სლავა ნათენაძე

დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი ტანია ბუხბინდერის სახელოსნო.
2001 წლიდან თავისუფალი თეატრის წამყვანი მსახიობია. პარალელურად თამაშობს ა.გრიბოედოვის თეატრში.
“თავისუფალი თეატრის” მიმდინარე რეპერტუარში თამაშობს შემდეგ სპექტაკლებში:
“რიჩარდ III“, “კავკასიურ ცარცის წრე“, “მექანიკური ფორთოხალი“, “სხვების ცხოვრება“, “მოჩვენებები“, “მთავარი გზის გასაყართან”, “თეთრი ვარდები”
თამაშობდა “თავისუფალი თეატრის” შემდეგ სპექტაკლებში:
“კომედიანტები”, “პროვოკაცია”, “ტელემისტერია”, “ქალთა გულების მპყრობელი”, “ძმები”, “საძაღლე”, “იდიოტოკრატია”, “ანა ფრანკის დღიური”, “მშვენიერი ქართველი ქალი”, “ჰამლეტი”, “მამა”, “ოქროს თევზი”, “ალტონელი განდეგილები”
თამაშობს ფილმებში:
”იდიოტოკრატია”, “ისპაჰან – ბათუმი”, “სახლი, რომელიც ფანჯრიდან გაიპარა”, “ჩინარის მანიფესტი”, “თბილისური ამბები” , “არენა”, “ქერჩი” (სერიალი) “ტიფლისი” (სერიალი) “8 წუთი”, “მუჰამედი” , “პეპელა” და სხვ”.