ანი ალადაშვილი

დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი გიორგი შალუტაშვილის სახელოსნო.
2005 წლიდან თავისუფალი თეატრის წამყვანი მსახიობია.
“თავისუფალი თეატრის” მიმდინარე რეპერტუარში თამაშობს შემდეგ სპექტაკლებში: “ოტელო“, “მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ“, “მექანიკური ფორთოხალი“, “რიჩარდ III“, “ღმერთო დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები“, “სამანიშვილის დედინაცვალი“, “2030 დასაკარგი არაფერი გვაქვს“, “ზღაპარი იგი მათრობს და მხიბლავს“, “კავკასიური ცარცის წრე”, “მერე რა რომ სველია, სველი იასამანი“, “აგვისტო. ოქროყანა”
თამაშობდა “თავისუფალი თეატრის” შემდეგ სპექტაკლებში:
“ძველი სახლი”, “შავი კეტები”, “ბოსტანი კონფლიქტის ზონაში”,”სათამაშო პისტოლეტი”, “ჯულიეტა ჯულიეტა”, “ბინა ყიფშიძის ქუჩაზე”, “ხედი ხიდიდან”, “ანა ფრანკის დღიურები”, “რომეო+ჯულიეტა=?…”, “მერე რა რომ სველია სველი იასამანი“, “ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს ?!“
თამაშობს ფილმებში: “ისპაჰან ბათუმი”, “გათენებამდე“, “გოგონა გარეუბნიდან“, “ჩვენ გვერდით” და სხვ.