გიორგი (გოგი) მარგველაშვილი
მიმდინარე რეპერტუარში მისი სპექტაკლია: სამანიშვილის დედინაცვალი
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (1980).
2001-2005 წლებში მარგველაშვილი იყო მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მთავარი რეჟისორი, 2005-2009 წლებში — ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
2009-2024 წლებში — ა. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო თეატრის მთავარი რეჟისორი.
2014-2020 წლებში შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.
2024 წლის მარტში დაინიშნა თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად.
დღეს, “თავისუფალი თეატრის” რეპერტუარში წარმატებით გადის მისი სპექტაკლი “სამანიშვილის დედი(ს)ნაცვალი”.