა ხომ არ გჭირდებათ შემთხვევით?

გიგა: – ხათუნა? შენ რა იცი რომ ხათუნა გვჭირდება?

ოფიციანტი: – ყური მქონდა მოდებული და ყველაფერი მესმოდა, დახუჭეთ თვალები, ელენე შემოდი

შემოდის მუნჯი დამლაგებელი საქორწილო კაბაში და ფატაში

გოგა: – ეს ვინაა?

ოფიციანტი: – საერთოდ ჩვენი დამლაგებელია, ეხლა შეთავსებით ხათუნა იქნება.

დამლაგებელი: – აოოო, უუუ, ეეეე

გიგა: – შენ რა გაგიჟდი?

აგდებს ორივეს გარეთ

მაია: – იპოვნეთ თქვენი ხათუნა? შენ არ წახვედი პრემიერ მინისტრთან?

გოგა: – გადავწყვიტე შენთვის მომეცადა. ერთად წავიდეთ.

მაია: –  სანამ ხათუნას არ ვნახავ არსად არ წავალ.

გოგა: – ეგრე? კარგი. გაიცანი ხათუნა!

აღებს კარს, კარებში ოფიციანტი და დამლაგებელი ჩახუტებულები არიან

გოგა: – აი ხომ გითხარი ბოზიაო

მაია: – სასიამოვნოა

უწვდის ხელს, დამლაგებელიც ართმევს ხელს

გოგა: – ხომ გაიცანი? ეხლა წავიდეთ.

მაია: – გრიშა სადაა?

გოგა: – გრიშა! ხათუნა მოვიდა

კარადიდან გამოდის გრიშა    

  პაუზა, დამლაგებელი მიდის და უყრის ხელკავს გრიშას.

მაია: – გრიშას რაღაც არ უხარია მისი დანახვა

გოგა: – რატომ უნდა უხაროდეს ცოლად ბოზის მოყვანა, რა ჩვენი საქმეა თვითონ გაერკვივნონ, მთავარია შენ ხათუნა გაიცანი, ეხლა  წავიდეთ.

დამლაგებელი: – აოოოო უუუუ  ეეეეე

       გოგა და გრიშა ხუჭავენ თვალებს

ოფიციანტი: – ჩვენი პატარძალი ყრუ მუნჯია

გრიშა: – (დამლაგებელს) ხათუნა ძვირფასო, წადი ჩემს ოთახში და დამელოდე, მე მალე მოვალ

დამლაგებელი: – ოოოოოო ბბბბბბბბ დდდდდდ

შემოდის დირექტორი.

დირექტორი: – მინდა გაგაფრთხილოთ, რომ დავურეკე პირადად პატრულის უფროსს, ჩემი კლასელია და მალე აქ მთელი ქალაქის პატრული იქნება. (ოფიციანტს და დამლაგებელს) თქვენ აქ რა გინდათ? ელენე აბა ეხლავე წადით აქედან.

გოგა: – თევდორაძე?

დამლაგებელი:- ბბბბბბბბბბბბ ეეეეეეეეე

მაია: – აკი ხათუნაო? თურმე ელენე ჰქვია;

გოგა: – პასპორტში ელენე ჰქვია, ხათუნას კი მოფერებით ეძახიან.

დირექტორი: – მე გაგაფრთხილეთ, ცოტა ხანში აქ პატრული იქნება (კიდებს ხელს დამლაგებელს) ელენე წადი აქედან (გაყავს და თვითონაც გადის)

მაია: – სად წაიყვანა გრიშას ცოლი?

გოგა: – დირექტორი ხათუნას ბიძაშვილია, იქ ქვემოთ სანათესაობა ელოდებათ. (ოფიციანტს) შენ რაღას დგახარ? წადი მიხედე  სტუმრებს.

ოფიციანტი: – (ხელს უშვერს)

გოგა: – გრიშა.

გრიშა იღებს საფულეს

ოფიციანტი: – ბანკში სესხი მაქვს აღებული და ამდენ წუწაობას არ ჯობია პირდაპირ ვალი დამიფაროთ?

                        ოფიციანტი გადის

გოგა: – სანამ აქ თვითონ პრეზიდენტი არ მოვა, არ წავალთ?

მაია: – მოიცა. პიჯაკს ავიღებ.

(შედის საძინებელში, კარადიდან გამოდის კლეოპატრა და გრიშას სილას აწვნის)

გოგა: – მე რაღაც ჩემი ცოლი მომენატრა, მაია მოვდივარ (შერბის საძინებელში)

კლეოპატრა: – დედეათქვენს რა გადავცე?

გრიშა: – გადაეცით, რომ როგორც იქნა ვნახე ქალი, რომელსაც მალე ცოლად  შევირთავ

კლეოპატრა: – მართლა?

გრიშა: – დიახ, უთხარით, რომ ძალიან მიყვარს ის ქალი და მის გარეშე სიცოცხლე ვეღარ წარმომიდგენია

კლეოპატრა: – და ვინაა ის ქალი?

გრიშა: – თქვენ

კლეოპატრა: – მე?

გრიშა: – დიახ, მაპატიე, რომ ამდენი წლის მანძილზე ვერ მოვახერხე ამის თქმა.

  კარები იღება და გიგა და შორენა შემოდიან. უკან ოფიციანტი და ელენეც მოყვებიან

შორენა: – ბატონო გოგა, ბატონო გრიშა

      გამოდის გოგა და მაია

      მე გიგას ყველაფერი მოვუყევი,

გოგა: – რა მოუყევი?

შორენა: –  ვუთხარი როგორ გადავწვიტეთ ყველამ მისი გამასხარავება., რომ დაგვესაჯა გაუთავებელი ეჭვიანობისათვის, დიდხანს არ სჯეროდა, მაგრამ ბოლოს მაინც დამიჯერა

გიგა: – ჰო ყველაფერი მომიყვა, როგორ შეიკრიბეთ ყველანი და როგორ გადაწყვიტეთ გაგემასხარავებინეთ, პირობას გაძლევთ მეტს აღარ ვიეჭვიანებ ცოლზე, დიდი მადლობა, შორენამ რომ მომიყვა ბევრი ვიცინე, თქვენც ალბათ ბევრი იცინეთ არა ჩემზე?

გოგა: – ჰო, გავსკდით სიცილით. იცი ჩემო გიგა, ამ  ქვეყანაში იმდენ უბედურებასა და გაჭირვებას ხედავ, რომ შეიძლება გული გაგისკდეს კაცს, ამიტომ ხანდახან ძალიან საჭიროა, რომ გულიანად გაიცინო, შეიძლება იდიოტობაზეც კი, მაგრამ საჭიროა გულიანად გაიცინო, რომ დაივიწყო, გაჭირვება, პრობლემები. პოლიტიკოსები …

      გვამი დგება

გვამი: – გამახსენდა, ყველაფერი გამახსენდა, ეხლავე გეტყვით სიმართლეს. . .

გრიშა ურტყავს კისერში და თიშავს

გოგა: – სიმართლის მოსმენაც ყოველთვის არაა საჭირო,

შემოდის დირექტორი

დირექტორი: – ეხლა რაღას იტყვით? მიშაც კი მოვიდა

გოგა: – სააკაშვილი?

   ყველას ეცინება

დასასრული