ბერნარდა ალბას სახლი

1 სთ. და 30 წ.

პიესის ავტორი: ფედერიკო გარსია ლორკა

ბილეთების შეძენა:

კომპოზიტორი: გიორგი ჯიქია

მხატვარი: ნინო /ნუცა/ ჭყონია

როლებში: ლილი ხურითი, მანანა სურმავა, ფიქრია ნიქაბაძე, სალომე ჭულუხაძე, ნუკა ქევხიშვილი, ლიზა რუხაძე, ნინი კვირიკაშვილი, ანკა დიდმანიძე, ნინი ლომიძე

სპექტაკლის მსვლელობა 1 საათი და 30 წუთი. ასაკობრივი ზღვარი 14 +

სიყვარულსა და სიძულვილის ზღვარზე არსებობა. კარჩაკეტილი ცხოვრება, გარემოს შიში, დაუნდობელი ურთიერთობები. ნუთუ თავისუფლების შეზღუდვით, შეიძლება აიცილო უბედურება?! თუ პირიქით შიგნით დაგროვილი, ემოცია რომელსაც ვერ ხარჯავს ადამიანი, იქცევა იმ ფატალურ ტალღად რაც ყველაფერს ნთქავს და თავადაც განადგურებს. ადამიანი არ არის გაჩენილი მორჩილებისთვის, არც ქალი, თუმცა გარემო ხშირად საპირისპიროს გვაჩვენებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, იმ სტერეოტიპების ნგრევა რომელიც ზღუდავს თავისუფლებას. სიყვარულმა შეიძლება მოგცეს ძალა, გაარღვიო ყველა ჯებირი რომელიც გაბრკოლებს, თუმცა, თუკი შენი ქმედებებით არღვევ საზოგადოებაში მიღებულ ნორმებს, შეიძლება ტრაგედიად გადაიქცეს. არვის აქვს სხვისი ცხოვრების, ძალადობრივი მეთოდებით მართვის უფლება. ამიტომ ქმედებებზე, კარგად უნდა დავფიქრდეთ, ხანდახან ყველამ ფრთები უნდა შევისხათ, სიყვარულის. ХХ საუკუნის უდიდესი დრამატურგისა და პოეტის, ფედერიკო გარსია ლორკას ეს პიესა, მისი ბოლო ნამუშევარია. ის გვიამბობს ნამდვილ ამბავს, ბერნარდა ალბასა და მის ქალიშვილებზე, აღწერს ისტორიას რომელიც მის თვალწინ ვითარდებოდა. 

როლებში:

ფიქრია ნიქაბაძე

ფიქრია ნიქაბაძე

სალომე ჭულუხაძე

სალომე ჭულუხაძე

ნინი კვირიკაშვილი

ნინი კვირიკაშვილი

ძვირფასო მეგობრებო, ბილეთების შეძენის დროს, ყურადღება მიაქციეთ ასაკობრივ ზღვარს!
გახსოვდეთ, რომ თეატრის პატარა სივრციდან გამომდინარე, დაგვიანებული მაყურებელი პარტერში არ დაიშვება!არც სპექტაკლის მსვლელობის დროს, დარბაზიდან გამოსული მაყურებელი არ დაიშვება უკან დარბაზში.
ასევე, უმორჩილესად გთხოვთ სპექტაკლებზე, თქვენს მობილურებს გამოურთოთ ხმა, დაუწიოთ ეკრანების განათებას, არ გამოიყენოთ ფლეშ განათება და სპექტაკლის მსვლელობის მანძილზე თავი შეიკავოთ ფოტო ვიდეო გადაღებისაგან.