ამ პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლით გაიხსნა 2001 წლის 31 მარტს თავისუფალი თეატრი. 
                             
კომედიანტები
 
(გამოყენებულია ჯონ ოსბორნის პიესის “კომედიანტი” ს სიუჟეტური ქარგა)
                       
                                       
ეძღვნება ყველა  იმ მსახიობს, რომლებსაც თეატრის სიყვარული  აძლებინებს ამ ცხოვრებას.
 
 
პირველი მოქმედება 
 
 
1993 წელი. ქართველი მსახიობის ბინა თბილისში, კედლებზე ჩამოხეულ შპალერს, ძველი თეატრალური აფიშები და სხვადასხვა სპექტაკლებიდან გადაღებული ფოტოები ფარავენ. ერთი შეხედვით მიხვდებით, რომ ეს მსახიობების ბინაა და რომ ამ ოჯახს, ფინანსურად უჭირს.
             
სცენაზე დგას ვახტანგი, მოხუცი, პენსიაზე გასული მსახიობი.
                                   
                ვახტანგი:
 
– იზუზუნე, იზუზუნე და იქროლე ქარო.  იზუ– ზი ზი ზე ზე ზა ზა ზოზო… ეჰ,  რაღა დროს  ჩემი ზუზუნია (კარზე ისმის კაკუნი) ღიაა! ღია!
     
შემოდის ელისო, ვახტანგი:ს შვილიშვილი. ელისო 23-24 წლის ფოტოკორესპონდენტია
 
                  ელისო   
 – ბაბუ
                ვახტანგი 
 – ელისო
                ელისო     
 – ბაბუ… ბაბუ (ეხვევა) 
              ვახტანგი   
– ელისო. ჩემო სიცოცხლე, ჩემო სიყვარულო, როდის ჩამოხვედი? 
              ელისო     
– დღეს  საღამოს.
               ვახტანგი 
   – მერე? როგორ მოიარე?
                ელისო 
   – არა უშავს რა
               ვახტანგი 
    – მოამზადე რეპორტაჟი?
                ელისო
      – მოვამზადე ბაბუ მოვამზადე
                 ვახტანგი
    – მერე?
                   ელისო  
    – მერე  თქვენ როგორა ხართ მითხარი
                    ვახტანგი   
– როგორ?
                    ელისო     
–        ჰო, თქვენ   როგორა ხართ?
                    ვახტანგი   
– ჩვენ, ჩვენ გადასარევად, ცოტაც და ნელ-ნელა გადავირევით,  ელისო, მე მთელი დღე სახლში  ვზივარ, შაქარი მაქვს აწეული, მამაშენი თეატრიდან 
არ გამოდის, იმის უკუღმართი ცოლი , ღმერთმა უწყის სად დაბოდიალობს.
                     ელისო     
– ბაბუ ეს შენ 
                    ვახტანგი   
– ეს რა არის ?  ვა ფორთოხალი, ნამდვილია?  მადლობა, რა კარგია, გინდა გაგიფრცქვნა?
                    ელისო     
– არა არ მინდა
                  ვახტანგი   
– რატომ?  არ გშია? 
                  ელისო     
– არა არ მშია.  თვითფრინავში ვჭამე 
                 ვახტანგი   
– სად ჭამე?
                  ელისო     
– თვითფრინავში
                 ვახტანგი   
– თვითფრინავში? მერე?
                 ელისო     
– მერე რა?
                  ვახტანგი   
– ახლაც დაფრინავს თვითმფრინავი ქუთაისიდან?
                 ელისო     
– სპეც რეისი იყო  ბაბუ და გამომაყოლეს  
                ვახტანგი          
-აჰა თუ სპეცრეისი იყო მაშინ აჰა შენ,  ეხლა დიდი
ქალი  ხარ და ეს შენ (აძლევს კანფეტს)
                ელისო      
– ბაბუ, ლევანს არ დაურეკავს ?
              ვახტანგი   
– რაა?
               ელისო     
– ლევანს არ დაურეკავს?
              ვახტანგი     
– ლევანმა დარეკა, კარგად ვარო, შტაბში ვარო,  ბრძოლებში არ ვღებულებ მონაწილეობასო,(პაუზა)  შენ ისევ უნდა წახვიდე?
               ელისო     
– სად ბაბუ. ქუთაისში?
             ვახტანგი   
– ხო. ქუთაისში, უნდა წახვიდე?
            ელისო       
– არვიცი ვნახოთ
           ვახტანგი   
– იქ სიწყნარეა?
            ელისო     
– სად ბაბუ? სად?
           ვახტანგი   
– ეეეე ქუთაისში
            ელისო     
-თბილისთან შედარებით სიწყნარეა, მამა  როგორ არის?
              ვახტანგი   
რაა?
                ელისო     
მამა როგორ არის? 
                ვახტანგი            
მამა? ძაღლივით იღრინება, ახალ პროგრამას ამზადებს  ფილარმონიისათვის და  ძალიან ნერვიულობს, დაიჩემა გინდა თუ არა ეხლა უნდა ხალხს სიცილიო,  როცა კაცს პურის ფული არა აქვს. ახლა უნდა გართობაო. ელისო, (ფორთოხალზე) მე ეხლა  ამას შევინახავ და მამაშენს მივცემ კარგი ?. ნახე რა ლამაზია,  თან ნამდვილია. ვეტყვი ელისომ ჩამოგიტანათქო. (მალავს კარადაში) იცი რატომ დავმალე? მოვა მერე ის შენი ტარტაროზი დედინაცვალი და შეუჭამს. მე ეხლავე მოვალ.
 
(გადის, ელისო იღებს   კედელზე ჩამოკიდებულ ქოლგას და ათვალიერებს)  
                   
                     ვახტანგი   
გოგო არტისტობა გინდა?
                     ელისო     
არა. 
                    ვახტანგი       
რატო გოგო რატო? იცი რა კარგია. აი ნახე  ხაზს
ხედავ? წარმოიდგინე ვითომ ბაგირზე გადიხარ.
(ელისო იწყებს წარმოსახვით ბაგირზე სიარულს) ოღონდ
ნელა გაიარე, არ გადმოვარდე. Nნელა გოგო ნელა
გადმოვარდები. ფრთხილად. ნელა. ჰა აი ესე. (იკეთებს
ურჩხულის ნიღბს და  აშინებს) არ შეგეშინდა?.
(ნიღაბზე) აი რითი ერთობა მამაშენი.
                   ელისო       
სვაამს?
                  ვახტანგი     
მამაშენი? სვამს აბა არ სვამს, რაც ლევანი წავიდა
იმის შემდეგ, დღე არ ჩაუგდია. დიდი სულელი ვინმეა
მამაშენი
                   ელისო       
რატომ?
                   ვახტანგი        –
გინდა თუ არა დაიჩემა,  ეხლა უნდა ხალხს  თეატრი
და გართობაო. Kკაცი სახლიდან ვერ გამოდის,
ეშინია,  რა დროს თეატრია?. ვერ გაიგო მამაშენმა,
რომ ერთ დროს ცნობილი ქართული თეატრი აღარ
არსებობს. 
                      ელისო       
მართალი ხარ ბაბუ
                      ვახტანგი   
რაში ვარ მართალი ?.
                      ელისო     
იმაში, რომ ერთ  დროს ცნობილი ქართული თეატრი აღარ არსებობს. (იღებს ფოტოაპარატს  და უღებს ბაბუას ფოტოს) 
                    ვახტანგი   
ვა მიღებ? მაიცა. გამოვიპრანჭო, აი  ეხლა გადამიღე.
                    ელისო       
ნამდვილი მსახიობებიც აღარსად აღარ არიან .
შენაირ ნიჭიერ მსახიობს,  დღეს ვეღარსად ვერ
იპოვნი ბაბუ. ყველა უნიჭოა.
                   ვახტანგი     
მაშაყირებ არა? მაიმუნო შენა. ისე იცი რა კარგი 
არტისტი  ვიყავი. ჩემს სპექტაკლებზე  ბილეთებს
ვერ იშოვიდი. მერე რა  სპექტაკლები გვქონდა. ღა
არის, ეხლა რა სპექტაკლებია?. რა უბედურებაა?.
ჩვენს  სპექტაკლებზე კილომეტრიანი რიგები იდგა.
მოდიოდნენ უშანგის სანახავად. სესილიას სანახავად.
სერგოს სანახავად, ვერიკოს სანახავად მოდიოდნენ 
ბოლოს და ბოლოს.
                     ელისო       
ვერიკო ვინ არის ბაბუ?
                    ვახტანგი     
ვაიმე…….. 
                     ელისო            
ბაბუ  რა გჭირს……..
                     ვახტანგი           
მადონა ვინ არის , ეგ ხო კარგად იცი? სპეცკორო, ელისო , ვერიკო,…ვერიკო, ბაბუ.. მოიცა                               ეხლავე განახებ ვინ იყო ვერიკო. (ალბომს იღებს)  მოიცა. აი ვერიკო.  შეხედე ვერიკო ივდითის როლში . ნახე რა ლამაზია. რა პლასტიკა აქვს. როგორ დგას. აი, (ანსახიერებს    ვერიკოს)  “ურიელ ,შენ აქ მოხვედი იმისათვის, რომ მე ეს მსურდა ურიელ”. აი,  მარგარიტა გოტიეეში კი ასე ყვიროდა :« არმან ,ნუ დამტოვებ, არმან. ! »
                        ელისო           
კარგი ბაბუ. ბაბუ
                       ვახტანგი           
აი ასეთი იყო ვერიკო. ეხლა კი მამაშენს ცარიელ დარბაზში უხდება სპექტაკლების  თამაში . 
                       ელისო     
რას იზამ  ბაბუ, დრო არის ასეთი 
                     ვახტანგი     
დრო არის ასეთი,  დრო არის . და თან ნამდვილი
არტისტებიც აღარ არინ. რა უბედურებაა, და
მაყურებელი ?. მაყურებელიც აღარ  ვარგა.  ყველას 
პოლიტიკა აინტერესებს. ზოგი ოპოზიციას აგინებს,
ზოგი პოზიციას. 
                        ელისო     
შენ ბაბუ , შენ ვის აგინებ ?
                        ვახტანგი   
მეე? მე  ორივეს. ან ერთმა რა გამიკეთა 
ან მეორემ?.  კარგი ამას თავი დავანებოთ,  შენ ის მითხარი, რას დადიხარ ან ქუთააისში ან ბათუმში.
                        ელისო     
(ტელეფონზე) დიახ
                       ვახტანგი   
მე მითხარი რამე?
                       ელისო       
(ტელეფონზე)   დიახ. დღეს ჩამოვედი 
                      ვახტანგი        
ვინ არის?
                      ელისო         
რეპორაჟი მომავამზადე. ხვალ მოვალ , დიახ. კარგით.
                      ვახტანგი   
აი რატო უშლი მამაშენს ნერვებს. ის არ ეყოფა ლევანზე, რომ ნერვიულობს. შენ  რომ არ ანერვიულო. არ შეიძლება ?
                       ელისო      
რას იზამ ბაბუ, სამუშაო მაქვს ასეთი , სამუშაო
                       ვახტანგი       
ხო, ხო  ტელევიზიაში შენს მეტი ჟურნალისტი   ვერ ნახეს არა ?
                         ელისო       
ხო , ეტყობა ვერ ნახეს.
                        ვახტანგი    
ვერ ნახეს და (იღებს ყურმილს) ალო  ტელევიზიაა ,
კიი? აი იმიტომ გაქვთ კარგი ტელევიზია. (პაუზა)შენ 
იქ იყავი ხო?.
                          ელისო     
 არა
                         ვახტანგი        
ჰა. იყავი?
                         ელისო     
არა ბაბუ არა . 
                        ვახტანგი       
აბა თვალებში შემომხედე …. . . ჩემო სიცოცხლე, ჩემო სიყვარულო, როგორ მგავხარ შე მაიმუნო, მეც ასეთი ვიყავი ყოველთვის, თუ რამის თქმა არ  მინდოდა,  ვერავინ ვერასდროს ვერაფერს ვერ მათქმევინებდა. ფული გინდა? თუ გინდა მოგცემ
                       ელისო            
რა ფული ბაბუ?
                    ვახტანგი         
ფულს ფულს მოგცემ
                   ელისო            
რა ფულს?
                    ვახტანგი         
ჩემი ძველი საკონცერტო სმოკინგი გავყიდე აი რა დამრჩა სმოკინგისაგან (უჩვენებს   ხარიხას)
                   ელისო           
რატო გაყიდე?
                  ვახტანგი        
რა თავში სახლელად მინდა. სად უნდა    ჩავიცვა მითხარი. რა დრო იყო, რა დროში ვცხოვრობდით. ყველაფერი იყო, ინტურისტების  რესტორანი იყო? იყო! ვქეიფობდით  დილიდან საღამომდე.                   ახლა აღარც  ინტურისტია და აღარც 
მისი რესტორანი. სულ დაანგრიეს ამ მაიმუნებმა ყველაფერი. რა უბედურებაა. Kარგი, მოდი ეხლა ელისო,შენს ჩამოსვლას  გაუმარჯოს.  სპექტაკლებს თამაშობენ ? ქუთაისში თამაშობენ?
                     ელისო       
თამაშობენ 
                    ვახტანგი   
იცი რამდენი ძმაკაცი მყავდა მესხიშვილის თეატრში,
ეხლა რომელი ჩამოგითვალო, აი …. ის … თუმცა, შენ
ვერიკო არ იცი და ისინი გეცოდინება ? ეჰ, შენ
ვერც  ნამდვილ ქუთაისს  მოესწარი  და ვერც
ნამდვილ თბილისს. ჩვენ სუყველა გადავშენდით.
                
სცენაზე გაივლიან ჯამბაზები, შემოდის ნატალია, ოთარის ცოლი, რუსული თეატრის ყოფილი მსახიობი, ამჟამად უმუშევარი, 40 წლის. დაინახავს ელისოს.  
                                       
                    ნატალია      
Моя  девочка  ვაიმე,  რა კარგია  რომ 
ჩამოხვედი. მამაშენს  ძალიან   გაუხარდება,
მართლა,   არ გშია? 
                  ელისო        
 არ მშია
                  ნატალია     
შემწვარი კარტოფილი გვაქვს.
                 ელისო       
არა , არ მინდა 
                ნატალია       
ხო , კარგი. მამა, თქვენ რა, არაყს სვამთ?
                  ვახტანგი:   
ხო. აბა  მეტი რა  დამრჩენია
                  ნატალია     
მერე   შაქარი ?
                 ვახტანგი: 
შაქარი არა,  ჯანდაბა.
                 ნატალია       
ხო  კარგი
                  ვახტანგი:    
მე ლიქიორს ვსვამ , შაქარი ხომ მაქვს?. არაყს ხო
ვაყოლებ? ხოდა  გამოვიდა ლიქიორი. მოდი ეხლა ამით 
გაუმარჯოს ნატალია ნიკალაევნას. Бывшая актриса
Грибоедовского театра. ელისო, ამხელა „ვაინა ი მირში“, აი
ამხელა როლიც არ  ათამაშეს . რა  უბედურებაა. მოდი ჩემი
უკუღმართი  შვილის უკუღმართ ცოლს  გაუმარჯოს . 
                                      ნატალია         
რამე  მაინც  მიატანეთ თორემ გუშინდელივით ცუდად
გახდებით.
                                   ვახტანგი:         
ვა გუშინაც , გუშინწინაც იმის წინაც, ცუდად რამ გამხადა
იცი? შემწვარმა კარტოფილმა.  აღარ შემიძლია
მეტი, ხალხი არა ხართ?ხორცი მაჭამეთ რა. 
                                   ნატალია          
ჰო ხორცი ძვირია მამა.  
                                     ვახანგი           
ძვირია?! რა მართალი სიტყვაა, აი ეხლა დავლევ,
მაშინ, გაუმარჯოს იმ დროს,  როცა 
ხორცი იაფი იყო. რა დრო იყო, ყველაფერი 
იყიდებოდა, ყველაფერი იაფი იყო. ეხლა მიდი აბა  
ჩართე ტელევიზორი, რას ნახავ, აბა, ჩართე. 
(ტელევიზორზე)  ვინ  არიან ეს ამერიკელები .
ვა რამდენს ისვრით თქვე მაიმუნებო,
ამდენი ტყვია წამალი ჩვენი ბიჭებისთვის რო,
მიეცათ ერთ ათ ომს ხომ მაინც მოიგებნენ არა?! 
რა არი ეს? ახლა ჩართავ ტელევიზორს  და  
მარტო დახოცილ ბიჭებს აჩვენებენ, ანგელოზივით 
ბიჭებს. ღმერთო, გული დაგეთუთქება ადამიანს
აბა რა მოგივა. (გამორთო ტელევიზორი ნატალიამ)
                               ვახტანგი:
ელისო    შენ რა, გახდი? 
                                  ელისო     
ხო გავხდი
                                   ნატალია    
ხო გახდა, გახდა მაგრამ ეხლა ყველანი გავხდით
                                   ვახტანგი       
ჰო,  ნახე  რას გავს, ისე შენ ამ ბოლო 5 წლის
მანძილზე იმდენ შიმშილობის აქციაში მიიღე
მონაწილეობა გახდებოდი  აბა არ გახდებოდი?. ისე
რას წვალობდით, მოგეცადა ცოტაც და შიმშილი
თვითონ მოგიკაკუნებდათ კარებზე.
                                         ელისო     
ბაბუ შენ  ძალიან პოლიტიზირებული გამხდარხარ
                                       ვახტანგი      
გავხდი და მერე ვინ გამხადა? 
                                        ელისო           
ვინ?
                                       ვახტანგი   
ვინ და შენმა მთავრობამ. თორემ ვიქნებოდი ჩემთვის
წყნარად. პენსიაზე გასული სახალხო არტისტი.
მაღაზიაში ყველაფერი იყიდებოდა, თუ ზევით არა, 
ქვევით ხომ იყო. მივიდოდი მაღაზიაში, გამარჯობათ.
ის  გააქვთ?.  თუ ზევით არ იყო ქვევიდან
მაძლევდნენ. ა ბატონოო, ვიყავი აი ესე. მერე მოვიდა
შენი მთავრობა და მითხრა: თქვენ ბატონო, ერთ დროს
საპატივცემულო კაცი იყავითო. მაგრამ ეხლა ფუო და
ლენინის ორდეროსანი სახალხო  არტისტი, ერთ
ღამეში სუკას აგენტი გავხდი.
                                          ელისო     
სუკას  არა  ბაბუ, სუკის 
                                          ვახტანგი   
სუკაა ეგ ჩემთვის. მერე მოვიდა ამის მთავრობა და მითხრა იზვინიტე  პაჟალუსტა, ნიჩივო , ნიჩივო , გვაპატიეო ,პაჟალუსტაო – ვუთხარი . აქეთ მობრძანდითო. მივბრძანდი,  კიდევ მობრძანდითო, მივბრძანდი . კიდეო. ი, ახლა კი დაეგდე აქ და იშიმშილეო. როგორ ფიქრობ? არ გავხდებოდი მე პოლიტოზირებული? 
                                          ნატალია      
კარგი მამა დაწყნარდი. ელისო როდის
გვითხოვდები?  
                                          ელისო          
არ ვიცი
                                           ვახტანგი:       
რა არ იცი გოგო? არ გამაგიჟო, ბებიაშენს 
შენს ასაკში  სამი შვილი ყავდა
                                            ელისო         
არ არის ეხლა ბაბუ ოჯახის შექმნის დრო
                                           ნატალია       
აი ეს ლევანის პერანგია
                                         ელისო          
ნატალია . . .
                                         ნატალია        
რა?
                                        ელისო       
ლევანს  შენ ელაპარაკე ?
                                      ვახტანგი        
მე, მე ველაპარაკე
                                     ნატალია        
მე არა ,  ბაბუ. ხო?
                                     ვახტანგი         
ხო
                                    ნატალია       
შტაბში ვარო, არ ვიბრძვიო ხო?
                                    ვახტანგი       
ხო
                                    ნატალია      
მივლიან და კარგს ვჭამო და კარგს ვსვამო  ხო?
                                    ვახტანგი      
ხო
                                     ნატალია      
ოთარი არაფერს არ იძახის ,  მაგრამ ხო ვიცი სულ მასზე ფიქრობს,  საღამოობით დაჯდება აი იქ  და სვამს. აი ასე, აი ასე, აი 
                                        ვახტანგი      
ვსიო  ხვატიტ. კარგი.
                                        ნატალია      
აი ხომ ხედავ  ვერ გიჩვვენებ , ეტყობა მე მართლა ბეზდარნაია აკტრისა ვარ 
                                      ვახტანგი      
ხო ხო 
                                     ნატალია      
რა ხო.
                                   ვახტანგი:    
ნუ  ისე რა,
                                  ნატალია      
ლევანი  როცა აქ იყო სულ ჩხუბობდნენ, 
შენ ხომ იცი მამაშენის ამბავი. ოღონდ
ვინმესთან აკამათე, თავი  მიტინგზე მეგონა 
                                     ვახტანგი     
ხო თან რა მაგრად ჩხუბობდნენ, ერთმანეთს 
არაფერს არ უთმობდნენ. ლევანი ხო იცი რა
კარგი ბიჭია.
                                         ნატალია     
ხო კარგი ბიჭია Сам пошео в комиссарият, и сам попрасился.  კარგი ბიჭია.
                                          ვახტანგი    
ხო აბა რა. 
                                           ნატალია   
 იმ გათახსირებულებმაც მოკიდეს ხელი და 
 წაიყვანეს, კარგი ბიჭია
                                        ვახტანგი     
ხო, აბა რა ექნა, ყველა მისი ძმაკაცი წავიდა 
ხო იცი რა  ამაყია
                                        ნატალია      
ხო ამაყია
                                         ვახტანგი     
აბა რა
                                       ნატალია      
ხო აბა როგორ?  ჩვენი ბიჭები იქ უნდა იყვნენ 
და მე აქო? თეატრშიც უთხრეს სად მიდიხარო?
                                       ვახტანგი     
ხო ხო უთხრეს
                                       ნატალია     
დარჩი,  სპეკტაკლები ითამაშეო. ლევანმა კი, თეატრის
დედაც ვატირე და იმ  სპეკტაკლის მთამაშებლისაცო.
                ვახტანგი     
ხო, ზუსტად ასე უთხრა
                 ნატალია     
ხო, ეგრე თქვა, მამაშენი სულ გადაირია, როგორ, მე
მაგინებო?,  მაგრად იჩხუბეს, მაგრამ მაინც წავიდა,
კარები გაიჯახუნა და ისე წავიდა . Если с ним что нибудь
случится, Если с ним что нибудь случится, я жить не буду.  
                                            ვახტანგი     
ნი გავარი გლუპასტი . კარგი რა , ჯარშია, შტაბშია
კარგსა ჭამს . კარგსა  სვამს. ელისო შენ რა პაპიროსს 
ეწევი?
                                              ელისო           
ხო  ვეწევი
                                           ვახტანგი        
დიდიხანია?
                                          ელისო          
10 კლასიდან
                                      ნატალია:        
რაა?  არა გოგო მეცხრედან.
                                       ელისო         
 არა მეათედან 
                                     ნატალია          
არა, მე ხომ ვიცი , მეცხრედან
                                     ვახტანგი     
ჩუმად! რა დროს მოვესწარი, არა გრცხვენია ელისო?
კიდევ  კარგი ბებიაშენი ცოცხალი  აღარ არი. თი
ზნაეშ კაკაია უტიბა ბილა სვიკროვ. ნო ანა ნი
კურილა . ნი სძისატავა, ი ნი სძივატავა კლასა.
ლიზიკო რატომ დამტოვე? პაპიროსს ეწევიან, კარტოფილს
მაჭმევენ , წაგეყვანე რა . რა უბედურებაა  
                                           ელისო       
მე მეათე კლასიდან ვეწევი
                                          ნატალია       
კარგი რა გოგო 9 დან 
                                        ელისო               
არა 10 დან 
                                           ელისო         
მე  უფრო კარგად არ ვიცი?.
             ნატალია და ელისო კამათით გადიან
                                       ვახტანგი  – (მარტო)   
აი. ბებიაშენი რომ შემიყვარდა, მაშინ ლევანივით 21 წლის ვიყავი. ხო 21 წლის ვიყავი,  შავი ხავერდის პალტო ეცვა, ბეწვის  საყელოთი, მოდაში იყო , თავზეც ბეწვის ქუდი ეხურა, რო შევხედე ,გულმა რეჩხი მიყო , შემიყვარდა. სიყვარული რა არის იცი, აი ვერავის რომ ვერ ეტყვი, რისი თქმა გინდა. როგორია სიყვარული იცი? საკმარისია ხელი შეახო, რომ გრძნობ, ის სამუდამოდ შენია, რაც არ უნდა მოხდეს  დედამიწის ზურგზე. სიყვარული  მშვენიერია,  ყველაფერი ერთბაშად გავსებს, აღტაცება, ბედნიერება,   წუხილი, სურვილი და შიში. შიში იმისა რომ  თუ ამ ადამიანს დაკარგავ, მასთან ერთად  ყველაფერს დაკარგავ და კიდევ ათასი ფიქრი: როგორ მოვიქცე? რა გავაკეთო? ამბობ, ამბობ საოცარ სიტყვებს, რომელიც არავისთვის არ გითქვამს და შენც იგივეთი გპასუხობენ და იჯერებ, რომ მას, მსგავსი რამ ადრე არავისთვის არ უთქვამს. დიახ მხოლოდ დანახვაა საკმარისი,  შეამოწმო, შეამოწმო, შემოაწმო და დარწმუნდე, რომ  კიდევ ერთხელ განმეორდეს ეს განცდა . შენ უარს ამბობ ძილზე,  საჭმელზე, აღარაფერი გახარებს და გავხარ გაფრენილ ისარს. სწორედ აქ არის შეგრძნება  დარტყმის, კატასტროფის,  ის გეუბნება, გინდა შვილს გაჩუქებ?“ მინდა“! ყვირი იმიტომ, რომ იცი ამის გაკეთება მხოლოდ შენს საყვარელ ადამიანს შეუძლია. სიყვარული მაშინაა, როცა არ გიმტყუნებენ, არ გიღალატებენ, არ მოგატყუებენ. როცა ქალს  ეუბნებიან  შე ასეთო ისეთო 10 წუთი რატო დაიგვიანე, სად იყავიო, იქ სიყვარული არ არის. სიყვარულის დროს ელოდებიან წამი, წუთი, დღე, თვე, წელი და მეტიც, მეტიც ,  იმიტომ  რომ , იციან და სჯერათ რომ ის მაინც მოვა. ჰოდა შემიყვარდა,  მაშინ მე ლევანივით 21 წლის ვიყავი . გამხდარი,  ამხელა წამწამები მქონდა. რო დავინახე ის გოგო,  აი ესე ავაფახუნე. რას ვიფიქრებდი თუ ის პატარა გოგო  ჩემი ცოლი გახდებოდა  და 60 წლის შემდეგ, ერთ შვილიშვილი რომელიც ჟურნალისტი იქნებოდა უსინდისოდ
მომაფუილებდა სახეში პაპიროსს , ხოლო მეორე შვილიშვილი . რომელიც ჩემს გზას დაადგებოდა და  არტისტი გახდებოდა, ერთ მშვენიერ დღეს ხელში იარაღს აიღებდა და ბრძოლებში წავიდოდა. 
 
ნატალია ელისო (ერთად) –  არ იბრძვის, რამდენჯერ უნდა გითხრათ, არ  იბრძვის    . შტაბშია შტაბში.
                                        ვახტანგი     
არა არ იბრძვის ბატონო, ავტომატი ისე აქვს
ტყუილად, კაკალს ამტვრევენ , ქვას ვერ ნახულობენ და ავტომატის კონდახით, ამტვრევენ კაკლებს..
                                     ნატალია      
მამა გაჩერდი თორემ . . .
                                     ვახტანგი.     
თორემ რა?
                                    ნატალია     
არ ვიცი  .კარტოშკუ ტოჟე ნი პალუჩიტე
                                 ვახტანგი     
ვა კარტოშკა? სადაა ჩემი კარტოშკა…
(შემოდის ოთარი. ის მსახიობია. 45 წლის. სახე მუდამ სევდიანი აქვს, უყვარს სმა, სმაში  ცდილობს ჩაიხშოს სევდა)
                                                   ოთარი               
ნატალია.
                                                 ნატალია             
 ოთარი, ოთარი მოვიდა
                                               ვახტანგი            
ვა ოთარი. ოთარი მოვიდა
                                               ოთარი             
ვაი,  ჩემი სპეცკორესპონდენტი  გვესტუმრა,  ჩემი სიყვარული, როდის ჩამოხვედი? 
                                          ელისო            
დღეს საღამოს
                    ოთარი         
რიგზეა ყველაფერი?
                                     ვახტანგი:    
ხო, აბა, გეტყვის ეგ სიმართლეს. 
                                    ოთარი         
მოამზადე რეპორტაჟი?
                                   ელისო       
მოვამზადე 
                                    ოთარი     
მამა, ვქეიფობთ?
                                     ვახტანგი     
დალევ?
                 ოთარი         
დავლევ. აბა  გაგვიმარჯოს.
                                    ვახტანგი      
ელისოს ჩამოსვლას გაუმარჯოს.
                    ოთარი        
დღეს სპექტაკლის შემდეგ კულისებში, . . .მოდი ელისო, დაჯექი. . .ჰო, კულისებში ერთი ქალი შემოვიდა.
                                        ნატალია               
რაა ? ქალი?
                     ოთარი                 
ხო
                   ნატალია               
ხო, მერე?
                    ოთარი            
მითხრა : რას ტინგიცობ  ამხელა კაცი, არა გრცხვენია,? როცა ჩვენი შვილები იქ იხოცებიანო. ჩვენი შვილებიო.
                                      ნატალია          
მერე? მერე შენ რა უთხარი?
                    ოთარი           
მე რა უნდა მეთქვა ?
                   ნატალია         
რომ არ ვიცი. . . რომ შენი შვილიც იქ არი, რომ კი არ ტინგიცობ, არამედ თამაშობ და რომ თვითონ არის ტინგიცა , მაიმუნი ვირიშვილი.
                       ოთარი   –        
არაფერიც არ ვუთხარი,  მოვტრიალდი და 
წამოვედი. ერთი მაგათი დედაც ვატირე. 
მაინც ვითამაშებ.
                                      ვახტანგი       
ვა ჩემს დროს იცი როგორ იყო. სპექტაკლი  
რომ  დამთავრდებოდა, მაყურებელს ავყავდით ხელში და მივყავდით სახლამდე. ეგ რა გიჭირავს, რა არის?
                    ოთარი           
შენ მთელი დღეა სახლში ხარ?
                                       ვახტანგი        
ხო ვისვენებ. 5 საათი პურის რიგში ვიდექი
                    ოთარი         
ჰოო? იყიდე?
                                      ვახტანგი       
არა, არ შემხვდა. ეგ რა არის? რა გიჭირავს?
                  ოთარი         
არაფერი , ტელეფონის გადასახადია.
                  ნატალია:       
ოთარი, სპექტაკლმა როგორ ჩაიარა?
                   ოთარი         
ოოო სპექტაკლმა ჩაიარა ფანტასტიურად
                  ვახტანგი      
ვა რა კარგია. მერე ?
                   ოთარი         
ნამდვილი ანშლაგი იყო
                ვახტანგი       
ვახ , ვახ 
                ოთარი        
15 ბილეთი გაიყიდა
                ვახტანგი      
მაგათი შუბა დავხიე
                ოთარი         
აბა გვითამადებ მამა?
                               ვახტანგი      
მაშ , მაშ
                ოთარი       
აბა ჰე. მამა, აბა გვითხარი,  რას გაუმარჯოს.?
                                ვახტანგი      
ელისოს ჩამოსვლას გაუმარჯოს
                 ოთარი         
ელისოს ჩამოსვლას გაუმარჯოს. რაო გააცანი ბაბუაშენს  პოლიტ ინფორმაცია?
               ელისო        
ბაბუაჩემი ჩემზე ინფორმირებულია.
               ოთარი         
ეგ მართალია ბაბუაშენი მსახიობის კვალობაზე ერთობ ინფორმირებულია.  რაო მამა უყურე ტელევიზორს?. რა თქვეს, გვეშელებაო რამე?
                                ვახტანგი       
სხვათაშორის ეს შენი თაობაა გაუნათლებელია, გაზეთსაც კი არ კითხულობთ. Dიცი, შენმა ქალიშვილმა არ იცოდა ვინ იყო ვერიკო .
                  ოთარი        
კარგი მამა, ვერიკო ცოტა ვერ იყო. კარგი დღეს ნუ ვიჩხუბებთ, დღეს მე ზეიმი მაქვს 
                  ნატალია       
რას ზეიმობ?
                   ოთარი       
როგორ თუ რას ვზეიმობ, ჩემი მაწანწალა
გოგო ჩამომივიდა. ჩემი სპეცკორესპონდენტი.  
                                   ნატალია         
შეჭამე რამე.
                 ოთარი           
რა ?
                                  ვახტანგი         
კარტოფილი
                  ოთარი           
ნატალია
                 ნატალია         
რა ?
                 ოთარი          
რა. რა?
                                   ნატალია        
რა გინდა ოთარ?
                    ოთარი         
მე რა მინდა?
                  ნატალია       
ოთარ, ეხლა არ დამიძახე?
                   ოთარი         
ჰო ჰო მოდი, მოდი გვიცეკვე ნატალია რამე. იცი ელისო, შენი დედინაცვალი რა კარგად  ცეკვავს ?.სანამ თეატრიდან გამოაბუნძულებდნენ სულ  აცეკვებდნენ  ხოლმე.  ხო, მასიური სცენების დიდოსტატი იყო. მიდი რა გვიცეკვე რამე, ჯაგი ჯუგი . ბუგი ვუგი, კანკანი. 
                       ვახტანგი       
 ოთარ!
                       ოთარი     
 –    გვიცეკვოს რამე რა მოხდა? მაშინ იაბლოჩკა გვიცეკვე. ეხ იაბლოჩკა კუდაჟ ტი კატისსია.
                     ნატალია    
–   მთვრალი ხარ.
                       ოთარი      
–   მთვრალი ვარ. ელისო აპატიე შენს საცოდავ დედინაცვალს ,  დღეს ვერ გვიცეკვებს .დღეს, დაღლილია. და იცი  რამ დაღალა?. მოლოდინმა.  ელოდება,  ერთი სული  აქვს როდის  მოვკვდები.
                     ნატალია   
–     დურაკ
                ოთარი
 ელისო, იცი მე ნატალიას აი ამხელა ბიჭი ვახსოვარ. ხო, დეიდა ნატალიას ვეძახდი, მე ჯერ კიდევ მოზარდში დავდიოდი. როცა ის უკვე სცენაზე გამოდიოდა. იცი რა მახინჯი იყო? რა?არა მამა? ეშმაკის მოციქულს არ ჰგავდა? ხო, აი მერე მე რომ გამომყვა ცოლად. მერე  დაემსგავსა ადამიანს. იმიტომ  რომ მთელი ჩემი ახალგაზრდული ენერგია შეისრუტა . თორემ იცი რა საშინელება იყო?.
                  ელისო       
მამა
                     ოთარი     
რა? შენ გგონია ნატალიას სწყიინს? არ იცის? იცის რომ  მე  სიმართლეს ვლაპარაკობ. მოდი ნატალიას სადღეგრძელო დავლიოთ. ნატალია ნიკალავნა ზა ვას. მამა, შენ არ დალევ  ნატალიას სადღეგრძელოს? ჰა?
                                 ვახტანგი  
თქვენ ხართ უზრდელები. გაუნათლებლები. ეს 
ჩემი პლიადის არტისტები იყვნენ განათლებულები რაფინირებულნი. ქალთან მოქცევის წესები იცოდნენ, სმაც შეეძლოთ, თქვენ ვერასოდეს გახდებით ჩვენაირი..
                                      ელისო  
–    კარგი რა ბაბუ ხომ ხედავ რომ დათვრა არა.
                                      ვახტანგი  
–   და ნუ დალევს მაშინ. . . . შენ იცი ვინ ხარ? შენ 
   ხარ კომედიანტი
                     ოთარი  
–   კომედიანტი ვარ, კომედიანტი ვარ. წამოდი და 
მაყურებელს ვკითხოთ. თუ არ გჯერა , წამოდი ვკითხოთ ვარ თუ არა კომედიანტი
                     ვახტანგი 
–   ხელი, ხელი გამიშვი
                     ოთარი  
–   წამოდი. ვკითხოთ ვინ არის კომედიანტი?
                    ნატალია 
–   გაჩუმდით. ყოველდღე ერთი და იგივე, აღარ შემიძლია . ვის რა უნდა კითხოთ თქვე სადისტებო ეს მე მკითხეთ ,მე გეტყვით ვინ რას წარმოადგენს ამ ოჯახში. აღარ შემიძლია.
                       ოთარი   
–   ხედავ როგორ გამოცოცხლდა, მაყურებელი რომ ვახსენე. გამოსვლა პირველი. სტირის. ელისო, მიდი დააწყნარე. 
                       ელისო      
–   შენ არ შეგიძლია?!
                      ოთარი   
 –     მე არ შემიძლია  არ გამომდის.
                      ელისო   
–     ნატალია, კარგი ნუ აქცევ ყურადღებას. ხომ ხედავ რომ დათვრა. ადექი წამოდი.
                      ნატალია  
–   მახინჯიც იყავი და ეშმაკის მოციქულიც .რას მოგყავდი თუ არ გიყვარდი. ვინ გთხოვა?.  რა, მერე გაიგე  შენზე უფროსი რომ ვიყავი. სარკეში ჩაიხედე.
                     ოთარი  
–    ა ჩტო. ოჩენ დაჟე ნიჩივო.
                                         ნატალია  
–   ოჩენ დაჟე ნიჩივო არა. შენზე ახალგაზრდად ეხლაც გამოვიყურები. ეს არ მეყოფა სულ ლევანზე რომ მისკდება გული. კიდევ ამის სიმთვრალე უნდა ავიტანო ყოველ საღამოს. სხვათაშორის შენზე კარგი მსახიობიც ვიყავი.
                                           ვახტანგი  
–   ვაი
                    ნატალია  
–   დიახ. დიახ. ის უხსენებელი რომ არ დაენიშნათ მთავარ რეჟისორად, იმასაც ვნახავდი, ვინ ითამაშებდა დღეს და ვინ არა.
                        ოთარი   
–     ლადნა ვსო სპატ. სპატ შე საცოდავო
                      ნატალია 
–   რაა ? საცოდავი თვითონ ხარ. Будь проклят день когда я появилась в этот дом. 
                     (გადის)
                                    ოთარი   
–   დალევ მამა?
                               ვახტანგი  
–   არ მინდა
                                  ოთარი    
–   მაშინ შენც წადი დაიძინე, წადი ხომ ვატყობ როგორ გინდა რომ მეჩხუბო. წადი დაიძინე.
                                    ვახტანგი   
–   ჩხუბითაც დავიღალე, წავედი
                                      ოთარი     
–     წადი მამა, წადი
                             ვახტანგი  
–   ფორთოხალი გინდა?
                               ოთარი   
 –   რაა?
                            ვახტანგი  
–  ელისომ ჩამოგიტანა. დავმალე , მოგიტანო?
                                 ოთარი    
 –  არა
                                ვახტანგი  
 –  წავედი. . . თეატრში როგორაა საქმე?
                                ოთარი   
–     თეატრში ყველაფერი რიგზეა მამა.
                                ვახტანგი  
–   წავალ დავწვები
                                    ოთარი    
 –  წადი მამა. წადი
                                    ვახტანგი  
–  წავედი 
                                     ოთარი   
 –   (ბოთლს მიიდებს საფეთქელთან)  ჭახ 
                                  ელისო   
–    მამა
                                  ოთარი   
–   რაო მამა ? 
                                ელისო   
 –  მოხდა რამე?
                              ოთარი    
 –  არა, რა უნდა მომხდარიყო?
                             ელისო   
–   არ დამიმალო
                             ოთარი   
–  როგორ გეტყობა სპეც კორესპონდენტი  რომ ხარ . ვერაფერს გამოგაპარებს კაცი.
                           ელისო  
–   რა მოხდა?
                               ოთარი   
–  ლევანი  ტყვედ ჩაიგდეს
                                ელისო  
–   როგორ?
                                 ოთარი  
–  ჩუმად. ამათმა არ იციან . ამათმა ისიც არ  იციან, რომ ლევანი ბოლო 3 თვეა ბრძოლის წინა ხაზზეა. ვერ ვუთხარი, მოდი მე და შენ დავლიოთ. ამით ჩემს ვაჟკაც ბიჭს გაუმარჯოს. ჩემს ლევანს გაუმარჯოს. ღმერთი იყოს მისი მფარველი. გაუმარჯოს… არაყი აღარ გვაქვს. ეს ცუდია. დაიცა ა.. ხო. კარგი მაშინ მეც წავალ დავწვები. არა, მოდი მოგიყვები რამეს. 
არ ვიცი ეს მოყოლილი მაქვს თუ არა შენთვის, ერთხელ, სპექტაკლის შემდეგ, პაემანი მქონდა ერთ ქალთან, ვუყვარდი იმ საცოდავს, როგორ ვუყვარდი. ხო.. ხოდა ხან ერთს დავურეკე. ხან მეორეს. ბინა მინდოდა. ფულიც არ მქონდა,  სადმე რესტორანში რომ შემეყვანა.ბოლოს მუშტაიდის ბაღში შევედით . ცოტა წავებღლარძუნე, მერე უცებ გავარტყი. ჯერ სილა გავარტყი, მერე მუშტები გავარტყი. რა სისულეებს გიყვები არა?! არა , უკეთესი ამბავი გამახსენდა. ერთხელ გადაღება მქონდა სამარყანდში ,  რაღაც უზბეკურ ფილმში მიღებდნენ. ხოდა ვხედავ პალმის ხე. პალმის ხის ქვეშ ვიღაც რუსი ქალი იდგა. მივედი და ვკითხე : А вы знаете как танцует пальмовое дерево? 
მითხრა:  нет, не знаю, а я вот знаю, потому что, я сам пальмовое дерево. და იქვე ხის ძირას, მოვიგონე პალმის ხის ცეკვა. აი ასე .აი ასე.
                                        ელისო  
–   მამა
                                          ოთარი    
 ასსა , რა მამა ? რა მამა ?  მამა !  მაშინ შენ
 მომიყევი რამე, მოუყევი რამე შენს ახალგაზრდა, 
 მაგრამ უკვე მოხუც მამას. მითხარი რამე. მითხარი 
 რამე თორე ლამისაა გული გამისკდეს, მითხარი
 რამე შე ჩემის კორესპონდენტო. მითხარი რამე.
 რამე მითხარით. . . იზუზუნე იზუზუნე და იქროლე ქარო.
ხო ხო. იზუზუნე , იზუზუნე და იქროლე ქარო ხო ხო.
               
ბონდო. ოთარის კოლეგა 
                                             ბონდო  
 უხსოვარ დროს, ერთ ქვეყანაში, ცხოვრობდა უდარდელი ახალგაზრდა კომედიანტი. რომელიც თავს იმით ირჩენდა, რომ ქალაქის მოედანზე, ხალიჩაზე თავდაყირა იდგა, ვაშლებით ჟონგლორიობდა  და მხიარულ სიმღერებს მღეროდა. ხალხს ძალიან უყვარდა ეს მხიარული კომედიანტი და მის ყოველ გამოჩენას აღტაცებული ყიჟინით, პლოდისმენტებით და ხურდა ფულით აჯილდოვებდა. გამოხდა ხანი. კომედიანტი დაბერდა, მაყურებელსაც
 მობეზრდა  ერთი და იგივე ცქერა. აღარავის აღარ აინტერესებდა თავდაყირა მდგარი მოხუცი არტისტი. ლუკმა პურის შოვნაც გაუჭირდა და კლდეში გამოკვეთილ  ღვთისმშობლის მონასტერს მიაშურა. ბერად მიმიღეთო. ბერად კი მიიღეს მაგრამ, ერთი გასაჭირი მეორემ შესცვალა. კომედიანტმა არც ერთი ლოცვა  ზეპირად არ იცოდა . იმ საცოდავმა კითხვაც კი არ  იცოდა .რომ ღვთისმშობლის სადიდებლად რაიმე წაეკითხა მაინც. ამიტომ წმინდანის გამოსახულებასთან უაზროდ იდგა, და ცხარე ცრემლებად იღვრებოდა და იღვრებოდა.აი აი ასსეთ გასაჭირში მყოფმა მონასტრის მღვდელმთავარს მიმართა თხოვნით. მიშველეთ რამე, დამეხმარეთ თორემ გასკდა გულიო. მღვდელმთავარი ბრძენი კაცი იყო და ამიტომაც შემდეგი სიტყვებით დააშოშმინა : ჩუ მოითმინე და ღმერთი თვითონ გიჩვენებს როგორ უნდა მოიქცეო.
                                     ვახტანგი  
–     ნატალია
                                       ბონდო    
–  ეეე მაცალეთ რეპეტიცია , ბოლოსდაბოლოს
  ერთხელ მაინც წამაკითხეთ ეს მონოლოგი
  ბოლომდე .დანარჩენს მეორე მოქმედებაში
  მოგიყვებით თუ დამაცლიან.
                                          ვახტანგი  
–  ნატალია ხომ გეუბნებოდი გამოუშვებენთქო/
                                     ნატალია  
–  ვაიმე, ღმერთო არც კი მჯერა, მამა არც კი 
მჯერა რომ ჩემს შვილს გამოუშვებენ.  
                                    ვახტანგი  
–   აბა რა
                                  ნატალია  
 – ჩემს ლევანიკოს გამოუშვებენ
                               ვახტანგი  
 –  გამოუშვებენ, შენ ხარ ჩემი ბატონი            
აბა, ბატონო წითელი ჯვარიო. ნატოს ბლოკიო. 
ამდენი ორგანიზაციაა, ყველას ხო უნდა გაუწიონ 
ანგარიში და ყველას გამოუშვებენ. აბა რა იქნება
                                         ნატალია 
 –  მამა , აი აქ ჩავკეტავ და არსად არ გაუშვებ, 
 სულ სახლში მეყოლება. ჩემი შვილისთვის
 დამთავრდა ომი. ეხლა სხვისმა შვილებმა იომონ.
                                         ვახტანგი  
–    რა სისულეებს ლაპარაკობ, არ გრცხვენია? 
ვინმემ არ გაიგოს? 
                                         ნატალია 
–   არა მამა,  არაფრის არ მრცხვენია . ჩემი 
შვილისათვის დამთავრდა ომი, გესმით ხალხო , 
 ჩემი შვილისათვის დამთავრდა ომი , ეხლა თქვენ
 იომეთ , ჩვენ გვეყო , მოვრჩით. მამა რა წერია აქ. 
 ია ნიჩივო ნი პანიმაიუ.
                                   ვახტანგი: 
–  რა არის ? 
                                    ნატალია  
 –   კაგდა ეტიხ პლენიხ მინაიუტ
                  ვახტანგი  
 – ვა „საქართველოს რესპუბლიკა“. შენ გაიხარე
შენს ცოლ – შვილში. ნაშ პრეზიდენტ
                   ნატალია   
–  მამა             
                   ვახტანგი  
–  ვოტ შას. აი. ტყვეთა გაცვლაზე მიღწეულია 
            შეთანხმებაო
                                   ნატალია  
–   ი ვსიოო?
                               ვახტანგი  
–   ვა ვსიოო კაცო. ვსიო. აი ხომ ვამბობდი.
                               ნატალია  
 –    რაა ?
                               ვახტანგი 
 –  ლევანზე ხომ ვამბობდი. ვერ მოასწრო ტყვედ 
 ჩავარდნა .რომ უკვე გაანთავისუფლეს. სულ მე
  მგავს.  მეც ასეთი იღბლიანი ვიყავი. ჯერ როლებს
  არ მაძლევდნენ და მერე  უცებ მაძლევდნენ და
  მაძლევდნენ. იღბლიანია. სულ მე მგავს ეგ მამაძაღლი . 
                    ნატალია   
–   უიმე ძაღლზე გამახსენდა.
                                       ვახტანგი   
–  ჰო რა?
                                       ნატალია    
–  ოთარი სულ გადაირია სიხარულით.
                                     ვახტანგი   
 –  ვაი.
                 ნატალია  
–   ერთი, ორი დღეც და ლევანი სახლში გვეყოლება. ჩავიკრავ მკერდში, და არსად არ გავუშვებ, თეატრშიც არ გავუშვებ. უიმე თეატრზე გამახსენდა,  რატომ აიკიდა ოთარიმ ამდენი სპექტაკლი, არც თვითონ აქვს სიცილის თავი და არც მაყურებელს, რა ეთიატრება დღეს  ხალხს.  დილიდან საღამომდე სად რა იშოვონ იმაზე ფიქრობენ. ელისო. ელისო, ჩაიდანი ადუღდა? 
                                          ელისო  
 –    ადუღდა, ადუღდა
                                    ნატალია 
 –  რა კარგი გოგოა, იცი რაა? როგორც კი გაიგო
ლევანის ამბავი მაშინვე გავარდა და რაღაცეები
იყიდა. ეხლა სამზარეულოში სიურპრიზის აკეთებს.
                              ვახტანგი  
–   ეგ გოგო ჩვენს ოჯახში ყველაზე ნორმალურია. 
                              ნატალია 
 –  ჰოო, რატო?
                             ვახტანგი 
 –  თუნდაც იმიტომ რომ არტისტობა არ მოინდომა.
                               ნატალია  
 – შეიძლება
                             ვახტანგი  
 –  და სხვათა შორის ხასიათით მე მგავს. L
                             ნატალია  
 – ხო კაი, კაი
                           ვახტანგი  
– ლევანიც მე მგავს და ეგეც, ხასიათითიაც სულ
            მე ვარ
                                ნატალია  
–  ხო. სად არის ოთარი? სად? არ შეიძლებოდა რომ
დღეს  მაინც მოსულიყო ადრე? რომ ერთად ავღნიშნოთ
ლევანის განთავისუფლება. მამა, სად არის ოთარი? 
                   ელისო  
– (შემოაქვს ტორტი)  სიურპრაიზ.
                                    ნატალია 
–   ვაიმე მამა ტორტი. რამდენი ხანია ტორტი არ
მიჭამია. ელისო ნამდვილია? 
                 ელისო  
–   ნამდვილია.
              ნატალია 
–  შენ გააკეთე? 
                           ვახტანგი  
–  ბევრი დაგეხარჟა შვილო?
               ელისო   
 –  არც ისე
               ნატალია  
 – ელისო საიდან ამდენი ფული. ვინმე დაარეკიტე?
               ელისო  
 –    არა, ჰონორარი ავიღე
                             ვახტანგი  
 –   ჰონორარი? მერე ტორტზე გეყო?
                          ნატალია   
 –  შამპანიური
                       ვახტანგი  
 –    შამპანური
                       ნატალია  
  –  იყოს შამპანური
                       ვახტანგი  
  –  ნახე ნახე. შენ შემოგევლე. ჩემო სიცოცხლე
                       ელისო   
 –    მამას მოუცადოთ
            ვახტანგი 
  –   მოუცადოთ
              ნატალია.  
 –  მოვუცადოთ, ნახე ნამდვილი ზეიმი გვაქვს ტორტი და  შამპანური. ელისო, რა კარგი გოგო ხარ.
                                 ვახტანგი 
 –   სულ მე მგავს , მამაძაღლი,  ხასიათითაც მე მგავს.
      შემოდის ოთარი და მოყავს უგონოდ მთვრალი ბონდო
                ოთარი  
–     არა მამა, შენ არა, დედას გავს.
                         ნატალია  
 –  ოთარი , ოთარიც მოვიდა 
                 ოთარი    
  –      ოთარიც მოვიდა, ბონდოც მოიტანა. 
                              ნატალია    
 –      რაა?
                             ვახტანგი   
  –    რა არი ეს რა?.
                ოთარი  
 – მოდი ბონდო მოდი. სტოპ. მოდი ელისო აი
გაიცანი ეს არის ძია ბონდო. ბონდო ეს არის ელისო
                ვახტანგი 
 –   რომელ მუზეუმში ოპოვნე?
                 ოთარი  
–   რას ამბობ მამა. ეს ხომ ბონდოა, მარლონ ბონდო.
                                ვახტანგი  
– კარგი რა კარგი
                  ოთარი  
–   მოდი ბონდო გენაცვალე. მოდი შე ჯეიმს
ბონდო. სტულ დლია მალადოვა ჩელავეკა.
                                ვახტანგი 
–   პაპიროსი მაინც გაუსწორე რასა გავს. რა არი ეს 
                                     ნატალია 
 –  ოჩენ ხარაშო . შას ვსე მესტე ბუდემ უჟანატ. რა ბედნიერი დღე მაქვს.
                                         ოთარი 
–   რა არის ესა ?
                                        ვახტანგი  
–   ტორტი გამოაცხო ელისომ.
                      ოთარი  
–    სულ დედას გავს არა მამა ? გახსოვს რა
ტორტებს აცხობდა?
                   ვახტანგი 
–  ვა , რა დამავიწყებს. რა კარგი დრო იყო 
ყველაფერი იყიდებოდა…
                   ოთარი  
–  კაი მამა კაი. ნუ წუწუნებ  სულ. .მე კი მეგონა
მარტო რეპორტაჟების გამოცხობა შეეძლო. ესე იგი
დღეს ვქეიფობთ არა?.
                                       ვახტანგი 
–  რაღაც გამახსენდა, მე ეხლავე მოვალ.
                   ოთარი 
 –   დაჯექი ბონდო გენაცვალე  .
                                ნატალია. 
–  ოთარ ოღონდ ძალიან გთხოვ რა. დღეს ნუ იჩხუბებ რა. არც მამაშენს. არც მე, არც ბონდო
რა. აბეშაი რა.
                   ოთარი  
–   არა დღეს ჩხუბს არ ვაპირებ .დღეს ყველანი ისე მოვიქცევით ვითომ ყველანი ნორმალურები ვართ, ვითომ არტისტები არა ვართ და ძალიან გვიყვარს ერთმანეთი. ისე ლევანს როგორ გაუკვირდებოდა ჩვენი ოჯახური იდილია რომ ენახა. ჰა?
                   ვახტანგი    
 –      ჰაა.
                   ოთარი      
  –      მოდი მამა მოდი
                 ვახტანგი    
  –      მოვდივარ. ვიპოვნე. მოვდივარ
                ნატალია    
  –      რა იპოვეთ?
                ვახტანგი    
  –      ოთარ ოთარ აი.
                    ნატალია   
 –    ეგ ლევანის კონიაკია. ხელი არ ახლოთ
                    ოთარი  
  –     ლევანის კონიაკი არა, ლევანს კონიაკი არ
უყვარს. მოიტა აქ
                    ნატალია  
 –   რას ნიშნავს მოიტა. არ გახსნა  ოთარ გთხოვ.
არ გახსნა.
                    ოთარი  
 –    ლევანი აქ რო ყოფილიყო  არ იქნებოდა 
 წინააღმდეგი
                                         ნატალია  
–   სამაგიეროდ მე ვარ წინააღმდეგი. ჩაფიქრებული
მქონდა არ გახსნა . . .
                    ოთარი  
 –    ვსიო. ლევანის განთავისუფლებას გაუმარჯოს  
                    ვახტანგი 
 –   ლევანის  განთავისუფლებას გაუმარჯოს
                    ნატალია  
 –   რატომ?
                                        ვახტანგი  
 –    რა რატომ?
                                      ნატალია  
 –   რატომ დაძვრებით უკითხავად სამზარეულოში, რატომ?
                            ვახტანგი  
 –    ჩემი სამზარეულოა და . . .
                           ნატალია  
  –   ეგ ლევანის კონიაკია
              ოთარი  
 –      კაი ახალს ვიყიდი ხვალ. 
                   ნატალია 
 –      ხო აბა, შას, ტი პაშოლ და ახალს იყიდი
                    ოთარი   
  –    კაი დაამთავრე ,  მორჩა , დაგვასვენე
                   ნატალია   
–    ეგ ლევანის კონიაკია . ლევანისთვის მაქვს შენახული. გაიგე შენ? მე მინდოდა ლევანისთვის საჩუქარი გამეკეთებინა. 
      (ბონდო ხელებს ყოფს ტორტში)
რას აკეთებს ეს რას?.    თქვენ კი. ღორებო.  ღორებო.
                                      ვახტანგი  
–    რაო რა თქვა ამ ქალმა ახლა ? მოიცა ეს
ჩვენ ვართ ღორები.?
                  ოთარი   
–    არა. ბონდო.
                 ვახტანგი 
–    ჩერნიშევსკაია, გრიბოედოვსკაია. მე ღორი არა
ვარ. მე რესპუბლიკის  სახალხო არტისტი ვარ.
                ოთარი  
–        კარგი რა, მამა, რესპუბლიკის სახალხო
არტისტი რა არ შეიძლება ღორი რომ  იყოს? მე რომ
მკითხო ყველა არტისტი ან ღორია ან ლოთია ან
არანორმალური. ხო რას მიყურებ სიმართლეს ვამბობ 
და საერთოდ რაც უფრო კარგი არტისტი ხარ, მით
უფრო გათახსირებული ხარ.
                ვახტანგი   
-იცი რას გეტყვი .შენ ხარ გათახსირებული. ეს
შენი  ბონდო ლოთია. თქვენ ხართ არანორმალურები. მაიმუნო
                  ოთარი      
 – ბონდო გავხდით მაიმუნები. 
 (ვახტანგი: ოთარი და ბონდო იწყებენ მაიმუნებივით მანჭვა გრეხვას) 
                  ნატალია  
გაჩუმდით.  სხვათაშორის მოი სინ ნე ხუჟე არტისტ
ჩემ ვი , მაგრამ გათახსირებული სულაც არ არის
ესლი ბი ეტატ სვოლაჩ  დავალ იმუ როლი, ონ ბი
ვსემ  პაკაზალ , კაკოი ონ არტისტ  . ნუ ონ თქვენი
ჯიშისაა. სულაც არ არი სავალდებულო , რომ კარგი 
მსახიობი გათახსირებული იყოს. პანიატნა.?
                     ოთარი   
  -ლადნა ვსიო სპატ.სპატ. (ბონდო დაწვა)
                 ვახტანგი   
ვა. რამდენჯერ გითხარი არ მოიყვანო ქალი გრიბოედოვის თეატრიდანო.
                                  ოთარი: –                 
ეგ რა შუაშია?
                 ვახტანგი:
მოგეყვანა პანტომიმიდან არ  შეიძლებოდა?
                  ბონდო     
ოჰ ოჰ ეჰე
                 ოთარი   
–  იზუზუნე და იქროლე ქარო. (ელისოს) მაინც მოვახერხე და ვეჩხუბე ყველას.ზეიმიც ჩაგვეშალა. არ შედგა ზეიმი. შენი მშვენიერი ტორტიც ბონდოს გარდა არავინ არ გასინჯა. 
                  ელისო  
–   შენც გასინჯე 
                   ოთარი  
–  მე არ მინდა . რაღაც ძაღლურ განწყობაზე ვარ
მინდა რომ ვიყეფო. ავ ავ
                   ბონდო 
 –   ავ ავა ავ.
                  ოთარი  
–  ბონდო ადექი გენაცვალე, ეს ჩემი ადგილია. 
ელისო აპატიე რა. აი ყველაფერი აპატიე შენს ახალგაზრდა , მაგრამ უკვე მოხუც, ცინიკოს
მამას. მე ვიცი რა გულის ტკივილიც მოგაყენე. ყველაფერი მაპატიე.  დავივიწყოთ ყველაფერი
                    ელისო  
 –     შენ მაინც ყველაზე საყვარელი მამა ხარ.  
                   ოთარი 
 რატომ ? რით დავიმსახურე ეს სიტყვები? .
 იცი მე და დედაშენი რატომ გავცილდით 
 ერთმანეთს.
                   ელისო 
–    რატომ?
                  ოთარი 
 – ნატალაიასთან  წამისწრო ლოგინში.
                ელისო 
–  არ ვიცოდი
                 ოთარი 
 – ხო ეგრე იყო. საწყალი  ნატალია, სიამოვნების
მიღებაც ვერ მოასწრო, ახალი დაწყებული 
გვქონდა. დედაშენი  გატრიალდა. კარი გაიჯახუნა
და წავიდა. უკან აღარ დაბრუნებულა. შენც თან
წაგიყვანა. იცი რატომ? იმიტომ რომ ძალინ ამაყი
იყო. ხო შენც იმიტომ ხარ  ესეთი ამაყი,
რომ დედას გავხარ. ერთი წლის შემდეგ კი
გარდაიცვალა. შენ ბებიაშენმა წაგიყვანა და
ბებიაშენმა გაგზარდა. თუმცა ეს ყველაფერი შენ იცი.
                    ელისო   
–    არ გიყვარდა?
                    ოთარი  
 –   ვინ? ბებიაშენი?
                    ელისო  
 –   არა დედაჩემი
                   ოთარი  
– დედაშენი, დედაშენი როგორ არ მიყვარდა,
  მიყვარდა, ძალიან მიყვარდა, უბრალოდ
 სიყვარული სხვადასხვაგვარი შეიძლება რომ იყოს.
 მიყვარდა, მაგრამ მაინც სხვებთან დავძვრებოდი. 
 შენ ვერ გაიგებ, ასეთია კაცის დამთხვეული  
 ბუნება. შენ კი არა მე თვითონ ვერ გამიგია . 
 აი ნატალია არასოდეს არ მყვარებია. მაგრამ
 დედაშენი რომ გარდაიცვალა, მაინც ცოლად
 შევირთე. არ ვიცი შეიძლება ჯინაზე. თანაც
  ნატალია უკვე ლევანზე იყო ფეხმძიმედ. გინდა ? 
  გავცილდები ნატალიას, მითხარი თუ გინდა
  გავცილდები. 
                    ელისო  
–   რა სისულელეა, რატო უნდა მინდოდეს?
                     ოთარი  
 –  არა?!  კარგი, თუ არ გინდა . მაშინ  არ გავცილდები. ეხლა მე ნატალიასთვის არც 
მცხელა მე  ეხლა მხოლოდ ლევანზე ვფიქრობ. (ჩართავს ტელევიზორს, იქ პავაროტი მღერის „კარუზოს სიმღერას“)  ვერ ვიტან .ვერ ვიტან პავაროტის. (გამორთავს)
                    ელისო 
–   რატომ  ხმა არა აქვს?.
                     ოთარი  
 –   არა , უბრალოდ  რამდენი კარგი ადამიანიც
მოკვდა . იმდენჯერ  მაქვს მოსმენილი  ეს სიმღერა .
ამას რომ ვუსმენ მგონია , რომ  ვიღაც კვდება. L
როდის გამოუშვებენ  ლევანს ? 
                     ელისო 
–   მალე მამა მალე.
                  ოთარი  
–  მალე.
                 ელისო 
 –  გაზეთებში  წერია ..
                   ოთარი 
 –   გაზეთებში  წერია არა…
                   ელისო 
 –   ორივე მხარემ  მიიღო მყარი გარანტიებიო
                   ოთარი  
 –  გარანტიები არა. ვიცი მე მაგათი გარანტიები.
   იცოდე რაც არ უნდა  მოხდეს, მე მაინც
   ვითამაშებ. აი ბონდოს  ჰკითხე . ბონდო ჩვენ  
   ხომ მაინც ვითამაშებთ. გაიგე რა თქვა ? მაინც ვითამაშებთო.
                      ნატალია  
 –   ოთარ ტამ ვნიზუ გვარდეიცი პრიშლი ზაჩემ? 
             (ბონდომ ისე ჩართო ტელევიზორი)
                      ოთარი  
   ჰა?
                     ნატალია 
 – ტამ ვნიზუ გვარდეიცი პრეშლი, ზაჩემ ოთარ?
                     ოთარი  
–   გვარდეიცი?  რავიცი  რეიდი  აქვთ ასეთი . ეზო
ეზო დაძვრებიან, გვარდეიცი ნუ. გვარდეიცი.
                    ნატალია  
 –   მამა,  მამა ქვემოთ ჩავიდა, დაველაპარაკებიო..
                   ოთარი  
–    მამა ? მამა ჩავიდოდა. მამას სხვა რა საქმე
აქვს? დაელაპარაკება ! სხვა რა საქმე აქვს? მამა
ხომ უსაქმურია. ეს მე და ჩემს გოგოს გვაქვს
ბევრი საქმე. მე ყოველდღე სპექტაკლები მაქვს.
ხალხს ვაცინებ. ვართობ. ვტინგიცობ რა.
ელისოს კიდევ  რეპორტაჟები ბათუმიდან , ხან  
ქუთაისიდან . ხანაც კიდევ  იქიდან,  ელისოს
გონია რადგან არაფერს არ ვეუბნები.
არ ვიცი როგორ დაძვრება თავის ვიდეო კამერით ბრძოლის
წინა ხაზზე  და ტყვიებს როგორ უშენს  თავის
მშვენიერ მკერდს.  ნურაფერს ნუ ეტყვი ნატალია. ეგონოს, ეგონოს რომ,
გულუბრყვილო მამა ყავს.  მე არა ვარ გულუბრყვილო,  უბრალოდ  მე, რაც
კი გრძნობა  მქონდა ყველაფერი 
გავფლანგე და ვარ, ასე დაცარიელებული 
ცინიკოსი, აღარაფერი აღარ მადარდებს . . . ლევანის  გარდა. ლევანის გარდა. მაგრამ ლევანი ხომ უკვე გზაშია არა?!  ხო?
                  ნატალია  
–    ხო.
                     ოთარი  
 –  ხო ? მალე ჩვენთან იქნება. ისევ გავმართავთ
პოლიტიკურ დებატებს. ხო?
                   ნატალია 
 –   ხო.
                    ოთარი 
 –   ის  ოპოზიციას შეაგინებს. მე მთავრობას დავიქნებით ისევ ძველებურად, ხო?.
ხოდა რატომ კანკალებ  ნატალია. რატომ კანკალებ შე
საცოდავო,  შეგეშინდა? ნუ გეშინია მოდი
  ვიცეკვოთ .  გვარდიელებს რეიდი აქვთ  ასეა
  საჭირო. . ხომ გაიგე რა თქვა ჩვენმა  მშვენიერმა
  მთავრობამ.  რესპუბლიკაში  საგანგებო მდგომარეობაა  და კრიმინალური  სიტუაციაც
მწვავედ დგასო. ო ღმერთო  ჩემო , რომ იცოდეთ
რა მთვრალი ვარ, ამ ბოლო დროს, რა მალე ვთრები
                   ვახტანგი 
 –   ოთარ
                  ოთარი   
 –   რა მამა .
                ვახტანგი  
 – ოთარ. ლევანი ..
                 ოთარი   
 –  რა მამა ..
                 ვახტანგი 
 –  ლევანი დახვრიტეს. 
                      ოთარი   
 –  რომ  იცოდეთ  რა მთვრალი ვარ, ამ ბოლო 
დროს რა მალე ვთვრები…
 
 
მეორე მოქმედება
   
   
ლევანის დაკრძალვის შემდეგ
                      ელისო  
 –    აგვიხსნის ვინმე ოდესმე თუ რა აზრი ქონდა  ამ წყეულ ომს?
                        ვახტანგი 
 –   ელისო
                         ოთარი 
    –  დედაჩემი ცოცხალი რომ ყოფილიყო ალბათ
იტყოდა რა ლამაზად დავასაფლავეთო. Aარა?.
                        ვახტანგი  
 –  კიდევ კარგი, რომ ცოცხალი არ არის .
კიდევ კარგი რომ ვერ  მოესწრო . ტი ზნაეშ
კაკაია უ ტიბია ბილა  სვიკროვ. ტი ზნაეშ?
                 ელისო  
  –   როდემდე უნდა ვუყუროთ იმას თუ როგორ 
    იხოცებიან  ჩვენი ძმები?
                    ოთარი    
   მანმადე, სანამ ჩვენც არ დაგვხოცავენ, ელისო
   ნუ მისმევ ასეთ რთულ კითხვებს. ჩემს
   ცხოვრებაში ყველაზე მარტივ კითხვასაც კი
   ვერ გავეცი პასუხი.
                     ელისო  
  –   აღარ შემიძლია მეტის  მოთმენა . 
 აღარ შემიძლია  მეტის მოთმენა აღარ. აღარ.
                   ოთარი   
–   კარგი კარგი . ნუ  მიგაქვს ყველაფერი გულთან ახლოს.
                        ელისო  
 –   აბა რა ვქნა , ყველაფერი შენსავით ფეხებზე დავიკიდო  არა?
                       ოთარი  
 –   ხო. ეგ ერთადერთი გამოსავალია თუ არ გინდა 
 რომ გული გაგისკდეს. 
                     ელისო  
–    მირჩევნია გული გამისკდეს ვიდრე შენაირი
             გავხდე.
                    ვახტანგი   
–     ელისო
                ელისო 
–  ხო ხო რას მიყურებ  . შენ შვილი  მოგიკვდა . მე
ძმა . მაინც არ მესმის როდემდე უნდა ვუყუროთ  იმას, თუ როგორ ხოცავენ ბიჭებს იქაც და აქაც, აი ამ   ქალაქში.
                  ვახტანგი  
–  კარგი ელისო
                     ელისო  
  –     ყოველი მესამე ამ ქალაქში შეიარაღებულია.
 და ეს კიდევ იმას ნიშნავს,  რომ ყოველი
 მესამე პოტენციური მკვლელია. მიუხედავად ამისა არავინ არ ადგება და არავინ არ იყვირებს „გვეყოფა“ .
                   ოთარი  
 –   და იყვირე. იყვირე რამდენიც გინდა. მაინც ვერაფერს გახდები, ვინმემ ხომ უნდა მოგისმინოს.
                  ვახტანგი 
 –  კარგი დაანებე მამაშენს თავი
                   ოთარი    
 –  მართალი ხარ მამა. ელისო დაანებე თავი მამაშენს, . ცოტა ხნით დამასვენე პრობლემებისგან.
                   ელისო  
 –    შენ მთელი ცხოვრება . ისედაც დასვენებული ხარ. Dდა არასოდეს არანაირი პრობლემები არ გქონია.
                 ოთარი  
–  არა. ამაში ცდები. მთელი ჩემი ცხოვრება ერთი
პრობლემა ყოველთვის მქონდა. სულ მეგონა მორჩა, გათავდა, ამოვხსენი. გადავწყვიტე. მაგრამ არა, მაინც წამოყოფდა ხოლმე თავს.
                ელისო   
 –     საინტერესოა რა პრობლემა იყო ამისთანა .
 
               ვახტანგი 
–  რა პრობლემა გაქვს  ოთარ ჰა.
              ოთარი    
 –    როგორ დამელია.
           ვახტანგი 
 – კარგი რა
             ოთარი  
 –  რა პრობლემა არაა?
             ელისო   
–  შენ იცი ვინ ხარ?
           ოთარი  
 –  ვინ?
              ელისო 
  –  პირუტყვი
            ვახტანგი  
–    ელისო
              ელისო    
 –    ნამდვილი პირუტყვი
              ვახტანგი 
  – ელისო
                ოთარი 
 –    რატომ ?ელისო შენ გაიზრდები და მიხვდები
რომ ადამიანებს არაფერი არ ჭირდებათ გარდა. თავის პატარა, პატარა სურვილების დაკმაყოფილებისა. ჩემი პატარა სურვილი სასმელია . აი ეხლაც იმაზე ვფიქრობ მე და ბონდო ხვალ როგორ დავლევთ.
                   ელისო  
–  შენ გგონია თუ ყველაფერს ფეხებზე დაიკიდებ
           ამით საქმეს ეშველება არა?
                 ოთარი   
 –    მე. მე მეშველება სხვისი არ ვიცი.
                  ელისო 
  – ხოდა პირუტყვი ხარ. ნამდვილი პირუტყვი.
                 ვახტანგი 
 –   ელისო დაანებე მამაშენს თავი . ხომ ხედავ
 როგორ განიცდის თვითონაც.
                   ოთარი 
 –   მიდი ელისო ,მომაყენე შეურაწყოფა. მე შევეჩვიე,
ნუ გეშინია . ამიტომ მიდი. გადამიარე. მე ხომ
პატარა კაცი ვარ. როგორ თქვი? ნამდვილი
პირუტყვიო? .მართალი ხარ ნამდვილი პირუტყვი ვარ.
მხოლოდ პირუტყვს შეუძლია იმის მოთმენა. რასაც მე
ვითმენ ყოველდღიურად შენგან, მამაჩემისგან. ჩემი
ცოლისგან. თეატრშიც ვითმენ. დაწყებული
ნაბიჭვარი სამხატვრო ხელმძღვანელით
დამთავრებული ლოთი მეხანძრით, ყველა მემაყენებს
შეურაცყოფას. იმიტომ რომ პირუტყვი ვარ. ქუჩაშიც
თავჩაქინდრული დავდივარ . მეშინია ვინმემ ვაი ვაი. 
ვინმემ ტყვია არ მესროლოს, იმიტომ რომ პირუტყვი
ვარ.  პირუტყვი. არა, მე პირუტყვი კი არა მე
პალმის ხე ვარ და მაინც ვითამაშებ.
                    ნატალია 
 –   გოსპადი. ხატიაბი სივოდნია ვი მოჟეტე ზატკნუტსია.  მოი მალჩიკ . კამუ ონ მიშალ ჩტო ონ დელალ ნა ეტაი ვაინე  ჩტო ?. ონ ჟე არტისტ. ნი უჟელი ია ვირასტილა ივო დლია ვაინი . კტო მნე ადასტ სინა. ანი სკაზალი სიგოდნია ჩტო ონ პაგიბ ზა ნიზავისიმასტ სტრანი?!. მოი მალჩიკ.  სინა ვირნიტე, პლივალა ია ნა ვაშუ  ნიზავისიმასტ.
                    ბონდო: 
–   ხოდა იმას გიყვებოდით რომ ამ ჩვენმა
კომედიანტმა რა აღარ იღონა რომ რაიმე პატარა
ლოცვა მაინც დაესწავლა ზეპირად. მაგრამ მის
უვიც თავში  არცერთი სტრიქონი არ ჩერდებოდა დიდხანს. ამიტომ  მოწყენილი იყო. დღესა  და ღამეს ტირილში ატარებდა. ბერები ეხმარებოდნენ, ხმამაღლა უკითხავდნენ ფსალმუნებს . მაგრამ ეე. მაინც არაფერი ეშველა, და ისიც, ტიროდა და ტიროდა… . მაგრამ ერთ დღეს რაღაც მოხდა. კომედიანტი  გამოცოცხლდა. ყველას გაუღიმა, შუბლი  გაეხსნა. ვერავინ მიმხვდარიყო რა მოხდა. რატომ შეიცვალა ასე უცებ კომედიანტი. ღატომ გახდა ხალისიანი. ბერებმა შენიშნეს რომ დარბაზში სადაც ღვთისმშობლის ხატი იყო დასვენებული,  კომედიანტი საათობით იკეტებოდა. არცერთი ლოცვა ზეპირად არ იცის და დარბაზში რას აკეთებსო ?. ეჭვით იკითხეს ბერებმა .. და ერთ დღეს, როდესაც  კომედიანტი დარბაზში ჩაიკეტა, ბერებმა გასაღების ჭუჭრუტანიდან  თვალთალი დაუწყეს . ჰოი საოცრებავ, კომედიანტი ღვთისმშობლის ხატის წინ თავდაყირა იდგა, ვაშლებით ჟონგლიორობდა და მღეროდა, მღეროდა . ბერები სასწრაფოდ მოცვივდნენ მღვდელმთავართან ყოველივე მოახსენეს და კომედიანტების ჩაქოლვა მოითხოვეს. მღვდელმთავარმა კი სიხარულით შესძახა :-. დიდ არს ღმერთი დაწყნარდით შვილნო ჩემნო, ის არ ჟონგლიორობს არა. ის ასე ლოცულობსო.  ვინაიდან ყველამ ისე უნდა ილოცოს როგორც მას ძალუძსო.
                 (ისევ ბინა)
                                  ვახტანგი:
  წავედი ეხლა მე დავწვები. ხვალ მძიმე დღე მაქვს.  რომელ საათზე უნდა წავიდეთ?
                    ოთარი  
  – 9-ზე მამა 9-ზე.
                   ვახტანგი.  
– ძალიან კარგი. ცუდია რომ ლევანი ვერ მოესწრო
            ამას.
                   ოთარი   
–  მამა იცი ყოველთვის მაინტერესებდა ყავდა თუ
არა ლევანს  ქალები. მაგრამ ლევანი ყოველთვის
გაურბოდა ჩემთან ამ თემაზე საუბარს. ის ხომ მე
ნორმალურ ადამაინად  არც მთვლიდა. მე მისთვის
უბრალო კომედიანტი ვიყავი. მაგრამ მე ეს არ
მწყინდა. ჰო. პირიქით მომწონდა კიდეც. რომ ჩემი
შვილი  ისევე აღმიქვამდა როგორც რიგითი
მაყურებელი.
                 ვახტანგი 
–  შენც მე ისე აღმიქვამდი როგორც უბრალო 
            რიგითი  მაყურებელი. წავედი.
                  ოთარი 
 –   მამა
                  ვახტანგი 
–   რა.
                     ოთარი  
– მამა. ხომ არ იცი რა ღირს დღეს თბილისში ბოზი ?
                  ვახტანგი 
–   მე მეკითხები ამას?
                   ოთარი  
–  შენ გეკითხები  აბა ვის უნდა ვკითხო ?
                 ვახტანგი 
 – მოიცა. . . უკანასკნელი 20 წლის მანძილზე მაგ
            საკითხით არ დავინტერესებულვარ.
                  ოთარი  
  –  ხო მაინც საინტერესოა რა ღირს.? 
                   ვახტანგი 
 –   ისე ეგ ბოზს გააჩნია
                  ოთარი 
   –  მართალია მაგრამ მაინც.
              ვახტანგი 
 –  ოთარ  შვილო ჩემს დროს , ბოზები რომ იყვნენ
ესე რომ გამოვიდოდნენ. ვაი მასხრად მიგდებ არა?. ბიჭო? თქვენ ეხლა ბოზებიც აღარ გივარგათ. ა ვიცი , ვიცი გამახსენდა , პურის რიგში რომ ვიდექი, ორი ბიჭი ლაპარაკობდა , 50იო. წავედი. ოთარ ისა, რა ქვია? ჰო, ფორთოხალი გინდა?
                   ოთარი   
–   რაა?
                                      ვახტანგი
 –  ფორთოხალი . ელისომ  ჩამოგიტანა . მე დამალე.
 
                   ოთარი   
 –  ფორთოხალი  მინდა.
                    ვახტანგი 
 – ეხლავე მოგიტან. (აღებს კარს და იქ პატარა ფორთოხლის მაგივრად, უზარმაზარი ფორთოხალი  დევს) რა არის? ვა  ფორთოხალი 
(იწყებენ ფორთოხლით ბურთაობას) ვაი. მოიცა ნელა. აღარ მინდა აღარ.
 შემოდის ელისო, ხელში ვახტანგის ჩემოდანი უჭირავს
                   ელისო.  
 –   კომედიანტებო.
                  ვახტანგი  
 –    სპეცკორო.
              ელისო     
 –     ეს რა არის ბაბუ?
                          ვახტანგი :
– Mმომეცი. ეს  ჩემი ცხოვრებაა ბაბუ. მანდ ჩემი
როლებია. ჩემი და ცოტა ამისი. წავედი აბა. ხვალ 
მძიმე დღე მაქვს .წავედი.
                ელისო     
–  სად მიდიხარ?
               ვახტანგი 
    –  ჰა?
                  ელისო
– ხვალ სად მიდიხარ?
              ვახტანგი
– მე და მამაშენს ხვალ დიდი საქმეები გვაქვს.
 წავედი.
 
                  ელისო  
 –    მამა სად მიდიხართ ხვალ შენ და ბაბუ? 
                    ოთარი
– ბოზებში.  ღეპეტიციაზე.  ღეპეტიციაზე, ჩემს  
 სპექტალში უნდა შევიყვანო.
                   ელისო  
–    გაგიჟდით ? მერე ხალხი რას იტყვის?
                 ოთარი  
 –   ხალხი? ხალხმა რა უნდა თქვას . ხალხი ტაშს დაუკრავს, სად არ ვყოფილვარ, მაგრამ, ჩვენისთანა სენტიმენტალური მაყურებელი არსად არ მინახავს, თანაც როცა გაიგებენ მამაჩემი შვილიშვილის გარდაცვალების 1 თვის თავზე სცენაზე  დაბრუნდა. დარბაზს გაავსეებენ და ტირილით გასკდებიან. თანაც ხალხს ნამდვილი არტისტები მოენატრა. ნამდვილი არტისტები..მამა მოემზადე ვიწყებთ . ელისო  ხელს ნუ შეგვიშლი.
            (თეატრის სცენაზე)
               ოთარი :
-სუყო ცოტა  შუქს მოუმატეთ, რაფაელ გაიკოვიჩ, 
 მუსიკა!.. ჩუტ პო გრომჩე . მამა მოემზადე. ვიწყეებთ..
              ვახტანგი:
– სცენა! სცენა! ღოგორ მომენატრე! რამდენი ხანია
 ერთად ვართ. რამდენი ოფლი დამინთხევია
 შენთვის. რამდენი წვეთი სისხლი შემომიწირავს.
 რამდენი ხანია ერთად ვართ. მე შენი 
 გაჭირვება ყოველთვის ვიცოდი. შენ ? შენ ჩემი ისე რა. სიზმარშიც  მესიზმრები ხოლმე  ხშირად. აი ახლაც, შენთან მოვედი .  როგორ ხარ. ჰა? ცუდად? 
ხო, რა თქმაუნდა. რა თქმაუნდა,  ნამდვილი არტისტები აღარ არიან. Gახსოვს, ჩემს დროს როგორ იყო?  რა? არ გივლიან? აი აქ ნახე . რა არი ეს? . ლურსმანი როგორ ჩაგაჭედეს  ამ მაიმუნებმა ამათ. როგორ ხარ?
გახსოვს, ჩემს დროს, როგორი დეკორაციები იყო ?. . 
ახლა დადგამენ ერთ სკამს და იტყვიან ცხენიაო. აჰა ცხენია ეხლა ეს?. დადგავენ ორ სკამს  და იტყვიან სასახლეაო. ჩემს დროს სასახლე სასახლეს ჰგავდა და სახლი სახლს . ერთი ეს მითხარი, ჩემს გარდა, შენთან მოდის ვინმე სანახავად ?.  ჰო,  სანახავად. მოდის ვინმე ? მოდიან? მართლა?  ვინ მოდიან? კარგი, რას ლაპრაკობ?  ეგენი ხომ ცოცხლები აღარ არიან. რაა? Yყველანი  მოდიან . რაა? ეხლაც აქ არიან? მოიცა , მე რომ ვერ ვხედავ? მე რატო ვერ ვხედავ? Aან რატო არ მესმის მათი შენი თუ მესმის ? მათი რატომ არ მესმის ? უთხარი დამელაპარაკონ. უთხარი დამელაპარაკონ. ძმებო გოგოებო, ბიჭებო. დამელაპარაკეთ. ახლა არ დამიწყოთ თქვენებური ინტრიგები. უთხარი დამელაპარაკონ.  სცენა უთხარი!  თეატრში  ხომ ყველაფერია შესაძლებელი. უთხარი დამელაპარაკონ. ბიჭებო, გოგოებო წამიყვანეთ რა. წამიყვანეთ რა თქვენთან . მე აქ არავის აღარ ვჭირდები .პენსიაზე გამიშვეს. აქ, ასე თუ მოვალ თეატრის სანახავდ წამიყვანეთ , აღარავის აღარ ვჭირდები, თეატრშიც
აღარ მიშვებენ. გემუდარებით რა. არ დაიწყოთ
თქვენებური ინტრიგები. გემუდარებით წამიყვანეთ.. 
– ვა პოსლიკ. ღოგორა ხარ ბიჭო? 
 ისევ ისე გამოიყურები. შენ ვინ ხარ? ვერ გცნობ. აა, ხო, გამახსენდა, შენ ის არა ხარ სულ რომ ინტრიგანობდი? უი, ის ბოზი ვინაა? ჩემ დროს არ იყო, რამხელა მკერდი აქვს. ეო, გამარჯობა. ბიჭო როგორ ხარ? ისევ დასდევ ქალებს?. ვა შენც აქ ხარ შე ლოთო? შენ რა  გითხარი. როგორ … მოიცა. მე თქვენ ყველას გხედავთ? . . . . (ხედავს) ლევან….. შე მაიმუნო როგორა ხარ . სულ არ შეცვლილხარ. მადლობთ ძმებო რომ მიმიღეთ. თქვენთან. ერთი რაღაც მინდა რომ გკითხოთ. უხერხული კია მაგრამ რა ვიცი, მაინც გკითხავთ. მითხარით, რამე ახალი სპექტაკლის დადგმას არ გეგმავთ?
 
           ვახტანგის ქელეხის შემდეგ
                ოთარი  
–  როგორ სთქვა იმ თეატრმცოდნემ?  წავიდა ჩვენგან 
ქართული თეატრის კორიფეო. მამაჩემს, რომ სცოდნოდა  სიკვდილის შემდეგ თეატრის კორიფეს დაუძახებდნენ.  მოინდომებდა და ოცი წლის წინ მოკვდებოდა. 
                  ელისო  
– შენ რომ არ წაგეყვანა სპექტაკლის სათამაშოდ ის
 ეხლა ცოცხალი იქნებოდა
                 ოთარი
 – მერე და ვინ გითხრა რომ მას სიცოცხლე უნდოდა?,
მას ასეთი სიკვდილი უნდოდა და მიიღო კიდეც. შენ 
ვერასდროს ვერ გაუგებ არტისტს. მამაჩემი მაშინ
მოკვდა როცა თეატრიდან გამოაგდეს, მთელი ეს
წლები კი სიცოცხლის მოჩვენებითი ილუზია იყო, 
შენ ? მაინც მიდიხარ 
   
                        ელისო
– ხო მივდივარ.
                   ოთარი
– ბათუმში.
                 ელისო
– არა
                ოთარი
– აბა ქუთაისში ?
             ელისო
– არა იქ.
                ნატალია
 –    როდის მორჩება ეს , უაზრო ომი .
                ელისო 
  –      მაპატიე მამა, ყველაფერი მაპატიე
                ოთარი  
 – წადი შვილო, წადი და ნუ იფიქრებ შენს ცინიკოს კომედიანტ მამაზე, რომელსაც ყველაფერი ფეხებზე კიდია
                ელისო 
– მე ვიცი შენ არაფერი არ გკიდია ფეხებზე და
ყველაფერი გულთან ახლოს მიგაქვს.
 
                                    ოთარი 
   –      წადი
                                 ელისო 
– მაპატიე
                  ოთარი 
-წადი. ხვალ ორი სპეექტაკლი მაქვს, ეს გადამატანინებს შენს  წასვლას,
ისე გულახდილად რომ გითხრა, როცა სპექტაკლი მაქვს მაშინ
მართლა ყველაფერი ფეხებზე მკიდია, როცა
სცენაზე ვდგავარ, ასე მგონია, რომ მთელ
სამყაროში ჩემს გარდა არავინაა შვილებიც 
კი. ღმერთი რომ ღმერთია ისიც ქრება და ვრჩები
მარტო. აი იმიტო ვეძახი ჩემს თავს პალმის ხეს,
ვდგავარ ჩემთვის , ირგვლივ ქვიშაა, მაგრამ მე 
ამაყად ვდგავარ, იმიტომ რომ ფესვებში ჩემი
სამყოფი წყალი ყოველთვის მაქვს და არ
მაინტერესებს რა ხდება ჩემს ირგვლივ უდაბნოში,
მაგრამ სპექტაკლი მთავრდება თუ არა,
მე პალმის ხიდან ისევ ადამიანად გადავიქცევი და
ისევ იწყება ომი, შიმშილი, სიცივე.
არ იყო მართალი შექსპირი, როცა ამბობდა
მთელი სამყარო თეატრიაო, არა ბატონო უილიამ
სამყარო სამყაროა, თეატრი?! თეატრი თეატრია!
იმიტომ მინდა სულ სცენაზე ყოფნა, რომ არ 
ვიფიქრო სამყაროზე, არ ვიფიქრო დახოცილ 
ბიჭებზე და თან შემწვარ კარტოფილზე, 
არ მინდა ვიფიქრო პოლიტიკოსებზე, ყაჩაღებზე,
იმათზე, ვისაც ჩვენ სუყველანი ფეხებზე
ვკიდივართ, შენც, მეც, ნატალიაც ჩემი დაღუპული ბიჭიც და მამაჩემიც,
ამიტომ გავრბივარ ყოველდღე თეატრში,
რომ ცოტახნით მაინც  გავითიშო,
დავივიწყო ყველაფერი, მე ხომ პალმის ხე ვარ.
გახსოვს ნატალია პალმის ხე? გახსოვს? 
თქვენ იცით როგორ ცეკვავს პალმის ხე?
 
               ნატალია
   –    არა
                ოთარი
–  არც მე.
                ელისო
– მშვიდობით.
                ოთარი
– (ხელს აუწევს) . კარგი.  ნუ ტირი ნატალია,
ბატონებო ეს ჩემი უსაყვარლესი, უნიჭიერესი
ცოლია, ბატონებო ერთი რამ მინდა გთხოვოთ, 
ჩვენ ყველანი დავიღალეთ  მეც, თქვენც, ამიტომ
ერთი წუთით გავჩუმდეთ. ჩვენი  უბედურება 
იმაშია, რომ  ჩვენ ძალიან ბევრს ვხმაურობთ, 
ვფორიაქობთ, ვიპრანჭებით, ამ დროს სიჩუმით კი
უფრო მეტის თქმა შეიძლება, ვისაც რაზე გსურთ
 იმაზე იფიქრეთ, ოღონთ ჩუმად. მაშ ასე
 გავჩუმდეთ …. 
  (პაუზის შემდეგ)
მაინც ვითამაშებთ !
                  ნატალია 
– მაინც ვითამაშებთ !
                   ერთად 
– მაინც ვითამაშებთ. !
ოთარი ხსნის ვახტანგის ჩემოდანს, იღებს იქიდან როლებს და ისვრის  მაყურებლისკენ.